საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიღმის მასივში, ძმების გარდაცვალების ახალი ვერსია ვრცელდება
დიღმის მასივში, ძმების გარდაცვალების ახალი ვერსია ვრცელდება

დიღ­მის მა­სივ­ში, ძმე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ერთ-ერთ ვერ­სი­ად, გა­ზით გა­გუდ­ვაც სა­ხელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ალექ­სან­დრე და დე­ნის ატარ­ში­კო­ვე­ბის ცხედ­რე­ბის პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­დას­ვე­ნე­ბის შემ­დეგ, ად­გილ­ზე მყოფ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ჯერ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია, თუმ­ცა შე­საძ­ლოა საქ­მე არა მკვლე­ლო­ბას­თან, არა­მედ გა­ზით გა­გუდ­ვას­თან გვქონ­დეს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ჯერ არ და­უს­რუ­ლე­ბი­ათ. ცხედ­რე­ბი კი, ექ­სპერ­ტი­ზა­ზე ცოტა ხნის წინ გა­და­ას­ვე­ნეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, მე­ზობ­ლე­ბი ძმე­ბის მი­მართ მუ­ქა­რა­ზეც სა­უბ­რო­ბენ. ერთ-ერთი მე­ზობ­ლის თქმით, მუ­ქა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ერთ-ერთი ძმის­გან ჰქონ­და.

"ის ამ­ბობ­და, რომ ემუქ­რე­ბოდ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და მე­ზო­ბელ­მა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძმებ ატარ­ში­კო­ვებს ლიფ­ტე­ბის ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ. ოფი­სი კი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის წინ არის.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალექ­სან­დრე და დე­ნის ატარ­ში­კო­ვე­ბი სამ­სა­ხურ­ში არ მი­ვიდ­ნენ, რის შემ­დე­გაც თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ისი­ნი სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ძმე­ბი და­ა­ყა­ჩა­ღეს და მოკ­ლეს.

ჯერ უც­ნო­ბია რა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. შსს ამ ეტაპ­ზე არ აკონ­კრე­ტებს თუ რა მუხ­ლით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

დიღმის მასივში, ძმების გარდაცვალების ახალი ვერსია ვრცელდება

დიღმის მასივში, ძმების გარდაცვალების ახალი ვერსია ვრცელდება

დიღმის მასივში, ძმების გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად, გაზით გაგუდვაც სახელდება, - ამის შესახებ ალექსანდრე და დენის ატარშიკოვების ცხედრების პროზექტურაში გადასვენების შემდეგ, ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელმა განუცხადა.

მისი თქმით, ჯერ გარდაცვალების მიზეზი უცნობია, თუმცა შესაძლოა საქმე არა მკვლელობასთან, არამედ გაზით გაგუდვასთან გვქონდეს. საგამოძიებო მოქმედებები კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს ჯერ არ დაუსრულებიათ. ცხედრები კი, ექსპერტიზაზე ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მეზობლები ძმების მიმართ მუქარაზეც საუბრობენ. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მუქარის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთი ძმისგან ჰქონდა.

"ის ამბობდა, რომ ემუქრებოდნენ", - განაცხადა მეზობელმა.

არსებული ინფორმაციით, ძმებ ატარშიკოვებს ლიფტების ბიზნესი ჰქონდათ. ოფისი კი, საცხოვრებელი სახლის წინ არის.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე და დენის ატარშიკოვები სამსახურში არ მივიდნენ, რის შემდეგაც თანამშრომლებმა ისინი სახლში გარდაცვლილები აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ვერსიით, ძმები დააყაჩაღეს და მოკლეს.

ჯერ უცნობია რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. შსს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ