პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალების" პირველი კომენტარი პატარკაციშვილებთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების შემდეგ
"ნაციონალების" პირველი კომენტარი პატარკაციშვილებთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების შემდეგ

"ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" აცხა­დე­ბენ, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახ­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ში უკა­ნო­ნო და უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რია.

ყო­ფი­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლო პარ­ტია აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას სპე­კუ­ლა­ცი­ად მი­იჩ­ნევს.

"კი­დევ ერთხელ, ეს არის სპე­კუ­ლა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. შე­გიძ­ლი­ათ, ნე­ბის­მი­ერ იუ­რისტს ჰკი­თხოთ, რომ მო­რი­გე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­სა და მო­ქა­ლა­ქეს შო­რის, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს უჩი­ვის, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრაქ­ტი­კაა. ეს სა­კი­თხი სხვა ფი­ნან­სურ სა­კი­თხებს ეხე­ბა - პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახს სა­ჩი­ვა­რი შე­ტა­ნი­ლი ჰქონ­და სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლო­ში, ითხოვ­და 400 მი­ლი­ო­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას და 400 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ზი­ა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ან პარ­ტი­ას კი არ მი­ად­გე­ბო­და, არა­მედ ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს და მო­ქა­ლა­ქე­ებს. ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩათ­ვა­ლა, რომ ზი­ა­ნი ამ­ხე­ლა არ ყო­ფი­ლი­ყო და ბუ­ნებ­რი­ვია, მო­რი­გე­ბა მოხ­და მხა­რეს­თან - ოჯახ­თან და მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მათ შო­რის ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გარ­კვე­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი გა­და­ე­ცა ოჯახს", - აცხა­დებს აკა­კი მი­ნაშ­ვი­ლი.

სერ­გო რა­ტი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თა­რი უუ­ნა­რო­ბის გა­და­ფარ­ვას".

"ამ­ჯე­რად მან ამ მიზ­ნე­ბი­სათ­ვის პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე გა­მო­ი­ყე­ნა, რაც არ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­რი­გე­ბა სა­ხელ­მე­წო­ფო­სა და კერ­ძო პირს შო­რის", - აღ­ნიშ­ნა რა­ტი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლებს ერთ-ერთ ქო­ნე­ბას დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ექ­მნე­ბა პრობ­ლე­მა, რაც რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­ულ ქარ­ხა­ნას უკავ­შირ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"ნაციონალების" პირველი კომენტარი პატარკაციშვილებთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების შემდეგ

"ნაციონალების" პირველი კომენტარი პატარკაციშვილებთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების შემდეგ

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში უკანონო და უჩვეულო არაფერია.

ყოფილი სახელისუფლო პარტია აღნიშნულ თემაზე იუსტიციის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას სპეკულაციად მიიჩნევს.

"კიდევ ერთხელ, ეს არის სპეკულაცია ხელისუფლების მხრიდან. შეგიძლიათ, ნებისმიერ იურისტს ჰკითხოთ, რომ მორიგება სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის, რომელიც სახელმწიფოს უჩივის, ჩვეულებრივი სამართლებრივი პრაქტიკაა. ეს საკითხი სხვა ფინანსურ საკითხებს ეხება - პატარკაციშვილის ოჯახს საჩივარი შეტანილი ჰქონდა საარბიტრაჟო სასამართლოში, ითხოვდა 400 მილიონის ანაზღაურებას და 400 მილიონიანი ზიანი ხელისუფლებას ან პარტიას კი არ მიადგებოდა, არამედ ზიანი მიადგებოდა სახელმწიფოს, სახელმწიფო ბიუჯეტს და მოქალაქეებს. ამიტომ სახელმწიფომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ზიანი ამხელა არ ყოფილიყო და ბუნებრივია, მორიგება მოხდა მხარესთან - ოჯახთან და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მათ შორის ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეული კომპანიები გადაეცა ოჯახს", - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ "ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი უუნარობის გადაფარვას".

"ამჯერად მან ამ მიზნებისათვის პატარკაციშვილების ოჯახთან დაკავშირებული საქმე გამოიყენა, რაც არ არის განსაკუთრებული და არის ჩვეულებრივი მორიგება სახელმეწოფოსა და კერძო პირს შორის", - აღნიშნა რატიანმა.

მისივე თქმით, პატარკაციშვილებს ერთ-ერთ ქონებას დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ექმნება პრობლემა, რაც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა