საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გააგრძელებს საქმიანობას გიორგი თარგამაძე
სად გააგრძელებს საქმიანობას გიორგი თარგამაძე

მა­გი­და­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა­დას­ხვა ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა და ამ ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს შო­რის მო­მი­წევს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ მას შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რაც "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი­დან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ახ­მა­უ­რა.

შე­კი­თხვა­ზე, თუ სად აპი­რებს საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, თარ­გა­მა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ არე­ა­ლი საკ­მა­ოდ ფარ­თოა.

"არ­ჩე­ვა­ნი საკ­მა­ოდ ფარ­თოა, და­წყე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბით, ბიზ­ნე­სი, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი (თუ დარ­ჩა იქ ხე­ლის მო­სა­კი­დე­ბე­ლი ად­გი­ლი სად­მე), მე­დია თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი და არა­ერ­თი ისე­თი სფე­რო, სა­დაც ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა მუ­შა­ო­ბა და გარ­კვე­უ­ლი სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­მეძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ქვეყ­ნი­სათ­ვის. არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი იდე­ე­ბი, მაგ­რამ სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ არ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბი, არ მინ­და ამის თა­ო­ბა­ზე წი­ნას­წარ სა­უ­ბა­რი", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თით­ქმის ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლი­ლი სფე­რო­დან წი­ნა­და­დე­ბე­ბი არ­სე­ბობს და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ მი­ღე­ბუ­ლი არა აქვს.

ამას­თან, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად სა­პარ­ლა­მენ­ტო და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მი­ღე­ბულ შე­დე­გებს ასა­ხე­ლებს.

რო­გორც თარ­გა­მა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მათ პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბას ჰქონ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ასე­ვე სა­არ­ჩევ­ნო მარ­ცხის პე­რი­ო­დი.

გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის თქმით, სა­დაც არ უნდა იყოს, მთა­ვა­რი ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რიც არის ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და ადა­მი­ა­ნის თა­ნად­გო­მა მისი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი გან­მსა­ზღვრე­ლი პრინ­ცი­პე­ბი იქ­ნე­ბა.

გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი და­ტო­ვა და აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სად გააგრძელებს საქმიანობას გიორგი თარგამაძე

სად გააგრძელებს საქმიანობას გიორგი თარგამაძე

მაგიდაზე ძალიან ბევრი სხვადასხვა ალტერნატივაა და ამ ალტერნატივებს შორის მომიწევს არჩევანის გაკეთება, - ამის შესახებ გიორგი თარგამაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება გაახმაურა.

შეკითხვაზე, თუ სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, თარგამაძემ უპასუხა, რომ არეალი საკმაოდ ფართოა.

"არჩევანი საკმაოდ ფართოა, დაწყებული საერთაშორისო ორგანიზაციებით, ბიზნესი, არასამთავრობო სექტორი (თუ დარჩა იქ ხელის მოსაკიდებელი ადგილი სადმე), მედია თავისთავად ცხადია, კომუნიკაციები და არაერთი ისეთი სფერო, სადაც ჩემთვის საინტერესო იქნება მუშაობა და გარკვეული სარგებლის მოტანა შემეძლება საზოგადოებისა და ქვეყნისათვის. არსებობს გარკვეული იდეები, მაგრამ სანამ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბდები, არ მინდა ამის თაობაზე წინასწარ საუბარი", - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

მისივე თქმით, თითქმის ყველა ჩამოთვლილი სფეროდან წინადადებები არსებობს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არა აქვს.

ამასთან, გიორგი თარგამაძე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებულ შედეგებს ასახელებს.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, მათ პოლიტიკურ მოძრაობას ჰქონდა წარმატებული და ასევე საარჩევნო მარცხის პერიოდი.

გიორგი თარგამაძის თქმით, სადაც არ უნდა იყოს, მთავარი ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებები, როგორიც არის ქვეყნის თავისუფლება, სამართლიანობა და ადამიანის თანადგომა მისი საქმიანობის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპები იქნება.

გიორგი თარგამაძემ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი დატოვა და აქტიური პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა