პოლიტიკა

14

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:36-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 13:16-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუხროვანის სკანდალური კადრები დათა ახალაიამ გაავრცელა?
მუხროვანის სკანდალური კადრები დათა ახალაიამ გაავრცელა?

მუხ­რო­ვა­ნის მოვ­ლე­ნებ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ სკან­და­ლურ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ზე გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტა­რებს შო­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტი რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი" ნამ­დვი­ლად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი გა­ი­მარ­ჯვებ­და. კერ­ძოდ, სა­ა­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრა, თავი და­მა­ნე­ბეთ და პო­ლი­ტი­კა­ში ნუ ჩამ­რევ­თო. თით­ქოს 2004-2013 წლებ­ში ქვე­ყა­ნას სა­ა­კაშ­ვი­ლი კი არა, ოჩო­პინ­ტრე მარ­თავ­და. მე­ო­რე ად­გილ­ზე კი გიგი უგუ­ლა­ვას კო­მენ­ტა­რი გა­ვი­დო­და, რო­მე­ლიც ვი­დე­ო­ფირ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია სა­ა­კაშ­ვილ­სა და ადე­იშ­ვილ­თან ერ­თად. მუხ­რო­ვან­ში შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდიო, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ. შემ­თხვე­ვით შე­იძ­ლე­ბა ფეხი იღ­რძო, მაგ­რამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ცენ­ტრში ვერ მოხ­ვდე­ბი. ეტყო­ბა, 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში უგუ­ლა­ვა ასე­ვე "შემ­თხვე­ვით ერე­ო­და" სამ­ხედ­რო­ე­ბის საქ­მე­ებ­ში. ასეა თუ ისე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და შე­საძ­ლოა, ზოგ-ზო­გი­ერთს "შემ­თხვე­ვით" ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დეს. ექ­სპერ­ტი მა­მუ­კა არე­ში­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს გა­უჩ­ნდათ შან­სი, ბო­ლოს და ბო­ლოს, ახა­დონ ფარ­და, თუ ვინ იდგა რე­ა­ლუ­რად მუხ­რო­ვა­ნის მოვ­ლე­ნე­ბის უკან.

- კარ­გია, რომ მუხ­რო­ვა­ნის თე­მამ წინა პლან­ზე წა­მო­ი­წია და პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ძა­ლი­ან ბევ­რი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვაა ქარ­თუ­ლი ჯა­რის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომზე. იმე­დია, მუხ­რო­ვა­ნის თე­მის გა­მო­ძი­ე­ბა ამ ჯაჭ­ვის პირ­ვე­ლი რგო­ლი იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ფირს, კა­ტას­ტრო­ფაა, რო­დე­საც ასე­თი ლექ­სი­კით ლა­პა­რა­კობს შს მი­ნის­ტრი და ამ­ბობს, ორი გვა­მი მინ­დაო. და­ვი­ნა­ხეთ ისიც, რო­გორ იგეგ­მე­ბო­და ოპე­რა­ცია - აბ­სო­ლუ­ტუ­რად არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად და ქუ­ჩის დო­ნე­ზე. ვნა­ხოთ, რო­გორ გა­მო­ი­ძი­ებს პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ საქ­მეს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ვერ­სია, რომ მუხ­რო­ვა­ნის მოვ­ლე­ნე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ში­და­და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გი იყო, ნამ­დვი­ლად ყუ­რადსა­ღე­ბია. კერ­ძოდ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად ბაჩო ახა­ლა­ი­ას და­ნიშ­ვნა უნ­დო­და, თუმ­ცა ამე­რი­კე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო ვერ მო­ა­ხერ­ხა. ამე­რი­კე­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლის შემ­დეგ მი­ნის­ტრად და­ვით სი­ხა­რუ­ლი­ძე და­ნიშ­ნუ­ლი­ყო და ამა­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლის ხე­ლიც ურე­ვია.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბე­ბი სწო­რედ ძმებ­მა ახა­ლა­ი­ებ­მა და­გეგ­მეს იმის­თვის, რომ და­ვით სი­ხა­რუ­ლი­ძის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ეხ­დი­ნათ და, ბო­ლოს და ბო­ლოს, ბაჩო ახა­ლა­ია და­ნიშ­ნუ­ლი­ყო მი­ნის­ტრად.

შე­საძ­ლოა, ეს კარ­გად იცო­და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და იმი­ტო­მაც იყო აღელ­ვე­ბუ­ლი და აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, მუხ­რო­ვა­ნის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ სამ­ხედ­რო­ებს და­ვუს­ვით მთა­ვა­რი კი­თხვა: ჰქონ­დათ თუ არა ბრძა­ნე­ბა, რომ მი­ტინ­გის დარ­ბე­ვა­ში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა (2009 წელს სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით თბი­ლის­ში მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და). გვი­თხრეს, პირ­და­პი­რი ბრძა­ნე­ბა არ გვქონ­და, მაგ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­ვი­და ხმა, რომ ჩვენ­თვის მო­მი­ტინ­გე­ებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის და­ვა­ლე­ბას აპი­რებ­დნენ, არ გვინ­დო­და, ეს დაგ­ვეშ­ვა და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­თვას ვა­პი­რებ­დი­თო. ვფიქ­რობ, ასეთ ხმას სპე­ცი­ა­ლუ­რად ავ­რცე­ლებ­დნენ სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში, რათა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ. გარ­და ამი­სა, ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან არის ერთი მთა­ვა­რი კი­თხვა: თუ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მუხ­რო­ვა­ნის სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში რა­ღაც მზად­დე­ბო­და (ასე გა­მო­დის იმ ვი­დე­ო­მა­სა­ლი­დან, რო­მე­ლიც მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მუხ­რო­ვა­ნის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ გა­ავ­რცე­ლა), რა­ტომ არ მი­ი­ღო მა­შინ­ვე ზო­მე­ბი? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი დღემ­დე არ გა­უ­ცი­ათ. ეს კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს ეჭვს, რომ საქ­მე გვქონ­და სპექ­ტაკ­ლთან. თუმ­ცა აქვე გე­ტყვით, რა თქმა უნდა, სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში თვით­ნე­ბუ­რად მი­ტინ­გე­ბი­სა და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

- კა­მა­თი გრძელ­დე­ბა მე­რა­ბიშ­ვი­ლის საკ­ვან­ძო ფრა­ზა­ზე "ორი გვა­მი მინ­და". დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ექ­სპერტთა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აზ­რით, ეს არის ლიკ­ვი­და­ცი­ის ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც შეს­რულ­და კრი­ა­ლაშ­ვი­ლი­სა და ოთა­ნა­ძის ჩა­ცხრილ­ვით. მე­რა­ბიშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" კი ამ­ტკი­ცებ­დნენ, იყო ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბოხ­ში ორი რუსი გრუ-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით მოკ­ლეს და "ორ გვამ­ში" მათ ცხედ­რებს ვგუ­ლის­ხმობ­დით, თუმ­ცა შემ­დეგ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ და­დას­ტურ­დაო.

- მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გან­ცხა­დე­ბე­ბი რუს ჯა­შუ­შებ­ზე სა­სა­ცი­ლოა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ბევ­რი ფაქ­ტო­რის გა­მოა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ფრა­ზა "ორ გვამ­ზე" სწო­რედ თი­ა­ნე­თის გზატ­კე­ცილ­ზე კრი­ა­ლაშ­ვი­ლი­სა და ოთა­ნა­ძის ჩა­ცხრილ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, რაც კრი­ა­ლაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლით დას­რულ­და. მა­გა­ლი­თად, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ამ­ტკი­ცე­ბენ, თი­ა­ნე­თის გზატ­კე­ცილ­ზე ორ­მხრი­ვი სრო­ლა იყოო. არა­და, ეს მტკნა­რი სიც­რუ­ეა - გზატ­კე­ცი­ლი მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლია, მომ­ხდარს ბევ­რი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავ­და და ორ­მხრი­ვი სრო­ლა იქ არ ყო­ფი­ლა. ასე­ვე, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ამ­ბო­ბენ, ოთა­ნა­ძის ლიკ­ვი­და­ცია არ გვინ­დო­და, მას ხომ ვუმ­კურ­ნა­ლე­თო. არა­და, კაცს 12 ტყვია რომ მოხ­ვდე­ბა, წე­სით, მკვდა­რი უნდა იყოს - ოთა­ნა­ძე ღვთის გან­გე­ბამ გა­და­არ­ჩი­ნა და არა იმან, რომ მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მისი ლიკ­ვი­და­ცია არ სურ­და. რო­გორც ჩანს, ეს ყვე­ლა­ფე­რი სპექ­ტაკ­ლი იყო - შე­ი­ტყუ­ეს კრი­ა­ლაშ­ვი­ლი და სხვე­ბი მუხ­რო­ვან­ში და შემ­დეგ მოხ­და ის, რაც მოხ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რო­მელ­საც გვა­მებ­ზე მო­სი­ა­რუ­ლეს უწო­დებ­დნენ, ეს არ იყო გა­საკ­ვი­რი.

სა­სა­ცი­ლოა გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბა, მუხ­რო­ვან­ში შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდიო და ამის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად ის მოჰ­ყავს, რომ კოს­ტი­უ­მი ეცვა.

თბი­ლი­სის მერი შემ­თხვე­ვით რო­გორ უნდა აღ­მოჩ­ნდე იმ ად­გი­ლას, სა­დაც სპე­ცო­პე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს? სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მო­სი ეც­ვათ მე­რა­ბიშ­ვილ­საც, სა­ა­კაშ­ვილ­საც და ადე­იშ­ვილ­საც და ისი­ნიც შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდნენ იქ?! ესე­ნი ერ­თად, ჯგროდ და­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რო­გორც კი გა­ი­გო უგუ­ლა­ვამ, რომ რა­ღაც ხდე­ბო­და მუხ­რო­ვან­ში, მა­შინ­ვე გა­იქ­ცა და მა­რა­ქა­ში გა­ე­რია.

ეს კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, რა ქა­ო­სი იყო და რო­გორ იყო აღ­რე­უ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

- თქვე­ნი აზ­რით, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა ვინ გა­ნა­თავ­სა ინ­ტერ­ნეტ­ში? ფაქ­ტია, რომ ვი­დე­ო­მა­სა­ლას­თან წვდო­მა რი­გით და სა­შუ­ა­ლო რან­გის ყო­ფილ თუ მოქ­მედ ძა­ლო­ვა­ნებს ნამ­დვი­ლად არ ექ­ნე­ბო­დათ.

- რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფილ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძემ თქვა, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 4 ვი­დე­ო­კა­მე­რა მუ­შა­ობ­და და მარ­თლაც სა­ო­ცა­რია, რაში სჭირ­დე­ბო­დათ ამის გა­და­ღე­ბა? ალ­ბათ, იმის­თვის, რომ შემ­დეგ შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ, ვინ რო­გორ იქ­ცე­ო­და. ჩემი აზ­რით, ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­დე­ო­მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გია. ყვე­ლა ხე­დავს, რომ ახა­ლა­ი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ვანო მე­რა­ბიშ­ვილს რუ­სე­თის აგენტს უწო­დე­ბენ, ვა­ნოს მომ­ხრე­ე­ბი კი მი­წა­ში დე­ბენ ძმებ ახა­ლა­ი­ებს. ვიცი, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე წევ­რი ცდი­ლობს, თა­ვი­სი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის შე­სა­ხებ კომ­პრო­მა­ტე­ბი კარ­გად გა­ა­სა­ღოს. მა­გა­ლი­თად, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სა­მეგ­რე­ლოს სა­მა­ლა­ვებ­ზე დათა ახა­ლა­ი­ამ მი­უ­თი­თა. პირ­და­პირ გე­ტყვით, ვაჭ­რო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს დათა ახა­ლა­ი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს შო­რის. დე­ტა­ლებს ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ. ისიც ფაქ­ტია, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" ბევ­რი პი­რია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ერ­თმა­ნე­თის ჩა­ძირ­ვით. მოკ­ლედ, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის უკან დათა ახა­ლა­ია იდ­გეს.

- თუ ამ ვერ­სი­ას გან­ვა­ვი­თა­რებთ, მა­შინ უნდა ვე­ლო­დოთ, რომ ამ­ჯე­რად მე­რა­ბიშ­ვი­ლის დაჯ­გუ­ფე­ბა გა­და­ვა კონ­ტრშე­ტე­ვა­ზე და ახა­ლა­ი­ე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცელ­დე­ბა ვი­დე­ო­კომ­პრო­მა­ტი.

- არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მარ­თლაც გაგ­რძელ­დეს კომ­პრო­მა­ტე­ბის სე­რი­ა­ლი ჟან­რი­დან "და­პი­რის­პი­რე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში". ისე, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ვინ დებს ინ­ტერ­ნეტ­ში კომ­პრო­მა­ტებს - ახა­ლა­ია, მე­რა­ბიშ­ვი­ლი თუ შსს. სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­კვიდ­რდა კომ­პრო­მა­ტე­ბით ბრძო­ლის ასე­თი მე­თო­დე­ბი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია Kvirispalitra.ge-ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს

მუხროვანის სკანდალური კადრები დათა ახალაიამ გაავრცელა?

მუხროვანის სკანდალური კადრები დათა ახალაიამ გაავრცელა?

მუხროვანის მოვლენებზე გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე გაკეთებულ კომენტარებს შორის ჩემპიონატი რომ ჩატარებულიყო, ნომინაციაში "არაადეკვატური" ნამდვილად მიხეილ სააკაშვილის კომენტარი გაიმარჯვებდა. კერძოდ, სააკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, თავი დამანებეთ და პოლიტიკაში ნუ ჩამრევთო. თითქოს 2004-2013 წლებში ქვეყანას სააკაშვილი კი არა, ოჩოპინტრე მართავდა. მეორე ადგილზე კი გიგი უგულავას კომენტარი გავიდოდა, რომელიც ვიდეოფირზე აღბეჭდილია სააკაშვილსა და ადეიშვილთან ერთად. მუხროვანში შემთხვევით მოვხვდიო, - განაცხადა უგულავამ. შემთხვევით შეიძლება ფეხი იღრძო, მაგრამ სპეცოპერაციის ცენტრში ვერ მოხვდები. ეტყობა, 2008 წლის აგვისტოში უგულავა ასევე "შემთხვევით ერეოდა" სამხედროების საქმეებში. ასეა თუ ისე, პროკურატურამ გავრცელებულ ვიდეომასალაზე გამოძიება დაიწყო და შესაძლოა, ზოგ-ზოგიერთს "შემთხვევით" ბრალი დაუმძიმდეს. ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებს გაუჩნდათ შანსი, ბოლოს და ბოლოს, ახადონ ფარდა, თუ ვინ იდგა რეალურად მუხროვანის მოვლენების უკან.

- კარგია, რომ მუხროვანის თემამ წინა პლანზე წამოიწია და პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა ქართული ჯარის მშენებლობასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე. იმედია, მუხროვანის თემის გამოძიება ამ ჯაჭვის პირველი რგოლი იქნება. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოფირს, კატასტროფაა, როდესაც ასეთი ლექსიკით ლაპარაკობს შს მინისტრი და ამბობს, ორი გვამი მინდაო. დავინახეთ ისიც, როგორ იგეგმებოდა ოპერაცია - აბსოლუტურად არაპროფესიონალურად და ქუჩის დონეზე. ვნახოთ, როგორ გამოიძიებს პროკურატურა ამ საქმეს. ყოველ შემთხვევაში, ვერსია, რომ მუხროვანის მოვლენები "ნაციონალური მოძრაობის" შიდადაპირისპირების შედეგი იყო, ნამდვილად ყურადსაღებია. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს დავით კეზერაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნა უნდოდა, თუმცა ამერიკელების წინააღმდეგობის გამო ვერ მოახერხა. ამერიკელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ კეზერაშვილის შემდეგ მინისტრად დავით სიხარულიძე დანიშნულიყო და ამაში მერაბიშვილის ხელიც ურევია.

არ არის გამორიცხული, მუხროვანის ამბები სწორედ ძმებმა ახალაიებმა დაგეგმეს იმისთვის, რომ დავით სიხარულიძის დისკრედიტაცია მოეხდინათ და, ბოლოს და ბოლოს, ბაჩო ახალაია დანიშნულიყო მინისტრად.

შესაძლოა, ეს კარგად იცოდა ვანო მერაბიშვილმა და იმიტომაც იყო აღელვებული და აფორიაქებული. სხვათა შორის, მუხროვანის მოვლენების შემდეგ სამხედროებს დავუსვით მთავარი კითხვა: ჰქონდათ თუ არა ბრძანება, რომ მიტინგის დარბევაში მიეღოთ მონაწილეობა (2009 წელს სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია მიმდინარეობდა). გვითხრეს, პირდაპირი ბრძანება არ გვქონდა, მაგრამ თავდაცვის სამინისტროდან გამოვიდა ხმა, რომ ჩვენთვის მომიტინგეებთან დაპირისპირების დავალებას აპირებდნენ, არ გვინდოდა, ეს დაგვეშვა და პრესკონფერენციის გამართვას ვაპირებდითო. ვფიქრობ, ასეთ ხმას სპეციალურად ავრცელებდნენ სამხედრო ნაწილში, რათა უკმაყოფილების პროვოცირება მოეხდინათ. გარდა ამისა, ყოფილ ხელისუფლებასთან არის ერთი მთავარი კითხვა: თუ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილში რაღაც მზადდებოდა (ასე გამოდის იმ ვიდეომასალიდან, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ მუხროვანის მოვლენების შემდეგ გაავრცელა), რატომ არ მიიღო მაშინვე ზომები? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ გაუციათ. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ საქმე გვქონდა სპექტაკლთან. თუმცა აქვე გეტყვით, რა თქმა უნდა, სამხედრო ნაწილში თვითნებურად მიტინგებისა და პრესკონფერენციების ჩატარება არ შეიძლება.

- კამათი გრძელდება მერაბიშვილის საკვანძო ფრაზაზე "ორი გვამი მინდა". დღევანდელი ხელისუფლების, ექსპერტთა და საზოგადოების ნაწილის აზრით, ეს არის ლიკვიდაციის ბრძანება, რომელიც შესრულდა კრიალაშვილისა და ოთანაძის ჩაცხრილვით. მერაბიშვილი და "ნაციონალები" კი ამტკიცებდნენ, იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მუხროვანის ამბოხში ორი რუსი გრუ-ს თანამშრომელი მონაწილეობდა, რომლებიც ამბოხებულებმა კვალის დაფარვის მიზნით მოკლეს და "ორ გვამში" მათ ცხედრებს ვგულისხმობდით, თუმცა შემდეგ ეს ინფორმაცია არ დადასტურდაო.

- მერაბიშვილისა და "ნაციონალების" განცხადებები რუს ჯაშუშებზე სასაცილოა. საზოგადოების დიდი ნაწილი ბევრი ფაქტორის გამოა დარწმუნებული, რომ ფრაზა "ორ გვამზე" სწორედ თიანეთის გზატკეცილზე კრიალაშვილისა და ოთანაძის ჩაცხრილვას უკავშირდება, რაც კრიალაშვილის სიკვდილით დასრულდა. მაგალითად, "ნაციონალები" ამტკიცებენ, თიანეთის გზატკეცილზე ორმხრივი სროლა იყოო. არადა, ეს მტკნარი სიცრუეა - გზატკეცილი მჭიდროდ დასახლებული ადგილია, მომხდარს ბევრი თვითმხილველი ჰყავდა და ორმხრივი სროლა იქ არ ყოფილა. ასევე, "ნაციონალები" ამბობენ, ოთანაძის ლიკვიდაცია არ გვინდოდა, მას ხომ ვუმკურნალეთო. არადა, კაცს 12 ტყვია რომ მოხვდება, წესით, მკვდარი უნდა იყოს - ოთანაძე ღვთის განგებამ გადაარჩინა და არა იმან, რომ მაშინდელ ხელისუფლებას მისი ლიკვიდაცია არ სურდა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სპექტაკლი იყო - შეიტყუეს კრიალაშვილი და სხვები მუხროვანში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ხელისუფლებისგან, რომელსაც გვამებზე მოსიარულეს უწოდებდნენ, ეს არ იყო გასაკვირი.

სასაცილოა გიგი უგულავას განცხადება, მუხროვანში შემთხვევით აღმოვჩნდიო და ამის დამადასტურებლად ის მოჰყავს, რომ კოსტიუმი ეცვა.

თბილისის მერი შემთხვევით როგორ უნდა აღმოჩნდე იმ ადგილას, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს? სამოქალაქო სამოსი ეცვათ მერაბიშვილსაც, სააკაშვილსაც და ადეიშვილსაც და ისინიც შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ?! ესენი ერთად, ჯგროდ დადიოდნენ ხოლმე და დარწმუნებული ვარ, როგორც კი გაიგო უგულავამ, რომ რაღაც ხდებოდა მუხროვანში, მაშინვე გაიქცა და მარაქაში გაერია.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ქაოსი იყო და როგორ იყო აღრეული ფუნქციები მაშინდელ ხელისუფლებაში.

- თქვენი აზრით, ზემოხსენებული ვიდეომასალა ვინ განათავსა ინტერნეტში? ფაქტია, რომ ვიდეომასალასთან წვდომა რიგით და საშუალო რანგის ყოფილ თუ მოქმედ ძალოვანებს ნამდვილად არ ექნებოდათ.

- როგორც სააკაშვილის ყოფილმა ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ თქვა, მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ვიდეოკამერა მუშაობდა და მართლაც საოცარია, რაში სჭირდებოდათ ამის გადაღება? ალბათ, იმისთვის, რომ შემდეგ შეემოწმებინათ, ვინ როგორ იქცეოდა. ჩემი აზრით, ინტერნეტში ვიდეომასალის გავრცელება ყოფილი ხელისუფლების დაჯგუფებებს შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგია. ყველა ხედავს, რომ ახალაიების მხარდამჭერები ვანო მერაბიშვილს რუსეთის აგენტს უწოდებენ, ვანოს მომხრეები კი მიწაში დებენ ძმებ ახალაიებს. ვიცი, რომ საზღვარგარეთ მყოფი ძველი ხელისუფლების რამდენიმე წევრი ცდილობს, თავისი თანაგუნდელების შესახებ კომპრომატები კარგად გაასაღოს. მაგალითად, ჩემი ინფორმაციით, სამართალდამცველებს სამეგრელოს სამალავებზე დათა ახალაიამ მიუთითა. პირდაპირ გეტყვით, ვაჭრობა მიმდინარეობს დათა ახალაიასა და ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს შორის. დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ. ისიც ფაქტია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრი პირია დაინტერესებული ერთმანეთის ჩაძირვით. მოკლედ, არ გამოვრიცხავ, რომ გავრცელებული ვიდეომასალის უკან დათა ახალაია იდგეს.

- თუ ამ ვერსიას განვავითარებთ, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ ამჯერად მერაბიშვილის დაჯგუფება გადავა კონტრშეტევაზე და ახალაიების შესახებ გავრცელდება ვიდეოკომპრომატი.

- არ არის გამორიცხული, მართლაც გაგრძელდეს კომპრომატების სერიალი ჟანრიდან "დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში". ისე, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დებს ინტერნეტში კომპრომატებს - ახალაია, მერაბიშვილი თუ შსს. სამწუხაროა, რომ საქართველოში დამკვიდრდა კომპრომატებით ბრძოლის ასეთი მეთოდები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია Kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა