მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს კომენტარი ლევან გაჩეჩილაძის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით
შსს-ს კომენტარი ლევან გაჩეჩილაძის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ზე "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, გოგა ხა­ჩი­ძის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბო­და, მცდა­რი აღ­მოჩ­ნდა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად Ambebi.ge შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, ნინო გი­ორ­გო­ბი­ანს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო და აღ­ნიშ­ნა, რომ ის სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა გოგა ხა­ჩი­ძეს, ის Facebook-ზე შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს:

"ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე (გრე­ჩი­ხა) და­ა­კა­ვე­სო, გა­ვი­გე.

ნაც­ნო­ბებ­მა თქვეს, და­ი­ნა­ხეს რო­გორ და­ა­კა­ვე­სო.

მეტი ჯერ არა­ფე­რი ვიცი,

კონ­კრე­ტულ­მა ადა­მი­ან­მა და­ი­ნა­ხა, თა­მა­რაშ­ვილ­ზე, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და ივა ჩიგ­ვი­ნი­ძე მან­ქა­ნა­ში რომ ჩას­ვეს და წა­იყ­ვა­ნეს", - წერს გოგა ხა­ჩი­ძე

ასე­ვე იხი­ლეთ:

შსს ია­რა­ღის უკა­ნო­ნოდ ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით ივა ჩიღ­ვი­ნა­ძის და­კა­ვე­ბას ადას­ტუ­რებს

შსს-ს კომენტარი ლევან გაჩეჩილაძის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

შსს-ს კომენტარი ლევან გაჩეჩილაძის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

სოციალურ ქსელ Facebook-ზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გოგა ხაჩიძის გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის დაკავების შესახებ იუწყებოდა, მცდარი აღმოჩნდა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge შსს-ს პრესსამსახურის უფროსს, ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და აღნიშნა, რომ ის სინამდვილეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება გოგა ხაჩიძეს, ის Facebook-ზე შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

"ლევან გაჩეჩილაძე (გრეჩიხა) დააკავესო, გავიგე.

ნაცნობებმა თქვეს, დაინახეს როგორ დააკავესო.

მეტი ჯერ არაფერი ვიცი,

კონკრეტულმა ადამიანმა დაინახა, თამარაშვილზე, ლევან გაჩეჩილაძე და ივა ჩიგვინიძე მანქანაში რომ ჩასვეს და წაიყვანეს", - წერს გოგა ხაჩიძე

ასევე იხილეთ:

შსს იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით ივა ჩიღვინაძის დაკავებას ადასტურებს

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა