პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელიას პირველი კომენტარი დაჩი დარჩიას მკვლელობასთან დაკავშირებით (ექსკლუზივი)
ეკა ბესელიას პირველი კომენტარი დაჩი დარჩიას მკვლელობასთან დაკავშირებით (ექსკლუზივი)

გუ­შინ­წინ, თბი­ლის­ში დი­ჯეი და რე­ჟი­სო­რი დაჩი დარ­ჩია მოკ­ლეს. დაჩი დარ­ჩია "სქაი ბარ­ში" დი­ჯე­იდ მუ­შა­ობ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 20 წლის ახალ­გაზ­რდამ დაჩი დარ­ჩი­ას ბარ­ში სიმ­ღე­რის დაკ­ვრა სთხო­ვა, რა­ზეც მან უარი უთხრა და მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ამ­ბო­ბენ, რომ დაც­ვამ 20 წლის ახალ­გაზ­რდა და მისი მე­გობ­რე­ბი კლუ­ბი­დან გა­რეთ გა­მო­უშ­ვა. სა­მუ­შაო დღის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი დი­ჯე­ის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მი­ხე­ილ.გ კლუ­ბის გა­რეთ დახ­ვდა და მას და­ნით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. შემ­დეგ კი დანა რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ტე­ხა და მი­მალ­ვა სცა­და.

სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ინ­ცი­დენ­ტში ეკა ბე­სე­ლი­ას ვაჟი რატი მი­ლო­რა­ვაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ­ბო­ბენ, რომ ის მკვლელ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და კლუბ­ში.

ambebi.ge სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რს ეკა ბე­სე­ლი­ას და­უ­კავ­შირ­და:

- ჩემი შვი­ლი თბი­ლის­ში უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა არ არის. ბოლო თვე სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა თბი­ლის­ში. ბოლო ერთი კვი­რაა ქო­ბუ­ლეთ­ში, "ჯორ­ჯი­ან პა­ლას­ში" ის­ვე­ნებს. იმ ღა­მეს, როცა ეს შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია მოხ­და მო­ძღვარ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და აჭა­რა­ში. მისი და­კავ­ში­რე­ბა რა­ი­მე ფორ­მით ამ ბარ­თან და საქ­მეს­თან ბო­რო­ტი და ვე­რა­გი ტყუ­ი­ლია. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც ეს ადრე გა­ა­კე­თეს.

შსს-მ დამ­ნა­შა­ვე უკვე და­ა­კა­ვა. ის წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია. და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. "სქაი ბა­რის" დი­რექ­ტო­რის და­ვით კვირ­ტი­ას გან­ცხა­დე­ბით, დაჭ­რი­ლი დაჩი დარ­ჩია დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და, ის ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, რე­ჟი­სორს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი არ­ტე­რი­ა­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი და მისი გა­დარ­ჩე­ნა სწო­რედ ამის გამო ვერ მო­ხერ­ხდა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "სქაი ბა­რის" დი­რექ­ცია უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა კლუბ­ში და­ი­წყო. დაჩი დარ­ჩია პრო­ზექ­ტუ­რი­დან გუ­შინ გუ­რი­ა­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ასე­ვე: "მე­რამ­დე­ნე ადა­მი­ა­ნი უნდა იმ­სხვერ­პლოს ბე­სე­ლი­ას ამ­ნის­ტი­ამ?" - დაჩი დარ­ჩი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ეკა ბე­სე­ლი­ას ვა­ჟის ძმა­კაცს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ

დაჩი დარ­ჩი­ას მკვლე­ლო­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი - რას ყვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი

ეკა ბესელიას პირველი კომენტარი დაჩი დარჩიას მკვლელობასთან დაკავშირებით (ექსკლუზივი)

ეკა ბესელიას პირველი კომენტარი დაჩი დარჩიას მკვლელობასთან დაკავშირებით (ექსკლუზივი)

გუშინწინ, თბილისში დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია მოკლეს. დაჩი დარჩია "სქაი ბარში" დიჯეიდ მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის ახალგაზრდამ დაჩი დარჩიას ბარში სიმღერის დაკვრა სთხოვა, რაზეც მან უარი უთხრა და მათ შორის დაპირისპირება მოხდა. ამბობენ, რომ დაცვამ 20 წლის ახალგაზრდა და მისი მეგობრები კლუბიდან გარეთ გამოუშვა. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ კი დიჯეის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ.გ კლუბის გარეთ დახვდა და მას დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. შემდეგ კი დანა რამდენჯერმე გადატეხა და მიმალვა სცადა.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ინციდენტში ეკა ბესელიას ვაჟი რატი მილორავაც მონაწილეობდა. ამბობენ, რომ ის მკვლელთან ერთად იმყოფებოდა კლუბში.

ambebi.ge საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ეკა ბესელიას დაუკავშირდა:

- ჩემი შვილი თბილისში უკვე რამდენიმე თვეა არ არის. ბოლო თვე საერთოდ არ ყოფილა თბილისში. ბოლო ერთი კვირაა ქობულეთში, "ჯორჯიან პალასში" ისვენებს. იმ ღამეს, როცა ეს შემზარავი ტრაგედია მოხდა მოძღვართან ერთად იმყოფებოდა აჭარაში. მისი დაკავშირება რაიმე ფორმით ამ ბართან და საქმესთან ბოროტი და ვერაგი ტყუილია. მიზანმიმართულად ავრცელებენ ასეთ ინფორმაციას, როგორც ეს ადრე გააკეთეს.

შსს-მ დამნაშავე უკვე დააკავა. ის წარსულში ნასამართლევია. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. "სქაი ბარის" დირექტორის დავით კვირტიას განცხადებით, დაჭრილი დაჩი დარჩია დახმარებას ითხოვდა, ის ინგოროყვას კლინიკაში იქნა გადაყვანილი, სადაც გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, რეჟისორს მრავლობითი ჭრილობები არტერიაში ჰქონდა მიყენებული და მისი გადარჩენა სწორედ ამის გამო ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ "სქაი ბარის" დირექცია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაპირისპირება კლუბში დაიწყო. დაჩი დარჩია პროზექტურიდან გუშინ გურიაში გადაასვენეს.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ასევე: "მერამდენე ადამიანი უნდა იმსხვერპლოს ბესელიას ამნისტიამ?" - დაჩი დარჩიას მკვლელობაში ეკა ბესელიას ვაჟის ძმაკაცს ადანაშაულებენ

დაჩი დარჩიას მკვლელობის ახალი დეტალები - რას ყვებიან თვითმხილველები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ