პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკლუზიური ფაქტები და ფოტოები ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ცხოვრებიდან
ექსკლუზიური ფაქტები და ფოტოები ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ცხოვრებიდან

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან მუ­შა­ობ­და და მის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

34 წლის ექს-პრე­მი­ე­რი წარ­მო­შო­ბით დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან გახ­ლავთ. რა­ი­ონ­ში სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. სწავ­ლობ­და სორ­ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც.

ჰყავს მე­უღ­ლე ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი და სამი შვი­ლი. ირაკ­ლი­სა და ნუ­ნუ­კას სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბავს, ირაკ­ლის პრე­მი­ე­რად წარ­დგე­ნის დროს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­უს­ვა ხაზი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

ირაკ­ლი­სა და ნუ­ნუ­კას ერ­თმა­ნე­თი მარ­თლაც სკო­ლის ასა­კი­დან უყ­ვარ­დათ, მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას მთე­ლი რა­ი­ო­ნი მშვი­დად ადევ­ნებ­და თვალს, რად­გან, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რი სე­რი­ო­ზუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე გახ­ლდათ. არა­სო­დეს ჩხუ­ბობ­და და შე­სა­ნიშ­ნა­ვად წერ­და თა­ვი­სუ­ფალ თე­მებს. აფხა­ზეთ­ზე და­წე­რილ­მა თე­მამ მისი ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი აა­ტი­რა, თუმ­ცა ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი ირაკ­ლის­თვის მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლა, შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი გახ­ლდათ.

რო­გორ იზ­რდე­ბო­და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მშობ­ლი­ურ რა­ი­ონ­ში, რით და­ა­მახ­სოვ­რა თავი ქა­ლაქს და მას­წავ­ლებ­ლებს, ამ თე­მა­ზე ინ­ტერ­ვიუ ქალ­ბა­ტონ ეთერ ზუ­რი­კაშ­ვილ­თან ჩავ­წე­რეთ.

ალ­ბათ, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი აქებს თა­ვის მოს­წავ­ლეს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­შინ, რო­დე­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი ან პო­ლი­ტი­კო­სი გახ­დე­ბა, მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რის­თვის ირაკ­ლი მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე გახ­ლდათ.

- უკვე ოც­და­ხუ­თი წე­ლია, რაც დე­დოფ­ლის­წყა­როს პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი. ირაკ­ლის კლა­სი, რო­გორც სა­დამ­რი­გებ­ლო, 1993 წელს ჩა­მა­ბა­რეს. შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი დამ­რი­გე­ბე­ლი ვი­ყა­ვი და თან ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ვას­წავ­ლი­დი.

- რით გა­მო­არ­ჩევ­დით ირაკ­ლის სხვა მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან?

- ირაკ­ლის კლა­სი მე­ხუ­თე კლა­სი­დან ჩა­ვი­ბა­რე და ის ყო­ველ­თვის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი მოს­წავ­ლე გახ­ლდათ. ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­და. შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მახ­სოვს, ერთხელ მა­ინც ეთ­ქვას, რომ გაკ­ვე­თი­ლი არ იცო­და. უზო­მოდ ნა­კი­თხი ბავ­შვი იყო. ყვე­ლა სა­განს ერ­თნა­ი­რად კარ­გად სწავ­ლობ­და. და­უ­რე­კეთ, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი იმა­ვეს გე­ტყვით.

- გაკ­ვე­თილ­ზე შე­ნიშ­ვნა არა­სო­დეს მი­გი­ცი­ათ?

- არა, შე­იძ­ლე­ბა, არ და­ი­ჯე­როთ, მაგ­რამ ასე­თი რამ არ მახ­სენ­დე­ბა. გა­მორ­ჩე­უ­ლი მოს­წავ­ლე იყო. რო­გორც იცით, ბოლო კლა­სებ­ში ბი­ჭე­ბი არ სწავ­ლო­ბენ, ყოყლო­ჩი­ნო­ბენ და იმ მოს­წავ­ლე­ებს დას­ცი­ნი­ან, რომ­ლე­ბიც კარ­გად სწავ­ლო­ბენ. ირაკ­ლის­თვის ასე­თი რამ არა­ვის გა­უ­ბე­დავს. პი­რი­ქით, ირაკ­ლი კლა­სე­ლე­ბის­თვის მი­სა­ბა­ძი პი­როვ­ნე­ბა იყო. სკო­ლა ხუ­თებ­ზე და­ამ­თავ­რა. მე­ა­თე კლას­ში სწავ­ლი­სას სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ მოს­წავ­ლე­თა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად აირ­ჩი­ეს. რა­ი­ო­ნის სკო­ლი­დან ერთი ბავ­შვი უნდა შერ­ჩე­უ­ლი­ყო და დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან ეს იყო ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

- გაკ­ვე­თილ­ზე კი­თხვე­ბის დას­მა თუ უყ­ვარ­და?

- ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვას სვამ­და, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ გა­ერ­კვე­ო­და სა­კი­თხში. მეშ­ვი­დე კლას­ში სწავ­ლი­სას ირაკ­ლის კლასს თა­ვი­სუ­ფა­ლი თემა და­ვა­წე­რი­ნე - "ვინ მინ­და ვიყო მე". ირაკ­ლიმ და­წე­რა, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. ბავ­შვი იყო, მაგ­რამ ენებს ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­და, რუ­სულს, ინ­გლი­სურს. შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და ქარ­თუ­ლი. თქვენ რომ მისი ნა­წე­რე­ბი ნა­ხოთ, გა­გიჟ­დე­ბით, ჩა­წი­კწი­კე­ბუ­ლი აქვს ყვე­ლა თემა.

- მშობ­ლე­ბი თუ და­უ­ბა­რე­ბი­ათ სკო­ლა­ში?

- არა. ირაკ­ლის უაღ­რე­სად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი ჰყავს. დე­დამ, მა­რი­ნა ყო­რა­ნაშ­ვილ­მა, უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა შვი­ლის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ში. რო­დე­საც სკო­ლა­ში მო­დი­ო­და, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს და მათ შო­რის მეც მე­უბ­ნე­ბო­და, რომ არა­ფე­რი გვე­პა­ტი­ე­ბი­ნა. მხო­ლოდ ცოდ­ნას ითხოვ­და და დე­დის ასეთ­მა მიდ­გო­მამ კარ­გად იმოქ­მე­და ირაკ­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ბრწყინ­ვა­ლე დედა იყო და ყვე­ლა სა­კითხს გა­გე­ბით უდ­გე­ბო­და.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ასე­ვე: "მე­სა­ლა­მუ­რე" ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი - ექს-პრე­მი­ე­რის უც­ნო­ბი ფოტო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

ექსკლუზიური ფაქტები და ფოტოები ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ცხოვრებიდან

ექსკლუზიური ფაქტები და ფოტოები ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ცხოვრებიდან

ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა და მის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა.

34 წლის ექს-პრემიერი წარმოშობით დედოფლისწყაროდან გახლავთ. რაიონში სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტშიც.

ჰყავს მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი და სამი შვილი. ირაკლისა და ნუნუკას სიყვარულის ამბავს, ირაკლის პრემიერად წარდგენის დროს, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილმა.

ირაკლისა და ნუნუკას ერთმანეთი მართლაც სკოლის ასაკიდან უყვარდათ, მათი სიყვარულის ისტორიას მთელი რაიონი მშვიდად ადევნებდა თვალს, რადგან, როგორც ამბობენ, მომავალი პრემიერი სერიოზული, მოწესრიგებული და საუკეთესო მოსწავლე გახლდათ. არასოდეს ჩხუბობდა და შესანიშნავად წერდა თავისუფალ თემებს. აფხაზეთზე დაწერილმა თემამ მისი ქართულის მასწავლებელი აატირა, თუმცა ქალბატონი ეთერი ირაკლისთვის მხოლოდ მასწავლებელი არ ყოფილა, შვიდი წლის განმავლობაში მათი კლასის დამრიგებელი გახლდათ.

როგორ იზრდებოდა ღარიბაშვილი მშობლიურ რაიონში, რით დაამახსოვრა თავი ქალაქს და მასწავლებლებს, ამ თემაზე ინტერვიუ ქალბატონ ეთერ ზურიკაშვილთან ჩავწერეთ.

ალბათ, ყველა მასწავლებელი აქებს თავის მოსწავლეს, განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც წარმატებული მომღერალი, მსახიობი ან პოლიტიკოსი გახდება, მაგრამ ქალბატონი ეთერისთვის ირაკლი მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული მოსწავლე გახლდათ.

- უკვე ოცდახუთი წელია, რაც დედოფლისწყაროს პირველ საჯარო სკოლაში ვასწავლი. ირაკლის კლასი, როგორც სადამრიგებლო, 1993 წელს ჩამაბარეს. შვიდი წლის განმავლობაში მათი დამრიგებელი ვიყავი და თან ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი.

- რით გამოარჩევდით ირაკლის სხვა მოსწავლეებისგან?

- ირაკლის კლასი მეხუთე კლასიდან ჩავიბარე და ის ყოველთვის მოწესრიგებული და სამართლიანი მოსწავლე გახლდათ. ძალიან კარგად სწავლობდა. შვიდი წლის განმავლობაში არ მახსოვს, ერთხელ მაინც ეთქვას, რომ გაკვეთილი არ იცოდა. უზომოდ ნაკითხი ბავშვი იყო. ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობდა. დაურეკეთ, ყველა მასწავლებელი იმავეს გეტყვით.

- გაკვეთილზე შენიშვნა არასოდეს მიგიციათ?

- არა, შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ასეთი რამ არ მახსენდება. გამორჩეული მოსწავლე იყო. როგორც იცით, ბოლო კლასებში ბიჭები არ სწავლობენ, ყოყლოჩინობენ და იმ მოსწავლეებს დასცინიან, რომლებიც კარგად სწავლობენ. ირაკლისთვის ასეთი რამ არავის გაუბედავს. პირიქით, ირაკლი კლასელებისთვის მისაბაძი პიროვნება იყო. სკოლა ხუთებზე დაამთავრა. მეათე კლასში სწავლისას საქართველოში არსებულ მოსწავლეთა პარლამენტის წევრად აირჩიეს. რაიონის სკოლიდან ერთი ბავშვი უნდა შერჩეულიყო და დედოფლისწყაროდან ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილი.

- გაკვეთილზე კითხვების დასმა თუ უყვარდა?

- ძალიან ბევრ კითხვას სვამდა, სანამ ბოლომდე არ გაერკვეოდა საკითხში. მეშვიდე კლასში სწავლისას ირაკლის კლასს თავისუფალი თემა დავაწერინე - "ვინ მინდა ვიყო მე". ირაკლიმ დაწერა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობაზე ოცნებობდა. ბავშვი იყო, მაგრამ ენებს ძალიან კარგად სწავლობდა, რუსულს, ინგლისურს. შესანიშნავად იცოდა ქართული. თქვენ რომ მისი ნაწერები ნახოთ, გაგიჟდებით, ჩაწიკწიკებული აქვს ყველა თემა.

- მშობლები თუ დაუბარებიათ სკოლაში?

- არა. ირაკლის უაღრესად განათლებული მშობლები ჰყავს. დედამ, მარინა ყორანაშვილმა, უდიდესი წვლილი შეიტანა შვილის სწავლა-განათლებაში. როდესაც სკოლაში მოდიოდა, ყველა მასწავლებელს და მათ შორის მეც მეუბნებოდა, რომ არაფერი გვეპატიებინა. მხოლოდ ცოდნას ითხოვდა და დედის ასეთმა მიდგომამ კარგად იმოქმედა ირაკლის ჩამოყალიბებაზე. ქალბატონი მარინა ბრწყინვალე დედა იყო და ყველა საკითხს გაგებით უდგებოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ასევე: "მესალამურე" ირაკლი ღარიბაშვილი - ექს-პრემიერის უცნობი ფოტო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა