პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზუგდიდის გამგებელმა თანამშრომლებს მოკლე კაბებისა და ტანზე მომდგარი შარვლების ჩაცმა აუკრძალა
ზუგდიდის გამგებელმა თანამშრომლებს მოკლე კაბებისა და ტანზე მომდგარი შარვლების ჩაცმა აუკრძალა

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა ლაშა გო­გი­ამ თა­ნამ­შრომ­ლებს ჩაც­მი­სა და მა­კი­ა­ჟის სტან­დარ­ტე­ბი და­უ­წე­სა. შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტის ასლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "თა­ი­მერ­მა" ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა.

ლაშა გო­გი­ას N3408 ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, რო­მელ­საც ხელი 7 დე­კემ­ბერს მო­ე­წე­რა, თა­ნამ­შრო­მე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია: "მი­მარ­თავ­დეს ჩაც­მუ­ლო­ბის საქ­მი­ან სტილს, ჰქონ­დეს მო­წეს­რი­გე­ბულ იერ­სა­ხე და ატა­როს საქ­მი­ა­ნი გა­რე­მო­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი სა­მო­სი, სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ჩაც­მუ­ლო­ბით, ზნე­ობ­რივ-ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად".

ამა­ვე ბრძა­ნე­ბის მე­სა­მე მუხ­ლით, გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი - "და­უშ­ვე­ბე­ლია სა­მუ­შა­ო­ზე გა­მო­ცხად­დეს სპორ­ტუ­ლი სტი­ლის ტან­საც­მლი­თა და ფეხ­საც­მლით, ტან­ზე მომ­დგა­რი შარ­ვლით, კა­ბი­თა თუ ქვე­და­ბო­ლო­თი, ღრმა დე­კოლ­ტი­რე­ბუ­ლი და გამჭვირ­ვა­ლე პე­რან­გით, წი­თე­ლი ზო­ნა­რის მქო­ნე ტან­საც­მლით".

გო­გია იგი­ვე ბრძა­ნე­ბის მო­რიგ მუხ­ლში წერს, რომ "და­უშ­ვე­ბე­ლია სამ­სა­ხურ­ში მკვეთ­რი მა­კი­ა­ჟი­თა და არას­ტან­დარ­ტუ­ლი თმის ვარ­ცხნი­ლო­ბით გა­მო­ცხა­დე­ბა".

გამ­გე­ბე­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრძა­ნე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ამოქ­მედ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი "დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­მე­ბი", - ნათ­ქვა­მია ლაშა გო­გი­ას ბრძა­ნე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ზუგდიდის გამგებელმა თანამშრომლებს მოკლე კაბებისა და ტანზე მომდგარი შარვლების ჩაცმა აუკრძალა

ზუგდიდის გამგებელმა თანამშრომლებს მოკლე კაბებისა და ტანზე მომდგარი შარვლების ჩაცმა აუკრძალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ თანამშრომლებს ჩაცმისა და მაკიაჟის სტანდარტები დაუწესა. შესაბამისი დოკუმენტის ასლი საინფორმაციო სააგენტო "თაიმერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.

ლაშა გოგიას N3408 ბრძანების თანახმად, რომელსაც ხელი 7 დეკემბერს მოეწერა, თანამშრომელი ვალდებულია: "მიმართავდეს ჩაცმულობის საქმიან სტილს, ჰქონდეს მოწესრიგებულ იერსახე და ატაროს საქმიანი გარემოსათვის შესაფერისი სამოსი, სამსახურეობრივი მოვალეობა განახორციელოს მოწესრიგებული ჩაცმულობით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების შესაბამისად".

ამავე ბრძანების მესამე მუხლით, გამგეობის თანამშრომელი - "დაუშვებელია სამუშაოზე გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წითელი ზონარის მქონე ტანსაცმლით".

გოგია იგივე ბრძანების მორიგ მუხლში წერს, რომ "დაუშვებელია სამსახურში მკვეთრი მაკიაჟითა და არასტანდარტული თმის ვარცხნილობით გამოცხადება".

გამგებელის აღნიშნული ბრძანების დარღვევის შემთხვევაში, ამოქმედდება საქართველოს კანონით გათვალისწინებული "დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები", - ნათქვამია ლაშა გოგიას ბრძანებაში.

იხილეთ ვრცლად

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა