რას ჰყვება დედა, რომლის ქმარმა შვილის ოპერაციისთვის თავი მოიკლა

რას ჰყვება დედა, რომლის ქმარმა შვილის ოპერაციისთვის თავი მოიკლა

ვანში, ოპერაციის დაუფინანსებლობის გამო, მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე newpress.ge-ს ქარჩახაძეების ოჯახის წევრი თავად ესაუბრა. ლია ხურციძე, რომლის ქმარმა, მერაბ ქარჩხაძემ შვილის ოპერაციისთვის თავი მოიკლა, ამბობს, რომ ბავშვმა ხელი მიმდინარე წლის 18 მარტს მოიტეხა.

"იმის გამო, რომ ვანში საავადმყოფო არ არის, მეორე დღესვე ქუთაისში, რკინიგზის საავადმყოფოში მივედით, საიდანაც ბავშვთა საავადმყოფოში, ექიმ ირაკლი რობაქიძესთან გადაგვამისამართეს. ექიმმა, ფორმა ასსში ჩაგვიწერა, რომ ოპერაცია ხუთ დღეში გაკეთდებოდა", - ჰყვება ლია ხურციძე.

მისივე თქმით, ბავშვი ხუთ დღეს ვერ ითმენდა ტკივილების გამო. "ჩემი ქმარი გაგიჟდა ამაზე. ამიტომაც მიიღო თავის მოკვლის გადაწყვეტილება, წერილი დატოვა, შემოსული ფულით ბავშვს ოპერაცია გაუკეთეთო. თავს დაგვატყდა ტრაგედია", - ამბობს ოჯახის დიასახლისი.

ასევე დაგაინტერესებთ: ტრაგედია ვანში - მამამ შვილის ოპერაციისთვის თავი მოიკლა

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა