პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე" - გიორგი აბაშიძის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ
"სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე" - გიორგი აბაშიძის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

გი­ორ­გი აბა­ში­ძემ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი და­ტო­ვა. მან პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად, მე­გობ­რე­ბის თხოვ­ნით მი­ი­ღო.

"მე­გობ­რებ­მა ჩა­მო­მა­კი­თხეს და მთხო­ვეს, ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც სპონ­ტა­ნუ­რად მი­ვი­ღე", - გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ.

ამას­თან, მან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დაწ­ვრი­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" შე­კი­თხვა­ზე, რა გეგ­მე­ბი აქვს ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ას­ლან აბა­ში­ძეს, გი­ორ­გი აბა­ში­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს და "ეს მას უნდა ჰკი­თხოთ".

გარ­და ამი­სა, მან გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის მი­ზე­ზი არ უკავ­შირ­დე­ბა მის მო­სა­ლოდ­ნელ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას. "ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობ­დი მოს­კოვ­სა და ვე­ნა­ში, ამ­ჟა­მად მაქვს სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი ორი­ვე ქა­ლაქ­ში. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ სახ­ლში დავ­ბრუნ­დი, მით უმე­ტეს თბი­ლის­ში აფხა­ზეთ­თან ომი­ა­ნო­ბის შემ­დეგ არ ვყო­ფილ­ვარ - იმ პე­რი­ოდ­ში სას­წავ­ლებ­ლად ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი და ამის გამო. გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ნატ­რე­ბა ბა­თუ­მი და აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვალ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი აბა­ში­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცის, რამ­დენ ხანს დარ­ჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა აე­რო­პორ­ტში შე­ყოვ­ნე­ბას, რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, ეს უკავ­შირ­დე­ბო­და რუ­სულ პას­პორ­ტს და იმას, რომ ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, თუმ­ცა, აბა­ში­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა მა­ლე­ვა აღ­მო­ი­ფხვრა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე" - გიორგი აბაშიძის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

"სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე" - გიორგი აბაშიძის პირველი კომენტარი საქართველოში დაბრუნების შემდეგ

გიორგი აბაშიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დატოვა. მან პირველი კომენტარი "ინტერპრესნიუსთან" გააკეთა და აღნიშნა, რომ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება სპონტანურად, მეგობრების თხოვნით მიიღო.

"მეგობრებმა ჩამომაკითხეს და მთხოვეს, ჩამოვსულიყავი საქართველოში და გადაწყვეტილებაც სპონტანურად მივიღე", - განაცხადა აბაშიძემ.

ამასთან, მან საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დაწვრილებით ინფორმაციას არ ფლობს.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, რა გეგმები აქვს ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ასლან აბაშიძეს, გიორგი აბაშიძემ აღნიშნა, რომ ამაზე ინფორმაცია არ აქვს და "ეს მას უნდა ჰკითხოთ".

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების მიზეზი არ უკავშირდება მის მოსალოდნელ პოლიტიკურ აქტივობას. "ამ ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი მოსკოვსა და ვენაში, ამჟამად მაქვს სამშენებლო ბიზნესი ორივე ქალაქში. ძალიან მიხარია, რომ სახლში დავბრუნდი, მით უმეტეს თბილისში აფხაზეთთან ომიანობის შემდეგ არ ვყოფილვარ - იმ პერიოდში სასწავლებლად ვიყავი წასული და ამის გამო. განსაკუთრებით მენატრება ბათუმი და აუცილებლად ჩავალ", - განაცხადა გიორგი აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ იცის, რამდენ ხანს დარჩება საქართველოში.

რაც შეეხება აეროპორტში შეყოვნებას, როგორც მან განაცხადა, ეს უკავშირდებოდა რუსულ პასპორტს და იმას, რომ ქართული პასპორტი ჩაბარებული არ ჰქონდა, თუმცა, აბაშიძის თქმით, აღნიშნული პრობლემა მალევა აღმოიფხვრა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა