პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთიც მე გამივარდება და ნახავ ..". დაპირისპირება სოსო რობაქიძესა და გურამ დონაძეს შორის
"ერთიც მე გამივარდება და ნახავ ..". დაპირისპირება სოსო რობაქიძესა და გურამ დონაძეს შორის

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი-2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვა­ნის" ეთერ­ში, ბუტა რო­ბა­ქი­ძის მამა, სოსო რო­ბა­ქი­ძე და გუ­რამ დო­ნა­ძე ერ­ტმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი 2004 წელს, წე­რე­თელ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დე­ტა­ლე­ბის გან­ხილ­ვას მოჰ­ყვა.

გუ­რამ დო­ნა­ძემ მა­ნამ­დე კო­მენ­ტა­რი ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მის სა­პა­სუ­ხოდ სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვი­სას გა­ა­კე­თა. მისი თქმით, რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბულ პი­რებს რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრა­ლი არ მი­უ­ძღვით და ბოლო პე­რი­ოდ­ში საქ­მით პო­ილ­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხად­დე­ბა, თით­ქოს გა­მო­ძი­ე­ბა მი­დის ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. არა­ნა­ი­რი გა­მო­ძი­ე­ბა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ მი­დის. გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­და ზუს­ტად 2 წლის წინ. საქ­მე სა­სა­მარ­თლოს 2013 წლის მა­ის­ში გა­და­ე­ცა და დღემ­დე მხო­ლოდ 3 სხდო­მაა გა­მარ­თუ­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ეს არის ტყუ­ი­ლი – სა­სა­მარ­თლო­ში არ იხი­ლე­ბა ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე, სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის საქ­მე და ია­რა­ღე­ბის იქ ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის საქ­მე. ის, რომ ბუტა რო­ბა­ქი­ძე არც გუ­რამ დო­ნა­ძეს, არც ზუ­რაბ მი­ქა­ძეს, არც ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას არ მო­უკ­ლავს, ცალ­სა­ხად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც გა­უ­ვარ­და ია­რა­ღი, აგო პა­სუ­ხი", - აღ­ნიშ­ნა გუ­რამ დო­ნა­ძემ.

ამ გან­ცხა­დე­ბამ სოსო რო­ბა­ქი­ძის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. "ასე რა­ტომ ნერ­ვი­უ­ლობ, ბა­ტო­ნო გუ­რამ, შენ თუ მარ­თა­ლი კაცი ხარ?! მარ­თა­ლი ხარ შენ, უნდა იჯდე უკვე ცი­ხე­ში, ეს კი დაგ­ვი­ან­და, მაგ­რამ აგის­რულ­დე­ბა", - მი­მარ­თა სოსო რო­ბა­ქი­ძემ გუ­რამ დო­ნა­ძეს.

სოსო რო­ბა­ქი­ძის თქმით, პო­ლი­ცი­ე­ლებს ტყვია კი არ გა­უ­ვარ­დათ, ყვე­ლა ბი­ჭის და­ხოც­ვა უნ­დო­დათ. "ახლა სპე­ცო­პე­რა­ცია და­არ­ქვეს და გა­უ­ვარ­დათ ტყვია თურ­მე. მერე რა გა­გი­ვარ­დათ, 3-5 ბი­ჭის და­პა­ტიმ­რე­ბა – ეგეც გა­გი­ვარ­დათ?! არა­კა­ცუ­რად ბავ­შვს რომ არ უშ­ვე­ლეთ, ეგეც გა­გი­ვარ­დათ?! ერთი მე გა­მი­ვარ­დე­ბა და გაჩ­ვე­ნებ მერე, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი რომ არ გიშ­ვე­ლის არა­ვინ და რო­გორ იქ­ნე­ბა, მი­ი­ღოს ეს ყვე­ლამ თა­ვის თავ­ზე. თუ გა­გი­ვარ­დათ, შტე­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ყო­ფილ­ხართ და მა­გა­ზეც და­სა­ჭე­რი ხართ", - გა­ნა­ცხა­და სოსო რო­ბა­ქი­ძემ.

ამას­თან, სოსო რო­ბა­ქი­ძემ შეს­თა­ვა­ზა გუ­რამ დო­ნი­ძეს, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა­ში სა­ტე­ლე­ფო­ნო ხა­ზით ჩა­ერ­თო, გა­და­ცე­მა­ში მი­ვი­დეს დე­ბა­ტე­ბის­თვის. "ნუ გე­ში­ნია, არა­ფერს გი­ზამ, შენ რაღა უნდა გიქ­ნა, ისე­დაც ნაქ­ნა­რი გაქვს", - მი­მარ­თა სოსო რო­ბა­ქი­ძემ დო­ნა­ძეს, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნელ­მა პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლა არ ისურ­ვა. დო­ნა­ძის თქმით, მას და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია, თუმ­ცა თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა ამის დამ­ტკი­ცე­ბას მო­ა­ხერ­ხებს, მზა­დაა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­თვის.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: გუ­რამ დო­ნა­ძე: "ბუტა რო­ბა­ქი­ძე არც ფირ­ცხა­ლავს, არც დო­ნა­ძეს და არც მი­ქა­ძეს არ მო­უკ­ლავს და ეს და­დას­ტურ­და"

"ერთიც მე გამივარდება და ნახავ ..". დაპირისპირება სოსო რობაქიძესა და გურამ დონაძეს შორის

"ერთიც მე გამივარდება და ნახავ ..". დაპირისპირება სოსო რობაქიძესა და გურამ დონაძეს შორის

ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში, ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე და გურამ დონაძე ერტმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი 2004 წელს, წერეთელზე  ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალების განხილვას მოჰყვა.

გურამ დონაძემ მანამდე კომენტარი ბუტა რობაქიძის მამის საპასუხოდ სატელეფონო ჩართვისას გააკეთა. მისი თქმით, რობაქიძის საქმეში ბრალდებულ პირებს რობაქიძის მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვით და ბოლო პერიოდში საქმით პოილტიკური სპეკულირება მიმდინარეობს.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცხადდება, თითქოს გამოძიება მიდის ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით. არანაირი გამოძიება გენერალურ პროკურატურაში არ მიდის. გამოძიება დასრულდა ზუსტად 2 წლის წინ. საქმე სასამართლოს 2013 წლის მაისში გადაეცა და დღემდე მხოლოდ 3 სხდომაა გამართული. რამდენიმე დღის წინ მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა. ეს არის ტყუილი – სასამართლოში არ იხილება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, სასამართლოში განიხილება ჩვენი უფლებამოსილების გადამეტების საქმე და იარაღების იქ ყოფნა-არყოფნის საქმე. ის, რომ ბუტა რობაქიძე არც გურამ დონაძეს, არც ზურაბ მიქაძეს, არც ირაკლი ფირცხალავას არ მოუკლავს, ცალსახად დადასტურებულია და ადამიანმა, რომელსაც გაუვარდა იარაღი, აგო პასუხი", - აღნიშნა გურამ დონაძემ.

ამ განცხადებამ სოსო რობაქიძის გაღიზიანება გამოიწვია. "ასე რატომ ნერვიულობ, ბატონო გურამ, შენ თუ მართალი კაცი ხარ?! მართალი ხარ შენ, უნდა იჯდე უკვე ციხეში, ეს კი დაგვიანდა, მაგრამ აგისრულდება", - მიმართა სოსო რობაქიძემ გურამ დონაძეს.

სოსო რობაქიძის თქმით, პოლიციელებს ტყვია კი არ გაუვარდათ, ყველა ბიჭის დახოცვა უნდოდათ. "ახლა სპეცოპერაცია დაარქვეს და გაუვარდათ ტყვია თურმე. მერე რა გაგივარდათ, 3-5 ბიჭის დაპატიმრება – ეგეც გაგივარდათ?! არაკაცურად ბავშვს რომ არ უშველეთ, ეგეც გაგივარდათ?! ერთი მე გამივარდება და გაჩვენებ მერე, ნახევარი საათი რომ არ გიშველის არავინ და როგორ იქნება, მიიღოს ეს ყველამ თავის თავზე. თუ გაგივარდათ, შტერი პოლიციელები ყოფილხართ და მაგაზეც დასაჭერი ხართ", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ამასთან, სოსო რობაქიძემ შესთავაზა გურამ დონიძეს, რომელიც გადაცემაში სატელეფონო ხაზით ჩაერთო, გადაცემაში მივიდეს დებატებისთვის. "ნუ გეშინია, არაფერს გიზამ, შენ რაღა უნდა გიქნა, ისედაც ნაქნარი გაქვს", - მიმართა სოსო რობაქიძემ დონაძეს, თუმცა ამ უკანასკნელმა პოლემიკაში შესვლა არ ისურვა. დონაძის თქმით, მას დანაშაული არ ჩაუდენია, თუმცა თუ პროკურატურა ამის დამტკიცებას მოახერხებს, მზადაა პასუხისმგებლობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ: გურამ დონაძე: "ბუტა რობაქიძე არც ფირცხალავს, არც დონაძეს და არც მიქაძეს არ მოუკლავს და ეს დადასტურდა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ