უგულავამ მთავარ პროკურორს მუტრუკი უწოდა

უგულავამ მთავარ პროკურორს მუტრუკი უწოდა

ხელისუფლება დღევანდელი მოქმედებებით ემსგავსება ლურჯ მელიას, - ამის შესახებ გიგი უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა შეკრებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, ის რაც დღეს ხდება, გაუგონარი ამბებია.

"ერთი, რამ უნდა გვახსოვდეს, დღეს შეიძლება გვდევნიან, მაგრამ ყველაფერს გავუძლებთ. ცხოვრება მიწყობილია ისე, რომ საზოგადოებას უყვარს გამარჯვებულები. ხელისუფლება ემსგავსება ქმედებებით ლურჯ მელიას", - განაცხადა გიგი უგულავამ. მისივე განმარტებით, როდესაც ხელისუფლება იწყებს "გაპრავებას" რომ პრობლემა მხოლოდ ყაჩაღი პროკურორის შემოტენვაა, ეს ასე არ არის, ეს არის დანაშაული და პრემიერ-მინისტრიც ამ დანაშაულის მონაწილეა.

"25 წლის მუტრუკი როდის გახდა ბავშვი, 31 წლის პრემიერი ჭოჭინით ვატაროთ თუ გადავაყენოთ? 25 წლის ასაკში ჩადენილი დანაშაული არ შეიძლება შერჩეს პროკურორს და არ შეიძლება ამ პროკურორმა ჩვენ გაგვასამართლოს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე განცხადებით, მას სრულიად უკანონოდ შეუჩერეს უფლებამოსილება. "რაც უფრო მეტად გავწელავთ ზამბარას, მით უფრო მეტად მოგხვდება ცხვირში.

"თუ დამნაშავე ვარ, გამასამართლოს სასამართლომ. პასუხისგებას არ გავექცევი. თუ დღეს არ გაჩერდება ეს ხელისუფლება და არ შეწყვეტს უკანონო ქმედებებს, შეიძლება ხვალ გვიან იყოს. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ დემოკრატიის ეროზიას და ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მხარდამჭერები ამ წუთებში ვერის საკალათბურთო დარბაზიდან კანცელარიის შენობისკენ მსვლელობას იწყებენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა