Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა გუშინ ღამით საქალაქო სასამართლოსთან (+26 ფოტო)
რა ხდებოდა გუშინ ღამით საქალაქო სასამართლოსთან (+26 ფოტო)

გუ­შინ ღა­მით თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გიგი უგუ­ლა­ვას აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

საქ­მე მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვილ­მა გა­ნი­ხი­ლა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს გიგი უგუ­ლა­ვა ეს­წრე­ბო­და. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ უგუ­ლა­ვას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბი: გიგა ბო­კე­რია, გივი თარ­გა­მა­ძე, გი­ორ­გი ვა­შა­ძე და სხვ. სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში კი გიგი უგუ­ლა­ვას მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერს უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას­თან და მარ­ნე­უ­ლის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრა­ლი დღეს წა­რედ­გი­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გიგი უგუ­ლა­ვას­თვის აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლოს დღეს მი­მარ­თა. პრო­კუ­რა­ტუ­რა გიგი უგუ­ლა­ვას­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და.

წუ­ხელ გიგი უგუ­ლა­ვას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი პრო­კუ­რო­რებს და­ე­დევ­ნენ, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა. ინ­ცინ­დენ­ტი­სას და­ა­კა­ვეს დე­პუ­ტა­ტი ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც შემ­დგომ ხელ­წე­რი­ლით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან წუ­ხან­დე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად სულ რვა ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა , ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან კონ­სტან­ტი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი, გოჩა დარ­ჯა­ნია, და­ვით გო­გო­ხია, ლაშა ჭიღ­ლა­ძე, ირაკ­ლი ჩხვირ­კია, ალექ­სან­დრე ბე­დო­ი­ძე, ხვი­ჩა სუ­ხიშ­ვი­ლი და ლაშა რუ­ხა­ია.

ამას­თან, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ლაშა რუ­ხა­ია, რო­მე­ლიც ინ­ცი­დენ­ტის დროს და­შავ­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი, ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში აიყ­ვა­ნეს.

ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას და პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას გუ­ლის­ხმობს და ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მათი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი დღეს გა­ი­მარ­თე­ბა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ასე­ვე იხი­ლეთ:

კარლ ბილ­დტი - გიგი უგუ­ლა­ვას და­კა­ვე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს გიგი უგუ­ლა­ვას პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და

ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი ხელ­წე­რი­ლით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს

გოკა გა­ბაშ­ვი­ლი - კოტე გა­ბაშ­ვი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, მცხე­თის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რა ხდებოდა გუშინ ღამით საქალაქო სასამართლოსთან (+26 ფოტო)

რა ხდებოდა გუშინ ღამით საქალაქო სასამართლოსთან (+26 ფოტო)

გუშინ ღამით თბილისის საქალაქო სასამართლომ  გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა. სასამართლო პროცესს გიგი უგულავა ესწრებოდა. სასამართლო სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ უგულავას ოჯახის წევრები და თანაპარტიელები: გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე და სხვ. სასამართლოს ეზოში კი გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

თბილისის ყოფილი მერს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი დღეს წარედგინა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს დღეს მიმართა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

წუხელ გიგი უგულავას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მისი მხარდამჭერები პროკურორებს დაედევნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ინცინდენტისას დააკავეს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც შემდგომ ხელწერილით გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან წუხანდელი დაპირისპირების შედეგად სულ რვა ადამიანია დაკავებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა , ნინო გიორგობიანმა განუცხადა, დაკავებული არიან კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია.

ამასთან, სამართალდამცავებმა ლაშა რუხაია, რომელიც ინციდენტის დროს დაშავდა და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, ღუდუშაურის კლინიკაში აიყვანეს.

ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ აღნიშნული პირების დაკავება განხორციელდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს. მათი სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

კარლ ბილდტი - გიგი უგულავას დაკავება ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის ვალდებულებებს გიგი უგულავას პატიმრობა შეეფარდა

ლევან ბეჟაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს

გოკა გაბაშვილი - კოტე გაბაშვილი სავარაუდოდ, მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ