საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილის განცხადება უკრაინაში "ნაციონალების" წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
მიხეილ სააკაშვილის განცხადება უკრაინაში "ნაციონალების" წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­ევ­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წევ­რის და­ვით ყი­ფი­ა­ნის და­ღუპ­ვას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"კი­ევ­ში და­ი­ღუ­პა დათო ყი­ფი­ა­ნი, სა­უ­კე­თე­სო ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა. რის­თვის იყო ის უკ­რა­ი­ნა­ში? - უკ­რა­ი­ნის მტრე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­თოს­ნა­ირ ბი­ჭებს ქი­რა­ო­ბენ. კი­ევ­ში მე ვნა­ხე დათო და მისი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, შემ­რცხვა, რომ მათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ვერ ვეხ­მა­რე­ბო­დი. ისი­ნი თა­ვი­სი კა­პიკ-კა­პიკ ნაგ­რო­ვე­ბი ფუ­ლით კი­ევ­ში ჩა­ვიდ­ნენ და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან უჭირ­დათ. დათო იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რო­ბის" წევ­რი, მაგ­რამ იქ პარ­ტი­უ­ლი ან რა­ი­მე სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის არ ყო­ფი­ლა. იმი­სათ­ვის, რომ გა­ვი­გოთ, თუ რა­ტომ იყო დათო ყი­ფი­ა­ნი უკ­რა­ი­ნა­ში, უნდა გა­ვი­გოთ ის, თუ რა­ტომ ჩა­მო­დი­ოდ­ნენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. და­თომ­დე ცოტა ხნით ადრე და­ღუ­პუ­ლი იური ვერ­ბიც­კი, უკ­რა­ი­ნუ­ლი პრე­სის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს და­სა­ცა­ვად აფხა­ზეთ­ში იბძო­და. ყვე­ლას, ვი­საც აფხა­ზე­თის ომი ახ­სოვს, იცის ის­ტო­რია რუ­სე­თის სპეც­რაზ­მის მიერ გარ­შე­მორ­ტყმულ უკ­რა­ი­ნელ მებ­რძო­ლებ­ზე. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ხმა­მაღ­ლა ყვი­როდ­ნენ Грузины не сдаются და ბოლო ტყვი­ამ­დე ებ­რძოდ­ნენ მტერს.

მა­შინ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იბძოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ე.ი. უკ­რა­ი­ნის­თვის. დათო კი­ევ­ში იბ­რძო­და უკ­რა­ი­ნის­თვის და ე.ი. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, უკ­რა­ი­ნის­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ე.ი. თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის! და­თოს შვილს მამა, ალ­ბათ, არ ემახ­სოვ­რე­ბა, მაგ­რამ ის გა­იზ­რდე­ბა იმ­პე­რი­ის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი უკ­რა­ი­ნი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში და ყო­ველ­თვის ეცო­დი­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ამა­ყად ფრი­ა­ლებ­და მა­ი­დან­ზე. და­თოს ამ დრო­შის ხე­ლი­დან გა­მოგ­ლე­ჯა და­უ­პი­რეს, მან დრო­შა არ და­ხა­რა, ღირ­სე­ბა შე­ი­ნა­ჩუ­ნა და შემ­დეგ თა­ვიც გა­წი­რა, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნუ­ლი მა­ი­და­ნი­დან ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წა­ვი­და", - აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ და­ვით ყი­ფი­ა­ნი კი­ევ­ში, გუ­შინ სნა­ი­პე­რის ტყვი­ის­გან გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

მიხეილ სააკაშვილის განცხადება უკრაინაში "ნაციონალების" წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიხეილ სააკაშვილის განცხადება უკრაინაში "ნაციონალების" წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში, "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" წევრის დავით ყიფიანის დაღუპვას ეხმაურება.

"კიევში დაიღუპა დათო ყიფიანი, საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა. რისთვის იყო ის უკრაინაში? - უკრაინის მტრები ამბობენ, რომ დათოსნაირ ბიჭებს ქირაობენ. კიევში მე ვნახე დათო და მისი თანამებრძოლები, შემრცხვა, რომ მათ მატერიალურად ვერ ვეხმარებოდი. ისინი თავისი კაპიკ-კაპიკ ნაგროვები ფულით კიევში ჩავიდნენ და მატერიალურად ძალიან უჭირდათ. დათო იყო "ნაციონალური მოძრობის" წევრი, მაგრამ იქ პარტიული ან რაიმე სხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის არ ყოფილა. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ იყო დათო ყიფიანი უკრაინაში, უნდა გავიგოთ ის, თუ რატომ ჩამოდიოდნენ უკრაინელები საქართველოში. დათომდე ცოტა ხნით ადრე დაღუპული იური ვერბიცკი, უკრაინული პრესის ცნობით, საქართველოს დასაცავად აფხაზეთში იბძოდა. ყველას, ვისაც აფხაზეთის ომი ახსოვს, იცის ისტორია რუსეთის სპეცრაზმის მიერ გარშემორტყმულ უკრაინელ მებრძოლებზე. უკრაინელები ხმამაღლა ყვიროდნენ Грузины не сдаются და ბოლო ტყვიამდე ებრძოდნენ მტერს.

მაშინ, უკრაინელები იბძოდნენ საქართველოსთვის და ე.ი. უკრაინისთვის. დათო კიევში იბრძოდა უკრაინისთვის და ე.ი. საქართველოსთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის და ე.ი. თავისუფლებისთვის! დათოს შვილს მამა, ალბათ, არ ემახსოვრება, მაგრამ ის გაიზრდება იმპერიისგან განთავისუფლებული, თავისუფალი უკრაინისა და თავისუფალი საქართველოს პირობებში და ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებდა მაიდანზე. დათოს ამ დროშის ხელიდან გამოგლეჯა დაუპირეს, მან დროშა არ დახარა, ღირსება შეინაჩუნა და შემდეგ თავიც გაწირა, მაგრამ უკრაინული მაიდანიდან ის გამარჯვებული წავიდა", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანი კიევში, გუშინ სნაიპერის ტყვიისგან გარდაცვლილი იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა