კახა კალაძე მის მოადგილედ თურქი ბიზნესმენის შესაძლო დანიშვნას უარყოფს

კახა კალაძე მის მოადგილედ თურქი ბიზნესმენის შესაძლო დანიშვნას უარყოფს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მის მოადგილედ თურქი ბიზნესმენი ინიშნება, უარყოფს და სისულელეს უწოდებს.

როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ორჰან ბოსკანს საერთოდ არ იცნობს.

"სისულელეა რაღაც, არ ვიცნობ საერთოდ ასეთ პიროვნებას. ან რატომ უნდა დაინიშნოს თურქეთის მოქალაქე ჩემს მოადგილედ, როდესაც ბევრი კარგი სპეციალისტი გვყავს", - აღნიშნა კახი კალაძემ.

გაზეთი "რეზონანსი" დღევანდელ ნომერში, თურქულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ თურქი ბიზნესმენი, რომელიც 2008 წლის ომის დროს აჭარის ოკუპაციას ითხოვდა, კალაძის მოადგილედ ინიშნება. თურქული გამოცემა კალაძისა და ბოსკანის ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ კალაძის სავარაუდო მოადგილე თურქი ბიზნესმენი და ინჟინერი, ჰესების მშენებელი ორჰან ბოსკანია, რომელსაც კახა კალაძესთან მეგობრობა აკავშირებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა