პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარცხალაძე პროკურორზე, რომელმაც შიშველი კოლეგა ფოტოშოპში ცხენთან სექსუალურ კონტაქტისას ასახა
ფარცხალაძე პროკურორზე, რომელმაც შიშველი კოლეგა ფოტოშოპში ცხენთან სექსუალურ კონტაქტისას ასახა

ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე გა­ზეთ "პრა­იმ ტა­იმ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი მის წი­ნა­აღ­მდეგ მო­რიგ ბრალ­დე­ბებს "აა­გო­რე­ბენ". კერ­ძოდ, მისი თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნდა ელო­დეს ხმე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, თით­ქოს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო და ბიშ­კეკ­ში მკურ­ნა­ლობ­და.

ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ერთ-ერთი პრო­კუ­რო­რის, ნო­დარ ნო­ზა­ძის ირ­გვლივ ატე­ხილ სკან­დალ­ზე და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მომ­ხდარ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზეც ისა­უბ­რა.

ამო­ნა­რი­დი "პრა­იმ ტა­ი­მის­თვის" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

-სად გა­აგ­რძე­ლებთ საქ­მი­ა­ნო­ბას?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არ­სად ვმუ­შა­ობ. შევ­ხე­დავ, და­ვე­ლო­დე­ბი მოვ­ლე­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ­სე­ბობს გუნ­დი, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით, მათ არა­ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მის გახ­სნა შე­უძ­ლი­ათ და ეს მათ და­ამ­ტკი­ცეს. ახლა, სამ­წუ­ხა­როდ, ამ გუნ­დის მი­სა­მარ­თი­თაც გორ­დე­ბა ბინ­ძუ­რი პი­ა­რი. ხალ­ხი, რო­მე­ლიც არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, დღეს ათას სი­სუ­ლე­ლე­ზე სა­უბ­რობს. ამ პრო­კუ­რო­რებს ელე­მენ­ტა­რუ­ლი ცოდ­ნის დონე არ ჰქონ­დათ.

მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთი პრო­კუ­რო­რი, თუ არ ვცდე­ბი ნო­ზა­ძე, ამ­ბობ­და, რომ ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მე მე­ბა­რა და იმ საქ­მის­თვის რომ ჩა­მო­ვე­ცი­ლე­ბი­ნე იმი­ტომ გა­მიშ­ვეს. მე რომ მი­ვე­დი, იმ სა­ღა­მოს ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. ამ ნო­ზა­ძემ ერთ-ერთი პრო­კუ­რო­რი და­ხა­ტა ფო­ტო­შოპ­ში შიშ­ვე­ლი, უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, თით­ქოს ცხე­ნი მას­თან სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას ამ­ყა­რებ­და. ეს რომ იმ პრო­კუ­რორ­მა ნახა, ვინც სუ­რათ­ზე იყო და­ხა­ტუ­ლი, გა­გიჟ­და, ასა­კო­ვა­ნი კა­ცია... დღეს, ასე­თი ადა­მი­ა­ნი რომ დიდ საქ­მე­ებს აკე­თებ­და და მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ბო­ტა­ჟის ნიშ­ნებს ხე­დავს, უბ­რა­ლოდ, სა­სა­ცი­ლოა. ეს ერთ-ერთი მცი­რე­დი ფაქ­ტია.

ჩემ დროს 12 მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გა­ვუშ­ვით პრო­კუ­რა­ტუ­რის რი­გე­ბი­დან, პირ­და­პირ ვა­ცხა­დებ და ამას ყო­ველ­თვის გა­ვი­მე­ო­რებ, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ად­გი­ლი არა თუ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, არა­ნა­ირ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში, რი­გით თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზეც კი არ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ამ უინ­ტე­რე­სო და უში­ნა­არ­სო ხალ­ხს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით ატ­რი­ა­ლებ­დნენ. მე ვიცი, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი, მათ შეს­წევთ გა­მო­ძი­ე­ბის უნა­რი და და­ამ­ტკი­ცეს კი­დეც თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. ამი­ტომ­ცა, ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი.

წყა­რო: "პრა­იმ ტა­ი­მი"

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "ნა­ცე­ბი" აპი­რე­ბენ აა­გო­რონ, თით­ქოს ნარ­კო­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვი­ყა­ვი და ბიშ­კეკ­ში ვმკურ­ნა­ლობ­დი - ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­დად­გო­მის შემ­დეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ფარცხალაძე პროკურორზე, რომელმაც შიშველი კოლეგა ფოტოშოპში ცხენთან სექსუალურ კონტაქტისას ასახა

ფარცხალაძე პროკურორზე, რომელმაც შიშველი კოლეგა ფოტოშოპში ცხენთან სექსუალურ კონტაქტისას ასახა

ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, რომ უახლოეს მომავალში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მის წინააღმდეგ მორიგ ბრალდებებს "ააგორებენ". კერძოდ, მისი თქმით, საზოგადოება უნდა ელოდეს ხმების გავრცელებას, თითქოს ოთარ ფარცხალაძე ნარკოდამოკიდებული იყო და ბიშკეკში მკურნალობდა.

ამავე ინტერვიუში ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ერთ-ერთი პროკურორის, ნოდარ ნოზაძის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე და პროკურატურაში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების დეტალებზეც ისაუბრა.

ამონარიდი "პრაიმ ტაიმისთვის" მიცემული ინტერვიუდან:

-სად გააგრძელებთ საქმიანობას?

- ჯერჯერობით არსად ვმუშაობ. შევხედავ, დაველოდები მოვლენებს. პროკურატურაში არსებობს გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური პროფესიონალებით, მათ არაერთი სერიოზული საქმის გახსნა შეუძლიათ და ეს მათ დაამტკიცეს. ახლა, სამწუხაროდ, ამ გუნდის მისამართითაც გორდება ბინძური პიარი. ხალხი, რომელიც არაკვალიფიციურობის გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან, დღეს ათას სისულელეზე საუბრობს. ამ პროკურორებს ელემენტარული ცოდნის დონე არ ჰქონდათ.

მაგალითად, ერთ-ერთი პროკურორი, თუ არ ვცდები ნოზაძე, ამბობდა, რომ ერთ-ერთი სერიოზული საქმე მებარა და იმ საქმისთვის რომ ჩამოვეცილებინე იმიტომ გამიშვეს. მე რომ მივედი, იმ საღამოს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მთავარ პროკურატურაში. ამ ნოზაძემ ერთ-ერთი პროკურორი დახატა ფოტოშოპში შიშველი, უხერხულ სიტუაციაში, თითქოს ცხენი მასთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებდა. ეს რომ იმ პროკურორმა ნახა, ვინც სურათზე იყო დახატული, გაგიჟდა, ასაკოვანი კაცია... დღეს, ასეთი ადამიანი რომ დიდ საქმეებს აკეთებდა და მის გათავისუფლებაში საბოტაჟის ნიშნებს ხედავს, უბრალოდ, სასაცილოა. ეს ერთ-ერთი მცირედი ფაქტია.

ჩემ დროს 12 მაღალჩინოსანი გავუშვით პროკურატურის რიგებიდან, პირდაპირ ვაცხადებ და ამას ყოველთვის გავიმეორებ, ამ ადამიანების ადგილი არა თუ პროკურატურაში, არანაირ სახელმწიფო სამსახურში, რიგით თანამდებობებზეც კი არ შეიძლება არსებობდეს. სამწუხაროდ, დღეს ამ უინტერესო და უშინაარსო ხალხს ტელევიზიებით ატრიალებდნენ. მე ვიცი, რომ პროკურატურაში არიან პროფესიონალი კადრები, მათ შესწევთ გამოძიების უნარი და დაამტკიცეს კიდეც თავიანთი პროფესიონალიზმი. ამიტომცა, ვფიქრობ, რომ ყველა საქმე აუცილებლად მაღალკვალიფიციურ დონეზე იქნება გამოძიებული.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

ასევე დაგაინტერესებთ: "ნაცები" აპირებენ ააგორონ, თითქოს ნარკომომხმარებელი ვიყავი და ბიშკეკში ვმკურნალობდი - ოთარ ფარცხალაძის პირველი ინტერვიუ გადადგომის შემდეგ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა