კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრულიად საიდუმლოდ" ანუ ამბავი ქსენიას სამკაულებზე, ბოკუჩავას მობილურზე და იუშენკოს ჩუსტებზე
"სრულიად საიდუმლოდ" ანუ ამბავი ქსენიას სამკაულებზე, ბოკუჩავას მობილურზე და იუშენკოს ჩუსტებზე

გა­ჭირ­ვე­ბულ ნა­ცი­ო­ნალს აღ­მარ­თში სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის (სდსს) ხარ­ჯე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა წა­მო­ე­წე­ვაო, - ნათ­ქვა­მია. თუმ­ცა აღ­მარ­თში ეს დო­კუ­მენ­ტი თქვენს მონა-მორ­ჩილ­საც წა­მო­ე­წია.

კერ­ძოდ, დიდი სუ­ლი­ე­რი ბრძო­ლის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე დი­ე­ტის დაც­ვა. ახ­ლობ­ლებ­მა ლე­გენ­და­ლუ­რი "უგუ­ლა­ვას დი­ე­ტა" მირ­ჩი­ეს - შე­და­რე­ბით უმ­ტკივ­ნე­უ­ლო­აო. თუმ­ცა გეგ­მე­ბი ჩა­მე­შა­ლა - რა ვქნა, არ მა­ფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი 115 ათა­სი ლა­რით, რომ ავ­სტრი­ა­ში გა­დავფრინ­დე და გახ­დო­მის პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩა­ვი­ტა­რო, რო­გორც ეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და გიგი უგუ­ლა­ვამ გა­ა­კე­თეს 2010 წელს (იხ. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ან­გა­რი­ში).

მოკ­ლედ, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის ხარ­ჯე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბამ "უგუ­ლა­ვას დი­ე­ტას­თან" ერ­თად სხვა ამ­ბებ­საც ახა­და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის ფარ­და. თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი დე­ტა­ლი და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი დარ­ჩა. მა­გა­ლი­თად, ის, თუ ვინ იყო იუ­შენ­კო, რო­მელ­მაც 2011 წლის აპ­რილ­ში თბი­ლის­ში სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე იბა­ნა­ვა. გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, თბი­ლის­ში იდუ­მა­ლი იუ­შენ­კოს ბა­ნა­ო­ბა 591 ლარი დაჯ­და თა­ვი­სი თაფ­ლის მა­სა­ჟით, სამი ჩა­ი­და­ნი მუ­რა­ბი­ა­ნი ჩაით და შვი­დი წყვი­ლი ჩუს­ტე­ბით.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, ვერ გა­ვიხ­სე­ნე, იყო თუ არა უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ იუ­შენ­კო თბი­ლის­ში 2011 წლის აპ­რილ­ში. ვერც "გუ­გლ­მა" გა­იხ­სე­ნა. ორი წლის წი­ნან­დე­ლი აპ­რი­ლის ამ­ბე­ბი­დან ამ სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მამ მხო­ლოდ ის "ამო­აგ­დო", რომ კა­ხეთ­ში ვინ­მე უშან­გი იუ­შენ­კო და­ა­კა­ვეს ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ნახ­ვის­თვის. ფაქ­ტია, რომ უშან­გი ასე პომ­პე­ზუ­რად ვერ და­ი­ბან­და. რა გა­მო­დის, ვიქ­ტორ­მა იბა­ნა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­რუ­ლად?

აბა­ნო­დან გა­და­ვი­ნაც­ვლოთ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ეს­პა­ნე­ლი პი­რა­დი მზა­რე­უ­ლის შე­ნახ­ვა ბი­უ­ჯეტს ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი და­უჯ­და. ეტყო­ბა, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­დე­საც ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ჟი­ნე­ბით პროგ­ნო­ზი­რებ­და სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზისს.

მზა­რე­უ­ლებს თავი და­ვა­ნე­ბოთ და ვთქვათ ის, რომ მალე, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მა­კა­ცე­ბი სდსს-ზე და­ი­წყე­ბენ ეჭ­ვი­ა­ნო­ბას.

"დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის­გან", - ალ­ბათ, ასეთ წარ­წე­რას აღ­მო­ა­ჩენ­და პი­ა­ნის­ტი ხა­ტია ბუ­ნი­ა­თაშ­ვი­ლი ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე შე­ძე­ნილ 140-ლა­რი­ან თა­ი­გულ­ში. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლო­ვა­ნებს არ აფა­სე­ბენ. მა­გა­ლი­თად, პი­ა­ნისტს თა­ი­გუ­ლი და დე­პუ­ტატ თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვას 1599-ლა­რი­ა­ნი მო­ბი­ლუ­რი?! სამ­ხედ­რო­ებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ია­რაღს ჩუქ­ნი­ან ხოლ­მე, ეტყო­ბა, ბო­კუ­ჩა­ვა­მაც რა­ღაც გმი­რო­ბა ჩა­ი­დი­ნა და შე­სა­ბა­მი­სი ჯილ­დო მი­ი­ღო. რო­მელ ფრონტზე გა­მო­ი­ჩი­ნა თავი, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი მან­დი­ლოს­ნებს მარ­ტო ტე­ლე­ფო­ნებს არ ჩუქ­ნი­და. სა­ი­უ­ვე­ლი­რო გან­ხრი­თაც კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა ჰქონ­და. მა­გა­ლი­თად, დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, სდსს-მ მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას 3500-ლა­რი­ა­ნი სამ­კა­უ­ლი აჩუ­ქა. ისე, სა­ჯა­ი­ამ ფეხი უკრა "სა­ჩუ­ქარ­ზე" - არა­ფე­რი მი­მი­ღი­აო. ასე რომ, სდსს-ს ვურ­ჩევთ - ოქრო მთა­ვა­რი არ არის, მთა­ვა­რია სუ­ლი­ე­რი სი­ლა­მა­ზე.

გა­ლია და ტა­ნია მარ­ტო ჩვენ­ში კი არა, თურ­მე სდსს-შიც იწ­ვევს სიმ­პა­თი­ას. უფრო ზუს­ტად ქსე­ნია. მა­გა­ლი­თად, ჟურ­ნა­ლის­ტი ქსე­ნია სო­კო­ლო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და სა­ა­კაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უს­თვის და უკან 2765-ლა­რი­ა­ნი ყელ­სა­ბა­მით დაბ­რუნ­და. ისე თუ კარ­გად მახ­სოვს, მა­შინ მე­ო­რე ქსე­ნი­აც იყო ჩა­მო­სუ­ლი - სობ­ჩა­კი. სა­ა­კაშ­ვილ­მა მათ პი­რა­დად უმას­პინ­ძლა და ღა­მის ბა­თუ­მიც და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. სა­ინ­ტე­რე­სოა, სობ­ჩაკ­მა რა და­ა­შა­ვა?! ვი­თომ ღა­მის ბა­თუმ­ში ინ­ტერ­ვი­უ­სას უფრო ღრმად ჩა­ე­ძია სა­ა­კაშ­ვილს სო­კო­ლო­ვა? არა­და, ამ მხრივ სობ­ჩაკ­საც მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

კი­დევ ერთ უსა­მარ­თლო­ბა­ზე მინ­და მო­გახ­სე­ნოთ - გა­რე­ულ რუსს 2765-ლა­რი­ა­ნი სამ­კა­უ­ლი და ში­ნა­ურ უკ­რა­ი­ნელს მხო­ლოდ 982 ლა­რი­ა­ნი? იო­ა­ნა მე­ლა­ის ალ­ბათ, სა­ბო­ლო­ოდ აუც­რუვ­დე­ბო­და გული "მე­ქალ­თა­ნე" სდსს-ზე.

სდსს-ს გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ ან­გა­რიშ­ში კი­დევ ერთი დე­ტა­ლი სა­ჭი­რო­ებს და­ზუს­ტე­ბას. კერ­ძოდ, ის ამ­ბა­ვი, რომ 44 ცხვარ­ში 6 600 ლარი გა­და­ი­ხა­დეს. ალ­ბათ, არ­გო­ნავ­ტე­ბის მიერ კოლ­ხე­თი­დან წა­ღე­ბუ­ლი ოქ­როს საწ­მი­სი გა­მო­ის­ყი­დეს და უნ­დათ, ეს 19 აპ­რი­ლის აქ­ცი­ა­ზე გვა­ხა­რონ.

ისე, ცხვრე­ბიც კი გა­ცხარ­დე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც წა­ი­კი­თხავ­დნენ, რომ პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად დუ­ბა­ი­ში კობა ხა­ბა­ზის, ალა­ნა გაგ­ლო­ე­ვას, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის, გოგა ხა­ჩი­ძის, და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძის, მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლის, ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის, სერ­გო რა­ტი­ა­ნი­სა და და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბა 240 ათა­სი ლარი დაჯ­და. ენერ­გი­ას აღ­დგე­ნას ცდი­ლობ­დენ, რომ შემ­დეგ უფრო ხმა­მაღ­ლა ეყ­ვი­რათ - რა მა­ღალ პრე­მი­ებს იღე­ბენ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი.

სდსს-ს ხარ­ჯე­ბის ყვე­ლა ეპი­ზოდ­ზე აღარ შევ­ჩერ­დე­ბით, თუმ­ცა ერთს ვი­ტყვით - ასე იწყებ­და თურ­ქმენ­ბა­ში და 1-ელ ოქ­ტომ­ბერს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" დრო­ზე "და­ა­მუხ­რუ­ჭეს", რად­გან სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე შე­ძე­ნი­ლი ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი­დან ოქ­როს უნი­ტა­ზე­ბამ­დე ერთი ნა­ბი­ჯია.

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"სრულიად საიდუმლოდ" ანუ ამბავი ქსენიას სამკაულებზე, ბოკუჩავას მობილურზე და იუშენკოს ჩუსტებზე

"სრულიად საიდუმლოდ" ანუ ამბავი ქსენიას სამკაულებზე, ბოკუჩავას მობილურზე და იუშენკოს ჩუსტებზე

გაჭირვებულ ნაციონალს აღმართში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ხარჯების გასაჯაროება წამოეწევაო, - ნათქვამია. თუმცა აღმართში ეს დოკუმენტი თქვენს მონა-მორჩილსაც წამოეწია.

კერძოდ, დიდი სულიერი ბრძოლის შემდეგ გადავწყვიტე დიეტის დაცვა. ახლობლებმა ლეგენდალური "უგულავას დიეტა" მირჩიეს - შედარებით უმტკივნეულოაო. თუმცა გეგმები ჩამეშალა - რა ვქნა, არ მაფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი 115 ათასი ლარით, რომ ავსტრიაში გადავფრინდე და გახდომის პროცედურები ჩავიტარო, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა და გიგი უგულავამ გააკეთეს 2010 წელს (იხ. ზემოხსენებული ანგარიში).

მოკლედ, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხარჯების გასაჯაროებამ "უგულავას დიეტასთან" ერთად სხვა ამბებსაც ახადა საიდუმლოების ფარდა. თუმცა ზოგიერთი დეტალი დაუზუსტებელი დარჩა. მაგალითად, ის, თუ ვინ იყო იუშენკო, რომელმაც 2011 წლის აპრილში თბილისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე იბანავა. გასაჯაროებული დოკუმენტის მიხედვით, თბილისში იდუმალი იუშენკოს ბანაობა 591 ლარი დაჯდა თავისი თაფლის მასაჟით, სამი ჩაიდანი მურაბიანი ჩაით და შვიდი წყვილი ჩუსტებით.

სიმართლე გითხრათ, ვერ გავიხსენე, იყო თუ არა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო თბილისში 2011 წლის აპრილში. ვერც "გუგლმა" გაიხსენა. ორი წლის წინანდელი აპრილის ამბებიდან ამ საძიებო სისტემამ მხოლოდ ის "ამოაგდო", რომ კახეთში ვინმე უშანგი იუშენკო დააკავეს ნარკოტიკების შენახვისთვის. ფაქტია, რომ უშანგი ასე პომპეზურად ვერ დაიბანდა. რა გამოდის, ვიქტორმა იბანავა საქართველოში ფარულად?

აბანოდან გადავინაცვლოთ სამზარეულოში. გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ესპანელი პირადი მზარეულის შენახვა ბიუჯეტს ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა. ეტყობა, ამ ინფორმაციას ფლობდა ვანო მერაბიშვილი, როდესაც ბოლო პერიოდში დაჟინებით პროგნოზირებდა საბიუჯეტო კრიზისს.

მზარეულებს თავი დავანებოთ და ვთქვათ ის, რომ მალე, სავარაუდოდ, საქართველოში მამაკაცები სდსს-ზე დაიწყებენ ეჭვიანობას.

"დიდი სიყვარულით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან", - ალბათ, ასეთ წარწერას აღმოაჩენდა პიანისტი ხატია ბუნიათაშვილი ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილ 140-ლარიან თაიგულში. თუმცა საქართველოში ხელოვანებს არ აფასებენ. მაგალითად, პიანისტს თაიგული და დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას 1599-ლარიანი მობილური?! სამხედროებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის იარაღს ჩუქნიან ხოლმე, ეტყობა, ბოკუჩავამაც რაღაც გმირობა ჩაიდინა და შესაბამისი ჯილდო მიიღო. რომელ ფრონტზე გამოიჩინა თავი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დაცვის სამსახური მანდილოსნებს მარტო ტელეფონებს არ ჩუქნიდა. საიუველირო განხრითაც კარგი გემოვნება ჰქონდა. მაგალითად, დოკუმენტების მიხედვით, სდსს-მ მარიამ საჯაიას 3500-ლარიანი სამკაული აჩუქა. ისე, საჯაიამ ფეხი უკრა "საჩუქარზე" - არაფერი მიმიღიაო. ასე რომ, სდსს-ს ვურჩევთ - ოქრო მთავარი არ არის, მთავარია სულიერი სილამაზე.

გალია და ტანია მარტო ჩვენში კი არა, თურმე სდსს-შიც იწვევს სიმპათიას. უფრო ზუსტად ქსენია. მაგალითად, ჟურნალისტი ქსენია სოკოლოვა საქართველოში ჩამოვიდა სააკაშვილთან ინტერვიუსთვის და უკან 2765-ლარიანი ყელსაბამით დაბრუნდა. ისე თუ კარგად მახსოვს, მაშინ მეორე ქსენიაც იყო ჩამოსული - სობჩაკი. სააკაშვილმა მათ პირადად უმასპინძლა და ღამის ბათუმიც დაათვალიერებინა. საინტერესოა, სობჩაკმა რა დააშავა?! ვითომ ღამის ბათუმში ინტერვიუსას უფრო ღრმად ჩაეძია სააკაშვილს სოკოლოვა? არადა, ამ მხრივ სობჩაკსაც მდიდარი გამოცდილება აქვს.

კიდევ ერთ უსამართლობაზე მინდა მოგახსენოთ - გარეულ რუსს 2765-ლარიანი სამკაული და შინაურ უკრაინელს მხოლოდ 982 ლარიანი? იოანა მელაის ალბათ, საბოლოოდ აუცრუვდებოდა გული "მექალთანე" სდსს-ზე.

სდსს-ს გასაჯაროებულ ანგარიშში კიდევ ერთი დეტალი საჭიროებს დაზუსტებას. კერძოდ, ის ამბავი, რომ 44 ცხვარში 6 600 ლარი გადაიხადეს. ალბათ, არგონავტების მიერ კოლხეთიდან წაღებული ოქროს საწმისი გამოისყიდეს და უნდათ, ეს 19 აპრილის აქციაზე გვახარონ.

ისე, ცხვრებიც კი გაცხარდებოდნენ, როდესაც წაიკითხავდნენ, რომ პრეზიდენტთან ერთად დუბაიში კობა ხაბაზის, ალანა გაგლოევას, ზურაბ ჭიაბერაშვილის, გოგა ხაჩიძის, დავით საყვარელიძის, მარიამ საჯაიას, გიორგი ღვინიაშვილის, ნუგზარ წიკლაურის, სერგო რატიანისა და დავით დარჩიაშვილის დასვენება 240 ათასი ლარი დაჯდა. ენერგიას აღდგენას ცდილობდენ, რომ შემდეგ უფრო ხმამაღლა ეყვირათ - რა მაღალ პრემიებს იღებენ ახალი ხელისუფლების წევრები.

სდსს-ს ხარჯების ყველა ეპიზოდზე აღარ შევჩერდებით, თუმცა ერთს ვიტყვით - ასე იწყებდა თურქმენბაში და 1-ელ ოქტომბერს "ნაციონალები" დროზე "დაამუხრუჭეს", რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილი ოქროს სამკაულებიდან ოქროს უნიტაზებამდე ერთი ნაბიჯია.

გიორგი კვიტაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა