მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ქარუმიძის პირველი კომენტარი მის გარშემო ატეხილ სკანდალზე
ზურაბ ქარუმიძის პირველი კომენტარი მის გარშემო ატეხილ სკანდალზე

მწე­რა­ლი ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძე მისი პი­როვ­ნე­ბი­სა და რო­მა­ნის "მე­ლია ტუ­ლე­ფი­ას" გამო ატე­ხილ სკან­დალს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, რო­მა­ნი არას­წო­რად გა­ი­გეს.

"აშ­კა­რად გა­უ­გებ­რო­ბას აქვს ად­გი­ლი, რო­მა­ნი­სა, რო­გორც მხატ­ვრუ­ლი, მე­ტა­ფო­რუ­ლი ტექ­სტი­სა, მოკ­ლედ მოვ­ყვე­ბი, სა­ი­დან და­ი­წყო ამ რო­მან­ზე ფიქ­რი. ეს ნაღ­დი ამ­ბა­ვია: 1926 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მე­უღ­ლი­თურთ და იმოგ­ზა­უ­რა, მათ შო­რის, სვა­ნეთ­შიც, ეს მოგ­ზა­უ­რო­ბა აღ­წე­რი­ლია კი­ნო­კა­მე­რით. ამ ამე­რი­კე­ლის მე­მუ­ა­რებ­ში ნახ­სე­ნე­ბია ქარ­თვე­ლი კაცი, ვინ­მე შაქ­რო, რო­მე­ლიც მე გა­მო­ვიყ­ვა­ნე ჩემი რო­მა­ნის ცენ­ტრა­ლურ პერ­სო­ნა­ჟად, გვა­რი შე­ვუც­ვა­ლე- კარ­მე­ლი, ის ცოტა ექ­სცენ­ტრი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, კო­მი­კუ­რიც არის და ტრა­გი­კუ­ლიც, რა­ღაც ხილ­ვე­ბი აქვს და ა.შ.. რო­მა­ნი იწყე­ბა ამ შაქ­როს სიზ­მრით და სწო­რედ აი ეს სიზ­მა­რია, რო­მე­ლიც იწ­ვევს გა­უ­გებ­რო­ბას და თა­ვი­სე­ბურ აგ­რე­სი­აც კი ამ რო­მა­ნის მი­მართ. ამ სიზ­მარ­ში აღ­წე­რი­ლია ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის რი­ტუ­ა­ლი "მე­ლია ტუ­ლე­ფია", რო­მე­ლიც მე პირ­ვე­ლად ამო­ვი­კი­თხე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ძა­ლი­ან ცნო­ბილ ნაშ­რომ­ში "ქარ­თველ­თა წარ­მარ­თო­ბა", სა­დაც აღ­წე­რი­ლია ეს რი­ტუ­ა­ლი, უარ­ქა­უ­ლე­სი რი­ტუ­ა­ლია... შემ­დგომ­ში, ეთ­ნოგ­რა­ფე­ბის და ეთ­ნო­ლო­გე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბით გა­მოჩ­ნდა, რომ ეს არის ძვე­ლი ხე­თუ­რი რი­ტუ­ა­ლი, რო­მე­ლიც შე­მორ­ჩა სვა­ნეთ­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის რი­ტუ­ა­ლი შე­მორ­ჩე­ნი­ლია ფა­ლი­კურ ამ­ბებ­თან და ამ რი­ტუ­ალ­ში სიმ­ბო­ლუ­რად ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­მაშ­დე­ბა.. სწო­რედ ეს რი­ტუ­ა­ლი ხსნის რო­მანს, რო­მე­ლიც ესიზ­მრე­ბა ჩემს პერ­სო­ნაჟს იმი­ტომ, რომ მას ძა­ლი­ან უყ­ვარს სვა­ნე­თი... თვი­თონ რო­მა­ნი გა­ჯე­რე­ბუ­ლია სვა­ნე­თი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და აღ­ტა­ცე­ბით", - აცხა­დებს ქა­რუ­მი­ძე გა­მომ­ცემ­ლო­ბა "სი­ეს­ტას­თვის" მი­ცე­მულ კო­მენ­ტარ­ში.

სკან­და­ლის წი­ნა­ის­ტო­რია ასე­თია: დე­პუ­ტატ­მა სოსო ჯაჭვლი­ან­მა ეს რო­მა­ნი სვა­ნე­თის შე­უ­რა­ცხყო­ფად შე­ა­ფა­სა ქა­რუ­მი­ძის შე­საძ­ლო ელ­ჩო­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ასე გა­აპ­რო­ტეს­ტა: "ქა­რუ­მი­ძეს ყო­ველ მე­ო­რე სი­ტყვა­ზე ფა­ლო­სი აკე­რია პირ­ზე, ეტყო­და, თვი­თო­ნაც გა­ფა­ლოს­და და ფა­ლოსს შე­იძ­ლე­ბა რა­მე­ზე ვე­კა­მა­თო? ქა­რუ­მი­ძე არის ფა­ლო­სი და ჩემი ეს შე­ფა­სე­ბა გა­და­მოწ­მე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა".. ორი­ო­დე დღის წინ კი პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი ხა­სა­ია შე­ი­პა­რა და სა­ნამ დე­პუ­ტა­ტე­ბი "გონს მო­ე­გე­ბოდ­ნენ" ამ რო­მა­ნი­დან სკაბ­რე­ზუ­ლი, უცენ­ზუ­რი სი­ტყვე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ცი­ტა­ტა წა­ი­კი­თხა.

/>ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ზურაბ ქარუმიძის პირველი კომენტარი მის გარშემო ატეხილ სკანდალზე

ზურაბ ქარუმიძის პირველი კომენტარი მის გარშემო ატეხილ სკანდალზე

მწერალი ზურაბ ქარუმიძე მისი პიროვნებისა და რომანის "მელია ტულეფიას" გამო ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა. მისი თქმით, რომანი არასწორად გაიგეს.

"აშკარად გაუგებრობას აქვს ადგილი, რომანისა, როგორც მხატვრული, მეტაფორული ტექსტისა, მოკლედ მოვყვები, საიდან დაიწყო ამ რომანზე ფიქრი. ეს ნაღდი ამბავია: 1926 წელს საქართველოში ჩამოვიდა ამერიკელი ბიზნესმენი მეუღლითურთ და იმოგზაურა, მათ შორის, სვანეთშიც, ეს მოგზაურობა აღწერილია კინოკამერით. ამ ამერიკელის მემუარებში ნახსენებია ქართველი კაცი, ვინმე შაქრო, რომელიც მე გამოვიყვანე ჩემი რომანის ცენტრალურ პერსონაჟად, გვარი შევუცვალე- კარმელი, ის ცოტა ექსცენტრიული პიროვნებაა, კომიკურიც არის და ტრაგიკულიც, რაღაც ხილვები აქვს და ა.შ.. რომანი იწყება ამ შაქროს სიზმრით და სწორედ აი ეს სიზმარია, რომელიც იწვევს გაუგებრობას და თავისებურ აგრესიაც კი ამ რომანის მიმართ. ამ სიზმარში აღწერილია ნაყოფიერების რიტუალი "მელია ტულეფია", რომელიც მე პირველად ამოვიკითხე ივანე ჯავახიშვილის ძალიან ცნობილ ნაშრომში "ქართველთა წარმართობა", სადაც აღწერილია ეს რიტუალი, უარქაულესი რიტუალია... შემდგომში, ეთნოგრაფების და ეთნოლოგების მოსაზრებებით გამოჩნდა, რომ ეს არის ძველი ხეთური რიტუალი, რომელიც შემორჩა სვანეთში. მოგეხსენებათ, ნაყოფიერების რიტუალი შემორჩენილია ფალიკურ ამბებთან და ამ რიტუალში სიმბოლურად ეს ყველაფერი თამაშდება.. სწორედ ეს რიტუალი ხსნის რომანს, რომელიც ესიზმრება ჩემს პერსონაჟს იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარს სვანეთი... თვითონ რომანი გაჯერებულია სვანეთისადმი დიდი სიყვარულით და აღტაცებით", - აცხადებს ქარუმიძე გამომცემლობა "სიესტასთვის" მიცემულ კომენტარში.

სკანდალის წინაისტორია ასეთია: დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა ეს რომანი სვანეთის შეურაცხყოფად შეაფასა ქარუმიძის შესაძლო ელჩობა დიდ ბრიტანეთში ასე გააპროტესტა: "ქარუმიძეს ყოველ მეორე სიტყვაზე ფალოსი აკერია პირზე, ეტყოდა, თვითონაც გაფალოსდა და ფალოსს შეიძლება რამეზე ვეკამათო? ქარუმიძე არის ფალოსი და ჩემი ეს შეფასება გადამოწმებას არ ექვემდებარება".. ორიოდე დღის წინ კი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოქალაქე გიორგი ხასაია შეიპარა და სანამ დეპუტატები "გონს მოეგებოდნენ" ამ რომანიდან სკაბრეზული, უცენზური სიტყვებით გაჯერებული ციტატა წაიკითხა.

/>ნინო კვიტაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა