როგორ ჩაცხრილეს ვაზაგაშვილი და ხუბულოვი კორტებზე - შემზარავი დღის დეტალური რეკონსტრუქცია

როგორ ჩაცხრილეს ვაზაგაშვილი და ხუბულოვი კორტებზე - შემზარავი დღის დეტალური რეკონსტრუქცია

პროკურატურამ ე.წ. კორეტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გახსნილად გამოაცხადა. პრესკონფერენციაზე უწყებამ ტრაგედიის დეტალებსა და ფირცხალავას დაკავების მოტივებზე ისაუბრა [მეტი], და ამავდროულად წარმოადგინა გრაფიკული ვიზუალური მასალა, რომელიც სპეცოლერაციის და ჩაცხრილვის პროცესს აღწერს.

VIDEO

2006 წლის 02 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ალექსანდრე ხუბულოვი შეხვდა მის მეგობრებს ზურაბ ვაზაგაშვილს და ბონდო ფუთურიძეს და ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გაემართა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ალექსანდრე ხუბულოვი განთავსდა მძღოლის გვერდით, წინა მარჯვენა სავარძელზე, ხოლო ბონდო ფუთურუძე - ავტომანქანის უკანა სავარძელზე.

მოძრაობისას, დაახლოებით 09:45 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, ქ.თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საჩოგბურთო კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შუქნიშნის ამკრძალავ წითელ ფერზე გაჩერდა, რა დროსაც შსს კრიმინალური პოლიციის დეპატამენტის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, ავტომანქანებით ახორციელებდნენ მათ თვალთვალს.

ამ დროს, ირაკლი ფირცხალავას მიერ ხელის რადიოსადგურის მეშვეობით ბრძანების გაცემისთანავე, ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრები: იასონ მილაძე, გიორგი გულბიანი, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია, ალექსანდრე სანიკიძე და კახაბერ ნაკანი გადმოვიდნენ ავტომანქანიდან და გაემართნენ ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანისაკენ. მანქანასთან მიახლოებისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ იმყოფებოდნენ ხალხმრავალ ადგილას, ამასთან ავტომანქანაში მყოფი პირებისაგან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, ირაკლი ფირცხალავას მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, ცეცხლი გაუხსნეს ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავმტომანქანას და მის მგზავრებს.

ზურაბ ვაზაგაშვილი სროლებისაგან თავის დაღწევის მიზნით, შეეცადა ავტომანქანით გაქცევას, გადავიდა საპირისპირო გზის სავალ ნაწილზე, თუმცა ინტენსიური სროლების გამო დაკარგა ავტომანქანის მართვა და შეეჯახა ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ, გზის სავალ ნაწილზე მდებარე ელექტროგანათების ბოძს, რის შემდეგაც ინტენსიური სროლები ა/მანქანის მგზავრების მისამართით კვლავ გაგრძელდა. (იხილეთ გრაფიკული ვიდეო) ინტენსიური სროლის შეწყვეტისთანავე, ე.წ. "სპეცოპერაციის" მონაწილე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ცააძე, წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ირაკლი ფირცხალვას მიერ ორგანიზებული დანაშაულის დაფარვის, თვითმხილველი მოწმეების განადგურების და წარმატებული ოპერაციის დასრულებაში დარწუნების მიზნით, მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები, სალონის წინა ნაწილში მჯდომი ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით", - ასე აღწერს სპეცოპერაციას პროკურატურა.

იხილეთ სრული ტექსტი

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ