საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაშვილის კლინიკაში ბავშვის გარდაცვალების გამო, შესაძლოა ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
იაშვილის კლინიკაში ბავშვის გარდაცვალების გამო, შესაძლოა ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის­თვის გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ხა­რისხს სწავ­ლობს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ლადო კე­პუ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მისი დე­პარ­ტა­მენ­ტი სწავ­ლობს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის საქ­მეს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მო­ნაკ­ვეთ­ში.

მი­სი­ვე თქმით, კლი­ნი­კა­ში მივ­ლი­ნე­ბუ­ლია კო­მი­სია.

რო­გორც კე­პუ­ლა­ძემ გან­მარ­ტა, დე­პარ­ტა­მენ­ტმა სა­ჩივ­რის შეს­წავ­ლა 14 აპ­რილს, პა­ცი­ენ­ტის დე­დის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო. კერ­ძოდ, პა­ცი­ენ­ტის დედა პრე­ტენ­ზი­ას გა­მოთ­ქვამ­და, რომ ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის არას­წორ­მა ჩა­რე­ვამ გა­მო­იწ­ვია. მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენ­ტი იმ დრო­ის­თვის სტა­ცი­ო­ნარ­ში მკურ­ნა­ლობ­და. დე­პარ­ტა­მენ­ტი, ფაქ­ტი­უ­რად სა­კი­თხის შეს­წავ­ლას ას­რუ­ლებ­და, რო­დე­საც ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა, ამი­ტომ კო­მი­სი­ამ მუ­შა­ო­ბის ვადა გა­აგ­რძე­ლა და იგი ად­გილ­ზე შე­მოწ­მე­ბას ორ­შა­ბათს და­ას­რუ­ლებს, შემ­დეგ კი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ექ­სპერ­ტებს გა­და­უგ­ზავ­ნის.

რო­გორც ლადო კუ­პუ­ლა­ძემ გან­მარ­ტა, ამ ეტაპ­ზე ძი­რი­თა­დად დო­კუ­მენ­ტის გა­ფორ­მე­ბის წე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა.

"ამ ეტაპ­ზე, გარ­და სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტში გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი­სა, რაც არ არის პირ­და­პირ კავ­შირ­ში მკურ­ნა­ლო­ბას­თან, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სხვა რა­მე­ზე სა­უ­ბა­რი არ შეგ­ვიძ­ლია, როცა ექ­სპერ­ტე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ კლი­ნი­კურ შე­ფა­სე­ბას, კარ­გად გა­მო­იკ­ვე­თე­ბა რა­ღაც სა­კი­თხი პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის", - აღ­ნიშ­ნა ლადო კუ­პუ­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს.

მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი 25 აპ­რილს გარ­და­იც­ვა­ლა.

იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის, და­ვით ვე­ფხვა­ძის ახ­ლობ­ლებ­სა და კლი­ნი­კის ექი­მებს შო­რის დღეს სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ისი­ნი არ ეთან­ხმე­ბი­ან ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ ბავ­შვს თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და. მათი გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვის მკურ­ნალ­მა ექიმ­მა, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის პრო­ფე­სორ­მა, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ა­ტა გვე­ტა­ძემ ოჯახს ფორ­მა 100 არ მის­ცა, რომ ბავ­შვი კლი­ნი­კი­დან გა­ეყ­ვა­ნათ და სამ­კურ­ნა­ლოდ ის­რა­ელ­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იაშვილის კლინიკაში ბავშვის გარდაცვალების გამო, შესაძლოა ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

იაშვილის კლინიკაში ბავშვის გარდაცვალების გამო, შესაძლოა ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხს სწავლობს.

როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ლადო კეპულაძემ განუცხადა, მისი დეპარტამენტი სწავლობს იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის საქმეს ჰოსპიტალიზაციიდან გარდაცვალებამდე მონაკვეთში.

მისივე თქმით, კლინიკაში მივლინებულია კომისია.

როგორც კეპულაძემ განმარტა, დეპარტამენტმა საჩივრის შესწავლა 14 აპრილს, პაციენტის დედის განცხადების საფუძველზე დაიწყო. კერძოდ, პაციენტის დედა პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სამედიცინო პერსონალის არასწორმა ჩარევამ გამოიწვია. მისივე თქმით, პაციენტი იმ დროისთვის სტაციონარში მკურნალობდა. დეპარტამენტი, ფაქტიურად საკითხის შესწავლას ასრულებდა, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა, ამიტომ კომისიამ მუშაობის ვადა გააგრძელა და იგი ადგილზე შემოწმებას ორშაბათს დაასრულებს, შემდეგ კი დოკუმენტაციას ექსპერტებს გადაუგზავნის.

როგორც ლადო კუპულაძემ განმარტა, ამ ეტაპზე ძირითადად დოკუმენტის გაფორმების წესებთან დაკავშირებული ხარვეზები გამოიკვეთა.

"ამ ეტაპზე, გარდა სამედიცინო დოკუმენტში გარკვეული ხარვეზებისა, რაც არ არის პირდაპირ კავშირში მკურნალობასთან, ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებული, სხვა რამეზე საუბარი არ შეგვიძლია, როცა ექსპერტები გააკეთებენ კლინიკურ შეფასებას, კარგად გამოიკვეთება რაღაც საკითხი პროფესიული პასუხისმგებლობის", - აღნიშნა ლადო კუპულაძემ.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

მცირეწლოვანი ბავშვი 25 აპრილს გარდაიცვალა.

იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი ბავშვის, დავით ვეფხვაძის ახლობლებსა და კლინიკის ექიმებს შორის დღეს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ისინი არ ეთანხმებიან ექიმების განცხადებას, რომ ბავშვს თანდაყოლილი პათოლოგიური დაავადება ჰქონდა. მათი განცხადებით, ბავშვის მკურნალმა ექიმმა, იაშვილის კლინიკის პროფესორმა, რესპირატორული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა გვეტაძემ ოჯახს ფორმა 100 არ მისცა, რომ ბავშვი კლინიკიდან გაეყვანათ და სამკურნალოდ ისრაელში გადაეყვანათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ