საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ინციდენტის დეტალები
პრემიერის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ინციდენტის დეტალები

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ინ­ცი­დენ­ტი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და გამ­ვლე­ლებს შო­რის სი­ტყვი­ერ შე­ლა­პა­რა­კე­ბას მოჰ­ყვა. აქ­ცი­ის მახ­ლობ­ლად რამ­დე­ნი­მე პირ­მა გა­ი­ა­რა, რომ­ლებ­მაც ბაჩო ახა­ლა­ი­ას მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს.

და­პი­რის­პი­რე­ბა ხელ­ჩარ­თულ ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და, რომ­ლის დრო­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი ქალ­ბა­ტო­ნი და ად­ვო­კა­ტი რო­მეო სა­ჯა­ია.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რო­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ დე­პუ­ტა­ტი აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი და ად­ვო­კა­ტი გოგა ონი­ა­ნი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს მო­უ­წო­დებ­დნენ, სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლა შე­წყვი­ტოს. ისი­ნი პრე­მი­ე­რის სახ­ლთან სკან­დი­რებ­დნენ "სა­ქარ­თვე­ლო ჰა­კიმ ფა­შას გა­რე­შე". ასე­ვე, თან აქვთ პლა­კა­ტე­ბი, ლო­ზუნ­გით "ჩა­ეხ­სე­ნი სა­სა­მარ­თლოს", "ჰა­კიმ ფაშა, შენ ხარ სენი, დაგ­ვეხ­სე­ნი", "ჩვენ გვა­სა­მარ­თლე­ბენ მკვლე­ლე­ბი, ყა­ჩა­ღე­ბი, კრი­მი­ნა­ლე­ბი" და სხვ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად მო­სეშ­ვი­ლის ქუ­ჩის და­სა­წყის­ში შე­იკ­რიბ­ნენ, შემ­დეგ კი მსვლე­ლო­ბით გა­ე­მარ­თნენ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სახ­ლის­კენ. გზა­ზე მათ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შეხ­ვდნენ, რომ­ლებ­მაც ურ­ჩი­ეს, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­სუ­ლიყ­ვნენ, ვი­ნა­ი­დან მოძ­რა­ო­ბას ხელს უშ­ლიდ­ნენ.

და­გა­ინ­ტე­რე­სებთ|

-თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი მთავ­რო­ბას მი­მარ­თავს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ

-ად­ვო­კა­ტე­ბი პრე­მი­ე­რის სახ­ლთან და­კა­ვე­ბუ­ლებ­თა შე­სახ­ვედ­რად შსს-ს შე­ნო­ბა­ში შე­უშ­ვეს

ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი: აქ­ცია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სახ­ლთან

იხი­ლეთ ვი­დეო: "და­პი­რის­პი­რე­ბა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სახ­ლთან ბაჩო ახა­ლა­ი­ას მხარ­დამ­ჭე­რე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე"

პრემიერის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ინციდენტის დეტალები

პრემიერის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ინციდენტის დეტალები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი აქციის მონაწილეებსა და გამვლელებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა. აქციის მახლობლად რამდენიმე პირმა გაიარა, რომლებმაც ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს.

დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათ შორის დაკავებულია ერთი ქალბატონი და ადვოკატი რომეო საჯაია.

აქციის მონაწილეები, რომელთა შორის იყვნენ დეპუტატი აკაკი მინაშვილი და ადვოკატი გოგა ონიანი ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებდნენ, სასამართლოზე ზეწოლა შეწყვიტოს. ისინი პრემიერის სახლთან სკანდირებდნენ "საქართველო ჰაკიმ ფაშას გარეშე". ასევე, თან აქვთ პლაკატები, ლოზუნგით "ჩაეხსენი სასამართლოს", "ჰაკიმ ფაშა, შენ ხარ სენი, დაგვეხსენი", "ჩვენ გვასამართლებენ მკვლელები, ყაჩაღები, კრიმინალები" და სხვ.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად მოსეშვილის ქუჩის დასაწყისში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით გაემართნენ ირაკლი ღარიბაშვილის სახლისკენ. გზაზე მათ პატრულის თანამშრომლები შეხვდნენ, რომლებმაც ურჩიეს, ავტომანქანების სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ, ვინაიდან მოძრაობას ხელს უშლიდნენ.

დაგაინტერესებთ|

-თამარ ჩერგოლეიშვილი მთავრობას მიმართავს დაკავებულები გაათავისუფლონ

-ადვოკატები პრემიერის სახლთან დაკავებულებთა შესახვედრად შსს-ს შენობაში შეუშვეს

ფოტორეპორტაჟი: აქცია ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან

იხილეთ ვიდეო: "დაპირისპირება ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერების საპროტესტო აქციაზე"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ