პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის უნივერსიტეტში სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი თანამდებობა შეიქმნა
აშშ-ის უნივერსიტეტში სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი თანამდებობა შეიქმნა

ტაფ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფლეტ­ჩე­რის დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­მარ­თლის სკო­ლამ სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის პირ­ვე­ლად შექ­მნა ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა. რო­გორც "tuftsdaily" წერს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბას იან­ვრი­დან და­ი­წყებს, რო­გორც პირ­ვე­ლი "მა­ღა­ლი რან­გის სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე".

"ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა პირ­ვე­ლად შე­იქ­მნა და მიზ­ნად ისა­ხავს ტაფ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით ცნო­ბილ ლი­დე­რებ­სა და სხვა­დას­ხვა სფე­როს პრაქ­ტი­კო­სებ­თან", - ამ­ბობს ფლეტ­ჩე­რის სკო­ლის დე­კა­ნი, ად­მი­რა­ლი ჯე­იმს სტავ­რი­დი­სი.

"პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, სა­ა­კაშ­ვილ­მა შთამ­ბეჭ­და­ვად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა, და­ა­მარ­ცხა კო­რუფ­ცია და სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლეთს, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ნატო-ს და­უ­კავ­ში­რა. ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი დიპ­ლო­მა­ტია და მან ძა­ლი­ან კარ­გი საქ­მე გა­ა­კე­თა თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის", - ამ­ბობს სტავ­რი­დი­სი.

სტავ­რი­დი­სი ფიქ­რობს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ლი­დე­რო­ბა იყო - "20 დღი­ა­ნი, მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! დას­რულ­და საბ­ჭო­თა ეპო­ქის ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი პე­რი­ო­დის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მარ­ცხე­ბით". მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად მარ­თავ­და რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს აქ­ცი­ებს, რო­მელ­შიც 100 000-ზე მეტი დე­მონ­სტრან­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნით უსის­ხლო რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბა მარ­თლაც აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ფაქ­ტია. ვფიქ­რობ, სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვით, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა პი­რა­დად სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და მისი ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ფი­გუ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა", - ამ­ბობს სტავ­რი­დი­სი.

ფლეტ­ჩე­რის სკო­ლის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლის, იან ჯონსთო­უ­ნის თქმით კი, სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ფლეტ­ჩე­რის სკო­ლის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ფა­კულ­ტე­ტის­თვის.

"ის ძა­ლი­ან ცო­ცხა­ლი, დი­ნა­მი­უ­რი ფი­გუ­რა იყო მსოფ­ლი­ოს უზო­მოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილ­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა და­აგ­რო­ვა. ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ის გაგ­ვი­ზი­ა­რებს ამ გა­მოც­დი­ლე­ბას და შე­ხე­დუ­ლე­ბებს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან, ევ­რო­პას­თან და რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, ასე­ვე ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი­დან დე­მოკ­რა­ტი­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე ევო­ლუ­ცი­ის და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის შე­სა­ხებ - ეს ყვე­ლა­ფე­რი მისი საპ­რე­ზი­დენ­ტო გა­მოც­დი­ლე­ბაა", - ამ­ბობს ჯონსთო­უ­ნი.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ფლეტ­ჩე­რის სკო­ლა იმის გა­მოც არ­ჩია, რომ სკო­ლა პრეს­ტი­ჟუ­ლია, აქ ბევ­რი ფა­კულ­ტე­ტია და სტუ­დენ­ტე­ბი მისი რე­გი­ო­ნით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

"ფლეტ­ჩე­რის სკო­ლა მარ­თლაც სა­უ­კე­თე­სო სკო­ლაა თა­ვის კა­ტე­გო­რი­ა­ში მსოფ­ლიო მას­შტა­ბით. შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! რამ­დე­ნი­მე შე­სა­ნიშ­ნა­ვი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მი­ვი­ღე, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შია. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იყო შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დეთ იმ რე­გი­ონ­ზე სა­ი­და­ნაც მე ვარ, ან პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლის წი­ნა­შეც ჩვენ ვართ. ფლეტ­ჩერ­ში ასე არ არის",- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

სა­ა­კაშ­ვი­ლი ასე­ვე სკო­ლის ხა­სი­ათ­მა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ­მა ბუ­ნე­ბამ მო­ხიბ­ლა.

"რაც მომ­წონს ტაფ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ფლეტ­ჩე­რის სკო­ლა­ში არის ის, რომ პირ­ველ რიგ­ში აქ ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოა და ისი­ნი რა­ღა­ცის­კენ მი­ის­წრაფ­ვი­ან", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქ­ზე" აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მას უკვე ჰქონ­და გა­მოს­ვლა პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე დღე­ში იგი მიწ­ვე­უ­ლია ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კი­თხად ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. უახ­ლო­ეს ხან­ში კი მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­იქ­მნე­ბა ახა­ლი ამე­რი­კუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი.

ნანა ხი­დე­შე­ლი

აშშ-ის უნივერსიტეტში სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი თანამდებობა შეიქმნა

აშშ-ის უნივერსიტეტში სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი თანამდებობა შეიქმნა

ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლამ სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისთვის პირველად შექმნა ახალი თანამდებობა. როგორც "tuftsdaily" წერს, მიხეილ სააკაშვილი სკოლაში მუშაობას იანვრიდან დაიწყებს, როგორც პირველი "მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე".

"ეს თანამდებობა პირველად შეიქმნა და მიზნად ისახავს ტაფტის უნივერსიტეტის სტუდენტებს ურთიერთობა ჰქონდეთ საერთაშორისო მასშტაბით ცნობილ ლიდერებსა და სხვადასხვა სფეროს პრაქტიკოსებთან", - ამბობს ფლეტჩერის სკოლის დეკანი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი.

"პრეზიდენტობის დროს, სააკაშვილმა შთამბეჭდავად გააუმჯობესა ქვეყნის ეკონომიკა, დაამარცხა კორუფცია და საქართველო დასავლეთს, შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს დაუკავშირა. ის პროფესიონალი დიპლომატია და მან ძალიან კარგი საქმე გააკეთა თავისი ქვეყნისთვის", - ამბობს სტავრიდისი.

სტავრიდისი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურება საქართველოსთვის, "ვარდების რევოლუციის" ლიდერობა იყო - "20 დღიანი, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! დასრულდა საბჭოთა ეპოქის ტოტალიტარული პერიოდის ხელისუფლების დამარცხებით". მისივე თქმით, სააკაშვილი შესანიშნავად მართავდა რევოლუციის დროს აქციებს, რომელშიც 100 000-ზე მეტი დემონსტრანტი მონაწილეობდა.

"ამდენი ადამიანით უსისხლო რევოლუციის მოწყობა მართლაც აღსანიშნავი ფაქტია. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ამ ყველაფრის ორგანიზება პირადად სააკაშვილის ხელმძღვანელობის და მისი ქარიზმატული ფიგურის დამსახურებაა", - ამბობს სტავრიდისი.

ფლეტჩერის სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელის, იან ჯონსთოუნის თქმით კი, სააკაშვილის გამოცდილება ძალიან ღირებული იქნება ფლეტჩერის სკოლის სტუდენტებისა და ფაკულტეტისთვის.

"ის ძალიან ცოცხალი, დინამიური ფიგურა იყო მსოფლიოს უზომოდ მნიშვნელოვან ნაწილში და შესაბამისად, ძალიან სერიოზული საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის გაგვიზიარებს ამ გამოცდილებას და შეხედულებებს შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და რუსეთთან ურთიერთობაზე, ასევე ავტორიტარულიდან დემოკრატიულ ხელისუფლებამდე ევოლუციის და ანტიკორუფციული ზომების შესახებ - ეს ყველაფერი მისი საპრეზიდენტო გამოცდილებაა", - ამბობს ჯონსთოუნი.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ფლეტჩერის სკოლა იმის გამოც არჩია, რომ სკოლა პრესტიჟულია, აქ ბევრი ფაკულტეტია და სტუდენტები მისი რეგიონით არიან დაინტერესებული.

"ფლეტჩერის სკოლა მართლაც საუკეთესო სკოლაა თავის კატეგორიაში მსოფლიო მასშტაბით. შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! რამდენიმე შესანიშნავი უნივერსიტეტიდან მივიღე, რომელთაგან ზოგიერთი შეერთებულ შტატებშია. შეიძლება ძალიან კარგ უნივერსიტეტში იყო შეერთებულ შტატებში, მაგრამ ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდეთ იმ რეგიონზე საიდანაც მე ვარ, ან პრობლემებზე, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ. ფლეტჩერში ასე არ არის",- განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილი ასევე სკოლის ხასიათმა და ინტელექტუალურმა ბუნებამ მოხიბლა.

"რაც მომწონს ტაფტის უნივერსიტეტსა და ფლეტჩერის სკოლაში არის ის, რომ პირველ რიგში აქ ძალიან სასიამოვნო გარემოა და ისინი რაღაცისკენ მიისწრაფვიან", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქზე" აღნიშნულია, რომ მას უკვე ჰქონდა გამოსვლა პრინსტონის უნივერსიტეტში. ასევე, რამდენიმე დღეში იგი მიწვეულია ლექციების წასაკითხად ჰარვარდის უნივერსიტეტში. უახლოეს ხანში კი მისი ხელმძღვანელობით შეიქმნება ახალი ამერიკული ინსტიტუტი.

ნანა ხიდეშელი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა