პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრები დატუქსა
ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრები დატუქსა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის წევ­რებს კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის წარ­დგე­ნამ­დე, უწყე­ბებს მეტი კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და სა­კი­თხე­ბის შე­თან­ხმე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. აღ­ნიშ­ნულ­თა და­კავ­ში­რე­ბით ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დღეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. იგი და­ინ­ტე­რეს­და "სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში" და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კი­თხით და ფი­ნანსთა მი­ნისტრს ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ ჰკი­თხა.

ნო­დარ ხა­დურ­მა გან­მარ­ტა, რომ ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­დებ­ლო­ბით, სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ზე ზოგ უწყე­ბებს მი­უწ­ვდე­ბა ხელი, ზოგს - არა.

"მა­გა­ლი­თად ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს აინ­ტე­რე­სებს ინ­ფორ­მა­ცია კონ­კრე­ტუ­ლი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რის შე­მო­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ ამის მი­ხედ­ვით მათ გა­ა­ტა­რონ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. პი­რო­ბი­თად, პირ­ველ რიგ­ში მის­ცენ თუ არა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბი. სამ­თავ­რო­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ნა­წილს აქვს წვდო­მა ნა­წილს - არა", - აღ­ნიშ­ნა ხა­დურ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ უწყე­ბას, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ უნდა მი­ა­წო­დოს.

"ვი­საც სჭირ­დე­ბათ, მი­ა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია და თუ არ ჭირ­დე­ბათ, რა­ტომ უნდა გას­ცეთ? ერ­თმა­ნეთს შე­უ­თანხდით ხოლ­მე და მერე გა­ა­კე­თეთ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა, ვი­საც არ ეზა­რე­ბა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის ცვლი­ლე­ბას აკე­თებს", - აღ­ნიშ­ნა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ პარ­ლა­მენტს სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მუხ­ლის შეც­ვლის ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­მარ­თა. კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბი­თი ბა­რა­თის მი­ხედ­ვით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რია ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­გა­და­სახ­დო ორ­გა­ნოს უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის შე­სა­ხებ სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ან გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­დას­ცეს მთავ­რო­ბას, ყვე­ლა სა­მი­ნის­ტროს, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნოს, სა­ხალ­ხო დამ­ცველს, და სხვა, კა­ნო­ნით დად­გე­ნილ სუ­ბი­ექ­ტებს, რაც, პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, "კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის" შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

"სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სი" სა­დღე­ი­სოდ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნოს მხრი­დან სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მას ზო­გა­დად, "სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ზე", "სა­ქარ­თვე­ლოს სა­მი­ნის­ტრო­ზე", რო­გორც ეს პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბულ პრო­ექ­ტში წე­რია.

ამას­თან, მოქ­მე­დი კა­ნო­ნი მი­უ­თი­თებს, რა შემ­თხვე­ვა­ში, რა მიზ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ი­დუმ­ლოს გა­ცე­მა. მა­გა­ლი­თად, მოქ­მე­დი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნოს უფ­ლე­ბა აქვს, ცალ­კე­უ­ლი გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის შე­სა­ხებ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­დას­ცეს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მის თა­ნამ­შრომ­ლებს და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი და­ვე­ბის გან­ხილ­ვის საბ­ჭოს წევ­რებს – ამ პირ­თა მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით; სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს − მათ წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით; სა­სა­მარ­თლოს – სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­სა­ზღვრის მიზ­ნით, აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს - "სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და ასე შემ­დეგ.

სა­კი­თხის გან­ხილ­ვას პარ­ლა­მენ­ტი სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე და­ი­წყებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრები დატუქსა

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრები დატუქსა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებს კანონპროექტების წარდგენამდე, უწყებებს მეტი კოორდინაციისა და საკითხების შეთანხმებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულთა დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. იგი დაინტერესდა "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების საკითხით და ფინანსთა მინისტრს ინიცირებული კანონპროექტის შესახებ ჰკითხა.

ნოდარ ხადურმა განმარტა, რომ ამჟამად არსებული კანონდებლობით, საგადასახადო საიდუმლოებაზე ზოგ უწყებებს მიუწვდება ხელი, ზოგს - არა.

"მაგალითად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აინტერესებს ინფორმაცია კონკრეტული იძულებით გადაადგილებული პირის შემოსავლების შესახებ, რომ ამის მიხედვით მათ გაატარონ ღონისძიებები. პირობითად, პირველ რიგში მისცენ თუ არა საცხოვრებელი ფართები. სამთავრობო დაწესებულების ნაწილს აქვს წვდომა ნაწილს - არა", - აღნიშნა ხადურმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებას, რომელსაც სჭირდება ინფორმაცია, ფინანსთა სამინისტრომ უნდა მიაწოდოს.

"ვისაც სჭირდებათ, მიაწოდეთ ინფორმაცია და თუ არ ჭირდებათ, რატომ უნდა გასცეთ? ერთმანეთს შეუთანხდით ხოლმე და მერე გააკეთეთ კანონპროექტის ინიცირება, ვისაც არ ეზარება, კანონპროექტის ცვლილებას აკეთებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული მუხლის შეცვლის ინიციატივით მიმართა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

კანონპროექტის მიხედვით, საგადასახდო ორგანოს უფლება ეძლევა, გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების ან გადასახადის გადამხდელის თანხმობის გარეშე გადასცეს მთავრობას, ყველა სამინისტროს, სამართალდამცავ ორგანოს, სახალხო დამცველს, და სხვა, კანონით დადგენილ სუბიექტებს, რაც, პროექტის მიხედვით, "კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის" შეიძლება მოხდეს.

"საგადასახადო კოდექსი" სადღეისოდ არ ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს მხრიდან საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცემას ზოგადად, "საქართველოს მთავრობაზე", "საქართველოს სამინისტროზე", როგორც ეს პარლამენტში ინიცირებულ პროექტში წერია.

ამასთან, მოქმედი კანონი მიუთითებს, რა შემთხვევაში, რა მიზნებით შეიძლება მოხდეს საგადასახადო საიდუმლოს გაცემა. მაგალითად, მოქმედი კანონის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – ამ პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; სამართალდამცავ ორგანოებს − მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით; სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს - "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში და ასე შემდეგ.

საკითხის განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა