იური ვაზაგაშვილის უკანასკნელი ინტერვიუ - "ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ გადაგვაგდო"

იური ვაზაგაშვილის უკანასკნელი ინტერვიუ - "ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ გადაგვაგდო"

კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა. "კვირის პალიტრის" მე-3 ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუ ბატონ იურისთან, რომელიც, სამწუხაროდ, მისი ბოლო ინტერვიუ აღმოჩნდა.

"ჩვენმა მოყვანილმა ხელისუფლებამ გადაგვაგდო"

თბილისში, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ მოძიებული ინფორმაციით და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი განზრახ მოკლეს...

თბილისში, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ მოძიებული ინფორმაციით და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი განზრახ მოკლეს...

როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, ვაზაგაშვილს მანქანის მარცხენა მხრიდან ახლო მანძილიდან ესროლეს და ამ დროს მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ადვოკატებმა აჩვენეს სპეცოპერაციის ფოტომასალაც, რომელიც, მათი თქმით, 2006 წლიდან 2013 წლამდე სხვადასხვა მიზეზით არ იდო საქმეში.

იური ვაზაგაშვილი, ზურაბ ვაზაგაშვილის მამა: - ვიდეომასალა, 40-წუთიანია და ის გრიგოლ კვინიკაძემ გადასცა "ობიექტივს". კვინიკაძე სპეცოპერაციაში მონაწილეობდა და ამ საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა. ეს კვინიკაძე იმ ჯგუფში იყო, რომელმაც თამაზ თამაზაშვილს იარაღი ჩაუდო. ახლა საფრანგეთშია გაქცეული. კვინიკაძემ კადრები კეთილი განზრახვით კი არ გამოაჩინა, არამედ იმიტომ, რომ თამაზაშვილისთვის დაენახებინა, თითქოს ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობს.

- თქვენთვის რა სიახლე იყო ამ მასალაში?

- ამ ექსპერტიზით კი არა, წინა ექსპერტიზითაც დგინდებოდა, რომ ზურა განზრახ მოკლეს. ამას ადასტურებენ ბუბა ფუთურიძე და სხვა მოწმეები, მათ შორის - პოლიციელებიც. წინა გაყალბებულმა ექსპერტიზამაც კი დაასკვნა, თავის მარცხენა მხარეს არის დაზიანება და თავის ქალა ისეა დაშლილი, რომ გვამთან ერთად მისი ნაწილები არ არის წარმოდგენილიო. კადრებში ჩანს, როგორ კრეფენ თავის ქალის ნაწილებს. თვითმხილველების ცნობით, იმ გასროლამდე ზურა ცოცხალი იყო.

- ანუ ზურაბს საკონტროლო ტყვია დაახალეს?

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ