ვიდეო, რომელშიც მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფას აყენებს, უკვე ყველამ ნახა. აქ და ახლა მორალის კითხვას არ ვაპირებთ - სხვა საკითხზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება.
პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება რომ არ შეიძლება, დაწერილი რომ არ იყოს, დაუწერელი კანონი იქნებოდა, თუმცა ასეთ დანაშაულს კანონიც არეგულირებს და ცხადია, გაინტერესებთ, რა ელის მას, ვინც პოლიციელს ვიზუალურ თუ ვერბალურ შეურაცხყოფას მიაყენებს.
იმისათვის, რომ ეს თემა თქვენთვის უფრო საინტერესო ყოფილიყო, მოვიძიეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ჯარიმებია პოლიციელის შეურაცხყოფაზე გერმანიაში, რაც საშუალებას მოგვცემს, პარალელები გავავლოთ ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოსა და ჩვენს განვითარებად ქვეყანას შორის.
რა ხდება გერმანიაში?
ზოგადად, გერმანიაში პიროვნების ნებისმიერი სახის შეურაცხყოფაზე კონკრეტული ჯარიმებია დაწესებული და კანონში შეურაცხყოფის ყველა შესაძლო ვარიანტზე კონკრეტული ჯარიმა არსებობს. ოღონდ, გერმანელები ყველა შემთხვევას მაინც ინდივიდუალურად უდგებიან და ითვალისწინებენ იმ ადამიანის ყოველთვიურ შემოსავალს, რომელსაც ჯარიმა უნდა დააკისრონ.
მაგალითად, ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა შტეფან ეფენბერგმა თავის დროზე პოლიციელს ყველასათვის კარგად ნაცნობი გერმანული სალანძღავი სიტყვა, Arschloch (ანალური ხვრელი) რომ უწოდა, 10 000 ევრო გადაახდევინეს. თუმცა ეფენბერგს ამხელა ჯარიმა იმიტომ გამოუვიდა, რომ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა. დაბალაზღაურებადი მოქალაქის შემთხვევაში კი ჯარიმა გაცილებით ნაკლებია.
იხილეთ ასევე: სერიოზული პრობლემა პატრულის მაგინებელი გოგონას სკანდალის მიღმა - ვის დასჯის კანონი
იხილეთ ვიდეო: "დავდივარ გაბლატავებული და გადაეცი, ტრ... დააყენოს"