პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანიშვილის დეკლარირებული ქონება: ნაღდი ფული, უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ფასიანი ქაღალდები
ივანიშვილის დეკლარირებული ქონება: ნაღდი ფული, უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ფასიანი ქაღალდები

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი (IDFI) ავ­რცე­ლებს.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა

რო­გორც, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­კუთ­რე­ბა­შია ერ­თობ­ლი­ვად 49 მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 877 934,4 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი, 42 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 26 798,8 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი და 2 არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი – 8226,4 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი.

მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა (31) გან­თავ­სე­ბუ­ლია ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ტა­ნებ­სა და შეკ­ვე­თილ­ში სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 601 736 მ2. 9 მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 164 685 მ2 გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში, 3 მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 12 107 მ2 - ქა­ლა­ქი მოს­კო­ვის ოდენ­ცო­ვის რა­ი­ონ­ში, 2 მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 88 801,4 მ2 - ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნის დაბა ბა­კუ­რი­ან­ში, 2 მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 4 941მ2 - სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ირ­ხე­ში, 1 მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 5 500 მ2 - სა­გუ­რა­მო­ში, 1 მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 167 მ2 - დაბა წყნეთ­ში.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა (28) გან­თავ­სე­ბუ­ლია ასე­ვე ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ტა­ნებ­ში – სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 15 037,2 მ2. 12 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 11 076,6 მ2 - სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში, 1 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი 70,5 მ2 ფარ­თო­ბით თბი­ლის­ში, ხოლო 1 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ფარ­თო­ბით 614,5 მ2 – მოს­კოვ­ში.

დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი 2 არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი­დან სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 8226 მ2 ორი­ვე გან­თავ­სე­ბუ­ლია სო­ფელ ნა­ტა­ნებ­ში.

ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დი წარ­მო­ად­გენს უშუ­ა­ლოდ მის სა­კუთ­რე­ბას. 2012 წლის 25 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით იგი ფლობს სხვა­დას­ხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბის და ტი­პის 11 180 572 ფა­სი­ან ქა­ღალდს, რო­მელ­თა სა­ერ­თო ნო­მი­ნა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 112 757 014 აშშ დო­ლარს, 3 452 270 გირ­ვან­ქა სტერ­ლინგს, 11 753 450 ევ­როს, 6 942 496 პო­ლო­ნურ ზლოტს, 8 915 000 შვე­დურ კრო­ნას, 12 500 000 ჩე­ხურ კრო­ნას, 1 340 000 თურ­ქულ ლი­რას და 3 794 500 ლარს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი­დან 1 483 631 არის ობ­ლი­გა­ცია, რომ­ლის სა­ერ­თო ნო­მი­ნა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის 47 101 074 აშშ დო­ლა­რი და 853 040 ევრო. 5 ყვე­ლა­ზე დიდი სა­ერ­თო ნო­მი­ნა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ობ­ლი­გა­ცი­ებს ივა­ნიშ­ვი­ლი ფლობს შემ­დე­გი ემი­ტენ­ტე­ბის­გან:

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ და­ნარ­ჩენ ფა­სი­ან ქა­ღალ­დებს წარ­მო­ად­გენს აქ­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა სა­ერ­თო ნო­მი­ნა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 65 655 940 აშშ დო­ლარს, 10 900 410 ევ­როს, 3 452 270 გირ­ვან­ქა სტერ­ლინგს, 6 942 496 პო­ლო­ნურ ზლოტს, 8 915 000 შვე­დურ კრო­ნას, 12 500 000 ჩე­ხურ კრო­ნას, 1 340 000 თურ­ქულ ლი­რას და 3 794 500 ლარს.

ნაღ­დი ფული

თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აი­სა­ხე­ბა მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხა, რომ­ლის ოდე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა 4 000 ლარს. რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა 2012 წლის 25 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით 4 000 ლარ­ზე მეტი თან­ხის მფლო­ბე­ლი ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხით გახ­ლდათ მხო­ლოდ მისი მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე,რომ­ლის სა­კუთ­რე­ბა­შიც იყო 295 000 აშშ დო­ლა­რი, 20 000 ევრო და 45 000 ლარი.

სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი

სა­ქარ­თვე­ლოს ან სხვა ქვეყ­ნე­ბის სა­ბან­კო ან/და სხვა საკ­რე­დი­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში არ­სე­ბუ­ლი ან­გა­რი­შე­ბი, რომ­ლის გან­კარ­გვის უფ­ლე­ბა აქვს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ან/და მის ოჯა­ხის წევ­რებს შე­ად­გენს 34 988 791 აშშ დო­ლარს, 4 131 213 ევ­როს, 878 353 ინ­გლი­სურ ფუნტს, 2 632 058 ლარს, 101 620 შვე­ი­ცა­რი­ულ ფრანკს, 24 333 580 უნ­გრულ ფო­რინტს, 155 788 რუ­სულ რუბლს, 11 350 787 პო­ლო­ნურ ზლოტს, 2 114 895 თურ­ქულ ლი­რას და 341 ია­პო­ნურ იენს.

გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი

თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­დის მო­ნა­ცე­მე­ბი აგ­რეთ­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში მისი ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის საგ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც აღე­მა­ტე­ბა 3 000 ლარს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­სუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სეს­ხის გა­ცე­მას­თან. რო­გორც ირ­კვე­ვა 2012 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტამ­დე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ფორ­მე­ბუ­ლია სულ 83 000 000 ლა­რის, 7 850 930 ინ­გლი­სუ­რი ფუნ­ტის და 12 695 700 ევ­როს ოდე­ნო­ბის სეს­ხის გა­ცე­მა­ზე. ამას­თან აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ფორმ­და სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე 8000 ლარი, იჯა­რა – 194 460 აშშ დო­ლა­რი და 1 500 ლარი, ნარ­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე – 50 200 ლარი.

სხვა შე­მო­სავ­ლე­ბი და გა­სავ­ლე­ბი

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ცნო­ბე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი შე­მო­სა­ვა­ლის და გა­სავ­ლის შე­სა­ხებ, რომ­ლის ოდე­ნო­ბა თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ში აღე­მა­ტე­ბა 1 500 ლარს და არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის სხვა გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში. ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი­დან შე­მო­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ფიქ­სირ­დე­ბა მხო­ლოდ ერთ შემ­თხვე­ვა­ში და შე­ად­გენს 75 845 ლარს, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს და­რი­ცხულ პრო­ცენტს. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს გა­სავ­ლებ­თან, რომ­ლის მთლი­ა­ნი თან­ხა გა­ნი­სა­ზღვრა 25 406 456 ლა­რით, 2 697 432 ევ­რო­თი და 981 891 აშშ დო­ლა­რით. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა გა­ხარ­ჯუ­ლია შე­მო­წი­რუ­ლო­ბა­ზე 21 467 040 ლარი. ხოლო და­ნარ­ჩე­ნი თან­ხე­ბი გა­ნა­წილ­და შემ­დე­გი მიმ­დევ­რო­ბით:

შე­მო­წი­რუ­ლო­ბა - 21 467 040 ლარი

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა – 2 191 500 ევრო

მომ­სა­ხუ­რე­ბა – 2 529 981 ლარი, 728 316 აშშ დო­ლა­რი და 33 820 ევრო

სა­ქონ­ლის შეს­ყიდ­ვა – 236 883 ლარი, 244 208 აშშ დო­ლა­რი და 466 262 ევრო

ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის დახ­მა­რე­ბა – 731 427 ლარი

კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი – 244 183 ლარი

სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა – 196 942 ლარი და 5850 ევრო

სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი – 9368 აშშ დო­ლა­რი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ქო­ნე­ბა, რა­მაც მთლი­ა­ნო­ბა­ში შე­ად­გი­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 239 442 973 ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი ლა­რის ნო­მი­ნა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი, 84 769 467 ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი ლა­რის მიმ­დი­ნა­რე სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, 590 180 ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი ლა­რის ნაღ­დი ფული, 122 553 965 ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი ლა­რის გა­ცე­მუ­ლი სეს­ხე­ბი, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 877 934,4 მ2 და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 26 798,8მ2.

ამა­ვე დროს, ჟურ­ნალ "ფორბსის" მი­ხედ­ვით 2013 წლის მარ­ტის თვის მო­ნა­ცე­მე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 5,3 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი იყო. ამა­ვე გა­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ივა­ნიშ­ვილ­მა 2012 წელს და­ახ­ლო­ე­ბით 1,3 მი­ლი­არდ დო­ლა­რად გა­ყი­და თა­ვი­სი აქ­ტი­ვე­ბი რუ­სეთ­ში, ამას­თან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის კო­ლექ­ცი­ას ფლობს, რაც სა­ერ­თოდ არ იქნა ასა­ხუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში.

ამა­ვე დროს, დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის დღე­ვან­დე­ლი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის სიმ­ცი­რე, ფორბსის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტო­რი­თაც, რომ აქ­ტი­ვე­ბის დიდი ნა­წი­ლი არ არის უშუ­ა­ლოდ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და იმ ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში რო­მელ­თა ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ იქნა დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ არ არის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის ერთ-ერთი შვი­ლის უტა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის კვალ­დაკ­ვალ ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან რთუ­ლია იმის გა­გე­ბა თუ რე­ა­ლუ­რად რა ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი მისი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის მო­მენ­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ივანიშვილის დეკლარირებული ქონება: ნაღდი ფული, უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ფასიანი ქაღალდები

ივანიშვილის დეკლარირებული ქონება: ნაღდი ფული, უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ფასიანი ქაღალდები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

უძრავი ქონება

როგორც, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან ირკვევა, მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაშია ერთობლივად 49 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 877 934,4 კვადრატული მეტრი, 42 საცხოვრებელი სახლი საერთო ფართობით 26 798,8 კვადრატული მეტრი და 2 არასაცხოვრებელი ფართი – 8226,4 კვადრატული მეტრი.

მიწის ნაკვეთების უმრავლესობა (31) განთავსებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებსა და შეკვეთილში საერთო ფართობით 601 736 მ2. 9 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 164 685 მ2 განთავსებულია საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, 3 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 12 107 მ2 - ქალაქი მოსკოვის ოდენცოვის რაიონში, 2 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 88 801,4 მ2 - ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, 2 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 4 941მ2 - საჩხერის რაიონის სოფელ საირხეში, 1 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 5 500 მ2 - საგურამოში, 1 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 167 მ2 - დაბა წყნეთში.

საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა (28) განთავსებულია ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში – საერთო ფართობით 15 037,2 მ2. 12 საცხოვრებელი სახლი საერთო ფართობით 11 076,6 მ2 - საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში, 1 საცხოვრებელი სახლი 70,5 მ2 ფართობით თბილისში, ხოლო 1 საცხოვრებელი სახლი ფართობით 614,5 მ2 – მოსკოვში.

დეკლარირებული 2 არასაცხოვრებელი ფართიდან საერთო ფართობი 8226 მ2 ორივე განთავსებულია სოფელ ნატანებში.

ფასიანი ქაღალდები

ბიძინა ივანიშვილის დეკლარირებული ყველა ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს უშუალოდ მის საკუთრებას. 2012 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით იგი ფლობს სხვადასხვა ღირებულების და ტიპის 11 180 572 ფასიან ქაღალდს, რომელთა საერთო ნომინალური ღირებულება შეადგენს 112 757 014 აშშ დოლარს, 3 452 270 გირვანქა სტერლინგს, 11 753 450 ევროს, 6 942 496 პოლონურ ზლოტს, 8 915 000 შვედურ კრონას, 12 500 000 ჩეხურ კრონას, 1 340 000 თურქულ ლირას და 3 794 500 ლარს.

ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდებიდან 1 483 631 არის ობლიგაცია, რომლის საერთო ნომინალური ღირებულება არის 47 101 074 აშშ დოლარი და 853 040 ევრო. 5 ყველაზე დიდი საერთო ნომინალური ღირებულების ობლიგაციებს ივანიშვილი ფლობს შემდეგი ემიტენტებისგან:

ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ დანარჩენ ფასიან ქაღალდებს წარმოადგენს აქციები, რომელთა საერთო ნომინალური ღირებულება შეადგენს 65 655 940 აშშ დოლარს, 10 900 410 ევროს, 3 452 270 გირვანქა სტერლინგს, 6 942 496 პოლონურ ზლოტს, 8 915 000 შვედურ კრონას, 12 500 000 ჩეხურ კრონას, 1 340 000 თურქულ ლირას და 3 794 500 ლარს.

ნაღდი ფული

თანამდებობის პირის დეკლარაციაში აისახება მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს. როგორც ბიძინა ივანიშვილის დეკლარაციიდან ირკვევა 2012 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით 4 000 ლარზე მეტი თანხის მფლობელი ნაღდი ფულადი თანხით გახლდათ მხოლოდ მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე,რომლის საკუთრებაშიც იყო 295 000 აშშ დოლარი, 20 000 ევრო და 45 000 ლარი.

საბანკო ანგარიშები

საქართველოს ან სხვა ქვეყნების საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიშები, რომლის განკარგვის უფლება აქვს ბიძინა ივანიშვილს ან/და მის ოჯახის წევრებს შეადგენს 34 988 791 აშშ დოლარს, 4 131 213 ევროს, 878 353 ინგლისურ ფუნტს, 2 632 058 ლარს, 101 620 შვეიცარიულ ფრანკს, 24 333 580 უნგრულ ფორინტს, 155 788 რუსულ რუბლს, 11 350 787 პოლონურ ზლოტს, 2 114 895 თურქულ ლირას და 341 იაპონურ იენს.

გაფორმებული ხელშეკრულებები

თანამდებობის პირის მიერ შევსებულ დეკლარაციაში შედის მონაცემები აგრეთვე საქართველოში ან სხვა ქვეყანაში მისი ან მისი ოჯახის წევრების მიერ დადებული ხელშეკრულებების შესახებ, რომლის საგნის ღირებულებაც აღემატება 3 000 ლარს. ბიძინა ივანიშვილის დეკლარაციაში შესული ხელშეკრულებები ძირითადად დაკავშირებულია სესხის გაცემასთან. როგორც ირკვევა 2012 წლის პირველი იანვრიდან დეკლარაციის შევსების მომენტამდე ხელშეკრულებები გაფორმებულია სულ 83 000 000 ლარის, 7 850 930 ინგლისური ფუნტის და 12 695 700 ევროს ოდენობის სესხის გაცემაზე. ამასთან აღნიშნულ პერიოდში ხელშეკრულებები გაფორმდა სატრანსპორტო მომსახურებაზე 8000 ლარი, იჯარა – 194 460 აშშ დოლარი და 1 500 ლარი, ნარდობის ხელშეკრულება დაცვის მომსახურებაზე – 50 200 ლარი.

სხვა შემოსავლები და გასავლები

დეკლარაციაში ასევე წარმოდგენილია ცნობები ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების ნებისმიერი შემოსავალის და გასავლის შესახებ, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1 500 ლარს და არ არის მითითებული დეკლარაციის სხვა განყოფილებებში. ზემოთ ხსენებული ცნობებიდან შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ფიქსირდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში და შეადგენს 75 845 ლარს, რომელიც წარმოადგენს დარიცხულ პროცენტს. დანარჩენ შემთხვევაში საქმე გვაქვს გასავლებთან, რომლის მთლიანი თანხა განისაზღვრა 25 406 456 ლარით, 2 697 432 ევროთი და 981 891 აშშ დოლარით. აღნიშნული თანხებიდან ყველაზე დიდი თანხა გახარჯულია შემოწირულობაზე 21 467 040 ლარი. ხოლო დანარჩენი თანხები განაწილდა შემდეგი მიმდევრობით:

შემოწირულობა - 21 467 040 ლარი

უძრავი ქონების შესყიდვა – 2 191 500 ევრო

მომსახურება – 2 529 981 ლარი, 728 316 აშშ დოლარი და 33 820 ევრო

საქონლის შესყიდვა – 236 883 ლარი, 244 208 აშშ დოლარი და 466 262 ევრო

ფიზიკური პირების დახმარება – 731 427 ლარი

კომუნალური გადასახადები – 244 183 ლარი

საგადასახადო ვალდებულებების შესრულება – 196 942 ლარი და 5850 ევრო

სწავლის საფასური – 9368 აშშ დოლარი

ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარირებულია მისი და მისი ოჯახის წევრების ქონება, რამაც მთლიანობაში შეადგინა დაახლოებით 239 442 973 ეკვივალენტი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები, 84 769 467 ეკვივალენტი ლარის მიმდინარე საბანკო ანგარიშები, 590 180 ეკვივალენტი ლარის ნაღდი ფული, 122 553 965 ეკვივალენტი ლარის გაცემული სესხები, მიწის ნაკვეთები საერთო ფართობით 877 934,4 მ2 და საცხოვრებელი სახლები საერთო ფართობით 26 798,8მ2.

ამავე დროს, ჟურნალ "ფორბსის" მიხედვით 2013 წლის მარტის თვის მონაცემებით ბიძინა ივანიშვილი 5,3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონების მფლობელი იყო. ამავე გამოცემის მიხედვით, ივანიშვილმა 2012 წელს დაახლოებით 1,3 მილიარდ დოლარად გაყიდა თავისი აქტივები რუსეთში, ამასთან ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების კოლექციას ფლობს, რაც საერთოდ არ იქნა ასახული ყოფილი პრემიერ-მინისტრის დეკლარაციაში.

ამავე დროს, დეკლარირებული ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულების სიმცირე, ფორბსის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით, შესაძლებელია განპირობებულია იმ ფაქტორითაც, რომ აქტივების დიდი ნაწილი არ არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის და იმ ოჯახის წევრების საკუთრებაში რომელთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ იქნა დეკლარირებული მონაცემები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ არ არის დეკლარირებული ივანიშვილის ერთ-ერთი შვილის უტა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული ქონება.

აღნიშნულის კვალდაკვალ ივანიშვილის მიერ შევსებული დეკლარაციიდან რთულია იმის გაგება თუ რეალურად რა ქონების მფლობელი იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი მისი თანამდებობაზე დანიშვნის მომენტში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა