საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უხილავი ქურდები" - ესპანური ჟურნალისტური გამოძიება "ქართულ მაფიაზე"
 "უხილავი ქურდები" - ესპანური ჟურნალისტური გამოძიება "ქართულ მაფიაზე"

"უხი­ლა­ვი ქურ­დე­ბი" - ამ სა­თა­უ­რით ეს­პა­ნუ­რი ტე­ლე­კომ­პა­ნია La Sexta ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის სე­რი­ას აქ­ვეყ­ნებს. "ისი­ნი მოქ­მე­დე­ბენ ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე, ჩუ­მად ტე­ხა­ვენ სახ­ლე­ბის კა­რებს, ისე რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ძარ­ცვის მსხვერ­პლე­ბი ვერც კი ამ­ჩნე­ვენ სახ­ლში ქურ­დო­ბის კვალს. რა არის სა­ი­დუმ­ლო მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სუფ­თად მო­მუ­შა­ვე ქურ­დე­ბის, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ 10-დან 9 კა­რის გა­ღე­ბა" - ვკი­თხუ­ლობთ ანო­ტა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ვებ-გვერ­დზე ვი­დე­ოს ახ­ლავს თან.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დაჯ­გუ­ფე­ბამ ერთ თვე­ში სე­ვი­ლი­ა­ში 100 სახ­ლი გა­ძარ­ცვა, 200 მად­რიდ­ში და კი­დევ 150-მდე ეს­პა­ნე­თის სხვა ქა­ლა­ქებ­ში. სა­შუ­ა­ლოდ მათი ნა­დავ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა თითო სახ­ლის გა­ქურდვის შემ­დეგ, 9 ათას ევ­რომ­დეა. ხში­რად ნა­ქურ­დალ ოქ­როს ისი­ნი ად­ნო­ბენ, რომ ძარ­ცვის კვა­ლი და­ფა­რონ.

ეს­პა­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის სრუ­ლი სქე­მა გა­შიფ­რეს, და­წყე­ბუ­ლი ეს­პა­ნეთ­ში მათი ჩას­ვლი­დან, ნა­ქურ­და­ლის გა­სა­ღე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოგ­ზავ­ნით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ეს­პა­ნურ­მა პო­ლი­ცი­ამ და სა­მო­ქა­ლა­ქო გვარ­დი­ამ ერ­თობ­ლი­ვად და­ი­წყო სპე­ცო­პე­რა­ცია, რომ­ლის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბიც ვი­დე­ო­ში შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"უხილავი ქურდები" - ესპანური ჟურნალისტური გამოძიება "ქართულ მაფიაზე"

 "უხილავი ქურდები" - ესპანური ჟურნალისტური გამოძიება "ქართულ მაფიაზე"

"უხილავი ქურდები" - ამ სათაურით ესპანური ტელეკომპანია La Sexta ჟურნალისტური გამოძიების სერიას აქვეყნებს. "ისინი მოქმედებენ ძალადობის გარეშე, ჩუმად ტეხავენ სახლების კარებს, ისე რომ თავდაპირველად ძარცვის მსხვერპლები ვერც კი ამჩნევენ სახლში ქურდობის კვალს. რა არის საიდუმლო მსოფლიოს ყველაზე სუფთად მომუშავე ქურდების, რომლებსაც შეუძლიათ 10-დან 9 კარის გაღება" - ვკითხულობთ ანოტაციაში, რომელიც ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე ვიდეოს ახლავს თან.

გამოძიების ინფორმაციით, ამ დაჯგუფებამ ერთ თვეში სევილიაში 100 სახლი გაძარცვა, 200 მადრიდში და კიდევ 150-მდე ესპანეთის სხვა ქალაქებში. საშუალოდ მათი ნადავლის ღირებულება თითო სახლის გაქურდვის შემდეგ, 9 ათას ევრომდეა. ხშირად ნაქურდალ ოქროს ისინი ადნობენ, რომ ძარცვის კვალი დაფარონ.

ესპანელმა ჟურნალისტებმა ქართველი კრიმინალების მუშაობის სრული სქემა გაშიფრეს, დაწყებული ესპანეთში მათი ჩასვლიდან, ნაქურდალის გასაღებიდან მიღებული ფულის საქართველოში გადმოგზავნით დასრულებული. ესპანურმა პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ ერთობლივად დაიწყო სპეცოპერაცია, რომლის ამსახველი კადრებიც ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ