პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილი: არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება
ღარიბაშვილი: არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება

არა­ვის სჭირ­დე­ბა მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბა, ის ძა­ლი­ან კარ­გად ზის და კარ­გად იჯ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

საკ­ნი­დან გა­ტა­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას პრე­მი­ერ­მა პრო­ვო­კა­ცია და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი, კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია უწო­და.

მისი თქმით, სხვა­თა­შო­რის სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ემ­თხვა კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფი­ნან­სე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა და თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა არა მხო­ლოდ კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფი­ნან­სე­ბი იყო, არა­მედ სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

"ჩვენ მა­შინ გა­მოვ­თქვით მო­საზ­რე­ბა, რომ ბა­ტო­ნი მე­რა­ბიშ­ვი­ლი აშან­ტა­ჟებ­და, ან შე­საძ­ლოა ჰქონ­და მცდე­ლო­ბა სა­კუ­თა­რი გუნ­დის წევ­რე­ბი და პირ­ველ რიგ­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და­ე­შან­ტა­ჟე­ბი­ნა. ეს იყო კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­გეგ­მი­ლი კამ­პა­ნია ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ. მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­ი­ტა­ცეს და ა.შ. არა­ვის არ სჭირ­დე­ბა მისი გა­ტა­ცე­ბა, ის ძა­ლი­ან კარ­გად ზის და კარ­გად იჯ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ზარ სუ­ბა­რის მიერ გა­კე­თე­ბულ შე­ფა­სე­ბას და გე­ნინ­სპექ­ცი­ის დას­კვნას, პრე­მი­ერ­მა არ იცის, ამა­ზე რა­ტომ არ­სე­ბობს კი­თხვე­ბი და რა­ტომ არ არის ეს დას­კვნა კომ­პე­ტენ­ტუ­რი.

მისი თქმით, თუ ვინ­მეს აქვს დარ­ჩე­ნი­ლი კი­თხვა შე­უძ­ლია გა­ე­სა­უბ­როს სუ­ბა­რის უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ისი­ნი დე­ტა­ლუ­რად გა­ა­კე­თე­ბენ გან­მარ­ტე­ბას.

"მე, პი­რა­დად, არ მაქვს არა­ვი­თა­რი დარ­ჩე­ნი­ლი კი­თხვა ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. ვენ­დო­ბი ამ შე­ფა­სე­ბას და დას­კვნას და მე ვფიქ­რობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არ აქვს რა­ი­მე კი­თხვა", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ღარიბაშვილი: არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება

ღარიბაშვილი: არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება

არავის სჭირდება მერაბიშვილის გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

საკნიდან გატაცებასთან დაკავშირებით მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პრემიერმა პროვოკაცია და ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული ბინძური კამპანია უწოდა.

მისი თქმით, სხვათაშორის საინტერესოდ დაემთხვა კეზერაშვილის ფინანსების გამომზეურება და თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს შეიძლება არა მხოლოდ კეზერაშვილის ფინანსები იყო, არამედ სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან იყოს დაკავშირებული.

"ჩვენ მაშინ გამოვთქვით მოსაზრება, რომ ბატონი მერაბიშვილი აშანტაჟებდა, ან შესაძლოა ჰქონდა მცდელობა საკუთარი გუნდის წევრები და პირველ რიგში ყოფილი პრეზიდენტი დაეშანტაჟებინა. ეს იყო კარგად ორგანიზებული დაგეგმილი კამპანია ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ. მერაბიშვილი გაიტაცეს და ა.შ. არავის არ სჭირდება მისი გატაცება, ის ძალიან კარგად ზის და კარგად იჯდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ამ ფაქტთან დაკავშირებით სოზარ სუბარის მიერ გაკეთებულ შეფასებას და გენინსპექციის დასკვნას, პრემიერმა არ იცის, ამაზე რატომ არსებობს კითხვები და რატომ არ არის ეს დასკვნა კომპეტენტური.

მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს დარჩენილი კითხვა შეუძლია გაესაუბროს სუბარის უწყების წარმომადგენლებს და ისინი დეტალურად გააკეთებენ განმარტებას.

"მე, პირადად, არ მაქვს არავითარი დარჩენილი კითხვა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ვენდობი ამ შეფასებას და დასკვნას და მე ვფიქრობ, საზოგადოების უმრავლესობას არ აქვს რაიმე კითხვა", - აღნიშნა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა