სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უყიდა სააკაშვილს ძვირადღირებული სპორტული ავტომობილი (ექსკლუზივი)
ვინ უყიდა სააკაშვილს ძვირადღირებული სპორტული ავტომობილი (ექსკლუზივი)

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ამ­ჟა­მად უმუ­შე­ვარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექ­სტრე­მა­ლო­ბის შე­სა­ხებ აქამ­დეც ბევ­რს გა­უ­გია – უყ­ვარს მთა­ზე ცოც­ვა, თხი­ლა­მუ­რე­ბი, ცურ­ვა, ყვინ­თვა, ფრე­ნა, სიჩ­ქა­რე და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი... ბევ­რი და­წე­რი­ლა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს გა­ტა­ცე­ბე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს საკ­მა­ოდ ძვი­რი უჯ­დე­ბო­და, თუმ­ცა აქამ­დე არა­ვინ იცო­და, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ, სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი "ფორ­მუ­ლა ალფა" შე­ი­ძი­ნა...

AMBEBI.GE-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და და ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რომ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბამ "ფორ­მუ­ლა ალ­ფას" შე­ძე­ნა­ზე 2012 წლის ზა­ფხულ­ში ელექტრო­ნუ­ლი ტენ­დე­რი გა­მო­ა­ცხა­და. იმა­ვე წლის 19 ივ­ნისს სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ამ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად შპს "სტრო­მო­სი" გა­მო­ავ­ლი­ნა და აღიშ­ნუ­ლი სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის შეს­ყიდ­ვაც სწო­რედ მას და­ე­ვა­ლა...

AMBEBI.GE-მ ისიც გა­არ­კვია, რომ "ფორ­მუ­ლა ალფა", რო­მე­ლიც ბოლ­ნი­სის გამ­გე­ო­ბამ ელექტრო­ნუ­ლი ტენ­დე­რით შე­ის­ყი­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს იქამ­დე მოს­წო­ნე­ბია, ვიდ­რე მას უსახ­სოვ­რებ­დნენ. ეს სწო­რედ ის სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლია, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა 2012 წლის აპ­რილ­ში რუს­თავ­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ავ­ტოდ­რო­მი გახ­სნა და ახა­ლი ტრა­სა პირ­ველ­მა პი­რა­დად გა­მოს­ცა­და. რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, "ფორ­მუ­ლა ალფა" სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე თვის შე­მოყ­ვა­ნი­ლი იყო, როცა ის ბოლ­ნი­სის გამ­გე­ო­ბამ შე­ი­ძი­ნა.

ცნო­ბის­თვის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს და სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ეს "სა­ჩუ­ქა­რი" 40 ათა­სამ­დე და­უჯ­და. ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ ისიც გვი­თხრა, რომ ავ­ტო­მო­ბილს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რუს­თა­ვის ავ­ტოდ­რომ­ზე ღამ-ღა­მო­ბით იმ­დე­ნად ხში­რად იყე­ნებ­და და "ისეთ დღე­ში აგ­დებ­და", რომ ახლა ძრა­ვის მწყობ­რი­დან გა­მოს­ვლის გამო ბოლ­ნი­სის გამ­გე­ო­ბის სა­წყობ­ში იმ­ტვე­რე­ბა...

ლელა მეს­ხი, AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რბო­ლა რუს­თა­ვის ახ­ლად­გახ­სნილ ავ­ტოდ­რომ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ვინ უყიდა სააკაშვილს ძვირადღირებული სპორტული ავტომობილი (ექსკლუზივი)

ვინ უყიდა სააკაშვილს ძვირადღირებული სპორტული ავტომობილი (ექსკლუზივი)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად უმუშევარ მიხეილ სააკაშვილის ექსტრემალობის შესახებ აქამდეც ბევრს გაუგია – უყვარს მთაზე ცოცვა, თხილამურები, ცურვა, ყვინთვა, ფრენა, სიჩქარე და ავტომანქანები... ბევრი დაწერილა, რომ სააკაშვილის ეს გატაცებები სახელმწიფო ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდებოდა, თუმცა აქამდე არავინ იცოდა, რომ დაახლოებით ორი წლის წინ, სპეციალურად მისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სპორტული ავტომობილი "ფორმულა ალფა" შეიძინა...

AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა და ხელში ჩაუვარდა დამამტკიცებელი დოკუმენტაცია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ "ფორმულა ალფას" შეძენაზე 2012 წლის ზაფხულში ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. იმავე წლის 19 ივნისს სატენდერო კომისიამ ტენდერში გამარჯვებულად შპს "სტრომოსი" გამოავლინა და აღიშნული სპორტული ავტომობილის მუნიციპალიტეტისთვის შესყიდვაც სწორედ მას დაევალა...

AMBEBI.GE-მ ისიც გაარკვია, რომ "ფორმულა ალფა", რომელიც ბოლნისის გამგეობამ ელექტრონული ტენდერით შეისყიდა, მიხეილ სააკაშვილს იქამდე მოსწონებია, ვიდრე მას უსახსოვრებდნენ. ეს სწორედ ის სპორტული ავტომობილია, რომლითაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა 2012 წლის აპრილში რუსთავში განახლებული ავტოდრომი გახსნა და ახალი ტრასა პირველმა პირადად გამოსცადა. როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, "ფორმულა ალფა" საქართველოში რამდენიმე თვის შემოყვანილი იყო, როცა ის ბოლნისის გამგეობამ შეიძინა.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტს და სახელმწიფო ბიუჯეტს ყოფილი პრეზიდენტის ეს "საჩუქარი" 40 ათასამდე დაუჯდა. ინფორმირებულმა წყარომ ისიც გვითხრა, რომ ავტომობილს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ავტოდრომზე ღამ-ღამობით იმდენად ხშირად იყენებდა და "ისეთ დღეში აგდებდა", რომ ახლა ძრავის მწყობრიდან გამოსვლის გამო ბოლნისის გამგეობის საწყობში იმტვერება...

ლელა მესხი, AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: მიხეილ სააკაშვილის რბოლა რუსთავის ახლადგახსნილ ავტოდრომზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა