მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოგვიანებით მამაც ჩამოვა" - გიორგი აბაშიძე ასლან აბაშიძის დაბრუნებას აანონსებს
"მოგვიანებით მამაც ჩამოვა" - გიორგი აბაშიძე ასლან აბაშიძის დაბრუნებას აანონსებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ას­ლან აბა­ში­ძის ვაჟი, გი­ორ­გი აბა­ში­ძე დაბ­რუნ­და. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უს გი­ორ­გი აბა­ში­ძეს­თან, რო­მე­ლიც მან გა­ზეთს 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მის­ცა. ინ­ტერ­ვი­უ­ში გი­ორ­გი აბა­ში­ძე ამ­ბობს, რომ ჯერ ის აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მა­მი­სი, ას­ლან აბა­ში­ძეც დაბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში გი­ორ­გი აბა­ში­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მარ­თაც ღიად აფიქ­სი­რებს პო­ზი­ცი­ებს.

***

აბა­ში­ძე­ე­ბის ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბით ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი კი­თხვა დაგ­როვ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა თე­მას ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვერ ამოვ­წუ­რავ­დით, ამი­ტომ ყვე­ლა­ზე სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხებს შე­ვე­ხეთ:

- აპი­რებთ ჩა­მოს­ვლას?

- დიახ, თუმ­ცა რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მით არ მოვ­დი­ვარ. 9 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვყო­ფილ­ვარ, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა იქა­უ­რო­ბა. დღეს ჩა­მოს­ვლის რე­ა­ლუ­რი შან­სი გა­მიჩ­ნდა, მო­ტი­ვებ­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მებ­ზე ნაკ­ლე­ბად ვფიქ­რობ. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუმს ყო­ველ­თვის გა­მო­ვი­ყე­ნებ.

- დრო­ე­ბით აპი­რებთ ჩა­მოს­ვლას?

- ჯერ ჩა­მო­ვი­დე და მერე ვნა­ხოთ.

- თქვე­ნი და, დი­ა­ნაც ჩა­მო­დის?

- დი­ა­ნა იტა­ლი­ე­ლი გახ­და (იღი­მის). სამ­შობ­ლო ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა, მაგ­რამ სამ­სა­ხუ­რი აქვს, ბავ­შვე­ბიც იქ და­დი­ან სკო­ლა­ში. ალ­ბათ, ცოტა ხნით ჩა­მო­ვა, მაგ­რამ და­სარ­ჩე­ნად, არა მგო­ნია. თა­ნაც, ბოლო ჩა­მოს­ვლამ მას­ზე ცუ­დად იმოქ­მე­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მაც ჩა­მო­ვა, ჯერ მე მოვ­დი­ვარ.…

- დი­ა­ნამ ჩვე­ნე­ბაც მის­ცა გა­მო­ძი­ე­ბას?

- დიახ. დე­ტა­ლე­ბი არც კი მახ­სოვს.

- თქვენს 35 ფირ­მას გა­და­სა­ხა­დე­ბის თა­ვის არი­დე­ბა­ში ედა­ვე­ბოდ­ნენ. რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბო­და?

- ვი­ცით? კა­ციშ­ვილს არა­ნა­ი­რი სა­ბუ­თი არ გა­მო­უგ­ზავ­ნია. რო­გორ ფიქ­რობთ, რამე სე­რი­ო­ზუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, დი­ა­ნას ვინ­მე გა­მო­უშ­ვებ­და უკან?

- ამ­ბობ­დნენ, ფული გა­და­ი­ხა­დეს, რომ გა­ეშ­ვა­თო?

- არა! ცოტა აწ­ვა­ლეს და ბო­ლოს გა­მო­უშ­ვეს. ეტყო­ბა, დი­ა­ნა ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ გა­მო­ვი­და, აღარ მო­უნ­დათ ხმა­უ­რის ატე­ხა.

- სამ­შობ­ლო­ში ჩას­ვლა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი გაქვთ, ანუ მო­რიგ გა­უ­გებ­რო­ბა­ში არ გა­ეხ­ვე­ვით?

- იუ­რი­დი­უ­ლად პრობ­ლე­მა არც მა­შინ მქონ­და. ჩემ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც არ აღ­ძრუ­ლა. ად­რეც ვა­პი­რებ­დი ჩა­მოს­ვლას, მაგ­რამ ჩემი დის მა­გა­ლით­მა მი­მახ­ვედ­რა, რომ ეს არ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რა­საც დე­დის საფ­ლავ­ზე მომ­ხდა­რი ფაქ­ტიც და­ე­მა­ტა.

- ით­ქვა, რომ საფ­ლა­ვის ქვა მო­ი­პა­რეს...

- კი არ მო­ი­პა­რეს, საფ­ლა­ვის ამო­თხრა და­ი­წყეს... როცა მა­მამ სა­საფ­ლაო გა­ა­კე­თა, ორად­გი­ლი­ან­ზე გათ­ვა­ლა და ზე­მო­დან ბე­ტო­ნის ფი­ლე­ბიც და­ა­დო. ჰოდა, თხრა რომ და­ი­წყეს, ბე­ტო­ნი შეხ­ვდათ და თავი და­ა­ნე­ბეს. მე კი მი­პა­ტი­ე­ბია თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის, მაგ­რამ ღმერ­თი აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­კი­თხავს!

- ვის შე­ეძ­ლო ეს გა­ე­კე­თე­ბი­ნა? ეჭვი თუ გაქვთ ვინ­მე­ზე?

- არა, სა­ი­დან? ჭორი გა­ავ­რცე­ლეს, საფ­ლა­ვის ამომ­თხრე­ლე­ბი გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იპო­ვე­სო თუ რა­ღაც მსგავ­სი...

- სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე არ აღუძ­რავთ, თუმ­ცა თქვენს სა­ხელ­ზე არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცია მა­ინც მოხ­და. აპი­რებთ და­ვას?

- 7 წე­ლია ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი გვაქვს შე­ტა­ნი­ლი. იქაც სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი მოხ­და, - სარ­ჩე­ლებს 2 წე­ლი­წად­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ და ჩვენს საქ­მე­ზე კი 7 წე­ლია ხელი არა­ვის მო­უ­კი­დია. აშ­კა­რად ზე­წო­ლის გამო.

- ფიქ­რობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან?

- ალ­ბათ.

- სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბიც და­ყა­და­ღე­ბუ­ლი გაქვთ?

- პი­რა­დად მე ან­გა­რიშ­ზე თან­ხა არ მქონ­და.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს თვალ­ყურს ადევ­ნებთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, არა.

- და­გი­ჯე­როთ?

- დიახ, სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თულ არ­ხებს არ ვუ­ყუ­რებ, არც მაქვს.

- დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე რას იტყვით?

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ სიმ­პა­თი­ით ვარ გან­წყო­ბი­ლი და მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

- მოს­კოვ­ში რას საქ­მი­ა­ნობთ?

- რომ ჩა­მო­ვე­დი, პა­ტარ-პა­ტა­რა საქ­მე­ე­ბი წა­მო­ვი­წყე, რო­მე­ლიც არ გა­მო­მი­ვი­და. ამ ქა­ლაქ­ში რა­მის წა­მო­წყე­ბა ძნე­ლია. სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე და დღეს უკვე ჩემი ბიზ­ნე­სი მაქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მა­ჩე­მის­თვის ფული არ მი­თხო­ვია, სა­კუ­თა­რი ქარ­ხა­ნა მქონ­და და პი­რა­დი შე­მო­სა­ვა­ლიც.

- ქარ­ხა­ნაო, რომ ამ­ბობთ, მა­მათ­ქვე­ნის წყა­ლო­ბით არ გქონ­დათ?

- სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ინ­გლი­სი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, მა­მას ვუ­თხა­რი, ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა მინ­და, იდე­ე­ბი მაქვს-მეთ­ქი. ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლურ­ზე შევ­ჯერ­დით - გერ­მა­ნე­ლე­ბის­გან სამ­შე­ნებ­ლო ქარ­ხნის აშე­ნე­ბა­ზე ბიზ­ნეს­წი­ნა­და­დე­ბა გვქონ­და და დავ­თან­ხმდით.

- პო­ლი­ტი­კა­ში ხომ არ აპი­რებთ მოს­ვლას?

- პო­ლი­ტი­კის გა­გო­ნე­ბა აღარ მინ­და! ცუდი მო­გო­ნე­ბე­ბი მაქვს და ჩემ­ში ცუდ ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს... ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ.

- ყვე­ლა­ზე ცუ­დად რო­მე­ლი ეპი­ზო­დი გახ­სენ­დე­ბათ?

- სა­შინ­ლად მახ­სოვს ის დღე, რო­დე­საც მა­მას ეს­რო­ლეს. მეც იქ ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი ჩემ თვალ­წინ მოხ­და. დღეს კი ბა­თუმ­ში ამ კა­ცის სა­ხე­ლო­ბის ქუჩა არ­სე­ბობს და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი მი­შას დრო­ინ­დელ პარ­ლა­მენ­ტში დე­პუ­ტა­ტად იჯდა.

- ნო­დარ იმ­ნა­ძეს გუ­ლის­ხმობთ, რომ­ლის მკვლე­ლო­ბა­საც მა­მათ­ქვენს აბ­რა­ლებ­დნენ და ამის­თვის 2007 წელს და­უს­წრებ­ლად 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­დეს?

- დიახ. იმ­ნა­ძეს ვგუ­ლის­ხმობ.

- რა მოხ­და მა­შინ, ისი­ნი ხომ მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ?

- მა­შინ, მგო­ნი, სა­ჩხე­რე­ში (ზუს­ტად აღარც მახ­სოვს) მი­წისძვრა მოხ­და. ჩე­მებ­მა გა­და­წყვი­ტეს, მა­ხინ­ჯა­ურ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით, რად­გან ბა­თუმ­ში მე-4 სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ­დით და გან­მე­ო­რე­ბი­თი ბიძ­გე­ბის შე­ე­შინ­დათ. უზე­ნა­ეს საბ­ჭოს­თან მე, დედა და ბე­ბია მი­ვე­დით, მან­ქა­ნას ვე­ლო­დე­ბო­დით. სწო­რედ ამ დროს მან­ქა­ნე­ბი­დან გად­მოც­ვივ­დნენ კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის იმ­ნა­ძე და მისი ქა­ლიშ­ვი­ლიც, ორი­ვეს ია­რა­ღი ჰქონ­და გა­და­კი­დე­ბუ­ლი. გო­გოს ორი პის­ტო­ლე­ტი ჰქონ­და, ერთი მა­შინ­დე­ლი აჭა­რის შს მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღი იყო. უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს შე­ნო­ბას­თან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბიც იდ­გნენ, რო­მელ­თაც რამ­დე­ნი­მე ტიპ­მა თავ­ზე ია­რა­ღი და­ა­დო, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი შე­ნო­ბა­ში შეც­ვივ­დნენ. ამ დროს თბი­ლი­სი­დან მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე მურ­მან ომა­ნი­ძე იყო ჩა­მო­სუ­ლი, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ტვირთს გზავ­ნიდ­ნენ და მა­მას კა­ბი­ნეტ­ში ამ სა­კითხს ერ­თად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. მა­შინ დაც­ვა მა­მას არ ჰყო­ლია, ამ ფაქ­ტის მერე აიყ­ვა­ნა. იმ დროს კი დაც­ვა ომა­ნი­ძეს ახ­ლდა... ესე­ნი რომ და­ვი­ნა­ხე, დე­და­ჩე­მის­კენ გა­ვი­ქე­ცი, ისიც იქვე იდგა და მი­ვა­ძა­ხე, იმ­ნა­ძე მო­ვი­და-მეთ­ქი... ამ დროს გას­რო­ლის ხმაც გა­ის­მა. ცოტა ხან­ში ფან­ჯრის მტვრე­ვის ხმა გა­ვი­გო­ნე და რას ვხე­დავ, მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან ომა­ნი­ძის დაც­ვის წევ­რე­ბი ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით გად­მოხ­ტნენ და გა­იქ­ცნენ. ამას შე­ნო­ბა­ში ავ­ტო­მა­ტის ჯე­რის ხმაც მოჰ­ყვა. ვი­ფიქ­რე, მორ­ჩა, მამა მო­მიკ­ლეს-მეთ­ქი. ეს იყო ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი გან­ცდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 14-15 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. ამ ამ­ბე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე ბე­ბია სის­ხლის ჩაქ­ცე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. პირ­ვე­ლი ტყვია ომა­ნი­ძეს ფეხ­ში მოხ­ვდა...

- ას­ლან აბა­ში­ძე­სა და იმ­ნა­ძეს კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­დათ?

- მა­მას ად­გი­ლას ეგ რომ არ და­ნიშ­ნეს, ამა­ზე და­ბოღ­მი­ლა. თან იმ დღეს ნას­ვა­მიც ყო­ფი­ლა...

- ამ­ბო­ბენ, ას­ლან აბა­ში­ძეს სა­ა­კაშ­ვილ­ზე მა­კომ­პრო­მე­ტი­რე­ბე­ლი ფი­რე­ბი აქ­ვსო?

- მე არ მი­ნა­ხავს, თუმ­ცა მსმე­ნია, ოღონდ რამ­დე­ნად მარ­თა­ლია, არ ვიცი (იღი­მის).

- რო­გორ, არ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ხართ? თან უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრი ხომ ბი­ძათ­ქვე­ნი, სოსო გო­გი­ტი­ძე იყო?

- ჰოდა, მას ჰკი­თხეთ. მე ვიცი, რომ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ყო­ველ­თვის მა­ღალ დო­ნე­ზე მუ­შა­ობ­დნენ.

- სხვა ცნო­ბილ პი­რებ­ზეც ამ­ბობ­დნენ, რომ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი არ­სე­ბობ­სო?

- მი­შა­ზე გა­მი­გია, სხვებ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, თუმ­ცა მე ამ­გვა­რი ჩა­წე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ!

- აჭა­რის პრინცს გე­ძახ­დნენ...

- მარ­თლა? არ გა­მი­გია.

- მე გე­უბ­ნე­ბით... კარ­გი იყო პრინ­ცო­ბა, ფერ­ა­რე­ბი­თა და ლამ­ბორ­ჯი­ნე­ბით სი­ა­რუ­ლი?

- ფერ­ა­რი არ მყო­ლია, ლამ­ბორ­ჯი­ნი, კი ბა­ტო­ნო (იცი­ნის). თუმ­ცა ისიც ჩემს მე­გო­ბარ­თან, ლე­ვან­თან იყო სა­ზი­ა­რო...

- თქვე­ნი არ იყო?

- ჩემი და ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის იყო.

- აბა, ქარ­თვე­ლებ­ში მან­ქა­ნა და ცოლი სა­ერ­თო არ მო­სუ­ლაო?

- (იცი­ნის). ნამ­დვი­ლად არ მო­სუ­ლა, მაგ­რამ ჩვენ ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ და ჩემი-შენი მან­ქა­ნებ­ზე არ გვქო­ნია.

- დღეს რა მან­ქა­ნით და­დი­ხართ?

- S -კლა­სის მერ­სე­დე­სით.

- ლამ­ბორ­ჯი­ნი აღარ გყავთ?

- სამ­წუ­ხა­როდ, არა.

- დღე­ვან­დე­ლი ბა­თუ­მი მოგ­წონთ?

- (იცი­ნის) ფო­ტო­ებ­ზე რა­საც ვხე­დავ, რა­ღა­ცე­ბი მომ­წონს, რა­ღა­ცე­ბი - არა. და­ნარ­ჩენს, რომ ჩა­ვალ, მერე შე­ვა­ფა­სებ.

- რა არ მოგ­წონთ?

- ჩემს დროს სა­ნა­პი­რო ზო­ლის გას­წვრივ მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ნა­გე­ბო­ბის აშე­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, რაც ქა­ლა­ქის კლი­მა­ტის შეც­ვლას იწ­ვევ­და. ახლა ეს სტან­დარ­ტი თუ შე­იც­ვა­ლა, არ ვიცი...

- აზი­ზი­ეს მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კითხს რო­გორ აფა­სებთ?

- ახ­ლაც შენ­დე­ბა?

- ჯერ­ჯე­რო­ბით მშე­ნებ­ლო­ბა არ და­წყე­ბუ­ლა, მაგ­რამ ამა­ზე სი­ტყვი­ე­რი თან­ხმო­ბა არ­სე­ბობს.

- ხე­ლე­ბი ამი­წე­ვია... ამა­ზე რა უნდა ვთქვა?

- თქვენს დროს თურ­ქუ­ლი მხრი­დან მსგავ­სი წი­ნა­და­დე­ბა ან ულ­ტი­მა­ტუ­მი თუ ყო­ფი­ლა?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბა­თუ­მი მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რი ქა­ლა­ქია. მე­ჩე­თი იყო, მაგ­რამ მი­ნა­რე­თი არ ჰქონ­დათ (კოშ­კი მე­ჩეთ­თან, სა­ი­და­ნაც მოლა ლო­ცუ­ლობს. - ავტ.) და ამის დამ­ტკი­ცე­ბის ნე­ბარ­თვა ითხო­ვეს, რა­ზეც მამა და­თან­ხმდა. თუმ­ცა ამ ფაქ­ტმა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია და მა­ლე­ვე გა­ა­უქ­მეს.

- თურ­ქულ­მა მხა­რემ ითხო­ვა თუ მო­ი­თხო­ვა? ამას იმი­ტომ გე­კი­თხე­ბით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­აპ­რო­ტეს­ტა. მე­ტიც, ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მშე­ნებ­ლო­ბას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ა­ჩე­რებ­და, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ ასე არ მოხ­და...

- ჩვენ ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით არ ვსა­უბ­რობ­დით. რო­გორც ჩანს, სა­ა­კაშ­ვილ­მა გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აიღო, რაც ალ­ბათ, ბი­ძი­ნამ ვერ გა­მო­ას­წო­რა. დიდი ალ­ბა­თო­ბით ამ თე­მის წა­მო­წე­ვაც ამან გა­ნა­პი­რო­ბა. რო­გორც ვიცი, 130-ათა­სი­ან ბა­თუმ­ში 35 ათა­სი ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ზეა გა­ცე­მუ­ლი და, ალ­ბათ, ამან გა­ნა­პი­რო­ბა...

- რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი?

- 35 ათა­სი ძა­ლი­ან დიდი ციფ­რია. ყვე­ლა თუ ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს, მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში პრო­ტეს­ტის რო­მე­ლი­მე ფორ­მას მი­მარ­თავ­დნენ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხმა­ურს მო­ე­რი­და...

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რაზე გწყდე­ბათ გული?

- სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში რომ არ შე­მიშ­ვეს, ყვე­ლა­ზე მე­ტად ამა­ზე დამ­წყდა გული.

- ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა რა იყო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი რომ არა მყავს. თუმ­ცა გა­მოს­წო­რე­ბას ვგეგ­მავ (იღი­მის).

- არ­სე­ბობს ისე­თი ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც ოჯა­ხის შექ­მნას გეგ­მავთ?

- არ­სე­ბობს... - მეტს ვერ გე­ტყვით!

თეა ღვა­ნია, Kvirispalitra.ge

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom

"მოგვიანებით მამაც ჩამოვა" - გიორგი აბაშიძე ასლან აბაშიძის დაბრუნებას აანონსებს

"მოგვიანებით მამაც ჩამოვა" - გიორგი აბაშიძე ასლან აბაშიძის დაბრუნებას აანონსებს

საქართველოში ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძე დაბრუნდა. Ambebi.ge გთავაზობთ "კვირის პალიტრის" ექსკლუზიურ ინტერვიუს გიორგი აბაშიძესთან, რომელიც მან გაზეთს 2013 წლის ოქტომბერში მისცა. ინტერვიუში გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ ჯერ ის აპირებს საქართველოში დაბრუნებას, მოგვიანებით კი მამისი, ასლან აბაშიძეც დაბრუნდება საქართველოში.

ამავე ინტერვიუში გიორგი აბაშიძე საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართაც ღიად აფიქსირებს პოზიციებს.

***

აბაშიძეების ინტერვიუებით ქართველი საზოგადოება განებივრებული არასოდეს ყოფილა და შესაბამისად, ბევრი კითხვა დაგროვდა. სამწუხაროდ, ყველა თემას ერთ ინტერვიუში ვერ ამოვწურავდით, ამიტომ ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს შევეხეთ:

- აპირებთ ჩამოსვლას?

- დიახ, თუმცა რაიმე კონკრეტული გეგმით არ მოვდივარ. 9 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ, ძალიან მენატრება იქაურობა. დღეს ჩამოსვლის რეალური შანსი გამიჩნდა, მოტივებსა და სამოქმედო გეგმებზე ნაკლებად ვფიქრობ. თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს ყოველთვის გამოვიყენებ.

- დროებით აპირებთ ჩამოსვლას?

- ჯერ ჩამოვიდე და მერე ვნახოთ.

- თქვენი და, დიანაც ჩამოდის?

- დიანა იტალიელი გახდა (იღიმის). სამშობლო ძალიან ენატრება, მაგრამ სამსახური აქვს, ბავშვებიც იქ დადიან სკოლაში. ალბათ, ცოტა ხნით ჩამოვა, მაგრამ დასარჩენად, არა მგონია. თანაც, ბოლო ჩამოსვლამ მასზე ცუდად იმოქმედა.

მოგვიანებით მამაც ჩამოვა, ჯერ მე მოვდივარ.…

- დიანამ ჩვენებაც მისცა გამოძიებას?

- დიახ. დეტალები არც კი მახსოვს.

- თქვენს 35 ფირმას გადასახადების თავის არიდებაში ედავებოდნენ. რეალურად რა ხდებოდა?

- ვიცით? კაციშვილს არანაირი საბუთი არ გამოუგზავნია. როგორ ფიქრობთ, რამე სერიოზული რომ ყოფილიყო, დიანას ვინმე გამოუშვებდა უკან?

- ამბობდნენ, ფული გადაიხადეს, რომ გაეშვათო?

- არა! ცოტა აწვალეს და ბოლოს გამოუშვეს. ეტყობა, დიანა ტელევიზიით რომ გამოვიდა, აღარ მოუნდათ ხმაურის ატეხა.

- სამშობლოში ჩასვლა ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმებული გაქვთ, ანუ მორიგ გაუგებრობაში არ გაეხვევით?

- იურიდიულად პრობლემა არც მაშინ მქონდა. ჩემზე სისხლის სამართლის საქმეც არ აღძრულა. ადრეც ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ ჩემი დის მაგალითმა მიმახვედრა, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, რასაც დედის საფლავზე მომხდარი ფაქტიც დაემატა.

- ითქვა, რომ საფლავის ქვა მოიპარეს...

- კი არ მოიპარეს, საფლავის ამოთხრა დაიწყეს... როცა მამამ სასაფლაო გააკეთა, ორადგილიანზე გათვალა და ზემოდან ბეტონის ფილებიც დაადო. ჰოდა, თხრა რომ დაიწყეს, ბეტონი შეხვდათ და თავი დაანებეს. მე კი მიპატიებია თითოეული მათგანისთვის, მაგრამ ღმერთი აუცილებლად მოჰკითხავს!

- ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა? ეჭვი თუ გაქვთ ვინმეზე?

- არა, საიდან? ჭორი გაავრცელეს, საფლავის ამომთხრელები გარდაცვლილები იპოვესო თუ რაღაც მსგავსი...

- სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავთ, თუმცა თქვენს სახელზე არსებული ქონების კონფისკაცია მაინც მოხდა. აპირებთ დავას?

- 7 წელია ევროსასამართლოში სარჩელი გვაქვს შეტანილი. იქაც საინტერესო ფაქტი მოხდა, - სარჩელებს 2 წელიწადში განიხილავენ და ჩვენს საქმეზე კი 7 წელია ხელი არავის მოუკიდია. აშკარად ზეწოლის გამო.

- ფიქრობთ, რომ საქართველოდან?

- ალბათ.

- საბანკო ანგარიშებიც დაყადაღებული გაქვთ?

- პირადად მე ანგარიშზე თანხა არ მქონდა.

- საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებთ?

- სამწუხაროდ, არა.

- დაგიჯეროთ?

- დიახ, სამწუხაროდ, ქართულ არხებს არ ვუყურებ, არც მაქვს.

- დღევანდელ ხელისუფლებაზე რას იტყვით?

- ბიძინა ივანიშვილის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი და მჯერა, რომ საქართველოსთვის ყველაფერს გააკეთებს.

- მოსკოვში რას საქმიანობთ?

- რომ ჩამოვედი, პატარ-პატარა საქმეები წამოვიწყე, რომელიც არ გამომივიდა. ამ ქალაქში რამის წამოწყება ძნელია. საბოლოოდ, მაინც მოვახერხე და დღეს უკვე ჩემი ბიზნესი მაქვს. საქართველოში მამაჩემისთვის ფული არ მითხოვია, საკუთარი ქარხანა მქონდა და პირადი შემოსავალიც.

- ქარხანაო, რომ ამბობთ, მამათქვენის წყალობით არ გქონდათ?

- სწავლის დამთავრების შემდეგ ინგლისიდან რომ ჩამოვედი, მამას ვუთხარი, ბიზნესის დაწყება მინდა, იდეები მაქვს-მეთქი. ყველაზე ოპტიმალურზე შევჯერდით - გერმანელებისგან სამშენებლო ქარხნის აშენებაზე ბიზნესწინადადება გვქონდა და დავთანხმდით.

- პოლიტიკაში ხომ არ აპირებთ მოსვლას?

- პოლიტიკის გაგონება აღარ მინდა! ცუდი მოგონებები მაქვს და ჩემში ცუდ ასოციაციას იწვევს... ნამდვილად არ ვაპირებ.

- ყველაზე ცუდად რომელი ეპიზოდი გახსენდებათ?

- საშინლად მახსოვს ის დღე, როდესაც მამას ესროლეს. მეც იქ ვიყავი, ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა. დღეს კი ბათუმში ამ კაცის სახელობის ქუჩა არსებობს და მისი ქალიშვილი მიშას დროინდელ პარლამენტში დეპუტატად იჯდა.

- ნოდარ იმნაძეს გულისხმობთ, რომლის მკვლელობასაც მამათქვენს აბრალებდნენ და ამისთვის 2007 წელს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს?

- დიახ. იმნაძეს ვგულისხმობ.

- რა მოხდა მაშინ, ისინი ხომ მეგობრები იყვნენ?

- მაშინ, მგონი, საჩხერეში (ზუსტად აღარც მახსოვს) მიწისძვრა მოხდა. ჩემებმა გადაწყვიტეს, მახინჯაურში წავსულიყავით, რადგან ბათუმში მე-4 სართულზე ვცხოვრობდით და განმეორებითი ბიძგების შეეშინდათ. უზენაეს საბჭოსთან მე, დედა და ბებია მივედით, მანქანას ველოდებოდით. სწორედ ამ დროს მანქანებიდან გადმოცვივდნენ კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები, მათ შორის იმნაძე და მისი ქალიშვილიც, ორივეს იარაღი ჰქონდა გადაკიდებული. გოგოს ორი პისტოლეტი ჰქონდა, ერთი მაშინდელი აჭარის შს მინისტრის სახელზე რეგისტრირებული ტაბელური იარაღი იყო. უზენაესი საბჭოს შენობასთან პოლიციელებიც იდგნენ, რომელთაც რამდენიმე ტიპმა თავზე იარაღი დაადო, დანარჩენები კი შენობაში შეცვივდნენ. ამ დროს თბილისიდან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მურმან ომანიძე იყო ჩამოსული, ჰუმანიტარულ ტვირთს გზავნიდნენ და მამას კაბინეტში ამ საკითხს ერთად განიხილავდნენ. მაშინ დაცვა მამას არ ჰყოლია, ამ ფაქტის მერე აიყვანა. იმ დროს კი დაცვა ომანიძეს ახლდა... ესენი რომ დავინახე, დედაჩემისკენ გავიქეცი, ისიც იქვე იდგა და მივაძახე, იმნაძე მოვიდა-მეთქი... ამ დროს გასროლის ხმაც გაისმა. ცოტა ხანში ფანჯრის მტვრევის ხმა გავიგონე და რას ვხედავ, მესამე სართულიდან ომანიძის დაცვის წევრები ერთიმეორის მიყოლებით გადმოხტნენ და გაიქცნენ. ამას შენობაში ავტომატის ჯერის ხმაც მოჰყვა. ვიფიქრე, მორჩა, მამა მომიკლეს-მეთქი. ეს იყო ყველაზე საშინელი განცდა ჩემს ცხოვრებაში, მაშინ დაახლოებით 14-15 წლის ვიქნებოდი. ამ ამბებიდან ძალიან მალე ბებია სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. პირველი ტყვია ომანიძეს ფეხში მოხვდა...

- ასლან აბაშიძესა და იმნაძეს კონფლიქტი ჰქონდათ?

- მამას ადგილას ეგ რომ არ დანიშნეს, ამაზე დაბოღმილა. თან იმ დღეს ნასვამიც ყოფილა...

- ამბობენ, ასლან აბაშიძეს სააკაშვილზე მაკომპრომეტირებელი ფირები აქვსო?

- მე არ მინახავს, თუმცა მსმენია, ოღონდ რამდენად მართალია, არ ვიცი (იღიმის).

- როგორ, არ დაინტერესებულხართ? თან უშიშროების მინისტრი ხომ ბიძათქვენი, სოსო გოგიტიძე იყო?

- ჰოდა, მას ჰკითხეთ. მე ვიცი, რომ სპეცსამსახურები ყოველთვის მაღალ დონეზე მუშაობდნენ.

- სხვა ცნობილ პირებზეც ამბობდნენ, რომ ვიდეოჩანაწერები არსებობსო?

- მიშაზე გამიგია, სხვებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა მე ამგვარი ჩაწერების წინააღმდეგი ვარ!

- აჭარის პრინცს გეძახდნენ...

- მართლა? არ გამიგია.

- მე გეუბნებით... კარგი იყო პრინცობა, ფერარებითა და ლამბორჯინებით სიარული?

- ფერარი არ მყოლია, ლამბორჯინი, კი ბატონო (იცინის). თუმცა ისიც ჩემს მეგობართან, ლევანთან იყო საზიარო...

- თქვენი არ იყო?

- ჩემი და ჩემი ბავშვობის მეგობრის იყო.

- აბა, ქართველებში მანქანა და ცოლი საერთო არ მოსულაო?

- (იცინის). ნამდვილად არ მოსულა, მაგრამ ჩვენ ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ და ჩემი-შენი მანქანებზე არ გვქონია.

- დღეს რა მანქანით დადიხართ?

- S -კლასის მერსედესით.

- ლამბორჯინი აღარ გყავთ?

- სამწუხაროდ, არა.

- დღევანდელი ბათუმი მოგწონთ?

- (იცინის) ფოტოებზე რასაც ვხედავ, რაღაცები მომწონს, რაღაცები - არა. დანარჩენს, რომ ჩავალ, მერე შევაფასებ.

- რა არ მოგწონთ?

- ჩემს დროს სანაპირო ზოლის გასწვრივ მაღალსართულიანი ნაგებობის აშენება არ შეიძლებოდა, რაც ქალაქის კლიმატის შეცვლას იწვევდა. ახლა ეს სტანდარტი თუ შეიცვალა, არ ვიცი...

- აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხს როგორ აფასებთ?

- ახლაც შენდება?

- ჯერჯერობით მშენებლობა არ დაწყებულა, მაგრამ ამაზე სიტყვიერი თანხმობა არსებობს.

- ხელები ამიწევია... ამაზე რა უნდა ვთქვა?

- თქვენს დროს თურქული მხრიდან მსგავსი წინადადება ან ულტიმატუმი თუ ყოფილა?

- მოგეხსენებათ, ბათუმი მრავალეთნიკური ქალაქია. მეჩეთი იყო, მაგრამ მინარეთი არ ჰქონდათ (კოშკი მეჩეთთან, საიდანაც მოლა ლოცულობს. - ავტ.) და ამის დამტკიცების ნებართვა ითხოვეს, რაზეც მამა დათანხმდა. თუმცა ამ ფაქტმა მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია და მალევე გააუქმეს.

- თურქულმა მხარემ ითხოვა თუ მოითხოვა? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილება მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" გააპროტესტა. მეტიც, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მშენებლობას აუცილებლად შეაჩერებდა, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ასე არ მოხდა...

- ჩვენ ულტიმატუმის ენით არ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გარკვეული ვალდებულებები აიღო, რაც ალბათ, ბიძინამ ვერ გამოასწორა. დიდი ალბათობით ამ თემის წამოწევაც ამან განაპირობა. როგორც ვიცი, 130-ათასიან ბათუმში 35 ათასი ქართული პასპორტი თურქეთის მოქალაქეზეა გაცემული და, ალბათ, ამან განაპირობა...

- რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

- 35 ათასი ძალიან დიდი ციფრია. ყველა თუ ბათუმში ცხოვრობს, მეჩეთის მშენებლობის შეწყვეტის შემთხვევაში პროტესტის რომელიმე ფორმას მიმართავდნენ და ხელისუფლება ხმაურს მოერიდა...

- ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?

- საკუთარ ქვეყანაში რომ არ შემიშვეს, ყველაზე მეტად ამაზე დამწყდა გული.

- ყველაზე დიდი შეცდომა რა იყო თქვენს ცხოვრებაში?

- საკუთარი ოჯახი რომ არა მყავს. თუმცა გამოსწორებას ვგეგმავ (იღიმის).

- არსებობს ისეთი ადამიანი, ვისთანაც ოჯახის შექმნას გეგმავთ?

- არსებობს... - მეტს ვერ გეტყვით!

თეა ღვანია, Kvirispalitra.ge

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა