პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილი: ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ მითხრა, თანხის ამოღება მინდაო
სააკაშვილი: ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ მითხრა, თანხის ამოღება მინდაო

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლე ნინო ქა­და­გი­ძეს­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს.

ამ შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს იყო მი­ზე­ზი, რის გა­მოც იგი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დე­დას აღარ ნა­ხუ­ლობ­და.

"როცა ზუ­რა­ბი გარ­და­იც­ვა­ლა, რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ უც­ნა­უ­რი რა­ღა­ცე­ე­ბის ლა­პა­რა­კი და­ი­წყეს მის­მა ოჯა­ხის წევ­რებ­მა - მის­მა ძმამ, მე­უღ­ლემ. მე­უღ­ლეს ვთხო­ვე, რომ ჩემ­თან მო­სუ­ლი­ყო, მო­ვი­და. მე ვუ­თხა­რი, რა­ზეა ლა­პა­რა­კი, ნინო, შენ ხომ იყა­ვი ად­გილ­ზე, სა­დაც ეს მოხ­და, ნახე ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოხ­და, ყვე­ლა­ფერს ეს­წრე­ბო­დი, შენ გგო­ნია, რომ ვინ­მე რა­მეს მა­ლავს ან სხვა­ნა­ი­რად არის თუ..., არა, არა მგო­ნი­აო - თქვა, შენ­თან რა პრე­ტენ­ზია შე­იძ­ლე­ბა მქონ­დე­სო. მაგ­რამ არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა რაც მი­თხრა: ხომ იცი, ზუ­რას რო­გორც ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს, ბევ­რი ფული ჰქონ­დაო, მე ვუ­თხა­რი, მე ვარ პო­ლი­ტი­კო­სი და ნამ­დვი­ლად არ მაქვს ფული და არა მგო­ნია ზუ­რას ჰქო­ნო­და ფული და სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე-მეთ­ქი. ერთ-ერ­თმა მი­თხრა, რომ ორი დღით ადრე მის­ცა მას ძა­ლი­ან დიდი თან­ხაო და ამ თან­ხის ნა­წი­ლი მინ­და ამო­ვი­ღოო, ალ­ბათ იმ დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­ნამ ჩვენ მივ­დი­ო­დით, ხომ არ წა­ი­ღეს ეს თან­ხა შემ­თხვე­ვი­თო. მე ვუ­თხა­რი - ახლა გა­მო­დის, რომ აქ ფულ­ზე ვლა­პა­რა­კობთ ხომ ჩვენ, ფულ­ზე ვერ შევ­თან­ხმდე­ბით ჩვენ-თქო. მერე გა­ირ­კვა, რომ პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­მა, რო­გორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვა­ნი­ას მის­ცა ბევ­რი ფული და ეს გა­ა­კე­თა შეგ­ნე­ბუ­ლად იმი­ტომ, რომ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი მერე ამუ­შა­ვებ­და ჟვა­ნი­ას ძმას, მას­თან ოფის­ში, ისე, რო­გორც ყვე­ლა ოლი­გარ­ქს უნ­დო­და ამ თე­მის აგო­რე­ბა. ახალ­მაც - ივა­ნიშ­ვილ­მაც იგი­ვე გა­ა­კე­თა. როცა ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო მე­უღ­ლეს­თან და ძმას­თან, მე რა თქმა უნდა ვე­ღარ მივ­დი­ო­დი ზუ­რას დე­დას­თან", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ იგი მარ­თლა შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი იყო.

მი­სი­ვე თქმით, მას ზუ­რაბ ჟვა­ნი­სას მი­მართ ძა­ლი­ან დიდი მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა აქვს და მათ ძა­ლი­ან ნა­თე­ლი და უღ­რუბ­ლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­დათ.

რო­გორც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი იხ­სე­ნებს, იმ ღა­მის წინ, როცა ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და, რამ­დენ­ჯერ­მე ესა­უბ­რა მას და სა­ღა­მო­საც, როცა ნახა, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო.

"შემ­დეგ და­მი­რე­კა კობა ხარ­ში­ლა­ძემ, რო­მე­ლიც ახლა და­ჭე­რი­ლია, რომ ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და და ზუ­რა­ბი გარ­და­იც­ვა­ლაო. რე­კავ­და ზუ­რას ტე­ლე­ფო­ნით და რომ ავი­ღე, ხო ზურა მეთ­ქი. ეს იყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შოკი ჩვენ­თვის", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მან ხაზი გა­უს­ვა, რომ ჟვა­ნი­ას გაპ­რე­მი­ე­რე­ბა მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო.

სააკაშვილი: ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ მითხრა, თანხის ამოღება მინდაო

სააკაშვილი: ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ მითხრა, თანხის ამოღება მინდაო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძესთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.

ამ შეხვედრის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო მიზეზი, რის გამოც იგი ზურაბ ჟვანიას დედას აღარ ნახულობდა.

"როცა ზურაბი გარდაიცვალა, რამდენიმე ხნის შემდეგ უცნაური რაღაცეების ლაპარაკი დაიწყეს მისმა ოჯახის წევრებმა - მისმა ძმამ, მეუღლემ. მეუღლეს ვთხოვე, რომ ჩემთან მოსულიყო, მოვიდა. მე ვუთხარი, რაზეა ლაპარაკი, ნინო, შენ ხომ იყავი ადგილზე, სადაც ეს მოხდა, ნახე ყველაფერი, რაც მოხდა, ყველაფერს ესწრებოდი, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს ან სხვანაირად არის თუ..., არა, არა მგონიაო - თქვა, შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. მაგრამ არასოდეს დამავიწყდება რაც მითხრა: ხომ იცი, ზურას როგორც ყველა პოლიტიკოსს, ბევრი ფული ჰქონდაო, მე ვუთხარი, მე ვარ პოლიტიკოსი და ნამდვილად არ მაქვს ფული და არა მგონია ზურას ჰქონოდა ფული და საიდან მოიტანე-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ ორი დღით ადრე მისცა მას ძალიან დიდი თანხაო და ამ თანხის ნაწილი მინდა ამოვიღოო, ალბათ იმ დაცვის თანამშრომლებმა, სანამ ჩვენ მივდიოდით, ხომ არ წაიღეს ეს თანხა შემთხვევითო. მე ვუთხარი - ახლა გამოდის, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ხომ ჩვენ, ფულზე ვერ შევთანხმდებით ჩვენ-თქო. მერე გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა, როგორც ჩანს ორი დღით ადრე უთხრა, რომ ჟვანიას მისცა ბევრი ფული და ეს გააკეთა შეგნებულად იმიტომ, რომ პატარკაციშვილი მერე ამუშავებდა ჟვანიას ძმას, მასთან ოფისში, ისე, როგორც ყველა ოლიგარქს უნდოდა ამ თემის აგორება. ახალმაც - ივანიშვილმაც იგივე გააკეთა. როცა ასეთი ურთიერთობა იყო მეუღლესთან და ძმასთან, მე რა თქმა უნდა ვეღარ მივდიოდი ზურას დედასთან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ იგი მართლა შეურაცხყოფილი იყო.

მისივე თქმით, მას ზურაბ ჟვანისას მიმართ ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა აქვს და მათ ძალიან ნათელი და უღრუბლო მეგობრობა აკავშირებდათ.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, იმ ღამის წინ, როცა ეს უბედურება მოხდა, რამდენჯერმე ესაუბრა მას და საღამოსაც, როცა ნახა, ძალიან ბედნიერი და კარგ ხასიათზე იყო.

"შემდეგ დამირეკა კობა ხარშილაძემ, რომელიც ახლა დაჭერილია, რომ ეს უბედურება მოხდა და ზურაბი გარდაიცვალაო. რეკავდა ზურას ტელეფონით და რომ ავიღე, ხო ზურა მეთქი. ეს იყო წარმოუდგენელი შოკი ჩვენთვის", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ჟვანიას გაპრემიერება მისი ინიციატივა იყო.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა