მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არიან დაჭრილები, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა" - ბათუმის ღამის კლუბში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
"არიან დაჭრილები, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა" - ბათუმის ღამის კლუბში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა: ბა­თუმ­ში ღა­მის კლუბ­ში მომ­ხდა­რი სრო­ლის შე­დე­გად ოთხი ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა

ბა­თუმ­ში ღა­მის კლუბ­ში "ლე­გას­ში" მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. რო­გორც კლუ­ბის დი­რექ­ტორ­მა ემ­ზარ მან­ვე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო დაჭ­რი­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"კლუ­ბი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს აგ­ვის­ტო­დან, მსგავ­სი შემ­თხვე­ვა აქამ­დე არ ყო­ფი­ლა. წუ­ხელ 01:30 სა­ა­თის შემ­დეგ მოხ­და შემ­თხვე­ვა. არი­ან დაჭ­რი­ლე­ბი, არის სამ­წუ­ხა­როდ გარ­დაც­ვლი­ლიც. არ ვი­ყა­ვი ად­გილ­ზე და როცა მო­ვე­დი, უკვე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი არის კლუბ­ში, ამო­ღე­ბუ­ლია მა­სა­ლა და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. კლუ­ბის პერ­სო­ნა­ლი და­კი­თხვა­ზეა", - აღ­ნიშ­ნა ემ­ზარ მან­ვე­ლი­ძემ.

კლუბ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად დაჭ­რი­ლია თურ­ქე­თის ორი მო­ქა­ლა­ქე.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით დღეს შსს-მ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შინ ნათ­ქვა­მია, რომ შსს-ს აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რა­მაზ დ. ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს მეშ­ვი­დე გან­ყო­ფი­ლე­ბის უმ­ცროს-ინ­სპექ­ტო­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, სარ­ფის სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტში და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 27 დე­კემ­ბერს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ბა­თუმ­ში, ერთ-ერთ კლუბ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით თა­ვის არე­ში სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა შსს-ს აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს მეშ­ვი­დე გან­ყო­ფი­ლე­ბის უმ­ცროს ინ­სპექ­ტორს, 1992 წელს და­ბა­დე­ბულ თა­რაშ მ-ს, რო­მე­ლიც არ ას­რუ­ლებ­და სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­რაშ მ. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო რა­მაზ დ. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თი­სას და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღი და მას­რე­ბი ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"არიან დაჭრილები, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა" - ბათუმის ღამის კლუბში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"არიან დაჭრილები, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა" - ბათუმის ღამის კლუბში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ბოლო განახლება: ბათუმში ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა

ბათუმში ღამის კლუბში "ლეგასში" მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც კლუბის დირექტორმა ემზარ მანველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"კლუბი ფუნქციონირებს აგვისტოდან, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. წუხელ 01:30 საათის შემდეგ მოხდა შემთხვევა. არიან დაჭრილები, არის სამწუხაროდ გარდაცვლილიც. არ ვიყავი ადგილზე და როცა მოვედი, უკვე სამართალდამცველები მუშაობდნენ. ვიდეოკამერები არის კლუბში, ამოღებულია მასალა და მიმდინარეობს გამოძიება. კლუბის პერსონალი დაკითხვაზეა", - აღნიშნა ემზარ მანველიძემ.

კლუბში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაჭრილია თურქეთის ორი მოქალაქე.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღეს შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშინ ნათქვამია, რომ შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული რამაზ დ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს-ინსპექტორის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს ინსპექტორს, 1992 წელს დაბადებულ თარაშ მ-ს, რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

მათივე ინფორმაციით, თარაშ მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამაზ დ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი და მასრები ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ