პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ძმა ძალადობის მსხვერპლია" - ქობულეთიდან დაკარგულ 17 წლის ბიჭს მეათე დღეა ეძებენ
"ჩემი ძმა ძალადობის მსხვერპლია" - ქობულეთიდან დაკარგულ 17 წლის ბიჭს მეათე დღეა ეძებენ

ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბო­ბოყ­ვა­თის მცხოვ­რე­ბი 17 წლის ბი­ჭის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოჯა­ხი ახალ ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რობს.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბიჭს უკვე მე­ა­თე დღეა ეძე­ბენ და რო­გორც მისი და, თე­ო­ნა დო­ლი­ძე ამ­ბობს, მო­ზარ­დი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია, ამი­ტომ გა­მო­ძი­ე­ბა სწო­რედ ამ კუ­თხით უნდა მუ­შა­ობ­დეს.

რო­გორც თე­ო­ნა დო­ლი­ძე ამ­ბობს, მისი ძმა 7 დე­კემ­ბერს დი­ლით სკო­ლა­ში წა­ვი­და, "თუმ­ცა იქამ­დე არ მი­სუ­ლა, ქა­ლაქ­ში ჩა­ვი­და და მას შემ­დეგ არა­ვის უნა­ხავს". თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯა­ხი ბი­ჭის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას ინ­ტერ­ნეტ­თა­მაშ "ლურჯ ვე­შაპს" უკავ­ში­რებ­და, თუმ­ცა, რო­გორც ახლა ამ­ბო­ბენ, მო­ზარ­დმა თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად 2 დე­კემ­ბერს იქე­ი­ფა და სახ­ლში ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სა­ხის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბით დაბ­რუნ­და. ოჯა­ხი იმ პი­რე­ბის დე­ტა­ლუ­რად გა­მო­კი­თხვას ითხოვს, რომ­ლებ­მაც გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ მო­ზარ­დთან ერ­თად 2 დე­კემ­ბერს იქე­ი­ფეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და და და­სა­ფა­რად კრე­მი ჰქონ­და წას­მუ­ლი" - ოჯა­ხის ახა­ლი ვერ­სია ქო­ბუ­ლეთ­ში 17 წლის ბი­ჭის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა­ზე

"ჩემი ოჯა­ხი ხელს არა­ვის არ ადებს. ბავ­შვი იყო ნა­ცე­მი და მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბაც სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბა. ჩემი ძმა ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ურ­კვე­ვე­ლი ფაქ­ტია. ჩვე­ნე­ბებ­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ გო­გის გო­ნე­ბა და­უ­კარ­გავს. ჩემი ძმა 2 დე­კემ­ბერს სახ­ლში ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და და ამის და­სა­ფა­რად კრე­მი ჰქონ­და წას­მუ­ლი. 2 დე­კემ­ბერს გო­გიმ კლა­სე­ლებ­თან ერ­თად იქე­ი­ფა და 7 დე­კემ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყოს იმ კუ­თხით, რომ ბავ­შვი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია.

თავ­და­პირ­ვე­ლად ჩემი ძმის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას "ლურჯ ვე­შაპს" ვუ­კა­ში­რებ­დით, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ გა­და­ა­მოწ­მა და ჩემი ძმა აღ­ნიშ­ნულ სა­იტ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ არის. 2 დე­კემ­ბერს ვის­თან ერ­თა­დაც იქე­ი­ფა ჩემ­მა ძმამ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და­კი­თხვას ვი­თხოვ. პო­ლი­ცი­ას ვუ­თხა­რი, ქე­ი­ფის დღეს მომ­ხდა­რი ფაქ­ტის დე­ტა­ლე­ბი. სა­ხე­ზე იმ­დე­ნი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, ერთი და­ცე­მით რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო? ჩვენ ფაქ­ტე­ბი ხელთ გვაქვს და გა­მო­ძი­ე­ბას ვი­თხოვთ, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბა თუ არ იქ­ნე­ბა, სხვა ზო­მებს მი­ვი­ღებთ", - აცხა­დებს თე­ო­ნა დო­ლი­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქო­ბუ­ლეთ­ში 17 წლის მო­ზარ­დის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მა­რი­კო კე­კე­ლი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"ჩემი ძმა ძალადობის მსხვერპლია" - ქობულეთიდან დაკარგულ 17 წლის ბიჭს მეათე დღეა ეძებენ

"ჩემი ძმა ძალადობის მსხვერპლია" - ქობულეთიდან დაკარგულ 17 წლის ბიჭს მეათე დღეა ეძებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის მცხოვრები 17 წლის ბიჭის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ოჯახი ახალ ვერსიაზე საუბრობს.

გაუჩინარებულ ბიჭს უკვე მეათე დღეა ეძებენ და როგორც მისი და, თეონა დოლიძე ამბობს, მოზარდი ძალადობის მსხვერპლია, ამიტომ გამოძიება სწორედ ამ კუთხით უნდა მუშაობდეს.

როგორც თეონა დოლიძე ამბობს, მისი ძმა 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, "თუმცა იქამდე არ მისულა, ქალაქში ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს". თავდაპირველად ოჯახი ბიჭის გაუჩინარებას ინტერნეტთამაშ "ლურჯ ვეშაპს" უკავშირებდა, თუმცა, როგორც ახლა ამბობენ, მოზარდმა თანატოლებთან ერთად 2 დეკემბერს იქეიფა და სახლში ნასვამ მდგომარეობაში, სახის არეში დაზიანებებით დაბრუნდა. ოჯახი იმ პირების დეტალურად გამოკითხვას ითხოვს, რომლებმაც გაუჩინარებულ მოზარდთან ერთად 2 დეკემბერს იქეიფეს.

იხილეთ ვიდეო: "სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა და დასაფარად კრემი ჰქონდა წასმული" - ოჯახის ახალი ვერსია ქობულეთში 17 წლის ბიჭის გაუჩინარებაზე

"ჩემი ოჯახი ხელს არავის არ ადებს. ბავშვი იყო ნაცემი და მისი გაუჩინარებაც სწორედ ამას უკავშირდება. ჩემი ძმა ძალადობის მსხვერპლია, ძალიან ბევრი გაურკვეველი ფაქტია. ჩვენებებში არ არის მითითებული, რომ გოგის გონება დაუკარგავს. ჩემი ძმა 2 დეკემბერს სახლში ნასვამ მდგომარეობაში მიიყვანეს, სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა და ამის დასაფარად კრემი ჰქონდა წასმული. 2 დეკემბერს გოგიმ კლასელებთან ერთად იქეიფა და 7 დეკემბერს გაუჩინარდა. გამოძიება დაიწყოს იმ კუთხით, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია.

თავდაპირველად ჩემი ძმის გაუჩინარებას "ლურჯ ვეშაპს" ვუკაშირებდით, თუმცა პოლიციამ გადაამოწმა და ჩემი ძმა აღნიშნულ საიტზე დარეგისტრირებული არ არის. 2 დეკემბერს ვისთან ერთადაც იქეიფა ჩემმა ძმამ, იმ ადამიანების დაკითხვას ვითხოვ. პოლიციას ვუთხარი, ქეიფის დღეს მომხდარი ფაქტის დეტალები. სახეზე იმდენი დაზიანება ჰქონდა, ერთი დაცემით როგორ შეიძლება მომხდარიყო? ჩვენ ფაქტები ხელთ გვაქვს და გამოძიებას ვითხოვთ, პოლიციის მხრიდან რეაგირება თუ არ იქნება, სხვა ზომებს მივიღებთ", - აცხადებს თეონა დოლიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში 17 წლის მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მარიკო კეკელიძე

AMBEBI.GE

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა