პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენმა "სტერეო პლუსი" ანძიდან ნინო ჩხეიძის მეუღლის სტატუსით გათიშა
ბიზნესმენმა "სტერეო პლუსი" ანძიდან ნინო ჩხეიძის მეუღლის სტატუსით გათიშა

ბიზ­ნეს­მენ­მა გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც "სტე­რეო პლუ­სი" ან­ძი­დან გა­თი­შა, პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას გა­ნუ­მარ­ტა, რომ ამის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ნინო ჩხე­ი­ძის მე­უღ­ლე­ო­ბა აძ­ლევ­და.

ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის შემ­სწავ­ლე­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბი კო­მი­სი­ის დას­კვნა­ში, რო­მე­ლიც შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ეგ­ზავ­ნა. 200-გვერ­დი­ან დო­კუ­მენ­ტში ერთი თავი 2012 წელს "სტე­რეო პლი­უ­სი­სა" და "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეთ­მო­ბა.

რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია აღ­ნიშ­ნავს, მის მიერ მოკ­ვლე­უ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით გა­მოვ­ლე­ნი­ლი დარ­ღვე­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ტო­ვებს სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს, რომ მი­ზე­ზი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­და­პი­რი ჩა­რე­ვა ან მი­თი­თე­ბა იყო. სა­ხე­ლი­სუფ­ლო ჩა­რე­ვის კლა­სი­კურ მა­გა­ლი­თად კი, "სტე­რეო პლუ­სი­სა" და "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" საქ­მე­ე­ბია მი­თი­თე­ბუ­ლი.

დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მია, რომ არ­სე­ბობ­დნენ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის­თვის (იგუ­ლის­ხმე­ბა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი) "მი­სა­ღე­ბი" ლი­ცენ­ზი­ან­ტე­ბი და ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პი­რე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თვის იქ­მნე­ბო­და "სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბე­ბი", ხოლო "შავ სი­ა­ში" მყოფ კომ­პა­ნი­ებს არ ეპა­ტი­ე­ბო­დათ მცი­რე გა­დაც­დე­ნაც და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჯა­რიმ­დე­ბოდ­ნენ.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ერთ-ერ­თმა ფა­რულ­მა ჩა­ნა­წერ­მა, რო­მე­ლიც კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის მა­უ­წყებ­ლო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი რა­ტიშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა. მისი გან­მარ­ტე­ბით, ჩა­ნა­წე­რი ასა­ხავ­და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის ერთ-ერთი წევ­რის კარ­ლო კვი­ტა­იშ­ვი­ლი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლის ზუ­რაბ კო­ტა­რი­ას სა­უ­ბარს. დი­ა­ლო­გის ში­ნა­არ­სი­დან ირ­კვე­ვა, რომ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია ელო­დე­ბა ინ­სტრუქ­ცი­ას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი­სა­გან, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ შპს "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" სიგ­ნალ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ 25 სექ­ტემ­ბერს, სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე, კომ­პა­ნი­ე­ბის "სტე­რეო პლუ­სი­სა" და "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი მი­იწ­ვია. ზილ­ფი­მი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, მისი კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელ­შეშ­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა­თა სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

"ყვე­ლა­ფე­რი კი მარ­ტი­ვად მოხ­და. ვინ­მე, მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვი­ლი და მისი მე­გობ­რე­ბი ავიდ­ნენ ან­ძა­ზე და იძუ­ლე­ბით გა­მორ­თეს კომ­პა­ნი­ის სიგ­ნა­ლი. აღ­ნი­შულ ფაქ­ტზე სა­უბ­რობ­და ბა­ტო­ნი ზილ­ფი­მი­ა­ნი, მას ადას­ტუ­რებს ან­ძის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბო­რის ადა­მია და თა­ვად ბა­ტო­ნი კო­რა­ხაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ჩვენს კი­თხვა­ზე, თუ რა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში მოქ­მე­დებ­და გვი­პა­სუ­ხა, რომ ნინო ჩხე­ი­ძის მე­უღ­ლეა და ეს აძ­ლევს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას", – ნათ­ქვა­მია კო­მი­სი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დას­კვნა­ში.

სა­კი­თხის და­ზუს­ტე­ბის მიზ­ნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ შპს "სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­რა­დი­ო­ცენ­ტრი­დან" გა­მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია 2012 წელს "სტე­რეო +" - ის გა­მორ­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბის შე­სა­ხებ. კომ­პა­ნი­ის 2013 წლის 1 ივ­ლი­სის კო­რეს­პონ­დენ­ცი­ით ირ­კვე­ვა, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი იყო მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. 2012 წლის 7 ივ­ნისს მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ის­გან მო­ი­თხო­ვა: შპს "სტე­რეო +"-ის კუთ­ვნი­ლი და მთაწ­მინ­დის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ან­ძა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი აპა­რა­ტუ­რის გა­თიშ­ვა, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და 66.8 – 68.0 მჰც და 71.0. მჰც +3მჰც სიხ­ში­რულ დი­ა­პა­ზო­ნებ­ში; და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 24 სა­ა­თი­სა, კო­მი­სი­ი­სათ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა და და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხარ­ჯე­ბის წარ­მო­შო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კო­მი­სი­ის­თვის ხარჯთაღ­რი­ცხვის წარ­დგე­ნა.

ბო­რის ადა­მი­ამ და­ა­დას­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი და და­ა­ზუს­ტა, რომ გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვი­ლი სხვა პი­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ან­ძა­ზე და მათ მო­ახ­დი­ნეს "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" სიგ­ნა­ლის ჩა­ნაც­ვლე­ბა - ეთერ­ში გა­დი­ო­და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი. ადა­მი­ამ ასე­ვე გა­იხ­სე­ნა, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლის ვაჟა ლე­ლუ­აშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით მან გა­მორ­თო "სტე­რეო პლი­უ­სის" სიგ­ნა­ლიც.

კო­რა­ხაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ის იმ­ყო­ფე­ბო­და ან­ძა­ზე სიგ­ნა­ლის გა­მორ­თვი­სას, მას "2012 წლის 18 მა­ისს და­ვით ბეჟუ­აშ­ვილ­მა (პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი) სთხო­ვა დახ­მა­რე­ბა, რად­გან მო­ექ­ცა სა­ბო­ტა­ჟის ქვეშ ზილ­ფი­მი­ა­ნის მხრი­დან. ის გია ასა­თი­ან­თან ერ­თად ავი­და ან­ძა­ზე, თა­ვის ტექ­ნი­კურ სტაფ­თან ერ­თად ეხ­მა­რე­ბო­და სიგ­ნა­ლის გა­მორ­თვას და შემ­დგომ კი, კონ­ტენ­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბა­ში".

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მიერ სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ნა­თე­ლი ხდე­ბა, რომ შპს "პირ­ვე­ლი სტე­რე­ოს" სიგ­ნა­ლის გა­მორ­თვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყ­ვნენ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ერთი მხრივ, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია იღებ­და დი­რექ­ტი­ვებს მე­სა­მე პი­რი­სა­გან, მე­ო­რე მხრივ კი ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ და­მუ­ქე­ბუ­ლი შუ­შე­ბით 20-მდე მან­ქა­ნით უც­ნო­ბი პი­რე­ბი იყ­ვნენ მი­სუ­ლი სიგ­ნა­ლის გა­მო­სარ­თა­ვად. ნათ­ლად იკ­ვე­თე­ბა მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­რე­ვა. მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას ეძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცია, სხვა საქ­მე­ებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­ღვე­ვა შე­ის­წავ­ლოს და და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს", – ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­სათ­ვის გა­დაგ­ზავ­ნილ დო­კუ­მენ­ტში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

ბიზნესმენმა "სტერეო პლუსი" ანძიდან ნინო ჩხეიძის მეუღლის სტატუსით გათიშა

ბიზნესმენმა "სტერეო პლუსი" ანძიდან ნინო ჩხეიძის მეუღლის სტატუსით გათიშა

ბიზნესმენმა გიორგი კორახაშვილმა, რომელმაც "სტერეო პლუსი" ანძიდან გათიშა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას განუმარტა, რომ ამის უფლებამოსილებას ნინო ჩხეიძის მეუღლეობა აძლევდა.

ამის შესახებ ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიები კომისიის დასკვნაში, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. 200-გვერდიან დოკუმენტში ერთი თავი 2012 წელს "სტერეო პლიუსისა" და "პირველი სტერეოს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეთმობა.

როგორც საგამოძიებო კომისია აღნიშნავს, მის მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით გამოვლენილი დარღვევების უმრავლესობა ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მიზეზი მარეგულირებელი კომისიის საქმიანობაში ხელისუფლების პირდაპირი ჩარევა ან მითითება იყო. სახელისუფლო ჩარევის კლასიკურ მაგალითად კი, "სტერეო პლუსისა" და "პირველი სტერეოს" საქმეებია მითითებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ არსებობდნენ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარისთვის (იგულისხმება ირაკლი ჩიქოვანი) "მისაღები" ლიცენზიანტები და ავტორიზებული პირები. შესაბამისად, მათთვის იქმნებოდა "სასათბურე პირობები", ხოლო "შავ სიაში" მყოფ კომპანიებს არ ეპატიებოდათ მცირე გადაცდენაც და დაუყოვნებლივ ჯარიმდებოდნენ.

საგამოძიებო კომისიის ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა ფარულმა ჩანაწერმა, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი რატიშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით, ჩანაწერი ასახავდა მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი წევრის კარლო კვიტაიშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ზურაბ კოტარიას საუბარს. დიალოგის შინაარსიდან ირკვევა, რომ მარეგულირებელი კომისია ელოდება ინსტრუქციას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელისაგან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ შპს "პირველი სტერეოს" სიგნალთან დაკავშირებით.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 25 სექტემბერს, საჯარო სხდომაზე, კომპანიების "სტერეო პლუსისა" და "პირველი სტერეოს" დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი მიიწვია. ზილფიმიანის განმარტებით, მისი კუთვნილი კომპანიების საქმიანობაში ხელშეშლა განხორციელდა დავით ბეჟუაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ.

"ყველაფერი კი მარტივად მოხდა. ვინმე, მოქალაქე გიორგი კორახაშვილი და მისი მეგობრები ავიდნენ ანძაზე და იძულებით გამორთეს კომპანიის სიგნალი. აღნიშულ ფაქტზე საუბრობდა ბატონი ზილფიმიანი, მას ადასტურებს ანძის წარმომადგენელი ბორის ადამია და თავად ბატონი კორახაშვილი, რომელმაც ჩვენს კითხვაზე, თუ რა უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა გვიპასუხა, რომ ნინო ჩხეიძის მეუღლეა და ეს აძლევს უფლებამოსილებას", – ნათქვამია კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

საკითხის დაზუსტების მიზნით საგამოძიებო კომისიამ შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრიდან" გამოითხოვა ინფორმაცია 2012 წელს "სტერეო +" - ის გამორთვის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. კომპანიის 2013 წლის 1 ივლისის კორესპონდენციით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ქმედებების სამართლებრივი საფუძველი იყო მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. 2012 წლის 7 ივნისს მარეგულირებელმა კომპანიისგან მოითხოვა: შპს "სტერეო +"-ის კუთვნილი და მთაწმინდის სატელევიზიო ანძაზე განთავსებული აპარატურის გათიშვა, რომელიც მუშაობდა 66.8 – 68.0 მჰც და 71.0. მჰც +3მჰც სიხშირულ დიაპაზონებში; დავალების შესრულების შესახებ, დავალების შესრულებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, კომისიისათვის ინფორმაციის მიწოდება და დავალების შესრულებასთან დაკავშირებით ხარჯების წარმოშობის შემთხვევაში, კომისიისთვის ხარჯთაღრიცხვის წარდგენა.

ბორის ადამიამ დაადასტურა განცხადებაში მითითებული ფაქტები და დააზუსტა, რომ გიორგი კორახაშვილი სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა ანძაზე და მათ მოახდინეს "პირველი სტერეოს" სიგნალის ჩანაცვლება - ეთერში გადიოდა ტელეკომპანიის ძველი ჩანაწერები. ადამიამ ასევე გაიხსენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვაჟა ლელუაშვილის მითითებით მან გამორთო "სტერეო პლიუსის" სიგნალიც.

კორახაშვილის განმარტებით, ის იმყოფებოდა ანძაზე სიგნალის გამორთვისას, მას "2012 წლის 18 მაისს დავით ბეჟუაშვილმა (პარლამენტის წევრი) სთხოვა დახმარება, რადგან მოექცა საბოტაჟის ქვეშ ზილფიმიანის მხრიდან. ის გია ასათიანთან ერთად ავიდა ანძაზე, თავის ტექნიკურ სტაფთან ერთად ეხმარებოდა სიგნალის გამორთვას და შემდგომ კი, კონტენტის ჩანაცვლებაში".

"საგამოძიებო კომისიის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციიდან ნათელი ხდება, რომ შპს "პირველი სტერეოს" სიგნალის გამორთვით დაინტერესებული იყვნენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ერთი მხრივ, მარეგულირებელი კომისია იღებდა დირექტივებს მესამე პირისაგან, მეორე მხრივ კი ცნობილი ხდება, რომ დამუქებული შუშებით 20-მდე მანქანით უცნობი პირები იყვნენ მისული სიგნალის გამოსართავად. ნათლად იკვეთება მარეგულირებელი კომისიის საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევა. მთავარ პროკურატურას ეძლევა რეკომენდაცია, სხვა საქმეებთან ერთად აღნიშნული დარღვევა შეისწავლოს და დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს", – ნათქვამია მთავარი პროკურატუსათვის გადაგზავნილ დოკუმენტში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა