მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას თავს დაესხნენ
 ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას თავს დაესხნენ

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რს, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილს თავს და­ესხნენ. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა გი­ორ­გი პა­ტა­რა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

"ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი და­მი­კავ­შირ­და და მი­თხრა, რომ თავს და­ესხნენ, თუმ­ცა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი. ახლა მივ­დი­ვართ ად­გილ­ზე", - გა­ნა­ცხა­და პა­ტა­რა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, თავ­დას­ხმა აბა­ში­ძის N22-ში მდე­ბა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რულ კა­ფე­ში მოხ­და.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილს თავს და­ესხნენ რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი მგე­ლა­ძე და რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი-უმ­ცრო­სი.

ჭი­ა­ბე­რაშ­ვილს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

და­შა­ვე­ბუ­ლი ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა გოგა ხა­ჩი­ძემ გა­ავ­რცე­ლა. ხა­ჩი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გახ­და ასე­ვე ნო­დარ ლა­და­რია, რო­მე­ლიც კა­ფე­ში ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ვა­კე­ში, აბა­ში­ძის 22-ში, ლი­ტე­რა­ტუ­რულ კა­ფე­ში, ზურა ჭი­ა­ბე­რაშ­ვილს და ნო­დარ ლა­და­რი­ას თავს და­ესხნენ.

ჭი­ა­ბე­რაშ­ვილს თავი აქვს გა­ტე­ხი­ლი, ლა­და­რი­ას ცხე­ლი ჩაი შე­ას­ხეს სა­ხე­ზე.

თავ­დამ­სხმე­ლე­ბი (ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით ) რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი და გიო მგე­ლა­ძე.

ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლია პო­ლი­ცია და სას­წრა­ფო", - წერს ხა­ჩი­ძე.

ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე:

- ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი "სელ­ფი" თავ­დას­ხმის შემ­დეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას თავს დაესხნენ

 ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას თავს დაესხნენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის უფროსმა გიორგი პატარაიამ განუცხადა.

"ზურაბ ჭიაბერაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ თავს დაესხნენ, თუმცა დეტალები არ ვიცი. ახლა მივდივართ ადგილზე", - განაცხადა პატარაიამ.

მისივე თქმით, თავდასხმა აბაშიძის N22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში მოხდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ რეჟისორი გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი-უმცროსი.

ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებული ზურაბ ჭიაბერაშვილის ფოტო სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ გაავრცელა. ხაჩიძის ინფორმაციით, თავდასხმის მსხვერპლი გახდა ასევე ნოდარ ლადარია, რომელიც კაფეში ჭიაბერაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

"ვაკეში, აბაშიძის 22-ში, ლიტერატურულ კაფეში, ზურა ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას თავს დაესხნენ.

ჭიაბერაშვილს თავი აქვს გატეხილი, ლადარიას ცხელი ჩაი შეასხეს სახეზე.

თავდამსხმელები (ჩემი ინფორმაციით ) რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე.

ადგილზე გამოძახებულია პოლიცია და სასწრაფო", - წერს ხაჩიძე.

ვიდეო

იხილეთ ასევე:

- ჭიაბერაშვილის პირველი "სელფი" თავდასხმის შემდეგ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ