სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურორის საგანგებო განცხადება
მთავარი პროკურორის საგანგებო განცხადება

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს. Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ ტექსტს.

"ბოლო დროს ჩემს მი­მართ გა­აქ­ტი­უ­რე­ბულ­მა ბინ­ძურ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა კამ­პა­ნი­ამ პიკს მი­აღ­წია. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ რე­ზო­ნან­სულ საქ­მე­ებ­ზე გა­აქ­ტი­უ­რე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ, რო­გორც ჩანს ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი "გა­ა­ნა­წყე­ნა" და ისი­ნი შე­უდ­გნენ ბინ­ძუ­რი ხრი­კე­ბით უწყე­ბის და პი­რა­დად ჩემს კომ­პრო­მე­ტი­რე­ბას. გულ­წრფე­ლად გე­ტყვით, რომ პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ მი­მაჩ­ნია მი­ზან­შე­წო­ნი­ლად, რად­გან მათი მო­ტი­ვი და ინ­ტე­რე­სი უკვე ნა­თე­ლია და ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც. მე თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, რომ აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ გა­ვა­კე­თო, რომ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი, რო­მე­ლიც შეც­დო­მა­ში იქნა შეყ­ვა­ნი­ლი.

2000 წელს ნად­ვი­ლად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც ინ­ცი­დენ­ტი შე­მემ­თხვა გერ­მა­ნი­ის პო­ლი­ცი­ას­თან. სა­მარ­თალ­დამ­ცველს, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით დად­გინ­და რომ ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და სხვა პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე, მო­უ­ვი­და შეც­დო­მა, მო­მა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლას მოხ­და კონ­ფლიქ­ტი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ ინ­ცი­დენ­ტის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სა­მარ­თლომ და­მიდ­გი­ნა პო­ლი­ცი­ელ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბის ბრა­ლე­უ­ლე­ო­ბა.

მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ამ ინ­ცი­დენტს ჩემი ქვეყ­ნი­დან დე­პორ­ტი და სხვა იძუ­ლე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ მოჰ­ყო­ლია, რაც კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას. ასე­ვე ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა იმას, რომ მას შემ­დეგ საქ­მი­ა­ნი და პი­რა­დი ვი­ზი­ტით არა­ერ­თხელ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი გერ­მა­ნი­ა­ში და ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლი­სა და მისი და­ტო­ვე­ბის დროს არა­ნა­ი­რი სა­ხის პრობ­ლე­მა არ შემ­ქმნია.

ამას­თან, მცი­რე გან­მარ­ტე­ბა მინ­და გა­ვა­კე­თო ჩემს გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, და­ვას­რუ­ლო ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ამა­ზე სა­უ­ბა­რი და წა­მო­გიდ­გი­ნოთ დიპ­ლო­მის ასლი (იხი­ლეთ ასლი).

ასე­ვე მინ­და ვთხო­ვო ჩემს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს ნუ აჰ­ყვე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ ბინ­ძურ კამ­პა­ნი­ას. მე თავი ვალ­დე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ამეხ­სნა საქ­მის ვი­თა­რე­ბა და გან­მე­მარ­ტა, თუ რა მოხ­და გერ­მა­ნი­ა­ში 2000 წელს. ეს გან­მარ­ტე­ბა ეკუთ­ვნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას და არა იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ცდი­ლო­ბენ ჩემი და მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის დის­კრე­დი­ა­ცი­ას. " - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გერ­მა­ნი­ა­ში ყა­ჩა­ღუ­რი ქურ­დო­ბის­თვი­საა გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მთავარი პროკურორის საგანგებო განცხადება

მთავარი პროკურორის საგანგებო განცხადება

საქართველოს მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე განცხადებას აკეთებს. Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ ტექსტს.

"ბოლო დროს ჩემს მიმართ გააქტიურებულმა ბინძურმა პოლიტიკურმა კამპანიამ პიკს მიაღწია. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ რეზონანსულ საქმეებზე გააქტიურებულმა გამოძიებამ, როგორც ჩანს ჩვენი ოპონენტები "გაანაწყენა" და ისინი შეუდგნენ ბინძური ხრიკებით უწყების და პირადად ჩემს კომპრომეტირებას. გულწრფელად გეტყვით, რომ პასუხის გაცემა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან მათი მოტივი და ინტერესი უკვე ნათელია და ამის შესახებ ცნობილია საზოგადოებისთვისაც. მე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადება მხოლოდ იმიტომ გავაკეთო, რომ დავაკმაყოფილო საზოგადოების მაღალი ინტერესი, რომელიც შეცდომაში იქნა შეყვანილი.

2000 წელს ნადვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა, მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულეობა.

მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტი და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია.

ამასთან, მცირე განმარტება მინდა გავაკეთო ჩემს განათლებასთან დაკავშირებითაც, დავასრულო ერთხელ და სამუდამოდ ამაზე საუბარი და წამოგიდგინოთ დიპლომის ასლი (იხილეთ ასლი).

ასევე მინდა ვთხოვო ჩემს თანამოქალაქეებს ნუ აჰყვებიან საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ კამპანიას. მე თავი ვალდებულად ჩავთვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის ამეხსნა საქმის ვითარება და განმემარტა, თუ რა მოხდა გერმანიაში 2000 წელს. ეს განმარტება ეკუთვნის საზოგადოებას და არა იმ პირებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით ცდილობენ ჩემი და მთავარი პროკურატურის დისკრედიაციას. " - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იხილეთ:

მთავარი პროკურორი გერმანიაში ყაჩაღური ქურდობისთვისაა გასამართლებული?

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა