საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში განცხადებებით გამოსვლის ნაწილი შეწყდა.
როგორც დავით უსუფაშვილმა პლენარული სხდომის განახლების შემდეგ განაცხადა, განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო იმ ინციდენტისას დაიკარგა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა.
"ჩვენ ხალხს იმისთვის არ ავურჩევივართ, რომ ამ ტიპის ინციდენტებით ვიყოთ დაკავებული და შემდეგ - მისი გარჩევებით პლენარულ სხდომაზე. სხდომა გრძელდება. მე შესვენების დროს მექნება კონსულტაცია უმრავლესობასა და უმცირესობასთან, რათა თავისი სახელი ეწოდოს დღეს მომხდარს. ვიმსჯელებთ, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი გართულებები, რაოდენ მწვავე და ემოციურ საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს საქმე და პარლამენტის წევრის გამოსვლა. ვინაიდან ჩვენ ინციდენტში დავკარგეთ დრო, რომლითაც რამდენიმე დეპუტატს უნდა ესარგებლა, ვწყვეტ განცხადებებით გამოსვლის ნაწილს და გადავდივართ დღის წესრიგზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანსა და გიორგი ბარამიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯაჭვლიანმა ბარამიძეს მიმართა სიტყვებით – "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო".