მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კვლავ დაუბრუნდება საქართველოს
ბიძინა ივანიშვილი - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კვლავ დაუბრუნდება საქართველოს

სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბა ახლო მო­მა­ვალ­ში არ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ადრე თუ გვი­ან, ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი კვლავ და­უბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს­ტო­ნურ ETV-სთან სა­უბ­რი­სას.

"ამის­თვის კი, პირ­ველ რიგ­ში, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის შექ­მნი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­კენ უნდა გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯე­ბი, რათა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დეს ამ რე­გი­ო­ნე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ის­ტო­რი­უ­ლად ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი იყო და სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თმა­ნე­თის მხარ­დამ­ხარ ვცხოვ­რობ­დით.

"არ ვე­თან­ხმე­ბი მო­საზ­რე­ბას, რომ აფხა­ზე­ბი და ოსე­ბი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ერე­ბი არი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი ცხოვ­რობს. ამ ლო­გი­კით, სა­ქარ­თვე­ლო უამ­რავ მცი­რე ნა­წი­ლად უნდა და­ი­ყოს", - დას­ძი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ეს­ტო­ნურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ არხთან სა­უბ­რი­სას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ გა­უს­ვა ხაზი, რომ რუ­სეთ­ში პი­რა­დი კავ­ში­რე­ბი და ბიზ­ნე­სი აღარ აქვს მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა.

"რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთ­თან ჩემს კავ­ში­რებს, მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ რუ­სეთ­ში ბიზ­ნე­სი აღარ მაქვს. ყვე­ლა ბიზ­ნე­სი, რაც იქ მქონ­და გავ­ყი­დე და ისე დავ­ტო­ვე ქვე­ყა­ნა. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღეს გან­ვა­ცხა­დე, რომ ერ­თგუ­ლი ვარ და პი­რო­ბას არ და­ვარ­ღვევ­დი. ეს სა­კი­თხი აღარ არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი. სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გუნ­დიც კი აღარ არის ამ შე­კი­თხვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რად­გან იცი­ან, რომ ასე­თი ეჭ­ვის­თვის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ETV-სთან სა­უბ­რი­სას.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ომი აგ­რე­სია და რუ­სე­თის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა იყო.

"ეჭვგა­რე­შეა, რომ ეს იყო აგ­რე­სია, რუ­სე­თის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა, რისი შე­დე­გიც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბა იყო. ამას არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არა აქვს, მაგ­რამ რომ არა სა­ა­კაშ­ვი­ლის უმეც­რე­ბა, რო­მელ­მაც ომი გა­მო­იწ­ვია, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ამის თა­ვი­დან არი­დე­ბა. მან მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა, რო­მელ­მაც იმ შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, რაც მი­ვი­ღეთ", - გა­ნა­ცხა­და ეს­ტო­ნურ გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ასე­ვე აღ­ნი­ში­ნა, რომ ეს­ტო­ნე­თი ერთ-ერთი იყო იმ ქვეყ­ნებს შო­რის, რო­მელ­მაც ომის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა.

"მინ­და ამ მე­გობ­რო­ბის­თვის ეს­ტო­ნე­თი­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ვა­ხა­ტო. სა­ქარ­თვე­ლო და­ამ­ტკი­ცებს, რომ ის ევ­რო­პას ეკუთ­ვნის და რომ ჩვენ ევ­რო­პე­ლე­ბი ვართ. სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ევ­რო­კავ­შირ­სა და ნატო-ს წევ­რი. ეს ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნია, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­ა­კე­თა და რო­მე­ლიც არ შე­იც­ვლე­ბა. რა კავ­ში­რი­ცა და ასო­ცი­ა­ცი­აც უნდა იყოს ეს, მათ შო­რის ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი, ეს არ გუ­ლის­ხმობს კონ­ფლიქტს ევ­რო­კავ­შირ­თან, თუ ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ეკო­ნო­მი­კის­თვის, ჩვენ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ მას­თან", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ETV-ს მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას

ბიძინა ივანიშვილი - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კვლავ დაუბრუნდება საქართველოს

ბიძინა ივანიშვილი - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი კვლავ დაუბრუნდება საქართველოს

საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნება ახლო მომავალში არ მოხდება, მაგრამ ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები კვლავ დაუბრუნდება საქართველოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ესტონურ ETV-სთან საუბრისას.

"ამისთვის კი, პირველ რიგში, დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნისა და ეკონომიკური განვითარებისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი გახდეს ამ რეგიონებისთვის", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, ისტორიულად ეს ტერიტორიები საქართველოს ნაწილი იყო და საუკუნეების განმავლობაში, ერთმანეთის მხარდამხარ ვცხოვრობდით.

"არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ აფხაზები და ოსები სრულიად განსხვავებული ერები არიან. საქართველოში უამრავი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობს. ამ ლოგიკით, საქართველო უამრავ მცირე ნაწილად უნდა დაიყოს", - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ესტონურ საზოგადოებრივ არხთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთში პირადი კავშირები და ბიზნესი აღარ აქვს მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვა.

"რაც შეეხება რუსეთთან ჩემს კავშირებს, მინდა განვაცხადო, რომ რუსეთში ბიზნესი აღარ მაქვს. ყველა ბიზნესი, რაც იქ მქონდა გავყიდე და ისე დავტოვე ქვეყანა. პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეს განვაცხადე, რომ ერთგული ვარ და პირობას არ დავარღვევდი. ეს საკითხი აღარ არის აქტუალური. სააკაშვილი და მისი გუნდიც კი აღარ არის ამ შეკითხვით დაინტერესებული, რადგან იციან, რომ ასეთი ეჭვისთვის საფუძველი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ETV-სთან საუბრისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ომი აგრესია და რუსეთის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედება იყო.

"ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო აგრესია, რუსეთის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედება, რისი შედეგიც საქართველოს ოკუპირება იყო. ამას არანაირი გამართლება არა აქვს, მაგრამ რომ არა სააკაშვილის უმეცრება, რომელმაც ომი გამოიწვია, შესაძლებელი იყო ამის თავიდან არიდება. მან მიუტევებელი შეცდომები დაუშვა, რომელმაც იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რაც მივიღეთ", - განაცხადა ესტონურ გამოცემასთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშინა, რომ ესტონეთი ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც ომის პერიოდში საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატა.

"მინდა ამ მეგობრობისთვის ესტონეთისადმი მადლიერება გამოვახატო. საქართველო დაამტკიცებს, რომ ის ევროპას ეკუთვნის და რომ ჩვენ ევროპელები ვართ. საქართველო გახდება ევროკავშირსა და ნატო-ს წევრი. ეს ჩვენი სტრატეგიული არჩევანია, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა და რომელიც არ შეიცვლება. რა კავშირიცა და ასოციაციაც უნდა იყოს ეს, მათ შორის ევრაზიული კავშირი, ეს არ გულისხმობს კონფლიქტს ევროკავშირთან, თუ ეს თანამშრომლობა სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკისთვის, ჩვენ ვითანამშრომლებთ მასთან", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

მომზადებულია ETV-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა