პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ქადაგიძე ლევან ჩაჩუას - თქვენ და სააკაშვილი აქამდე უნდა დამლაპარაკებოდით
ნინო ქადაგიძე ლევან ჩაჩუას - თქვენ და სააკაშვილი აქამდე უნდა დამლაპარაკებოდით

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლე ნინო ქა­და­გი­ძე ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტის ლე­ვან ჩა­ჩუ­ას სამ­ძი­მარს ღე­ბუ­ლობს, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ ჩა­ჩუა და სა­ა­კაშ­ვი­ლი მას აქამ­დე უნდა და­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ.

ამის შე­სა­ხებ ნინო ქა­და­გი­ძემ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ლე­ვან ჩა­ჩუ­ას საქ­მის გან­ხილ­ვი­სას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით და­კი­თხვი­სას აღ­ნიშ­ნა. მას­სა და ლე­ვან ჩა­ჩუ­ას შო­რის დი­ა­ლო­გი შედ­გა, რომ­ლის დრო­საც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლემ და­კა­ვე­ბულ ექპ­სერტს რამ­დენ­ჯერ­მე უსაყ­ვე­დუ­რა. ლე­ვან ჩა­ჩუ­ამ მას მი­უ­სამ­ძიმ­რა.

"10 წელი გა­დის, ამ ხნის მერე შე­იძ­ლე­ბა ჩემი სამ­ძი­მა­რი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს, თუმ­ცა პირ­ვე­ლად ახლა გხვდე­ბით და გულ­წრფე­ლად გი­სამ­ძიმ­რებთ, ეს არ იყო მხო­ლოდ ქვეყ­ნის და­ნაკ­ლი­სი, ეს ერის და­ნაკ­ლი­სი იყო. მეს­მის თქვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა და ის ტკი­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჩა­ჩუ­ამ.

მას სა­უ­ბა­რი გა­ა­წყვე­ტი­ნა ნინო ქა­და­გი­ძემ და მი­მარ­თა, რომ ექ­სპერტს სამ­ძი­მა­რი და­უგ­ვი­ან­და.

"სამ­ძი­მა­რი და­გიგ­ვი­ან­დათ. შე­იძ­ლე­ბა გე­ში­ნო­დათ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის", - მი­მარ­თა ჩა­ჩუ­ას ნინო ქა­და­გი­ძემ.

ლე­ვან ჩა­ჩუ­ამ ამის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რომ რამ­დენ­ჯერ­მე და­გეგ­მა ჟვა­ნი­ას ოჯა­ხის წევ­რებ­თან შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა შეხ­ვედ­რე­ბი არ შედ­გა.

"30 წელი ვი­მუ­შა­ვე ამ სფე­რო­ში. უამ­რავ ადა­მი­ან­თან მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ჩა­ჩუ­ამ, თუმ­ცა მას სა­უ­ბა­რი კვლავ შე­ა­წყვე­ტი­ნა ნინო ქა­და­გი­ძემ და მი­მარ­თა, რომ მისი სამ­ძი­მა­რი მი­ი­ღო.

ამის შემ­დეგ ლე­ვან ჩა­ჩუ­ამ გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლეს შეს­თა­ვა­ზა, რომ მზად არის ნე­ბის­მი­ერ დროს შეხ­ვდეს მას­სა და ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დე­და­საც და და­ე­ლა­პა­რა­კოს, რა­ზეც ნინო ქა­და­გი­ძემ მი­მარ­თა, რომ ეს მა­საც და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც, თუ სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ, ადრე უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

"ნუ გა­მა­ი­გი­ვებთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან", - მი­მარ­თა ქა­და­გი­ძეს ლე­ვან ჩა­ჩუ­ამ, რის შემ­დე­გაც ბრალ­დე­ბულ­მა რამ­დე­ნი­მე შე­კი­თხვა დას­ვა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლის მი­მართ.

ჩა­ჩუა და მისი ად­ვო­კა­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ ჰქონ­და თუ არა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას რა­ი­მე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა და ჰქონ­და თუ არა მის მე­უღ­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 5 დღით ადრე ჟვა­ნი­ამ სრუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ი­ტა­რა. ნინო ქა­და­გი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნია მსგავს გა­მოკ­ვლე­ვებს პე­რი­ო­დუ­ლად იტა­რებ­და და თავს უვ­ლი­და. რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ვი­ლებს, ქა­და­გი­ძის თქმით, მისი მე­უღ­ლე ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და სი­სუს­ტეს არ გრძნობ­და.

"ასე­თი ენერ­გი­ის ადა­მი­ა­ნი არ მახ­სოვს, 9 სა­ათ­ზე დგე­ბო­და და 2-3 სა­ათ­ზე შე­მო­დი­ო­და ენერ­გი­ა­დაც­ლი­ლი. ერ­თა­დერ­თი ბოლო პე­რი­ოდ­ში თავი სტკი­ო­და და ამა­ზე გა­ი­კე­თა თო­დუ­ას­თან გა­მოკ­ვლე­ვა", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძემ.

ამას­თან, ჩა­ჩუ­ას ად­ვო­კა­ტის სა­პა­სუ­ხოდ ორ­გა­ნიზ­მში CO-ს შემ­ცვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იც­ნობს თუ არა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ აღ­ნიშ­ნა, რომ იგი იც­ნობს ამე­რი­კუ­ლი და ქარ­თუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბის დას­კვნას. ქა­და­გი­ძის თქმით, ქარ­თუ­ლი დას­კვნა არის სა­მარ­ცხვი­ნო. ამას­თან, მან აღ­ნიშ­ნა, რომ ამე­რი­კულ დას­კვნა­ში წე­რია, რომ CO-ს შემ­ცვე­ლო­ბა 74-ს შე­ად­გენ­და, რაც ნინო ქა­და­გი­ძის თქმით, საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

"თუკი ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა 66-70-მდე ჩO-ს შემ­ცვე­ლო­ბით, 74 არის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ეს სა­ეჭ­ვოა", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძემ.

ამას­თან, გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ კი­თხვებ­ზე სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, რომ მას რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და სურ­ვი­ლი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა, თუმ­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა.

"და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტი­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ შევხდით პრე­ზი­დენტს და ვთხო­ვეთ ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხრი­დან, რომ­ლებ­თა­ნაც გვქონ­და პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა უარი მი­ვი­ღეთ", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძემ და ად­ვო­კა­ტე­ბის შე­კი­თხვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ აღ­ნიშ­ნა, რომ იგი იც­ნობს ამე­რი­კუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­საც.

ამას­თან, გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა სრუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა.

"სრუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა არ გა­კე­თე­ბუ­ლა. მქონ­და უფ­ლე­ბა ასე­თი ექ­სპერ­ტი­ზა ყო­ფი­ლი­ყო გა­კე­თე­ბუ­ლი და იმ შე­კი­თხვებ­ზე ყო­ფი­ლი­ყო პა­სუ­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც მრავ­ლად არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ლე­ვან ჩა­ჩუ­ას­თან მის ნაც­ნო­ბო­ბას, გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ აღ­ნიშ­ნა, რომ ექ­სპერტ ლე­ვან ჩა­ჩუ­ას­თან შე­ხე­ბა არას­დროს არ ჰქო­ნია, თუმ­ცა მას­თან ყო­ველ­თვის სურ­და სუ­ბა­რი, მაგ­რამ ამის აზრს ბო­ლოს ვე­ღარ ხე­დავ­და.

"მინ­დო­და მას­თან ლა­პა­რა­კი. მე ვნა­ხე ფო­ტო­ე­ბი, ფო­ტო­ზე ვნა­ხე სის­ხლჩაქ­ცე­ვა. მა­შინ ადე­იშ­ვილს ვკი­თხე, რას უკავ­შირ­დე­ბო­და ეს ჩაქ­ცე­ვა და ვუ­თხა­რი, რომ ფო­ტო­ზე ვნა­ხე ეს. მან და­ა­ვა­ლა, რომ მო­ე­ტა­ნათ ფო­ტო­ე­ბი. ეს ფო­ტო­ე­ბი მო­ტა­ნილ ფო­ტო­ებს შო­რის კი აღარ იყო. ყვე­ლა­ფე­რი დაბ­ლო­კი­ლი იყო, ყვე­ლა იყო შე­ში­ნე­ბუ­ლი და ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­ვინ ახ­მა­უ­რებ­და და აზრი ვე­ღარ ვნა­ხე, რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი და დავ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ჩა­ჩუ­ას. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, რომ რამე გა­მე­გო, არა­ვინ არა­ფერს მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­ვინ გას­ცემ­და", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე: ნინო ქა­და­გი­ძე-ჟვა­ნი­ას პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი და­კი­თხვის შემ­დეგ: "ექ­სპერ­ტი­ზამ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია არ უნდა მიჩ­ქმა­ლოს"

ნინო ქადაგიძე ლევან ჩაჩუას - თქვენ და სააკაშვილი აქამდე უნდა დამლაპარაკებოდით

ნინო ქადაგიძე ლევან ჩაჩუას - თქვენ და სააკაშვილი აქამდე უნდა დამლაპარაკებოდით

ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე ჟვანიას საქმეზე დაკავებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას სამძიმარს ღებულობს, თუმცა მიიჩნევს, რომ ჩაჩუა და სააკაშვილი მას აქამდე უნდა დალაპარაკებოდნენ.

ამის შესახებ ნინო ქადაგიძემ საქალაქო სასამართლოში ლევან ჩაჩუას საქმის განხილვისას დაზარალებულის სტატუსით დაკითხვისას აღნიშნა. მასსა და ლევან ჩაჩუას შორის დიალოგი შედგა, რომლის დროსაც ზურაბ ჟვანიას მეუღლემ დაკავებულ ექპსერტს რამდენჯერმე უსაყვედურა. ლევან ჩაჩუამ მას მიუსამძიმრა.

"10 წელი გადის, ამ ხნის მერე შეიძლება ჩემი სამძიმარი დაგვიანებულად ჩაითვალოს, თუმცა პირველად ახლა გხვდებით და გულწრფელად გისამძიმრებთ, ეს არ იყო მხოლოდ ქვეყნის დანაკლისი, ეს ერის დანაკლისი იყო. მესმის თქვენი მდგომარეობა და ის ტკივილი", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

მას საუბარი გააწყვეტინა ნინო ქადაგიძემ და მიმართა, რომ ექსპერტს სამძიმარი დაუგვიანდა.

"სამძიმარი დაგიგვიანდათ. შეიძლება გეშინოდათ ჩემთან ურთიერთობის", - მიმართა ჩაჩუას ნინო ქადაგიძემ.

ლევან ჩაჩუამ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ექსპერტიზის ბიურომ რამდენჯერმე დაგეგმა ჟვანიას ოჯახის წევრებთან შეხვედრა, თუმცა შეხვედრები არ შედგა.

"30 წელი ვიმუშავე ამ სფეროში. უამრავ ადამიანთან მქონია ურთიერთობა", - განაცხადა ლევან ჩაჩუამ, თუმცა მას საუბარი კვლავ შეაწყვეტინა ნინო ქადაგიძემ და მიმართა, რომ მისი სამძიმარი მიიღო.

ამის შემდეგ ლევან ჩაჩუამ გარდაცვლილის მეუღლეს შესთავაზა, რომ მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს მასსა და ზურაბ ჟვანიას დედასაც და დაელაპარაკოს, რაზეც ნინო ქადაგიძემ მიმართა, რომ ეს მასაც და მიხეილ სააკაშვილსაც, თუ სურვილი ჰქონდათ, ადრე უნდა გაეკეთებინათ.

"ნუ გამაიგივებთ მიხეილ სააკაშვილთან", - მიმართა ქადაგიძეს ლევან ჩაჩუამ, რის შემდეგაც ბრალდებულმა რამდენიმე შეკითხვა დასვა ზურაბ ჟვანიას მეუღლის მიმართ.

ჩაჩუა და მისი ადვოკატები დაინტერესდნენ ჰქონდა თუ არა ზურაბ ჟვანიას რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა და ჰქონდა თუ არა მის მეუღლეს ინფორმაცია, რომ გარდაცვალებამდე 5 დღით ადრე ჟვანიამ სრული გამოკვლევა ჩაიტარა. ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანია მსგავს გამოკვლევებს პერიოდულად იტარებდა და თავს უვლიდა. რაც შეეხება ჩივილებს, ქადაგიძის თქმით, მისი მეუღლე ენერგიული ადამიანი იყო და სისუსტეს არ გრძნობდა.

"ასეთი ენერგიის ადამიანი არ მახსოვს, 9 საათზე დგებოდა და 2-3 საათზე შემოდიოდა ენერგიადაცლილი. ერთადერთი ბოლო პერიოდში თავი სტკიოდა და ამაზე გაიკეთა თოდუასთან გამოკვლევა", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ამასთან, ჩაჩუას ადვოკატის საპასუხოდ ორგანიზმში CO-ს შემცველობასთან დაკავშირებით იცნობს თუ არა ექსპერტიზის დასკვნას, გარდაცვლილის მეუღლემ აღნიშნა, რომ იგი იცნობს ამერიკული და ქართული ექსპერტიზების დასკვნას. ქადაგიძის თქმით, ქართული დასკვნა არის სამარცხვინო. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამერიკულ დასკვნაში წერია, რომ CO-ს შემცველობა 74-ს შეადგენდა, რაც ნინო ქადაგიძის თქმით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

"თუკი ადამიანი კვდება 66-70-მდე ჩO-ს შემცველობით, 74 არის მაღალი მაჩვენებელი და ეს საეჭვოა", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ამასთან, გარდაცვლილის მეუღლემ კითხვებზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა სურვილი ჩაეტარებინა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.

"დამოუკიდებელ ექსპერტიზასთან დაკავშირებით ჩვენ შევხდით პრეზიდენტს და ვთხოვეთ ექსპერტიზა ჩატარებულიყო ისეთი სახელმწიფოების მხრიდან, რომლებთანაც გვქონდა პარტნიორული ურთიერთობა, თუმცა უარი მივიღეთ", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ და ადვოკატების შეკითხვების საპასუხოდ აღნიშნა, რომ იგი იცნობს ამერიკული ექსპერტიზის დასკვნასაც.

ამასთან, გარდაცვლილის მეუღლის შეფასებით, საქართველოში არ ჩატარებულა სრული ექსპერტიზა.

"სრული ექსპერტიზა არ გაკეთებულა. მქონდა უფლება ასეთი ექსპერტიზა ყოფილიყო გაკეთებული და იმ შეკითხვებზე ყოფილიყო პასუხები, რომლებიც მრავლად არსებობს", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

რაც შეეხება ლევან ჩაჩუასთან მის ნაცნობობას, გარდაცვლილის მეუღლემ აღნიშნა, რომ ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან შეხება არასდროს არ ჰქონია, თუმცა მასთან ყოველთვის სურდა სუბარი, მაგრამ ამის აზრს ბოლოს ვეღარ ხედავდა.

"მინდოდა მასთან ლაპარაკი. მე ვნახე ფოტოები, ფოტოზე ვნახე სისხლჩაქცევა. მაშინ ადეიშვილს ვკითხე, რას უკავშირდებოდა ეს ჩაქცევა და ვუთხარი, რომ ფოტოზე ვნახე ეს. მან დაავალა, რომ მოეტანათ ფოტოები. ეს ფოტოები მოტანილ ფოტოებს შორის კი აღარ იყო. ყველაფერი დაბლოკილი იყო, ყველა იყო შეშინებული და ინფორმაციას არავინ ახმაურებდა და აზრი ვეღარ ვნახე, რომ მივსულიყავი და დავლაპარაკებოდი ჩაჩუას. ყოველთვის ვცდილობდი, რომ რამე გამეგო, არავინ არაფერს მელაპარაკებოდა, ინფორმაციას არავინ გასცემდა", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ასევე: ნინო ქადაგიძე-ჟვანიას პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ: "ექსპერტიზამ არსებული სიტუაცია არ უნდა მიჩქმალოს"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ