სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ick.ge: აიუფ ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელია
ick.ge: აიუფ ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელია

ტე­რო­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბის ბრალ­დე­ბით და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი ე.წ. "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" კავ­შირს ადას­ტუ­რებს. ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში, რო­მელ­ზეც ბორ­ჩაშ­ვი­ლის და კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის უფ­რო­სის ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძის შეხ­ვედ­რაა გა­და­ღე­ბუ­ლი, ბორ­ჩაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ის ხა­ლი­ფა­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და მისი ერთ-ერთი ფუნ­ქცია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­გან ბა­ი­ა­თის (ფი­ცის) მი­ღე­ბაა.

სო­ფელ ჯო­ყო­ლოს ყო­ფი­ლი იმა­მის აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლის და ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძის შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მარ­თულ პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით წარ­მო­ად­გი­ნა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ზვი­ად ფხა­კა­ძემ გან­მარ­ტა, ფა­რუ­ლი გა­და­ღე­ბა ახ­მე­ტის პო­ლი­ცი­ა­ში 2015 წლის მა­ის­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. ჩა­ნა­წე­რი და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუ­თი­ა­ნია და ხმა ცუ­დად ის­მის.

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: რო­გორ არის ხე­ო­ბა­ში სი­ტუ­ა­ცია?

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი: არის რა, ჩვენ­თვის კარ­გად და რა ვიცი.

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: ბო­ლო­ბო­ლო საით ხარ, ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში ხარ, კავ­კა­სი­ის იმა­რატ­ში ხარ?

პა­სუ­ხი არ ის­მის.

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: აქ რამ­დე­ნი კაცი ხართ, ხე­ო­ბა­ში? ხელ­მძღვა­ნე­ლად ისევ შენ რჩე­ბი?

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი: აქ კი.

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: ხა­ლი­ფი შე­გეც­ვა­ლათ? მოკ­ვდა და ახა­ლი და­ნიშ­ნე­სო...

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი: ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­აა. შე­ვე­კი­თხე ბი­ჭებს სი­რი­ა­ში და ტყუ­ი­ლი­აო.

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: ხა­ლი­ფი რომ შე­იც­ვა­ლოს, უნდა წახ­ვი­დე იქ და ახა­ლი ფიცი უნდა მის­ცე თუ რო­გორ არის რე­ლი­გი­უ­რად?

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი: არ ვიცი წი­ნას­წარ. რე­ლი­გი­უ­რად არ არის პრობ­ლე­მა.

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: ბო­ლოს რო­დის იყა­ვი იქ (სი­რი­ა­ში)?

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი: მა­შინ რომ გე­ლა­პა­რა­კე, ეგ იყო.

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: მა­შინ ნახე ხა­ლი­ფი?

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი: არ მი­ნა­ხავს მე ხა­ლი­ფი სა­ერ­თოდ.

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: აბა ვინ მოგ­ცა უფ­ლე­ბა აქ მა­გა­თი სა­ხე­ლით რომ მოქ­მე­დებ?

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი: არ არის პრობ­ლე­მა კაცო. შა­რი­ა­თიც არ არის პრობ­ლე­მა. არი­ან ხალ­ხი...

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: შენი ფუნ­ქცია რა არის, რის­თვის დაგ­ნიშ­ნეს?

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი: ჩემი ფუნ­ქცია არის ის, რომ რო­გორც ასე­თი, თუ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ჭირ­ვე­ბულს და­ვეხ­მა­რო, თუ და­მახ­მა­რე­ბენ თან­ხას.

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: ხა­ლი­ფა­ტი გა­მო­გიგ­ზავ­ნის შენ თან­ხას?

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი: თუ გა­მო­მიგ­ზავ­ნის... ეგ არის, რომ არ მიგ­ზავ­ნი­ან.

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: უნდა გა­მო­გიგ­ზავ­ნონ თან­ხა და შენ უნდა და­ეხ­მა­რო მო­სახ­ლე­ო­ბას?

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი: მო­სახ­ლე­ო­ბას არა, ვინც უშუ­ა­ლოდ გარ­და­იც­ვა­ლა იქ ბრძო­ლე­ბის დროს, მათ ოჯა­ხებს. ჩემი ფუნ­ქცი­აა ბა­ი­ა­თის მი­ღე­ბა.

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: ვინც ფიცს აძ­ლევს ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს, მერე რას აკე­თებს ის კაცი, უნდა წა­ვი­დეს სი­რი­ა­ში?

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი: თა­ვის ნე­ბაა წავა თუ არა. რე­ლი­გი­უ­რად მათი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ჩვე­ნი ვა­ლია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მხარ­და­ჭე­რა, ღმერ­თის სი­ტყვის ამაღ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, სხვა ქვეყ­ნის არ ვიცი, მაგ­რამ აქე­დან ვი­საც უნდა, ის წავა.

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: ფული?

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი: ფულს გა­მო­ნა­ხავს, კაცო, რა უნდა. 40 ლარი თუ რა­ღა­ცა ღირს ავ­ტო­ბუ­სი.

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ ცდი­ლობთ ეგე­თი რა­ღა­ცა გა­ა­კე­თოთ?

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი: რო­გო­რი რა­ღა­ცა?

ირაკ­ლი ჩი­მა­კა­ძე: აი, ვი­ღა­ცე­ე­ბი რომ იძა­ხი­ან "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" მხა­რი და­ვუ­ჭი­რო­თო, ხომ იცი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" რო­გორც არის დღეს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი?

აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი: ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ ვართ. კი, იქ რა­ღაც ხდე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლას თა­ვი­სი მიდ­გო­მა აქვს. ჩვენ ვცდი­ლობთ ის­ლა­მის ზე­წო­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

ჩა­ნა­წერ­ში აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი სი­რი­ა­ში წა­სულ 16 წლის მუს­ლიმ კუშ­ტა­ნაშ­ვილ­სა და 18 წლის რამ­ზან ბა­ღა­კაშ­ვილ­ზეც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ როცა მშობ­ლებ­მა მას მი­ა­კი­თხეს და სთხო­ვეს - ბავ­შვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ში დახ­მა­რე­ბო­და, ის ბი­ჭებს და­უ­კავ­შირ­და, მაგ­რამ მათ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე უარი თქვეს: "და­ვუ­რე­კე, იქ­ნებ უკან მობ­რუნ­დეთ მა­ქე­დან, პირ­და­პირ-მეთ­ქი. ჩვენ ღმერ­თის გზა­ზე ვართ წა­მო­სუ­ლე­ბი, თქვენს ინ­ტე­რე­სებს პა­ტივს ვცემთ, მაგ­რამ აზრი არ აქვს ლა­პა­რაკ­სო და გა­მი­თი­შეს", - ამ­ბობს აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი.

კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის უფ­როს­თან სა­უ­ბარ­ში ბორ­ჩაშ­ვი­ლი ISIS ერთ-ერთ ლი­დერ თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვილ­საც ახ­სე­ნებს: "ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, ნა­თე­სა­ვია ჩემი. დე­და­ჩე­მი და მა­გის დედა ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. რე­ლი­გი­ის საქ­მე გვქონ­და ერ­თმა­ნეთ­ში", - აღ­ნიშ­ნავს აიუფ ბორ­ჩაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ick.ge: აიუფ ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელია

ick.ge: აიუფ ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელია

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებული აიუფ ბორჩაშვილი ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირს ადასტურებს. ფარულ ვიდეოჩანაწერში, რომელზეც ბორჩაშვილის და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის შეხვედრაა გადაღებული, ბორჩაშვილი აცხადებს, რომ ის ხალიფატის წარმომადგენელია საქართველოში და მისი ერთ-ერთი ფუნქცია "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერებისგან ბაიათის (ფიცის) მიღებაა.

სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილის და ირაკლი ჩიმაკაძის შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურატურამ მტკიცებულების სახით წარმოადგინა.

როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განმარტა, ფარული გადაღება ახმეტის პოლიციაში 2015 წლის მაისში განხორციელდა. ჩანაწერი დაახლოებით 40 წუთიანია და ხმა ცუდად ისმის.

ირაკლი ჩიმაკაძე: როგორ არის ხეობაში სიტუაცია?

აიუფ ბორჩაშვილი: არის რა, ჩვენთვის კარგად და რა ვიცი.

ირაკლი ჩიმაკაძე: ბოლობოლო საით ხარ, ისლამურ სახელმწიფოში ხარ, კავკასიის იმარატში ხარ?

პასუხი არ ისმის.

ირაკლი ჩიმაკაძე: აქ რამდენი კაცი ხართ, ხეობაში? ხელმძღვანელად ისევ შენ რჩები?

აიუფ ბორჩაშვილი: აქ კი.

ირაკლი ჩიმაკაძე: ხალიფი შეგეცვალათ? მოკვდა და ახალი დანიშნესო...

აიუფ ბორჩაშვილი: ცრუ ინფორმაციაა. შევეკითხე ბიჭებს სირიაში და ტყუილიაო.

ირაკლი ჩიმაკაძე: ხალიფი რომ შეიცვალოს, უნდა წახვიდე იქ და ახალი ფიცი უნდა მისცე თუ როგორ არის რელიგიურად?

აიუფ ბორჩაშვილი: არ ვიცი წინასწარ. რელიგიურად არ არის პრობლემა.

ირაკლი ჩიმაკაძე: ბოლოს როდის იყავი იქ (სირიაში)?

აიუფ ბორჩაშვილი: მაშინ რომ გელაპარაკე, ეგ იყო.

ირაკლი ჩიმაკაძე: მაშინ ნახე ხალიფი?

აიუფ ბორჩაშვილი: არ მინახავს მე ხალიფი საერთოდ.

ირაკლი ჩიმაკაძე: აბა ვინ მოგცა უფლება აქ მაგათი სახელით რომ მოქმედებ?

აიუფ ბორჩაშვილი: არ არის პრობლემა კაცო. შარიათიც არ არის პრობლემა. არიან ხალხი...

ირაკლი ჩიმაკაძე: შენი ფუნქცია რა არის, რისთვის დაგნიშნეს?

აიუფ ბორჩაშვილი: ჩემი ფუნქცია არის ის, რომ როგორც ასეთი, თუ მაქვს საშუალება გაჭირვებულს დავეხმარო, თუ დამახმარებენ თანხას.

ირაკლი ჩიმაკაძე: ხალიფატი გამოგიგზავნის შენ თანხას?

აიუფ ბორჩაშვილი: თუ გამომიგზავნის... ეგ არის, რომ არ მიგზავნიან.

ირაკლი ჩიმაკაძე: უნდა გამოგიგზავნონ თანხა და შენ უნდა დაეხმარო მოსახლეობას?

აიუფ ბორჩაშვილი: მოსახლეობას არა, ვინც უშუალოდ გარდაიცვალა იქ ბრძოლების დროს, მათ ოჯახებს. ჩემი ფუნქციაა ბაიათის მიღება.

ირაკლი ჩიმაკაძე: ვინც ფიცს აძლევს ისლამურ სახელმწიფოს, მერე რას აკეთებს ის კაცი, უნდა წავიდეს სირიაში?

აიუფ ბორჩაშვილი: თავის ნებაა წავა თუ არა. რელიგიურად მათი წარმომადგენელია. ჩვენი ვალია "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერა, ღმერთის სიტყვის ამაღლება. საქართველოში არ არის ამის ვალდებულება, სხვა ქვეყნის არ ვიცი, მაგრამ აქედან ვისაც უნდა, ის წავა.

ირაკლი ჩიმაკაძე: ფული?

აიუფ ბორჩაშვილი: ფულს გამონახავს, კაცო, რა უნდა. 40 ლარი თუ რაღაცა ღირს ავტობუსი.

ირაკლი ჩიმაკაძე: საქართველოში რატომ ცდილობთ ეგეთი რაღაცა გააკეთოთ?

აიუფ ბორჩაშვილი: როგორი რაღაცა?

ირაკლი ჩიმაკაძე: აი, ვიღაცეები რომ იძახიან "ისლამურ სახელმწიფოს" მხარი დავუჭიროთო, ხომ იცი "ისლამური სახელმწიფო" როგორც არის დღეს გამოცხადებული?

აიუფ ბორჩაშვილი: ტერორისტული ორგანიზაცია არ ვართ. კი, იქ რაღაც ხდება, მაგრამ ყველას თავისი მიდგომა აქვს. ჩვენ ვცდილობთ ისლამის ზეწოლისგან გათავისუფლებას.

ჩანაწერში აიუფ ბორჩაშვილი სირიაში წასულ 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილსა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ როცა მშობლებმა მას მიაკითხეს და სთხოვეს - ბავშვების დაბრუნებაში დახმარებოდა, ის ბიჭებს დაუკავშირდა, მაგრამ მათ დაბრუნებაზე უარი თქვეს: "დავურეკე, იქნებ უკან მობრუნდეთ მაქედან, პირდაპირ-მეთქი. ჩვენ ღმერთის გზაზე ვართ წამოსულები, თქვენს ინტერესებს პატივს ვცემთ, მაგრამ აზრი არ აქვს ლაპარაკსო და გამითიშეს", - ამბობს აიუფ ბორჩაშვილი.

კონტრტერორისტული ცენტრის უფროსთან საუბარში ბორჩაშვილი ISIS ერთ-ერთ ლიდერ თარხან ბათირაშვილსაც ახსენებს: "ურთიერთობა მქონდა, ნათესავია ჩემი. დედაჩემი და მაგის დედა ნათესავები არიან. რელიგიის საქმე გვქონდა ერთმანეთში", - აღნიშნავს აიუფ ბორჩაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა