საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი დახარჯა სააკაშვილმა საკუთარი და თანაგუნდელების კომფორტისთვის: ძვირადღირებული სამოსი, მასაჟი და ბილეთები ვერა ქობალიას მშობლებისა და დისთვის
 რამდენი დახარჯა სააკაშვილმა საკუთარი და თანაგუნდელების კომფორტისთვის: ძვირადღირებული სამოსი, მასაჟი და ბილეთები ვერა ქობალიას მშობლებისა და დისთვის

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა | "19 მი­ლი­ო­ნი რომ გა­ი­ტა­ცა სა­ა­კაშ­ვილ­მა, ესეც გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია" - სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი პრო­კუ­რა­ტუ­რის ახალ ბრალ­დე­ბა­ზე

დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე, გა­მო­ტა­ნი­ლი იქნა დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. უწყე­ბის ცნო­ბით, საქ­მე ეხე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი 8 837 461 ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქტს.

Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ ხარ­ჯე­ბის დე­ტა­ლურ ჩა­მო­ნათ­ვალს.

ამო­ნა­რი­დი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან:

"თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბი­სათ­ვის გვსურს წარ­მო­გიდ­გი­ნოთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ნა­წი­ლი დე­ტა­ლუ­რად.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სათ­ვის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ეს­პა­ნე­ლი მზა­რე­უ­ლის სერ­ქიო ქალ­დე­რონ ლა­ტა­სას შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბი­სათ­ვის, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის და­ქი­რა­ვე­ბი­სათ­ვის, მზა­რე­უ­ლის თარ­ჯიმ­ნის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბი­სათ­ვის და მზა­რე­უ­ლის ეს­პა­ნეთ­ში მგზავ­რო­ბი­სათ­ვის გა­ხარ­ჯუ­ლია - 191 643 ლარი;

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სტი­ლის­ტის ალი კა­მა­ლის სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და სამ­გზავ­რო ბი­ლე­თებ­ში გა­დახ­დი­ლია 75 181 ლარი;

გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას სას­ტუმ­როს მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და სამ­კურ­ნა­ლო-გა­სახ­დო­მი პრო­ცე­დუ­რე­ბი­სათ­ვის ავ­სტრი­ის ქა­ლაქ ინსბ­რუ­კის გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ ცენ­ტრში გა­დახ­დი­ლია 26 388 ლარი, კობა ნა­ყო­ფი­ას, გოგა ხა­ჩი­ძის, ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის, გი­ორ­გი გა­ბაშ­ვი­ლის, სერ­გო რა­ტი­ა­ნის, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის, ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის, გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის სა­ზღვარ­გა­რეთ სას­ტუმ­რო­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში გა­დახ­დი­ლია 88 919 ლარი;

მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­სა და ქ. ბა­თუმ­ში სას­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში გა­დახ­დი­ლია 6 342 ლარი; ალა­ნა გაგ­ლო­ე­ვას არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში სას­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში გა­დახ­დი­ლია 6 401 ლარი; კრის­ტი­ნა და ნა­ტა­ლია უსო­ვე­ბის სას­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა­სა და სამ­გზავ­რო ბი­ლე­თებ­ში გა­დახ­დი­ლია 15 873 ლარი; ვერა ქო­ბა­ლი­ას მშობ­ლე­ბის, ასე­ვე მისი დის ნინა ქო­ბა­ლი­ას სამ­გზავ­რო ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად - 38 247 ლარი; მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სათ­ვის ავი­ა­ლა­ი­ნე­რის და­ქი­რა­ვე­ბი­სათ­ვის გა­დახ­დი­ლია 503 383 ლარი; მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი უგუ­ლა­ვა­სათ­ვის ავ­სტრი­ა­ში "პორ­შეს"",მერ­სე­დე­სი­სა" და "აუ­დის" მარ­კე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის და­ქი­რა­ვე­ბი­სათ­ვის გა­დახ­დი­ლი იქნა 58 876 ლარი; იტა­ლი­ა­ში, ქ. ვე­რო­ნა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­ზი­ტი­სას ლი­მუ­ზი­ნი­სა და მი­ნი­ვე­ნის და­ქი­რა­ვე­ბი­სათ­ვის გა­დახ­დი­ლია 45 214 ლარი; პე­რუ­ში ვერ­ტმფრე­ნის და­ქი­რა­ვე­ბი­სათ­ვის გა­დახ­დი­ლია 33 204 ლარი; სა­ზღვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სათ­ვის ვე­ლო­სი­პე­დე­ბის და­ქი­რა­ვე­ბი­სათ­ვის გა­დახ­დი­ლია 35 350 ლარი; იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ პი­ზა­ში იახ­ტის და­ქი­რა­ვე­ბი­სათ­ვის გა­დახ­დი­ლია 25 237 ლარი;

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სათ­ვის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 7 პი­ჯა­კი­სა და ერთი ქაშ­მი­რის სპორ­ტუ­ლი პალ­ტოს შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლია 49 499 ლარი და ხე­ლით ნა­კე­თი 2 კოს­ტუ­მის შე­სა­ძე­ნად - 7 994,84 ლარი; აშშ-ში, ინ­გლის­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ათი ერ­თე­უ­ლი მა­ჯის სა­ა­თის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლია ჯამ­ში 53 283 ლარი; ქ. ლონ­დონ­ში მკერ­დითმხატ­ვრის მე­რე­დიტ ოს­ტრო­მის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლია 15 989 ლარი; ასე­ვე, ტა­ი­ლან­დის კუ­რორტ ფხუ­კეთ­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, და­ვით ბა­ქა­რა­ძის, ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის სას­ტუმ­როს, ავ­ტო­მო­ბი­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბის, კვე­ბის და ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის ხარ­ჯებ­მა ორ დღე­ში შე­ად­გი­ნა 127 858 ლარი და სხვა.

ასე­ვე ხაზი გვინ­და გა­ვუს­ვათ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ი­დუმ­ლო ხარ­ჯე­ბის ხარ­ჯვის პა­რა­ლე­ლუ­რად, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და სსიპ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტოს ბი­უ­ჯე­ტე­ბი­დან პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბი­სათ­ვის 2009 წელს და­ი­ხარ­ჯა 6 213 015 ლარი, 2010 წელს - 3 340 728 ლარი, 2011 წელს - 4 654 100 ლარი და 2012 წელს - 5 809 808 ლარი, სულ 20 007 651 ლარი, რო­მელ­თა ხარ­ჯვის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის სა­კი­თხსაც გა­მო­ძი­ე­ბა და­მა­ტე­ბით შე­ის­წავ­ლის.

ამ­რი­გად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გაფ­ლან­გულ იქნა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 8 837 461 ლარი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და თე­ი­მუ­რაზ ჯა­ნა­ში­ას მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 7-დან 11 წლამ­დე ვა­დით", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რამდენი დახარჯა სააკაშვილმა საკუთარი და თანაგუნდელების კომფორტისთვის: ძვირადღირებული სამოსი, მასაჟი და ბილეთები ვერა ქობალიას მშობლებისა და დისთვის

 რამდენი დახარჯა სააკაშვილმა საკუთარი და თანაგუნდელების კომფორტისთვის: ძვირადღირებული სამოსი, მასაჟი და ბილეთები ვერა ქობალიას მშობლებისა და დისთვის

ბოლო განახლება | "19 მილიონი რომ გაიტაცა სააკაშვილმა, ესეც გამოუძიებელია" - სააკაშვილის ადვოკატი პროკურატურის ახალ ბრალდებაზე

დღეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, გამოტანილი იქნა დადგენილებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ ხარჯების დეტალურ ჩამონათვალს.

ამონარიდი პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადებიდან:

"თვალსაჩინოებისათვის გვსურს წარმოგიდგინოთ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯების ნაწილი დეტალურად.

მიხეილ სააკაშვილისათვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისათვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისათვის და მზარეულის ესპანეთში მგზავრობისათვის გახარჯულია - 191 643 ლარი;

მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი;

გიორგი უგულავას სასტუმროს მომსახურებასა და სამკურნალო-გასახდომი პროცედურებისათვის ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში გადახდილია 26 388 ლარი, კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში გადახდილია 88 919 ლარი;

მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ქ. ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 401 ლარი; კრისტინა და ნატალია უსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 15 873 ლარი; ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი; მიხეილ სააკაშვილისათვის ავიალაინერის დაქირავებისათვის გადახდილია 503 383 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასათვის ავსტრიაში ,,პორშეს“, ,,მერსედესისა“ და ,,აუდის“ მარკების ავტომანქანების დაქირავებისათვის გადახდილი იქნა 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისათვის გადახდილია 45 214 ლარი; პერუში ვერტმფრენის დაქირავებისათვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისათვის ველოსიპედების დაქირავებისათვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისათვის გადახდილია 25 237 ლარი;

მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად - 7 994,84 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; ქ. ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი; ასევე, ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი და სხვა.

ასევე ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ აღნიშნული საიდუმლო ხარჯების ხარჯვის პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2009 წელს დაიხარჯა 6 213 015 ლარი, 2010 წელს - 3 340 728 ლარი, 2011 წელს - 4 654 100 ლარი და 2012 წელს - 5 809 808 ლარი, სულ 20 007 651 ლარი, რომელთა ხარჯვის კანონიერების საკითხსაც გამოძიება დამატებით შეისწავლის.

ამრიგად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ