სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოტე გაბაშვილი დააკავეს - რა მოხდა საქალაქო სასამართლოს ეზოში
კოტე გაბაშვილი დააკავეს - რა მოხდა საქალაქო სასამართლოს ეზოში

ამ წუ­თებ­ში სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში ხმა­უ­რია. გიგი უგუ­ლა­ვას პა­ტიმ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ საქ­მის ოთხი პრო­კუ­რო­რი სა­სა­მარ­თლო­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვით გა­იყ­ვა­ნეს.

პრო­კუ­რო­რებს უგუ­ლა­ვას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი შე­ძა­ხი­ლე­ბით და­ე­დევ­ნენ. ინ­ცი­დენ­ტში სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში მო­ბიზ­ლი­ზე­ბუ­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­აც ჩა­ე­რია.

ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს კოტე გა­ბაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­იყ­ვა­ნეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უგუ­ლა­ვას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ცდი­ლობ­დნენ პატ­რუ­ლის მან­ქა­ნა არ გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. და­კა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ოპე­რა­ტო­რი ალექ­სი ბე­დო­ი­ძე და კი­დევ ორი,რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გიგი უგუ­ლა­ვას აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. საქ­მე მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვილ­მა გა­ნი­ხი­ლა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს გიგი უგუ­ლა­ვა ეს­წრე­ბო­და. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ უგუ­ლა­ვას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბი გიგა ბო­ი­კე­რია, გივი თარ­გა­მა­ძე, გი­ორ­გი ვა­შა­ძე და სხვ. სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში კი გიგი უგუ­ლა­ვას მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერს უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას­თან და მარ­ნე­უ­ლის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრა­ლი დღეს წა­რედ­გი­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გიგი უგუ­ლა­ვას­თვის აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ სა­სა­მარ­თლოს დღეს მი­მარ­თა. პრო­კუ­რა­ტუ­რა გიგი უგუ­ლა­ვას­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და.

ამას­თან, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, დღეს თბი­ლი­სის ყო­ფილ მერს გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა მარ­ნე­უ­ლის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მი­მართ 2014 წლის 5 ივ­ნისს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი იძუ­ლე­ბის და ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იყო მარ­ნე­უ­ლის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის კა­ნო­ნი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფერ­ხე­ბი­სა­კენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უგუ­ლა­ვას ასე­ვე წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვილ­თან და სხვა პი­რებ­თან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, 25,362-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 226-ე მუხ­ლით და 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

დღეს­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში იშუ­ამ­დგომ­ლა გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ - პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა 3 ივ­ლისს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში, კი­ევ­ში გამ­გზავ­რე­ბის წინ და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

კოტე გაბაშვილი დააკავეს - რა მოხდა საქალაქო სასამართლოს ეზოში

კოტე გაბაშვილი დააკავეს - რა მოხდა საქალაქო სასამართლოს ეზოში

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაურია. გიგი უგულავას პატიმრობის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საქმის ოთხი პროკურორი სასამართლოდან განსაკუთრებული დაცვით გაიყვანეს.

პროკურორებს უგულავას მხარდამჭერები შეძახილებით დაედევნენ. ინციდენტში საქალაქო სასამართლოს ეზოში მობიზლიზებული საპატრულო პოლიციაც ჩაერია.

ინციდენტის შედეგად დააკავეს კოტე გაბაშვილი, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანაში ჩასვეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ უგულავას მხარდამჭერები ცდილობდნენ პატრულის მანქანა არ გაეტარებინათ. დაკავებულია ასევე ”თავისუფალი ზონის” ოპერატორი ალექსი ბედოიძე და კიდევ ორი,რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა.

სასამართლო პროცესს გიგი უგულავა ესწრებოდა. სასამართლო სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ უგულავას ოჯახის წევრები და თანაპარტიელები გიგა ბოიკერია, გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე და სხვ. სასამართლოს ეზოში კი გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

თბილისის ყოფილი მერს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი დღეს წარედგინა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიგი უგულავასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს დღეს მიმართა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ამასთან, როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას წარედგინა ბრალდება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ 2014 წლის 5 ივნისს განხორციელებული იძულების და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისათვის, რომელიც მიმართული იყო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის კანონიერი საქმიანობის შეფერხებისაკენ.

პროკურატურის ინფორმაციით, უგულავას ასევე წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დღესვე ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში იშუამდგომლა გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ - პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ