გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს

გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს

თბილისის უფლებამოსილება შეჩერებულ მერს გიგი უგულავას საკონსტიტუციო სასამართლოს შენობიდან გამოსვლისას კვერცხები ესროლეს. დაცვის სამსახურმა ავტომობილი საკონსტიტუციო სასამართლოს გამოსასვლელთან ახლოს მიიყვანა და პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით კორდონი გააკეთა, თუმცა, შენობიდან გამოსულ გიგი უგულავას ავტომობილში ჩაჯდომამდე აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს.

"ყველამ ნახა როგორ გაიქცა უგულავა კურდღელივით. როგორც სააკაშვილი გაიქცა გორში, ისევე გაიქცა გიგი უგულავაც", - აღნიშნა აქციის მონაწილე ვახტანგ მითაიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე კი აცხადებს, რომ "არჩილ ხაბაძე საკუთარი კაბინეტიდან აკვირდებოდა კვერცხების სროლას, რაც სამარცხვინოა".

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი პარლამენტის წინააღმდეგ თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერის, გიგი უგულავას სარჩელს განიხილავს. სასამართლო არსებითად სარჩელის იმ ნაწილს იხილავს, რომელიც თანამდებობაზე არჩეული პირის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაყენებას და ამ პროცედურის ზეპირი მოსმენის გარეშე წარმართვას ეხება.

პროცესი 12:00 საათზე დაიწყო და სასამართლოს შენობასთან აქტივისტები შვიდ საათზე მეტხანს იმყოფებოდნენ. რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ წევრებსა და აქტივისტებს შორის.

აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ ავტომობილს კვერცხები დაუშინეს. გიგი უგულავამ სასამართლო პროცესის დროს

მოსამართლეებს მიმართა, მისი უსაფრთხოების მიზნით პოლიცია გამოეძახათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ