საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფარული ჩანაწერი ივანიშვილს ნიკუშა შენგელაიამ მიუტანა" - ექსპრემიერმა თამაზაშვილის დაჭერის განკარგულება გასცა?
"ფარული ჩანაწერი ივანიშვილს ნიკუშა შენგელაიამ მიუტანა" - ექსპრემიერმა თამაზაშვილის დაჭერის განკარგულება გასცა?

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა| ნი­კუ­შა შენ­გე­ლია და ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ის­ტო­რი­ა­ზე კო­მენ­ტარს აკე­თე­ბენ

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა +" ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და მი­ზე­ზად თა­მა­ზაშ­ვი­ლე­ბის ფაქ­ტორს ასა­ხე­ლებს. გა­ზე­თი იუ­წყე­ბა, რომ საქ­მე ეხე­ბა "აჭა­რა­ბე­თის" საქ­მეს და ბიზ­ნეს­მენ თე­მურ უგუ­ლა­ვას, რო­მელ­თა­ნაც გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს იმ პე­რი­ოდ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი, ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლის ძმა, პარ­ლა­მენ­ტა­რი ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლი აწარ­მო­ებ­დნენ. სტა­ტი­ის ავ­ტო­რის ცნო­ბით, თე­მურ უგუ­ლა­ვამ შეხ­ვედ­რი­სას სა­უბ­რის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­ა­კე­თა, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან გა­ა­ტა­ნა. გა­მო­ცე­მა იუ­წყე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რის მოს­მე­ნის შემ­დეგ ივა­ნიშ­ვილს ძა­ლი­ან და­ე­ძა­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და მას ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ჭე­რა მოს­თხო­ვა.

გთა­ვა­ზობთ ეპი­ზოდს სტა­ტი­ი­დან:

***

თე­მურ უგუ­ლა­ვას­თან არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, "ქრო­ნი­კა+"-ის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ მდი­ვანს, ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვილ­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლისძმას, პარ­ლა­მენ­ტარ ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვილს და­უ­წყი­ათ.

პირ­ველ­სა­ვე შეხ­ვედ­რა­ზე თე­მურ უგუ­ლა­ვას­თვის ზვი­ად ჯან­ყა­რაშ­ვილს უთ­ქვამს, - თუ გინ­და, ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ას და და­რი­ცხულ 150 მი­ლი­ონს თავი და­აღ­წიო, მო­ვი­ლა­პა­რა­კო­თო. - რაზე მო­ვი­ლა­პა­რა­კო­თო? და­უ­კონ­კრე­ტე­ბია თე­მურ უგუ­ლა­ვას. - და­რი­ცხუ­ლი ჯა­რი­მის ნა­ხე­ვა­რი, 75 მი­ლი­ო­ნი, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გა­და­ი­ხა­დე და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია შე­მოწ­მე­ბას შე­ა­ჩე­რებ­სო. ჯან­ყა­რაშ­ვი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უგუ­ლა­ვას გას­ცი­ნე­ბია, - სა­სა­მარ­თლო­ში მაქვს გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი და­რი­ცხუ­ლი ჯა­რი­მა და სა­ერ­თოდ, არ ვა­პი­რებ არაფ­რის გა­დახ­და­სო! რა­ზეც, ამ­ჯე­რად, უკვე ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვილს უპა­სუ­ხია, - ყ...ზე გვკი­დია შენი გა­სა­ჩი­რე­ბაც და სა­სა­მარ­თლოც, გა­და­ი­ხა­დე ნა­ხე­ვა­რი და პრობ­ლე­მე­ბიც მო­გიგ­ვარ­დე­ბაო! რო­გოც ჩანს, თე­მურ უგუ­ლა­ვა იმა­ზე უფრო ფრთხი­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე ჯან­ყა­რაშ­ვილს წარ­მო­ედ­გი­ნა. მას კონ­კრე­ტი­კა მო­უ­თხო­ვია, - შენ პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი ხარ, თა­ნამ­დე­ბო­ბით გა­რან­ტი­ე­ბის მო­ცე­მა არ შე­გიძ­ლია, და­რი­ცხუ­ლი ჯა­რი­მის ნა­ხე­ვა­რი რომ გა­და­ვი­ხა­დო, ისიც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, რა გა­რან­ტია მაქვს, რომ ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში პრობ­ლე­მე­ბი მო­მიგ­ვარ­დე­ბა და თან­ხა აღარ და­მე­რი­ცხე­ბაო?

პრე­მი­ე­რის ცო­ლის ნა­თე­სა­ვებ­მა აქ და­უშ­ვეს სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა - "ქრო­ნი­კა+"-ის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ თე­მურ უგუ­ლა­ვას უთხრეს, - ხომ არ და­გა­ვი­წყდა, ვისი ნა­თე­სა­ვე­ბი ვართ, გა­რან­ტი სწო­რედ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია, რო­მე­ლიც საქ­მის კურ­სშია და რა პი­რო­ბა­საც გე­უბ­ნე­ბით, ის პი­რო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბაო.

რო­გორც ჩანს, თე­მურ უგუ­ლა­ვა არც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლის ნა­თე­სა­ვებს ენ­დო­ბო­და და არც ვაჭ­რო­ბის გა­მარ­თვას აპი­რებ­და, არც ფულს აი­ხევ­და კა­ხე­ლე­ბის­გან და ჯა­რი­მე­ბის ანუ­ლი­რე­ბის­თვის ბრძო­ლას სწო­რედ სა­სა­მარ­თლო­ში აპი­რებ­და. ის ბევ­რად უფრო ჭკვი­ა­ნი და ფრთხი­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე პირ­ვე­ლი ლე­დის მა­მი­დაშ­ვილს წარ­მო­ედ­გი­ნა. ამ შეხ­ვედ­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში მათი შეხ­ვედ­რის და სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შუ­შის სა­სახ­ლე­ში ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ამ მი­უ­ტა­ნა, რო­მე­ლიც თე­მურ უგუ­ლა­ვას უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია. იგი­ვე ინ­ფორ­მა­ცია ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის­თვის ჭუტა წე­რე­თელ­საც და­უ­დას­ტუ­რე­ბია. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თე­მურ უგუ­ლა­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ზენ­სმენ­თა და დამ­ფი­ნან­სე­ბელ­თა სი­ა­შია, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მისი გა­წეწ­ვის ამ ფორ­მას წყო­ბი­დან გა­მო­უყ­ვა­ნია. იმა­ვე წამს შუ­შის სა­სახ­ლე­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და პრე­მი­ე­რი და­უ­ბა­რე­ბია. ამ შეხ­ვედ­რი­სა და "რაზ­ბორ­კის" თა­ო­ბა­ზე მე­დია უკვე წერ­და. ყო­ფილ პრე­მი­ერს მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რის­თვის და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­თვის ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ჭე­რა მო­უ­თხო­ვია, რად­გან უგუ­ლა­ვას­თან სა­უ­ბარ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რის სა­ხე­ლით გა­რან­ტი­ებს, "ქო­რო­ნი­კა+"-ის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით სწო­რედ თა­მა­ზაშ­ვი­ლი გას­ცემ­და, "უმა­დუ­რო­ბა­საც აქვს სა­ზღვა­რი, ირაკ­ლი, ეს ლა­წი­რა­კი, რო­მე­ლიც დე­პუ­ტა­ტი არაფ­რის­გან გავ­ხა­დეთ, რას ბე­დავს შენი სა­ხე­ლი­თო?! - უთ­ქვამს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­თვის. მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რი ყო­ფილს ფე­ხებ­ში ჩა­ვარ­დნია, - იქ­ნებ, ეს ამ­ბა­ვი არ გახ­მა­ურ­დეს და ამის შემ­დეგ ჩემი ცო­ლის ნა­თე­სა­ვებს პი­რა­დად მივ­ხე­და­ვო. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი დიდ­ხანს უმ­ტკი­ცებ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ჯან­ყა­რაშ­ვი­ლი­სა და თა­მა­ზაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დიო, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვი­ლი არც ისე გუ­ლუბ­რყვი­ლოა, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ეს ფიცი-მტკი­ცი და­ე­ჯე­რე­ბი­ნაო", - უყ­ვე­ბა "ქრო­ნი­კა+"-ს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წყა­რო.

ნა­ხეთ| ნი­კუ­შა შენ­გე­ლია და ლექ­სო თა­მა­ზაშ­ვი­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ის­ტო­რი­ა­ზე კო­მენ­ტარს აკე­თე­ბენ - მი­ლი­ო­ნე­ბის გა­მო­ძალ­ვის მცდე­ლო­ბა თუ ცი­ლის­წა­მე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"ფარული ჩანაწერი ივანიშვილს ნიკუშა შენგელაიამ მიუტანა" - ექსპრემიერმა თამაზაშვილის დაჭერის განკარგულება გასცა?

"ფარული ჩანაწერი ივანიშვილს ნიკუშა შენგელაიამ მიუტანა" - ექსპრემიერმა თამაზაშვილის დაჭერის განკარგულება გასცა?

ბოლო განახლება| ნიკუშა შენგელია და ლექსო თამაზაშვილი ფარული ჩანაწერის ისტორიაზე კომენტარს აკეთებენ

გაზეთი "ქრონიკა +" ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვის შესახებ საუბრობს და მიზეზად თამაზაშვილების ფაქტორს ასახელებს. გაზეთი იუწყება, რომ საქმე ეხება "აჭარაბეთის" საქმეს და ბიზნესმენ თემურ უგულავას, რომელთანაც გამოცემის ინფორმაციით,   არაოფიციალურ მოლაპარაკებებს იმ პერიოდში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, ზვიად ჯანყარაშვილი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, პარლამენტარი ლექსო თამაზაშვილი აწარმოებდნენ. სტატიის ავტორის ცნობით, თემურ უგულავამ შეხვედრისას საუბრის აუდიოჩანაწერი გააკეთა, რაც მოგვიანებით მის უახლოეს მეგობარ ნიკუშა შენგელაიას ბიძინა ივანიშვილთან გაატანა. გამოცემა იუწყება, რომ აღნიშნული ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ივანიშვილს ძალიან დაეძაბა ურთიერთობა ღარიბაშვილთან და მას ლექსო თამაზაშვილის დაუყოვნებლივ დაჭერა მოსთხოვა.

გთავაზობთ ეპიზოდს სტატიიდან:

***

თემურ უგულავასთან არაოფიციალური მოლაპარაკებები, "ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, ზვიად ჯანყარაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმას, პარლამენტარ ლექსო თამაზაშვილს დაუწყიათ.

პირველსავე შეხვედრაზე თემურ უგულავასთვის ზვიად ჯანყარაშვილს უთქვამს, - თუ გინდა, ფინანსურ პოლიციას და დარიცხულ 150 მილიონს თავი დააღწიო, მოვილაპარაკოთო. - რაზე მოვილაპარაკოთო? დაუკონკრეტებია თემურ უგულავას. - დარიცხული ჯარიმის ნახევარი, 75 მილიონი, არაოფიციალურად გადაიხადე და ფინანსური პოლიცია შემოწმებას შეაჩერებსო. ჯანყარაშვილის შეთავაზებაზე უგულავას გასცინებია, - სასამართლოში მაქვს გასაჩივრებული დარიცხული ჯარიმა და საერთოდ, არ ვაპირებ არაფრის გადახდასო! რაზეც, ამჯერად, უკვე ლექსო თამაზაშვილს უპასუხია, - ყ...ზე გვკიდია შენი გასაჩირებაც და სასამართლოც, გადაიხადე ნახევარი და პრობლემებიც მოგიგვარდებაო! როგოც ჩანს, თემურ უგულავა იმაზე უფრო ფრთხილი აღმოჩნდა, ვიდრე ჯანყარაშვილს წარმოედგინა. მას კონკრეტიკა მოუთხოვია, - შენ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ხარ, თანამდებობით გარანტიების მოცემა არ შეგიძლია, დარიცხული ჯარიმის ნახევარი რომ გადავიხადო, ისიც არაოფიციალურად, რა გარანტია მაქვს, რომ ფინანსურ პოლიციაში პრობლემები მომიგვარდება და თანხა აღარ დამერიცხებაო?

პრემიერის ცოლის ნათესავებმა აქ დაუშვეს საბედისწერო შეცდომა - "ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, მათ თემურ უგულავას უთხრეს, - ხომ არ დაგავიწყდა, ვისი ნათესავები ვართ, გარანტი სწორედ პრემიერ-მინისტრია, რომელიც საქმის კურსშია და რა პირობასაც გეუბნებით, ის პირობა აუცილებლად შესრულებული იქნებაო.

როგორც ჩანს, თემურ უგულავა არც ღარიბაშვილის ცოლის ნათესავებს ენდობოდა და არც ვაჭრობის გამართვას აპირებდა, არც ფულს აიხევდა კახელებისგან და ჯარიმების ანულირებისთვის ბრძოლას სწორედ სასამართლოში აპირებდა. ის ბევრად უფრო ჭკვიანი და ფრთხილი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი ლედის მამიდაშვილს წარმოედგინა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში მათი შეხვედრის და საუბრის ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში ნიკუშა შენგელაიამ მიუტანა, რომელიც თემურ უგულავას უახლოესი მეგობარია. იგივე ინფორმაცია ყოფილი პრემიერისთვის ჭუტა წერეთელსაც დაუდასტურებია. იმის მიუხედავად, რომ თემურ უგულავა სააკაშვილის ბიზენსმენთა და დამფინანსებელთა სიაშია, ბიძინა ივანიშვილი მისი გაწეწვის ამ ფორმას წყობიდან გამოუყვანია. იმავე წამს შუშის სასახლეში შინაგან საქმეთა მინისტრი და პრემიერი დაუბარებია. ამ შეხვედრისა და "რაზბორკის" თაობაზე მედია უკვე წერდა. ყოფილ პრემიერს მოქმედი პრემიერისთვის და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ლექსო თამაზაშვილის დაუყოვნებლივ დაჭერა მოუთხოვია, რადგან უგულავასთან საუბარში ყველაზე ხშირად მოქმედი პრემიერის სახელით გარანტიებს, "ქორონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით სწორედ თამაზაშვილი გასცემდა, "უმადურობასაც აქვს საზღვარი, ირაკლი, ეს ლაწირაკი, რომელიც დეპუტატი არაფრისგან გავხადეთ, რას ბედავს შენი სახელითო?! - უთქვამს ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილისთვის. მოქმედი პრემიერი ყოფილს ფეხებში ჩავარდნია, - იქნებ, ეს ამბავი არ გახმაურდეს და ამის შემდეგ ჩემი ცოლის ნათესავებს პირადად მივხედავო. ირაკლი ღარიბაშვილი დიდხანს უმტკიცებდა ბიძინა ივანიშვილს, ჯანყარაშვილისა და თამაზაშვილის ქმედებების შესახებ არაფერი ვიცოდიო, მაგრამ ივანიშვილი არც ისე გულუბრყვილოა, რომ ღარიბაშვილის ეს ფიცი-მტკიცი დაეჯერებინაო", - უყვება "ქრონიკა+"-ს სახელისუფლებო წყარო.

ნახეთ| ნიკუშა შენგელია და ლექსო თამაზაშვილი ფარული ჩანაწერის ისტორიაზე კომენტარს აკეთებენ - მილიონების გამოძალვის მცდელობა თუ ცილისწამება

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?