პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ხვდება ახალ წელს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი
როგორ ხვდება ახალ წელს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი

რო­გორ ცხოვ­რო­ბენ სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ვე­ლი პი­რე­ბი, რა გზა გა­მო­ი­ა­რეს მა­ღა­ლი პოს­ტის და­კა­ვე­ბამ­დე, ვინ არი­ან მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ვის­თან მე­გობ­რო­ბენ - ის კი­თხვე­ბია, რომ­ლე­ბიც ხალ­ხს აინ­ტე­რე­სებს. ეს ინ­ტე­რე­სი უფრო დი­დია, როცა საქ­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულ ახალ პი­როვ­ნე­ბას ეხე­ბა. ამი­ტო­მაც ბუ­ნებ­რი­ვია, მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­მართ. ამ­ჯე­რად ბა­ტონ პრე­მი­ერ­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. სა­მა­გი­ე­როდ, მის­მა სი­მამრმა - თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვილ­მა გვი­მას­პინ­ძლა და ქა­ლიშ­ვი­ლი­სა და სი­ძის შე­სა­ხებ ზო­გი­ერ­თი "სა­ი­დუმ­ლოც" გაგ­ვიმ­ხი­ლა.

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, გი­ლო­ცავთ შობა-ახალ წელს! გა­სუ­ლი 2013 წელი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო თქვე­ნი ოჯა­ხის­თვის. თქვე­ნი სიძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და, მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლი, ნა­თია გა­ა­თხო­ვეთ... ვინ იყო თქვე­ნი მეკვლე და წელ­საც ის ხომ არ და­პა­ტი­ჟეთ?

- მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვუ­ლო­ცო შობა-ახა­ლი წელი! ჩვე­ნი ოჯა­ხის მეკვლე­ე­ბი ყო­ველ­თვის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, ირაკ­ლი­სა და ნუ­ნუ­კას შვი­ლე­ბი - ნი­კო­ლო­ზი და პა­ტა­რა ან­დრია არი­ან. ნი­კო­ლო­ზი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ბავ­შვია, ჩემს ცი­ხე­ში ყოფ­ნას გა­ნიც­დი­და და შარ­შან, 2013 წელს თოვ­ლის პა­პას ასე­თი წე­რი­ლი მის­წე­რა: "თოვ­ლის პაპა, ძა­ლი­ან გთხოვ, ჩემი პაპა არას­დროს და­ი­ჭი­რო". 2013 წელი რომ დად­გა, ცი­ხი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი და მთე­ლი ოჯა­ხი გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო. მათ ძა­ლი­ან დიდი სტრე­სი გა­და­ი­ტა­ნეს. 2013 წელს ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს მოს­ვლა ახალ­მა სი­ძემ, ლე­ვან­მა და­ას­წრო და ის იყო ჩვე­ნი მეკვლე.

- სა­სი­ძოს ფეხი კარ­გი აღ­მოჩ­ნდა, არა?

- ძა­ლი­ან კარ­გი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი. ლე­ვან სა­მა­ლაშ­ვი­ლი მა­შინ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის, ნა­თი­ას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო და ოჯახ­ში ჩემს გა­საც­ნო­ბად მო­ვი­და. დღეს ისი­ნი ცოლ-ქმა­რი არი­ან.

- ასე მო­იქ­ცა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც, ისიც თქვენს გა­საც­ნო­ბად პირ­და­პირ სახ­ლში მო­ვი­და. მა­შინ გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბა, პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რა­ლი ბრძან­დე­ბო­დით. სა­სი­ძო­ებ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი წი­ნას­წარ გამ­ზა­დებ­დნენ?

- არა. მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ირაკ­ლის სტუმ­რო­ბა, ჩემს ქა­ლიშ­ვილს არა­ფე­რი უთ­ქვამს. ნუ­ნუ­კა 19 წლის იყო მა­შინ. ირაკ­ლი მარ­ტო მო­ვი­და ჩემს გა­საც­ნო­ბად. გა­მიკ­ვირ­და, ასე თა­მა­მად რომ შე­მო­ვი­და. მა­შინ საი-ს (სა­ხელ­მწი­ფო ავ­ტო­ინ­სპექ­ცი­ის) უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი. ისე, ვი­ცო­დი, ერ­თმა­ნეთს რომ ხვდე­ბოდ­ნენ, ამას ვერ გა­მო­მა­პა­რებ­დნენ... მა­მა­ჩე­მი ცო­ცხა­ლი იყო მა­შინ და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლებ­მა გა­დავ­ხე­დეთ ერ­თმა­ნეთს. ირაკ­ლიმ პირ­და­პირ მი­თხრა, თქვე­ნი გოგო მიყ­ვარ­სო. მერე ნუ­ნუ­კას და­ვუ­ძა­ხე, იმ იმე­დით, რომ "არას" იტყო­და და ამ ბი­ჭ­საც ასე გა­ვის­ტუმ­რებ­დი... ნუ­ნუ­კას ვუ­თხა­რი, - აგერ მო­სუ­ლია და შენ რას იტყვი-მეთ­ქი? გა­ჩუმ­და... გა­სა­გე­ბი იყო ყვე­ლა­ფე­რი. გავ­შა­ლეთ პურ­მა­რი­ლი და გაც­ნო­ბა ასე აღ­ვნიშ­ნეთ... ახა­ლი სიძე, ლე­ვა­ნიც პირ­და­პირ მო­ვი­და სახ­ლში ჩემს გა­საც­ნო­ბად. ნა­თი­აც იუ­რის­ტია და ლე­ვა­ნიც. იგი სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობ­და. იმ სა­ში­ნელ პე­რი­ოდ­ში გა­იც­ნო ნა­თი­ამ, როცა მე ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი გა­მო­კე­ტი­ლი. მა­შინ ჩვე­ნი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბიც ში­შით არ გვე­სალ­მე­ბოდ­ნენ, ყვე­ლას "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ეში­ნო­და. ლე­ვა­ნი კი ნა­თი­ას სულ გვერ­დით ედგა, შე­უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი. ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ბი­ჭია. როცა შვი­ლებს უყ­ვართ, მამა ამას გა­გე­ბით უნდა შეხ­ვდეს. ჩემს შვი­ლებ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ბედ­ნი­ე­რი კაცი ვარ: მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ, მა­ი­ამ 4 შვი­ლი გავ­ზარ­დეთ - ნუ­ნუ­კა, ნა­თია, ალექ­სან­დრე და მა­რი­ა­მი. ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი გვაქვს. ჩემი შვი­ლე­ბი ეკ­ლე­სი­უ­რად გა­ი­ზარ­დნენ. ირაკ­ლიც ძა­ლი­ან მორ­წმუ­ნეა. ადა­მი­ანს თუ გინ­და, ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი გქონ­დეს, სუ­ლი­ე­რად, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად და ფი­ზი­კუ­რად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი უნდა იყო. ორი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, - ნი­კო­ლო­ზი და ან­დრია. ნი­კო­ლო­ზი ფრან­გულ სკო­ლა­ში და­დის, ან­დრია ბაღ­შია. ძა­ლი­ან კარ­გე­ბი არი­ან, ხში­რად დამ­ყავს სა­სე­ირ­ნოდ. ზა­ფხუ­ლო­ბით მე და ნი­კო­ლო­ზი სა­ვარ­ჯი­შო­დაც ერ­თად დავ­დი­ვართ. ჩემ­თან ერ­თად დარ­ბის. ახლა ცივა და ამი­ტომ მხო­ლოდ ცურ­ვა­ზე და­დი­ან ბავ­შვე­ბი.

- რო­გორ შეხ­ვდით სი­ძის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მძი­მედ, რად­გან ეს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მით უმე­ტეს - ამ შუბლძარ­ღვგა­წყვე­ტილ არა­კა­ცებ­ში... ირაკ­ლის გო­ნი­ე­რე­ბის, მისი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მჯე­რა, შეც­დო­მა შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად და­უშ­ვას, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე ტვირ­თია. არ ვი­ცო­დი, რომ ნიშ­ნავ­დნენ, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კუ­რი გათ­ვლე­ბით იყო მო­ლო­დი­ნი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ირაკ­ლი და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა ბა­ტონ ბი­ძი­ნას. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გაზ­რდი­ლია ირაკ­ლი და კარ­გად იცის მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია. თუ ადა­მი­ანს არ აქვს სა­თა­ნა­დო რე­სურ­სი, ინ­ტე­ლექ­ტი, ერ­თგუ­ლე­ბა, არ არის თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე, ისე არა­ვის ნიშ­ნავს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

- რო­დის და­ი­წყო ირაკ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნას­თან?

- ზუს­ტად სად გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი, არ ვიცი. 8-9 წე­ლია, ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ. ირაკ­ლის საფ­რან­გეთ­ში სწავ­ლის პე­რი­ო­დი­დან მო­დის ეს ურ­თი­ერ­თო­ბა. იყო რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი "ქარ­თუ­ში", მერე გა­და­იყ­ვა­ნა სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ბი­ძი­ნა ყვე­ლა­ფერს ხე­დავს, მოვ­ლე­ნაა. ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ვერ და­ა­მარ­ცხებ­და. არა­ვის სჯე­რო­და მათი და­მარ­ცხე­ბის, მაგ­რამ ხე­დავთ, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა? მარ­ტო სა­მე­ბის ტა­ძა­რი კმა­რა იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია. მა­შინ არა­ვინ იც­ნობ­და. ამ ერ­თმა კაც­მა გა­და­არ­ჩი­ნა შიმ­შილს ქარ­თვე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია, სპორ­ტსმე­ნე­ბი, კულ­ტუ­რა. იცით, რაში დავ­რწმუნ­დი? ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნის აზ­რებ­საც კი­თხუ­ლობს. შვი­ლებს გე­ფი­ცე­ბით, ხვალ რომ გა­და­ა­ყე­ნოს ირაკ­ლი, მას­ზე უფრო მეტ კარ­გს ვი­ლა­პა­რა­კებ. თუ არას­წო­რი ნა­ბი­ჯე­ბით ივ­ლის ირაკ­ლი, ბი­ძი­ნა აუ­ცი­ლებ­ლად ჩად­გე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­ში და შე­ეც­დე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნოს ის ადა­მი­ა­ნი, ვინც სწორ გზა­ზე ივ­ლის, - ამა­ზე ორი აზრი არ არ­სე­ბობს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის თა­ნამ­დე­ბო­ბა არა­ფერს წარ­მო­ად­გენს, მან ასე აღ­ზარ­და ირაკ­ლიც. ჩემი სიძე კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი, მარ­თა­ლი კა­ცია. ეკ­ლე­სი­უ­რია, ადრე სტი­ქა­რო­სა­ნიც იყო. უში­შა­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ინ­ტე­ლექ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი. ირაკ­ლი ქი­ზი­ყე­ლია. სა­ერ­თოდ, ქი­ზი­ყე­ლე­ბი ერ­თგუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. უსა­ზღვროდ უყ­ვარს თა­ვი­სი ცოლ-შვი­ლი. ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტს მის­დევს, საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მო­დი­ო­და, კიკ-ბოქ­სინ­გში, ისე­თი მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო. ძა­ლი­ან ძლი­ე­რია ფი­ზი­კუ­რად, 3-4 კაცს გა­ლა­ხავს, თუმ­ცა ჩხუ­ბი არ უყ­ვარს.

- რო­გო­რია მისი დღის რე­ჟი­მი? ახ­ლაც ვარ­ჯი­შობს?

- ახ­ლაც ყო­ველ დი­ლით ვარ­ჯი­შობს. ერთი ოთა­ხი აქვს მო­წყო­ბი­ლი სა­ვარ­ჯი­შოდ. ეს მისი ცხოვ­რე­ბის წე­სია. ქარ­თვე­ლი კა­ცია და თუ სტუ­მა­რი მო­ვი­და, 2-3 ჭი­ქას და­ლევს. სა­ერ­თოდ, ჯან­მრთე­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს.

- სამ­წუ­ხა­როდ, ირ­აკ­ლის მშობ­ლე­ბი მე­დი­ას­თან არ კონ­ტაქ­ტო­ბენ. რას იტყვით თქვენს მძახ­ლებ­ზე?

- ძა­ლი­ან კარ­გი მშობ­ლე­ბი ჰყავს. დედა, მა­რი­ნა ყო­რა­ნაშ­ვი­ლი პე­და­გო­გია, მა­მა­მი­სი ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ობ­და და "რა­ი­კავ­ში­რის" თავ­მჯდო­მა­რე იყო. მერე ბიზ­ნე­სიც ჰქონ­და.

- ანუ მის ოჯახს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არა­სო­დეს უჭირ­და?

- 90-იან წლებ­ში, როცა ყვე­ლა­ფე­რი აი­რია ქვე­ყა­ნა­ში, მა­თაც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ, მაგ­რამ ირაკ­ლი სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი იყო და ამი­ტომ ოჯახ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ შვილს სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ღო. ოჯა­ხე­ბით ძა­ლი­ან ახ­ლოს ვართ ერ­თმა­ნეთ­თან. ირაკ­ლის მშობ­ლე­ბი კა­ხეთ­ში ცხოვ­რო­ბენ და ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს.

- სა­ნამ და­ნა­თე­სავ­დე­ბო­დით, ალ­ბათ იც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, ერთ რა­ი­ონ­ში ხართ...

- ჩემი სახ­ლი­დან 300-400 მეტრში ცხოვ­რო­ბენ. მი­სალ­მე­ბით ვიც­ნობ­დი, რო­გორც რა­ი­ონ­ში ყვე­ლა მცხოვ­რებს. დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში ვცხოვ­რობთ ორი­ვე.

- ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

- ირაკ­ლის მამა სო­ფელ დე­დოფ­ლის­წყა­როს გამ­გე­ბე­ლია. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო მა­ნამ, სა­ნამ ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებ­და. მერე მე და­მი­ჭი­რეს და ირაკ­ლის მა­მა­მაც სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა. ისიც ჩა­ერ­თო "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" ბრძო­ლა­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ და­უბ­რუნ­და თა­ვის სამ­სა­ხურს... მათ­ზეც ხდე­ბო­და ზე­წო­ლა. სახ­ლთან ასა­ფეთ­ქე­ბელ ნივ­თი­ე­რე­ბებს უყ­რიდ­ნენ, ათას პრო­ვო­კა­ცი­ას უწყობ­დნენ, ქუ­ჩა­ში მან­ქა­ნით ვერ და­დი­ო­და. ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ე­ბი გა­მო­ი­ა­რეს, არა­ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე ჩემ­მა ოჯახ­მა. ამის შემ­დეგ კი­დევ გა­მო­დი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი", შუბ­ლის ძარ­ღვგა­წყვე­ტი­ლე­ბი, და უსინ­დი­სოდ სა­უბ­რო­ბენ. ში­ნა­გა­ნი ინ­ტე­ლექ­ტის დე­ფი­ცი­ტი აქვთ მათ. იმის ნაც­ვლად, რომ ბო­დი­ში მო­უ­ხა­დონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ჩუ­მად იყ­ვნენ, კი­დევ ყა­ყა­ნე­ბენ. უგუ­ლა­ვამ 47 მი­ლი­ო­ნი გაფ­ლან­გა და ამ­დენს ყა­ყა­ნებს!.. ან სხვებს შე­ხე­დეთ: უსინ­დი­სოდ ლა­პა­რა­კო­ბენ ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე, გიგა ბო­კე­რია, ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი - რო­მე­ლი ერთი ჩა­მოვ­თვა­ლო?!.

- ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ში ერე­ვით. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე მარ­თლა თქვე­ნი ნათ­ლუ­ლია?

- ეს ტყუ­ი­ლია. ვინც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. თუ ნა­დი­რაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, იმა­თაც და­ნიშ­ნა­ვენ. მაგ­რამ ესე­ნი ავან­ტი­უ­რის­ტე­ბი არი­ან. თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის არ ეში­ნი­ათ, რომ ამ­დენ ტყუ­ილს ამ­ბო­ბენ?! ეს ხომ მათ წინ დახ­ვდე­ბათ! ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე არ არის ჩემი ნათ­ლუ­ლი. მა­მა­მისს ვიც­ნობ­დი, მე შევ­ცვა­ლე ის კა­ხე­თის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე; მერე გივი ჭი­კა­ი­ძე თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და. მე ბევრ ადა­მი­ანს ვიც­ნობ და მისი შვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რომ და­ი­ნიშ­ნოს, მე რა შუ­ა­ში ვარ?! პო­ლი­ცი­ა­ში გა­ი­ზარ­დნენ ისი­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გახ­დნენ და და­ი­ნიშ­ნენ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე.

- ხომ არ გი­სა­უბ­რი­ათ თქვენს სი­ძეს­თან, რა ნიშ­ნით შე­არ­ჩია ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე? მისი ყვე­ლა მო­ად­გი­ლე კა­ხე­ლია; ამ­ბო­ბენ, შს სა­მი­ნის­ტრო "კა­ხუ­რი კლა­ნით" და­კომ­პლექტდაო. იც­ნობთ მის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს, ზე­დე­ლაშ­ვილს?

- მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და­ნიშ­ნა ალექ­სან­დრე. მას მე­უღ­ლეც პო­ლი­ცი­ე­ლი ჰყავს. ზე­დე­ლაშ­ვი­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და სის­ტე­მა­ში. ის ახ­ლა­ხან გა­მაც­ნეს. პა­ტა­რა­ო­ბის შემ­დეგ ალექ­სან­დრე ნა­ნა­ხი არ მყავ­და. კარ­გი ახალ­გაზ­რდაა. მე რამ­დე­ნი ბი­ძაშ­ვი­ლი და მა­მი­დაშ­ვი­ლი, ნა­თე­სა­ვი მყავს, იცით? ზემო მა­ჩხა­ა­ნი არის ჩემი დე­დუ­ლე­თი, ქვე­მო მა­ჩხა­ან­ში გა­ვი­ზარ­დე, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში ვცხოვ­რობ. ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბიც მე­უბ­ნე­ბი­ან, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად ვერ დამ­ნიშ­ნა­ვო? საქ­მე არ იცი­ან, ასე­თე­ბი არ უნდა იყ­ვნენ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და არც არი­ან. ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლიც ქი­ზი­ყე­ლი დე­და­კა­ცია და სულ გა­ი­ძა­ხის, თა­მა­ზაშ­ვი­ლის კლა­ნიო. მე ვიც­ნობ მის ნა­თე­სა­ვებს. ერთ-ერ­თმა მი­თხრა, - ირმა კვი­რა­ში ორ­ჯერ ჩა­მო­დის და გვა­ძა­ლებს შენ­ზე კომ­პრო­მა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბას, გვე­კი­თხე­ბა, ახლა მი­თხა­რით, თა­მა­ზაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ვინ რას აკე­თე­ბე­ნო? მო­ტო­ციკ­ლე­ტით დავ­დი­ვარ ხოლ­მე სა­ვარ­ჯი­შოდ და თურ­მე მათ­თან იმის გა­და­მოწ­მე­ბაც უც­დია, მარ­თლა დავ­დი­ვარ თუ არა მო­ტო­ციკ­ლე­ტით. რას გა­და­მე­კიდ­ნენ, მი­ხე­დონ თა­ვი­ანთ საქ­მეს.

- მო­ტო­ციკ­ლე­ტით და­დი­ხართ?

- "სუ­ძუ­კით" რა­ი­ონ­შიც დავ­დი­ვარ და თბი­ლის­შიც, როცა კუს ტბა­ზე სა­ვარ­ჯი­შოთ მივ­დი­ვარ, რა არის ამა­ში ცუდი? დი­ლის 6 სა­ათ­ზე ვდგე­ბი, მერე, ხან კუს ტბა­ზე, ხან ლი­სის ტბა­ზე ვვარ­ჯი­შობ. იქი­დან სა­ცუ­რა­ოდ აუზ­ზე დავ­დი­ვარ. თბი­ლის­ში კორ­პუ­სის ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ და აუზი არ მაქვს, კა­ხეთ­ში კი ვცუ­რავ ჩემს აუზ­ში... ათას სი­სუ­ლე­ლეს ამ­ბო­ბენ ჩემ­ზე, არა­და, 9 წელი კოშ­მა­რებ­ში გა­ვა­ტა­რე.

- ალ­ბათ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გთხოვთ სამ­სა­ხურს. მათ ეხ­მა­რე­ბით?

- ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­დის: ნაც­ნო­ბე­ბი, უც­ნო­ბე­ბი, პა­ტიმ­რე­ბი - ყვე­ლას სამ­სა­ხუ­რი უნდა. უკვე ნევ­რო­ზი დამ­მარ­თეს. ძი­რი­თა­დად, პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას მთხო­ვენ. ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, - მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ მინ­და, ინ­სპექ­ტო­რო­ბა ან სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე­ო­ბა მინ­და, უფ­რო­სო­ბას ხომ არ გთხო­ვო. მე ვინ ვარ, რომ მთხოვთ მა­გას, და­წე­რეთ გან­ცხა­დე­ბა და შე­ი­ტა­ნეთ შს კად­რებ­ში; თუ და­სა­ნიშ­ნი ხართ, დაგ­ნიშ­ნა­ვენ. კად­რებ­ში მე არ ვე­რე­ვი.

- ახა­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მი­სა­მარ­თით უამ­რა­ვი ბრალ­დე­ბა ის­მო­და. ის მარ­თლა თქვე­ნი სი­ძის შერ­ჩე­უ­ლი კად­რი იყო?

- ალ­ბათ. ფარ­ცხა­ლა­ძე წლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და სის­ტე­მა­ში და თუ ასე­თი დამ­ნა­შა­ვე იყო, თა­ვის დრო­ზე რა­ტომ არ გა­მო­იკ­ვლი­ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა", ახლა რომ ყვი­რი­ან?! მე ვიცი, რომ წე­სი­ე­რი კა­ცია, პი­რა­დად არ ვიც­ნობ. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ამ­წა­რეს და პა­სუ­ხი არ უნდა აგონ? დად­გე­ბა ის დრო, როცა ყვე­ლა პა­სუხს აგებს. ახლა მე­რა­ბიშ­ვი­ლი რომ ხმა­უ­რობს, და­ა­ვი­წყდა ვინ­მეს, მე­რა­ბიშ­ვი­ლი ვინ იყო? რომ გა­მო­დი­ან ბა­რა­მი­ძე, უგუ­ლა­ვა, ჯა­ფა­რი­ძე, მა­ლაშ­ხია და სხვე­ბი, აბა, გა­იხ­სე­ნონ, რას ამ­ბობ­დნენ ჩემ­ზე. თუნ­დაც ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი და ზო­დე­ლა­ვა. ისი­ნი არ იყ­ვნენ, მე რომ მაბ­რა­ლებ­დნენ ცი­ხე­ში იმ სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბის გა­და­ღე­ბას?! თით­ქოს გად­მო­ვი­ბი­რე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ვი­თომ კად­რე­ბი გა­და­ვა­ღე­ბი­ნე და ფული გა­და­ვუ­ხა­დე. ცო­ცხე­ბი გა­ა­კე­თე­ბი­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მაო, რომ ყვი­რო­და გა­რე­წა­რი სა­ა­კაშ­ვი­ლი და ზო­დე­ლა­ვა, ისი­ნი არ უნდა და­ი­ჭი­რონ?! სი­მარ­თლე გა­ირ­კვა, მაგ­რამ დღემ­დე არ მო­სუ­ლა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და არ და­ვუ­კი­თხავ­ვარ. ჩემი ლიკ­ვი­და­ცია უნ­დო­დათ!.. ახლა პა­სუ­ხი უნდა აგოს ყვე­ლამ: კალ­მა­ხე­ლი­ძემ, სა­ა­კაშ­ვილ­მა, ზო­დე­ლა­ვამ, ადე­იშ­ვილ­მა - ყვე­ლამ, ვინც ცილი დამ­წა­მა. პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მო­ვი­თხოვ, ამო­ი­ღონ ის კად­რე­ბი, სა­დაც მე მაბ­რა­ლებ­დნენ სა­ჯა­როდ და პა­სუ­ხი აგე­ბი­ნონ ყვე­ლა მათ­განს. შე­ტა­ნი­ლი მაქვს სა­ჩი­ვა­რი. მე­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­დენს რომ ლა­პა­რა­კობს, თქვას, რა­ტომ ჩა­მი­დო ია­რა­ღი! ეს არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი? ახლა ამ­ბობს სი­სუ­ლე­ლეს, - ცი­ხი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნეს, თავ­ზე რა­ღაც წა­მო­მაც­ვე­სო. ამას ვინ იზამ­და?! ავან­ტი­უ­რის­ტია მე­რა­ბიშ­ვი­ლი. ჩემი ნება რომ იყოს, ფე­ხე­ბით უნდა ჩა­მო­კი­დონ იგი, იმ­დე­ნი სა­ში­ნე­ლე­ბა აქვს ჩა­დე­ნი­ლი. ცი­ხე­ში წა­მალს მაძ­ლევ­დნენ, სის­ხლის გა­მა­ს­ქე­ლე­ბელს, რომ ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით მოვმკვდა­რი­ყა­ვი. ელექტრო­შო­კით მო­მაბ­რუ­ნეს. მი­თხა­რით, პა­სუ­ხი არ უნდა აგოს მო­სა­მარ­თლემ, რო­მელ­მაც გა­მო­მი­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი, პრო­კუ­რორ­მა გრი­გოლ ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სულ წით­ლდე­ბო­და, რომ შევ­ხე­დავ­დი? გრი­გო­ლამ­დე ჯერ არ მივ­სულ­ვართ. იმე­დია, მი­ვალთ და მო­სა­მარ­თლე არე­ვა­ძეც და­ის­ჯე­ბა უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნის­თვის.

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, წელს ვინ იყო თქვე­ნი მეკვლე? ირაკ­ლის სახ­ლში რო­გორ აღ­ნიშ­ნა­ვენ ახალ წელს?

- ახალ წელს ასე­თი ტრა­დი­ცი­აა: ირაკ­ლის მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში ჩა­მო­დი­ან და ერ­თად, ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ხვდე­ბი­ან. ჩვენც ჩვენს სახ­ლში ვხვდე­ბით და მერე იწყე­ბა გა­დას­ვლა-გად­მოს­ვლა ოჯა­ხებ­ში. ახალ წელს ჩვე­ნე­ბი ძი­რი­თა­დად, მარ­ხუ­ლო­ბენ და ამი­ტომ, უფრო ძვე­ლით ახალ წელს აღ­ვნიშ­ნავთ. დე­და­ჩე­მი შო­ბას არის და­ბა­დე­ბუ­ლი და შო­ბას ღორს ვკლავთ. ისე, ჩვე­უ­ლებ­რივ, ყვე­ლა­ნა­ი­რი კერ­ძი გვაქვს სუფ­რა­ზე: გოჭი, ინ­და­უ­რი, გო­ზი­ნა­ყი, მწვა­დი, რაც ტრა­დი­ცი­ულ სუფ­რა­ზეა ხოლ­მე.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში მე­უღ­ლეს ეხ­მა­რე­ბით?

- კა­ხე­ლი ვარ, მაგ­რამ ბუ­ნე­ბით მა­ინც ფი­ცხი. სახ­ლში უწეს­რი­გო­ბას ვერ ვი­ტან. ოდ­ნავ რომ იყოს რამე უად­გი­ლოდ, იმა­საც ვამ­ჩნევ. მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყოს. მეც შე­მიძ­ლია მი­ვა­ლა­გო ყვე­ლა­ფე­რი. მე­უღ­ლეს ვეხ­მა­რე­ბი, რა­ტომ არ უნდა და­ვეხ­მა­რო? ზო­გი­ერ­თმა ქალ­მა იცის თქმა, - ერ­ბოკ­ვერ­ცხის შეწ­ვაც არ ვი­ციო, - და ეს კარ­გი ჰგო­ნია. ჩემ­მა შვი­ლებ­მა ყვე­ლაფ­რის მომ­ზა­დე­ბა იცი­ან. მეც ვამ­ზა­დებ კერ­ძებს, ზამ­თრის­თვის ტყე­მალ­საც ვხარ­შავ, ტო­მატ­საც და მწნილ­საც ვხუ­ფავ - აბა, მე­უღ­ლეს ამა­ზე ვაწ­ვა­ლებ?! მე­ხა­ლი­სე­ბა ბოს­ტან­ში მუ­შა­ო­ბა და ჩემი ხე­ლით მომ­ყავს კიტ­რი, პო­მი­დო­რი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი. ბორშჩის, "სუ­ფის" მომ­ზა­დე­ბაც ვიცი. კუ­პატ­საც ჩემი ხე­ლით ვამ­ზა­დებ და თან, ისე­თი კარ­გი გა­მომ­დის, რომ მოს­წონთ ჩემს შვი­ლებს. ტყე­ში დავ­დი­ვარ ბრო­წე­უ­ლის საკ­რე­ფად. მო­მაქვს, ვწუ­რავ და წვენს ვი­ნა­ხავ ბოთ­ლებ­ში. 50 ბოთ­ლი მაქვს წელს ტყის ბრო­წე­უ­ლი შე­ნა­ხუ­ლი. მჟა­ვეა და მწვა­დის­თვის ვი­ყე­ნებ, ძა­ლი­ან უხ­დე­ბა. მე რომ და­ჭე­რი­ლი ვი­ყა­ვი, ჩემი ვაჟი, ალექ­სან­დრეც ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, მა­საც ჩემი თვი­სე­ბე­ბი აქვს. სი­ცო­ცხლე მოძ­რა­ო­ბა­შია, ბაღ­ში მუ­შა­ო­ბა მარ­თლა მე­ხა­ლი­სე­ბა. ჩემს შვი­ლებს მოს­წონთ ჩემი მომ­ზა­დე­ბუ­ლი მწვა­დი და გან­სა­კუთ­რე­ბით - პო­მიდვ­რის სა­ლა­თა. ვფცქვნი პო­მი­დორ­საც, კიტრსაც, ჩავ­ჭრი ოხ­რა­ხუშ­სა და ქინძს, მწვა­ნე ხახვს, მა­რილს და­ვა­მა­ტებ, რომ მო­ვუ­რევ, მერე ვას­ხამ ნაღდ მზე­სუმ­ზი­რის ზეთს - უგემ­რი­ე­ლე­სი გა­მო­დის. ნუ­ნუ­კაც კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სია, კარგ სა­დი­ლებს ამ­ზა­დებს, კარგ ხინ­კალს ახ­ვევს, ტოლ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოს­დის, შინ­დის შე­ჭა­მა­დი იცის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

როგორ ხვდება ახალ წელს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი

როგორ ხვდება ახალ წელს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი

როგორ ცხოვრობენ სახელმწიფოს პირველი პირები, რა გზა გამოიარეს მაღალი პოსტის დაკავებამდე, ვინ არიან მათი ოჯახის წევრები, ვისთან მეგობრობენ - ის კითხვებია, რომლებიც ხალხს აინტერესებს. ეს ინტერესი უფრო დიდია, როცა საქმე ხელისუფლებაში მოსულ ახალ პიროვნებას ეხება. ამიტომაც ბუნებრივია, მკითხველის ინტერესი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. ამჯერად ბატონ პრემიერთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. სამაგიეროდ, მისმა სიმამრმა - თამაზ თამაზაშვილმა გვიმასპინძლა და ქალიშვილისა და სიძის შესახებ ზოგიერთი "საიდუმლოც" გაგვიმხილა.

- ბატონო თამაზ, გილოცავთ შობა-ახალ წელს! გასული 2013 წელი ძალიან წარმატებული იყო თქვენი ოჯახისთვის. თქვენი სიძე პრემიერ-მინისტრი გახდა, მეორე ქალიშვილი, ნათია გაათხოვეთ... ვინ იყო თქვენი მეკვლე და წელსაც ის ხომ არ დაპატიჟეთ?

- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მთელ საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი! ჩვენი ოჯახის მეკვლეები ყოველთვის შვილიშვილები, ირაკლისა და ნუნუკას შვილები - ნიკოლოზი და პატარა ანდრია არიან. ნიკოლოზი ძალიან მგრძნობიარე ბავშვია, ჩემს ციხეში ყოფნას განიცდიდა და შარშან, 2013 წელს თოვლის პაპას ასეთი წერილი მისწერა: "თოვლის პაპა, ძალიან გთხოვ, ჩემი პაპა არასდროს დაიჭირო". 2013 წელი რომ დადგა, ციხიდან ახალი გამოსული ვიყავი და მთელი ოჯახი გახარებული იყო. მათ ძალიან დიდი სტრესი გადაიტანეს. 2013 წელს ჩემს შვილიშვილებს მოსვლა ახალმა სიძემ, ლევანმა დაასწრო და ის იყო ჩვენი მეკვლე.

- სასიძოს ფეხი კარგი აღმოჩნდა, არა?

- ძალიან კარგი და წარმატებული. ლევან სამალაშვილი მაშინ ჩემი ქალიშვილის, ნათიას შეყვარებული იყო და ოჯახში ჩემს გასაცნობად მოვიდა. დღეს ისინი ცოლ-ქმარი არიან.

- ასე მოიქცა ირაკლი ღარიბაშვილიც, ისიც თქვენს გასაცნობად პირდაპირ სახლში მოვიდა. მაშინ გავლენიანი პიროვნება, პოლიციის გენერალი ბრძანდებოდით. სასიძოებთან პირველი შეხვედრებისთვის ქალიშვილები წინასწარ გამზადებდნენ?

- არა. მოულოდნელი იყო ირაკლის სტუმრობა, ჩემს ქალიშვილს არაფერი უთქვამს. ნუნუკა 19 წლის იყო მაშინ. ირაკლი მარტო მოვიდა ჩემს გასაცნობად. გამიკვირდა, ასე თამამად რომ შემოვიდა. მაშინ საი-ს (სახელმწიფო ავტოინსპექციის) უფროსის მოადგილე ვიყავი. ისე, ვიცოდი, ერთმანეთს რომ ხვდებოდნენ, ამას ვერ გამომაპარებდნენ... მამაჩემი ცოცხალი იყო მაშინ და გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. ირაკლიმ პირდაპირ მითხრა, თქვენი გოგო მიყვარსო. მერე ნუნუკას დავუძახე, იმ იმედით, რომ "არას" იტყოდა და ამ ბიჭსაც ასე გავისტუმრებდი... ნუნუკას ვუთხარი, - აგერ მოსულია და შენ რას იტყვი-მეთქი? გაჩუმდა... გასაგები იყო ყველაფერი. გავშალეთ პურმარილი და გაცნობა ასე აღვნიშნეთ... ახალი სიძე, ლევანიც პირდაპირ მოვიდა სახლში ჩემს გასაცნობად. ნათიაც იურისტია და ლევანიც. იგი სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა. იმ საშინელ პერიოდში გაიცნო ნათიამ, როცა მე ციხეში ვიყავი გამოკეტილი. მაშინ ჩვენი ბიძაშვილებიც შიშით არ გვესალმებოდნენ, ყველას "ნაციონალების" ეშინოდა. ლევანი კი ნათიას სულ გვერდით ედგა, შეუყვარდათ ერთმანეთი. ძალიან ერთგული ბიჭია. როცა შვილებს უყვართ, მამა ამას გაგებით უნდა შეხვდეს. ჩემს შვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ბედნიერი კაცი ვარ: მე და ჩემმა მეუღლემ, მაიამ 4 შვილი გავზარდეთ - ნუნუკა, ნათია, ალექსანდრე და მარიამი. ტრადიციული ქართული ოჯახი გვაქვს. ჩემი შვილები ეკლესიურად გაიზარდნენ. ირაკლიც ძალიან მორწმუნეა. ადამიანს თუ გინდა, ბედნიერი დღეები გქონდეს, სულიერად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად გაძლიერებული უნდა იყო. ორი შვილიშვილი მყავს, - ნიკოლოზი და ანდრია. ნიკოლოზი ფრანგულ სკოლაში დადის, ანდრია ბაღშია. ძალიან კარგები არიან, ხშირად დამყავს სასეირნოდ. ზაფხულობით მე და ნიკოლოზი სავარჯიშოდაც ერთად დავდივართ. ჩემთან ერთად დარბის. ახლა ცივა და ამიტომ მხოლოდ ცურვაზე დადიან ბავშვები.

- როგორ შეხვდით სიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას?

- სიმართლე გითხრათ, მძიმედ, რადგან ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს - ამ შუბლძარღვგაწყვეტილ არაკაცებში... ირაკლის გონიერების, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების მჯერა, შეცდომა შეიძლება ნაკლებად დაუშვას, მაგრამ ძალიან მძიმე ტვირთია. არ ვიცოდი, რომ ნიშნავდნენ, თუმცა პოლიტიკური გათვლებით იყო მოლოდინი, რომ შეიძლებოდა, ირაკლი დაესახელებინა ბატონ ბიძინას. ბიძინა ივანიშვილის გაზრდილია ირაკლი და კარგად იცის მისი შესაძლებლობები. ბატონი ბიძინა საოცარი ადამიანია. თუ ადამიანს არ აქვს სათანადო რესურსი, ინტელექტი, ერთგულება, არ არის თავისი საქმის პროფესიონალი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ისე არავის ნიშნავს თანამდებობაზე.

- როდის დაიწყო ირაკლის ურთიერთობა ბატონ ბიძინასთან?

- ზუსტად სად გაიცნეს ერთმანეთი, არ ვიცი. 8-9 წელია, ერთმანეთს იცნობენ. ირაკლის საფრანგეთში სწავლის პერიოდიდან მოდის ეს ურთიერთობა. იყო რიგითი თანამშრომელი "ქართუში", მერე გადაიყვანა სხვა თანამდებობაზე. ბიძინა ყველაფერს ხედავს, მოვლენაა. ასე რომ არ ყოფილიყო, "ნაციონალებს" ვერ დაამარცხებდა. არავის სჯეროდა მათი დამარცხების, მაგრამ ხედავთ, როგორ მოახერხა? მარტო სამების ტაძარი კმარა იმის დასამტკიცებლად, როგორი ადამიანია. მაშინ არავინ იცნობდა. ამ ერთმა კაცმა გადაარჩინა შიმშილს ქართველი ინტელიგენცია, სპორტსმენები, კულტურა. იცით, რაში დავრწმუნდი? ბიძინა ივანიშვილი ადამიანის აზრებსაც კითხულობს. შვილებს გეფიცებით, ხვალ რომ გადააყენოს ირაკლი, მასზე უფრო მეტ კარგს ვილაპარაკებ. თუ არასწორი ნაბიჯებით ივლის ირაკლი, ბიძინა აუცილებლად ჩადგება ოპოზიციაში და შეეცდება, ხელისუფლებაში მოიყვანოს ის ადამიანი, ვინც სწორ გზაზე ივლის, - ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილისთვის თანამდებობა არაფერს წარმოადგენს, მან ასე აღზარდა ირაკლიც. ჩემი სიძე კომუნიკაბელური, ძალიან თავაზიანი, მართალი კაცია. ეკლესიურია, ადრე სტიქაროსანიც იყო. უშიშარი, განათლებული, ინტელექტის მატარებელი. ირაკლი ქიზიყელია. საერთოდ, ქიზიყელები ერთგულებით გამოირჩევიან. უსაზღვროდ უყვარს თავისი ცოლ-შვილი. ბავშვობიდან სპორტს მისდევს, საფრანგეთის ჩემპიონატზე გამოდიოდა, კიკ-ბოქსინგში, ისეთი მომზადებული იყო. ძალიან ძლიერია ფიზიკურად, 3-4 კაცს გალახავს, თუმცა ჩხუბი არ უყვარს.

- როგორია მისი დღის რეჟიმი? ახლაც ვარჯიშობს?

- ახლაც ყოველ დი­ლით ვარჯიშობს. ერთი ოთახი აქვს მოწყობილი სავარჯიშოდ. ეს მისი ცხოვრების წესია. ქართველი კაცია და თუ სტუმარი მოვიდა, 2-3 ჭიქას დალევს. საერთოდ, ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობს.

- სამწუხაროდ, ირ­აკლის მშობლები მედიასთან არ კონტაქტობენ. რას იტყვით თქვენს მძახლებზე?

- ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. დედა, მარინა ყორანაშვილი პედაგოგია, მამამისი ვაჭრობის სფეროში მუშაობდა და "რაიკავშირის" თავმჯდომარე იყო. მერე ბიზნესიც ჰქონდა.

- ანუ მის ოჯახს მატერიალურად არასოდეს უჭირდა?

- 90-იან წლებში, როცა ყველაფერი აირია ქვეყანაში, მათაც ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ ირაკლი საოცრად ნიჭიერი იყო და ამიტომ ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, რომ შვილს სათანადო განათლება მიეღო. ოჯახებით ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. ირაკლის მშობლები კახეთში ცხოვრობენ და ხშირი ურთიერთობა გვაქვს.

- სანამ დანათესავდებოდით, ალ­ბათ იცნობდით ერთმანეთს, ერთ რაიონში ხართ...

- ჩემი სახლიდან 300-400 მეტრში ცხოვრობენ. მისალმებით ვიცნობდი, როგორც რაიონში ყველა მცხოვრებს. დედოფლისწყაროში ვცხოვრობთ ორივე.

- ამჟამად რას საქმიანობენ?

- ირაკლის მამა სოფელ დედოფლისწყაროს გამგებელია. ამ თანამდებობაზე იყო მანამ, სანამ ივანიშვილი პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებდა. მერე მე დამიჭირეს და ირაკლის მამამაც სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ისიც ჩაერთო "ნაციონალებთან" ბრძოლაში. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაუბრუნდა თავის სამსახურს... მათზეც ხდებოდა ზეწოლა. სახლთან ასაფეთქებელ ნივთიერებებს უყრიდნენ, ათას პროვოკაციას უწყობდნენ, ქუჩაში მანქანით ვერ დადიოდა. ძალიან მძიმე დღეები გამოიარეს, არანაკლები, ვიდრე ჩემმა ოჯახმა. ამის შემდეგ კიდევ გამოდიან "ნაციონალები", შუბლის ძარღვგაწყვეტილები, და უსინდისოდ საუბრობენ. შინაგანი ინტელექტის დეფიციტი აქვთ მათ. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას და ჩუმად იყვნენ, კიდევ ყაყანებენ. უგულავამ 47 მილიონი გაფლანგა და ამდენს ყაყანებს!.. ან სხვებს შეხედეთ: უსინდისოდ ლაპარაკობენ ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი ბარამიძე, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი - რომელი ერთი ჩამოვთვალო?!.

- ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ კადრების შერჩევაში ერევით. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მართლა თქვენი ნათლულია?

- ეს ტყუილია. ვინც პროფესიონალია, ისინი მუშაობენ თანამდებობაზე. თუ ნადირაშვილის ბიძაშვილები არიან პროფესიონალები, იმათაც დანიშნავენ. მაგრამ ესენი ავანტიურისტები არიან. თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების არ ეშინიათ, რომ ამდენ ტყუილს ამბობენ?! ეს ხომ მათ წინ დახვდებათ! ალექსანდრე ჭიკაიძე არ არის ჩემი ნათლული. მამამისს ვიცნობდი, მე შევცვალე ის კახეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; მერე გივი ჭიკაიძე თბილისში მუშაობდა. მე ბევრ ადამიანს ვიცნობ და მისი შვილი თანამდებობაზე რომ დაინიშნოს, მე რა შუაში ვარ?! პოლიციაში გაიზარდნენ ისინი, პროფესიონალები გახდნენ და დაინიშნენ თანამდებობებზე.

- ხომ არ გისაუბრიათ თქვენს სიძესთან, რა ნიშნით შეარჩია ალექსანდრე ჭიკაიძე? მისი ყველა მოადგილე კახელია; ამბობენ, შს სამინისტრო "კახური კლანით" დაკომპლექტდაო. იცნობთ მის პირველ მოადგილეს, ზედელაშვილს?

- მხოლოდ პროფესიონალიზმით დანიშნა ალექსანდრე. მას მეუღლეც პოლიციელი ჰყავს. ზედელაშვილიც წლების მანძილზე მუშაობდა სისტემაში. ის ახლახან გამაცნეს. პატარაობის შემდეგ ალექსანდრე ნანახი არ მყავდა. კარგი ახალგაზრდაა. მე რამდენი ბიძაშვილი და მამიდაშვილი, ნათესავი მყავს, იცით? ზემო მაჩხაანი არის ჩემი დედულეთი, ქვემო მაჩხაანში გავიზარდე, დედოფლისწყაროში ვცხოვრობ. ჩემი ნათესავებიც მეუბნებიან, პოლიციის უფროსად ვერ დამნიშნავო? საქმე არ იციან, ასეთები არ უნდა იყვნენ თანამდებობებზე და არც არიან. ირმა ნადირაშვილიც ქიზიყელი დედაკაცია და სულ გაიძახის, თამაზაშვილის კლანიო. მე ვიცნობ მის ნათესავებს. ერთ-ერთმა მითხრა, - ირმა კვირაში ორჯერ ჩამოდის და გვაძალებს შენზე კომპრომატების მოპოვებას, გვეკითხება, ახლა მითხარით, თამაზაშვილის ახლობლები ვინ რას აკეთებენო? მოტოციკლეტით დავდივარ ხოლმე სავარჯიშოდ და თურმე მათთან იმის გადამოწმებაც უცდია, მართლა დავდივარ თუ არა მოტოციკლეტით. რას გადამეკიდნენ, მიხედონ თავიანთ საქმეს.

- მოტოციკლეტით დადიხართ?

- "სუძუკით" რაიონშიც დავდივარ და თბილისშიც, როცა კუს ტბაზე სავარჯიშოთ მივდივარ, რა არის ამაში ცუდი? დილის 6 საათზე ვდგები, მერე, ხან კუს ტბაზე, ხან ლისის ტბაზე ვვარჯიშობ. იქიდან საცურაოდ აუზზე დავდივარ. თბილისში კორპუსის ბინაში ვცხოვრობ და აუზი არ მაქვს, კახეთში კი ვცურავ ჩემს აუზში... ათას სისულელეს ამბობენ ჩემზე, არადა, 9 წელი კოშმარებში გავატარე.

- ალბათ ბევრი ადამიანი გთხოვთ სამსახურს. მათ ეხმარებით?

- ბევრი ადამიანი მოდის: ნაცნობები, უცნობები, პატიმრები - ყველას სამსახური უნდა. უკვე ნევროზი დამმართეს. ძირითადად, პოლიციაში მუშაობის დაწყებას მთხოვენ. ბევრი მეუბნება, - მაღალი თანამდებობა არ მინდა, ინსპექტორობა ან სამმართველოს უფროსის მოადგილეობა მინდა, უფროსობას ხომ არ გთხოვო. მე ვინ ვარ, რომ მთხოვთ მაგას, დაწერეთ განცხადება და შეიტანეთ შს კადრებში; თუ დასანიშნი ხართ, დაგნიშნავენ. კადრებში მე არ ვერევი.

- ახალი მთავარი პროკურორის მისამართით უამრავი ბრალდება ისმოდა. ის მართლა თქვენი სიძის შერჩეული კადრი იყო?

- ალბათ. ფარცხალაძე წლების მანძილზე მუშაობდა სისტემაში და თუ ასეთი დამნაშავე იყო, თავის დროზე რატომ არ გამოიკვლიეს "ნაციონალებმა", ახლა რომ ყვირიან?! მე ვიცი, რომ წესიერი კაცია, პირადად არ ვიცნობ. "ნაციონალებმა" ამდენი ადამიანი გაამწარეს და პასუხი არ უნდა აგონ? დადგება ის დრო, როცა ყველა პასუხს აგებს. ახლა მერაბიშვილი რომ ხმაურობს, დაავიწყდა ვინმეს, მერაბიშვილი ვინ იყო? რომ გამოდიან ბარამიძე, უგულავა, ჯაფარიძე, მალაშხია და სხვები, აბა, გაიხსენონ, რას ამბობდნენ ჩემზე. თუნდაც ჩხატარაშვილი და ზოდელავა. ისინი არ იყვნენ, მე რომ მაბრალებდნენ ციხეში იმ საშინელი კადრების გადაღებას?! თითქოს გადმოვიბირე სასჯელაღსრულების თანამშრომლები, ვითომ კადრები გადავაღებინე და ფული გადავუხადე. ცოცხები გააკეთებინა თამაზაშვილმაო, რომ ყვიროდა გარეწარი სააკაშვილი და ზოდელავა, ისინი არ უნდა დაიჭირონ?! სიმართლე გაირკვა, მაგრამ დღემდე არ მოსულა გამომძიებელი და არ დავუკითხავვარ. ჩემი ლიკვიდაცია უნდოდათ!.. ახლა პასუხი უნდა აგოს ყველამ: კალმახელიძემ, სააკაშვილმა, ზოდელავამ, ადეიშვილმა - ყველამ, ვინც ცილი დამწამა. პროკურატურისგან მოვითხოვ, ამოიღონ ის კადრები, სადაც მე მაბრალებდნენ საჯაროდ და პასუხი აგებინონ ყველა მათგანს. შეტანილი მაქვს საჩივარი. მერაბიშვილი ამდენს რომ ლაპარაკობს, თქვას, რატომ ჩამიდო იარაღი! ეს არ იყო პოლიტიკური? ახლა ამბობს სისულელეს, - ციხიდან გამომიყვანეს, თავზე რაღაც წამომაცვესო. ამას ვინ იზამდა?! ავანტიურისტია მერაბიშვილი. ჩემი ნება რომ იყოს, ფეხებით უნდა ჩამოკიდონ იგი, იმდენი საშინელება აქვს ჩადენილი. ციხეში წამალს მაძლევდნენ, სისხლის გამასქელებელს, რომ ბუნებრივი სიკვდილით მოვმკვდარიყავი. ელექტროშოკით მომაბრუნეს. მითხარით, პასუხი არ უნდა აგოს მოსამართლემ, რომელმაც გამომიტანა განაჩენი, პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა, რომელიც სულ წითლდებოდა, რომ შევხედავდი? გრიგოლამდე ჯერ არ მივსულვართ. იმედია, მივალთ და მოსამართლე არევაძეც დაისჯება უკანონო განაჩენისთვის.

- ბატონო თამაზ, წელს ვინ იყო თქვენი მეკვლე? ირაკლის სახლში როგორ აღნიშნავენ ახალ წელს?

- ახალ წელს ასეთი ტრადიციაა: ირაკლის მშობლები თბილისში ჩამოდიან და ერთად, ოჯახურ გარემოში ხვდებიან. ჩვენც ჩვენს სახლში ვხვდებით და მერე იწყება გადასვლა-გადმოსვლა ოჯახებში. ახალ წელს ჩვენები ძირითადად, მარხულობენ და ამიტომ, უფრო ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. დედაჩემი შობას არის დაბადებული და შობას ღორს ვკლავთ. ისე, ჩვეულებრივ, ყველანაირი კერძი გვაქვს სუფრაზე: გოჭი, ინდაური, გოზინაყი, მწვადი, რაც ტრადიციულ სუფრაზეა ხოლმე.

- საოჯახო საქმეებში მეუღლეს ეხმარებით?

- კახელი ვარ, მაგრამ ბუნებით მაინც ფიცხი. სახლში უწესრიგობას ვერ ვიტან. ოდნავ რომ იყოს რამე უადგილოდ, იმასაც ვამჩნევ. მინდა, ყველაფერი წესრიგში იყოს. მეც შემიძლია მივალაგო ყველაფერი. მეუღლეს ვეხმარები, რატომ არ უნდა დავეხმარო? ზოგიერთმა ქალმა იცის თქმა, - ერბოკვერცხის შეწვაც არ ვიციო, - და ეს კარგი ჰგონია. ჩემმა შვილებმა ყველაფრის მომზადება იციან. მეც ვამზადებ კერძებს, ზამთრისთვის ტყემალსაც ვხარშავ, ტომატსაც და მწნილსაც ვხუფავ - აბა, მეუღლეს ამაზე ვაწვალებ?! მეხალისება ბოსტანში მუშაობა და ჩემი ხელით მომყავს კიტრი, პომიდორი და სხვა პროდუქტები. ბორშჩის, "სუფის" მომზადებაც ვიცი. კუპატსაც ჩემი ხელით ვამზადებ და თან, ისეთი კარგი გამომდის, რომ მოსწონთ ჩემს შვილებს. ტყეში დავდივარ ბროწეულის საკრეფად. მომაქვს, ვწურავ და წვენს ვინახავ ბოთლებში. 50 ბოთლი მაქვს წელს ტყის ბროწეული შენახული. მჟავეა და მწვადისთვის ვიყენებ, ძალიან უხდება. მე რომ დაჭერილი ვიყავი, ჩემი ვაჟი, ალექსანდრეც ყველაფერს აკეთებდა, მასაც ჩემი თვისებები აქვს. სიცოცხლე მოძრაობაშია, ბაღში მუშაობა მართლა მეხალისება. ჩემს შვილებს მოსწონთ ჩემი მომზადებული მწვადი და განსაკუთრებით - პომიდვრის სალათა. ვფცქვნი პომიდორსაც, კიტრსაც, ჩავჭრი ოხრახუშსა და ქინძს, მწვანე ხახვს, მარილს დავამატებ, რომ მოვურევ, მერე ვასხამ ნაღდ მზესუმზირის ზეთს - უგემრიელესი გამოდის. ნუნუკაც კარგი დიასახლისია, კარგ სადილებს ამზადებს, კარგ ხინკალს ახვევს, ტოლმა არაჩვეულებრივად გამოსდის, შინდის შეჭამადი იცის არაჩვეულებრივი.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია "თავისუფალი სტუდია"