საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგლა ჟვანია - დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ
გოგლა ჟვანია - დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ

ერ­თია, რომ მოკ­ლეს ადა­მი­ა­ნი და მე­ო­რეა, რომ ეს უბინ­ძუ­რე­სი ვერ­სია შე­თი­თხნეს, - ამის შე­სა­ხებ გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვი­სას მისი ძმის, ექ­სპრე­მი­ერ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­და­ცავ­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა დე­ლი­კა­ტურ თე­მებს, რომ­ლებ­ზეც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დუ­მი­ლი არ­ჩია, ისი­ნი ამ სა­კი­თხზე არას­დროს დუმ­დნენ. მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­დნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ევ­რცე­ლე­ბი­ნათ ეს აზრი და ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მუ­სი­რებ­და. არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია ამა­ზე სა­ა­კაშ­ვილს, მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ბოლო პე­როდ­ში და მას შემ­დეგ, რაც მან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­კარ­გა. ამა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" არა­ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს უსა­უბ­რია", - აღ­ნიშ­ნა გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მას ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის პრობ­ლე­მა არ აქვს. "მე ეს ვი­ცო­დი 2004 წლი­დან. ეს იცო­და ნი­ნომ, ზუ­რას მე­უღ­ლემ. ეს იცის დე­და­ჩემ­მაც და ჩვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით. პირ­და­პირ გე­ტყვით, რა დე­ლი­კა­ტურ მო­მენ­ტებ­ზეა სა­უ­ბა­რი, იქ დად­გმუ­ლი იყო სცე­ნა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. ეს სცე­ნა იყო დად­გმუ­ლი. ეს არ არის ახა­ლი არა­ვის­თვის, არც ჩემ­თვის და არც ჩემი ოჯა­ხის­თვის. ეს არის ის, რა­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დგამ­და, თი­თხნი­და და ახლა ცდი­ლობს, რომ ამით გა­და­ფა­როს ის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ჩა­ვარ­და ამ ის­ტე­რი­კა­ში იმი­ტომ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სწო­რი გზით მი­დის. "ვინ დად­გა ეს სცე­ნა, რო­გორ დად­გა, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბა და ამა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი სე­რი­ო­ზულ პა­სუხს აგე­ბენ. ერ­თია, რომ მოკ­ლეს ადა­მი­ა­ნი და მე­ო­რეა, რომ ეს უბინ­ძუ­რე­სი ვერ­სია შე­თი­თხნეს. მე გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, რომ ამა­ზე პა­სუხს აგე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და გოგ­ლა ჟვა­ნი­ამ.

ასე­ვე იხი­ლეთ:"ჟვა­ნი­ას საქ­მის ნა­წი­ლის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის თან­ხმო­ბით მოხ­და" - მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა

რუბრიკის სხვა სიახლეები

გოგლა ჟვანია - დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ

გოგლა ჟვანია - დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ

ერთია, რომ მოკლეს ადამიანი და მეორეა, რომ ეს უბინძურესი ვერსია შეთითხნეს, - ამის შესახებ გოგლა ჟვანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სატელეფონო ჩართვისას მისი ძმის, ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცავლების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

"რაც შეეხება დელიკატურ თემებს, რომლებზეც წინა ხელისუფლებამ დუმილი არჩია, ისინი ამ საკითხზე არასდროს დუმდნენ. მაქსიმალურად ცდილობდნენ, საზოგადოებაში გაევრცელებინათ ეს აზრი და ეს საზოგადოებაში მუსირებდა. არაერთხელ უსაუბრია ამაზე სააკაშვილს, მისი პრეზიდენტობის ბოლო პეროდში და მას შემდეგ, რაც მან ხელისუფლება დაკარგა. ამაზე "ნაციონალური მოძრაობის" არაერთ წარმომადგენელს უსაუბრია", - აღნიშნა გოგლა ჟვანიამ.

მისივე თქმით, მას ამ თემაზე საუბრის პრობლემა არ აქვს. "მე ეს ვიცოდი 2004 წლიდან. ეს იცოდა ნინომ, ზურას მეუღლემ. ეს იცის დედაჩემმაც და ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით. პირდაპირ გეტყვით, რა დელიკატურ მომენტებზეა საუბარი, იქ დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ. ეს სცენა იყო დადგმული. ეს არ არის ახალი არავისთვის, არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის. ეს არის ის, რასაც წინა ხელისუფლება დგამდა, თითხნიდა და ახლა ცდილობს, რომ ამით გადაფაროს ის გამოძიების პროცესი, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ჩავარდა ამ ისტერიკაში იმიტომ, რომ გამოძიება სწორი გზით მიდის. "ვინ დადგა ეს სცენა, როგორ დადგა, ეს ყველაფერი გამოაშკარავდება და ამაზე ადამიანები სერიოზულ პასუხს აგებენ. ერთია, რომ მოკლეს ადამიანი და მეორეა, რომ ეს უბინძურესი ვერსია შეთითხნეს. მე გარანტიას გაძლევთ, რომ ამაზე პასუხს აგებენ", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

ასევე იხილეთ: "ჟვანიას საქმის ნაწილის გასაიდუმლოება ოჯახის წევრების თანხმობით მოხდა" - მურთაზ ზოდელავა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ