პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროკურატურა იმ ორასზე მეტი ადამიანის დაკითხვას გეგმავს, ვინც ქიბარ ხალვაშის მიერ დაფუძნებული კომპანიების განადგურებაში მონაწილეობდა"
"პროკურატურა იმ ორასზე მეტი ადამიანის დაკითხვას გეგმავს, ვინც ქიბარ ხალვაშის მიერ დაფუძნებული კომპანიების განადგურებაში მონაწილეობდა"

სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ქი­ბარ ხალ­ვა­შის ბიზ­ნეს­სა და ქო­ნე­ბას რა ბე­დიც ეწია, ჩვენს მკი­თხველს კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა. ხალ­ვაშს და მის პარტნი­ო­რებს არა მარ­ტო ჩა­მო­არ­თვეს კომ­პა­ნი­ე­ბი: "არტი", "პრი­ზა", "ინ­ტერ­ნე­ი­შე­ნელ ბილ­დინგ კომ­პა­ნი", "ლივო გრუ­პი", არა­მედ გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში და­იწ­ვა "არ­ტის" შე­ნო­ბა. 2007 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ქი­ბარ ხალ­ვა­შის პარტნი­ო­რი მალ­ხაზ ოსა­ძე ერ­თა­დერ­თი იყო, ვინც ბე­დავ­და და ამ­ხელ­და იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, რომ­ლე­ბიც მისი მტკი­ცე­ბით, ქი­ბარ ხალ­ვა­შის­თვის ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვის მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მი­სი­ვე თქმით, უშუ­ა­ლოდ ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ბაჩო ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბით დაწ­ვეს "არ­ტის" შე­ნო­ბა. რა ბედი ეწია აღ­ნიშ­ნულ ქო­ნე­ბას და და­ი­წყო თუ არა გა­მო­ძი­ე­ბა? - ამას სწო­რედ ბა­ტო­ნი მალ­ხაზ ოსა­ძის­გან შე­ვი­ტყობთ:

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის­თა­ნა­ვე გან­ცხა­დე­ბით მივ­მარ­თეთ რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რას, ისე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა ამ სა­კი­თხზე. უკვე დამ­კი­თხეს მეც და ჩემი რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლიც. პრო­კუ­რა­ტუ­რა იმ ორას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის და­კი­თხვა­საც გეგ­მავს, ვინც ქი­ბარ ხალ­ვა­ში­სა და უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გარ­და ამი­სა, მზად ვართ გა­მო­ვი­თხო­ვოთ ჩვე­ნი სარ­ჩე­ლი სტრას­ბუ­რის სა­სა­მარ­თლო­დან. ამას­თა­ნა­ვე, თხოვ­ნით მივ­მარ­თეთ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, რომ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე (რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, კარ­გა ხანს გაგ­რძელ­დე­ბა) და­უბ­რუნ­დეს უკა­ნო­ნოდ ჩა­მორ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა მე­პატ­რო­ნეს და გა­ი­ყი­ნოს ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც წარ­მო­იშ­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ შე­თი­თხნი­ლი ყალ­ბი აქ­ტე­ბით. თუ გა­მო­ძი­ე­ბა და­ა­დას­ტუ­რებს, რომ კომ­პა­ნი­ის მე­პატ­რო­ნე­ებს აქვთ გარ­კვე­უ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის მი­მართ, მზად ვართ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­ვი­ხა­დოთ ეს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა. ვფიქ­რობ, სა­ხელ­მწი­ფოც უნდა იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, დრო­უ­ლად ამუ­შავ­დეს ეს კომ­პა­ნი­ე­ბი და ჩად­გეს ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ გა­სუ­ლი წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის პო­ლი­ტი­კურ­მა ცვლი­ლე­ბამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იხ­სნა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მზაკ­ვრო­ბის­გან. მე­გო­ბა­რი მიყ­ვე­ბო­და ამას წი­ნათ, რო­გორ და­ი­ბა­რეს და მოს­თხო­ვეს რამ­დე­ნი­მე ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ატ­მის ბა­ღის დათ­მო­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ბი­ზნე­სის წარ­თმე­ვი­თა და ცი­ხე­ში ჩას­მით და­ე­მუქრნენ. ბაღი მა­მა­მი­სის გა­შე­ნე­ბუ­ლი იყო და შვი­ლი­ვით უვ­ლი­და, ამი­ტო­მაც ეხ­ვე­წე­ბო­და თურ­მე შუ­ა­მავ­ლებს, ფულს გა­და­გიხ­დით, ოღონდ ამ ბა­ღის დათ­მო­ბას ნუ მომ­თხოვთ, მა­მა­ჩე­მი თავს მო­იკ­ლავ­სო... არა­ფერ­მა გაჭ­რა, რად­გან პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო იმ ად­გი­ლას სათ­ბუ­რე­ბის გა­შე­ნე­ბა. ვკი­თხე, რამ გიშ­ვე­ლა-მეთ­ქი და, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­მის­წრო სულ­ზეო. სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯა­ლა­თი­ვით ექ­ცე­ვა თა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბას.

- ბა­ტო­ნო მალ­ხაზ, 2007 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ბრძო­ლა არ შე­გი­წყვე­ტი­ათ, არ გე­ში­ნო­დათ?

- რო­გორ არა... ოქ­ტომ­ბერ­ში ვიგ­რძე­ნი, რომ ისევ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. მა­ნამ­დე ყო­ველ­დღე ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ ან ჩემს შვილს მო­უ­წყობ­დნენ პრო­ვო­კა­ცი­ას, ან მეც ისე­ვე და­მი­ჭერ­დნენ, რო­გორც ბევ­რი სხვა და­ი­ჭი­რეს. ხში­რად მახ­სენ­დე­ბა ერთი შეხ­ვედ­რა: იმ­ხა­ნად გლ­და­ნის ცი­ხეს ვა­შე­ნებ­დით. შეკ­რე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ ბაჩო ახა­ლა­ია, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი. სწო­რედ ადე­იშ­ვილ­მა გა­მოგ­ვი­ცხა­და, დღეს ქვე­ყა­ნას ჰყავს 12 ათა­სი პა­ტი­მა­რი, სექ­ტემ­ბერ­ში უნდა გვყავ­დეს - 20 ათა­სი, წლის ბო­ლოს კი 30 ათა­სი უნდა გვყავ­დე­სო. ეს ხდე­ბო­და 2007 წლის და­სა­წყის­ში. უკვე ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ ეს გეგ­მა მათ­მა ბე­ლად­მა, სა­ა­კაშ­ვილ­მა და­უ­სა­ხათ. მე­რა­ბიშ­ვილ-ადე­იშ­ვი­ლიც გა­და­ჭარ­ბე­ბით ას­რუ­ლებ­დნენ გეგ­მას. 2007 წელსვე და­ი­წყო ბიზ­ნეს­მენ­თა ტო­ტა­ლუ­რი და­ტე­რო­რე­ბა, ცი­ხე­ებ­ში შეყ­რა და შემ­დეგ მათ­თან ვაჭ­რო­ბა.

- აქამ­დეც ხში­რად ჰყვე­ბო­დით იმ უსა­მარ­თლო­ბა­ზე, რა­საც სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში წა­ა­წყდით...

- დიახ, "ყვე­ლა სი­ახ­ლის" ფურ­ცლებ­ზე არა­ერ­თი მო­სა­მარ­თლე ვამ­ხი­ლე და არც ერთ მათ­განს არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია - წა­უყ­რუ­ეს. ახლა კი­დევ ერთხელ ვა­სა­ხე­ლებ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ქვეყ­ნის წი­ნა­შე ღა­ლა­ტი ჩა­ი­დი­ნეს - სა­ა­კაშ­ვილს და მის გუნდს უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი "გა­უპ­რა­ვეს", რის შე­დე­გა­დაც 5 ათას ადა­მი­ანს სა­მუ­შაო წა­არ­თვეს. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ იმ­ჟა­მინ­დე­ლი და­ვე­ბის საბ­ჭო, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის, შემ­დგომ­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნიკა გი­ლა­უ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ეს იყო მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც შე­დი­ოდ­ნენ: კახა ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლი - იმ­ჟა­მად ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე. ასე­ვე მო­ად­გი­ლე­ე­ბი:

პეტ­რი­აშ­ვი­ლი, ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ცხა­კა­ია, იმ­ხა­ნად ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გოლ გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ა­კაშ­ვილ­მა "გაქ­სუ­ე­ბუ­ლი" ეძა­ხა. ასე­ვე, მი­ქე­ლა­ძე, ლო­მი­ძე, გო­დაბ­რე­ლი­ძე. მათ ქვე­ყა­ნას წა­არ­თვეს ქი­ბარ ხალ­ვა­შის მიერ შექ­მნი­ლი 5 ათა­სი სა­მუ­შაო ად­გი­ლი. არ ვიცი, არის კი სად­მე სხვა ქვე­ყა­ნა, სა­დაც ისე­თი სა­სა­მარ­თლო და მო­სა­მარ­თლე­ე­ბი არი­ან, რო­გო­რე­ბიც კუბ­ლაშ­ვი­ლის "კან­ტო­რა­ში" ვნა­ხე. მო­სა­მარ­თლე­ე­ბი: მი­რან­და ერე­მა­ძე, მაია ბაქ­რა­ძე, ირაკ­ლი შენ­გე­ლია, იო­სე­ლი­ა­ნი, თეა თა­დაშ­ვი­ლი, მა­რი­ამ ცის­კა­რი­ძე, ნუგ­ზარ სხირტლა­ძე, პა­ა­ტა სი­ლა­გა­ძე... მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ნი­ხი­ლეს "არ­ტი­სა" და "პი­ზას" საქ­მე - არი­ან სა­მარ­თლის "კი­ლე­რე­ბი". მათ შე­ას­რუ­ლეს სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და კუბ­ლაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბა. ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი, რის­თვი­საც პა­სუ­ხი უნდა აგონ. თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თა, ისი­ნი სა­კუ­თა­რი ნე­ბით ამას არ ჩა­ი­დენ­დნენ. ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად სა­ა­კაშ­ვილ­მა და კუბ­ლაშ­ვილ­მა აქ­ცი­ეს.

2007 წელს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ბაჩო ახა­ლა­ია თა­ვის მო­ად­გი­ლე­ებ­თან - კახა ბუ­ცხრი­კი­ძე­სა და რეზო ჭარ­ბა­ძეს­თან ერ­თად გვე­ვაჭ­რე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბით. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, თუ "ბილ­დინგ კომ­პა­ნის" დაგ­ვით­მობთ, მძევ­ლად აყ­ვა­ნილ თქვენს თა­ნამ­შრომ­ლებს გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ, თუ არა­და, მათ 10-15 წელს მი­ვუს­ჯი­თო. მა­ნამ­დე კი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ჩვენ­გან 17 მი­ლი­ონ ლარს მო­ი­თხოვ­და. ქი­ბარ ხალ­ვა­შის კომ­პა­ნი­ე­ბის დარ­ბე­ვა­სა და ძარ­ცვა-გა­ნად­გუ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი, ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო, ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა ის ინ­სტან­ცია, რომ­ლის შექ­მნა­საც ასე ხში­რად გვა­მად­ლის ხოლ­მე ნაც­მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი გვა­მი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი.

თუ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ადა­მი­ა­ნებს დღეს მა­ინც შე­ა­წუ­ხებს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და რო­მე­ლი­მე გა­ნა­ცხა­დებს, რომ მე მათ და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად შე­უ­რა­ცხვყოფ, მზად ვარ, ნე­ბის­მი­ერ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში თუ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში წარ­მო­ვად­გი­ნო მათი და­ნა­შა­უ­ლის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი.

მი­ხე­ილ ვა­და­გა­სულ­მა ამას წი­ნათ იკი­თხა, სად არის ნავ­თო­ბის სა­ფა­სუ­რი­დან ის 50 თეთ­რი, ვი­თომ მისი რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან რომ ვი­ღებ­დიო?

მივ­მარ­თავ სა­ა­კაშ­ვილს: ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, დღეს ისევ იმ მო­ნო­პო­ლისტ კომ­პა­ნი­ებს უკა­ვი­ათ ნავ­თო­ბის ბა­ზა­რი, რო­მე­ლიც თქვენ შექ­მე­ნით. უკეთ რომ გი­თხრათ, ისევ თქვე­ნი ჯი­ბის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ ნავ­თობს. მათ ხელ­შია ყვე­ლა ნავ­თო­ბ­ბა­ზა და ყვე­ლა საწ­ვავ-გა­სა­მარ­თი სად­გუ­რიც. ის თქვე­ნი 50 თეთ­რი რომ გა­მოჩ­ნდეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მრა­ვა­ლი ახა­ლი მო­თა­მა­შის შე­მოს­ვლა ამ ბა­ზარ­ზე. მაგ­რამ მათ მო­უ­წევთ მთე­ლი ქსე­ლის შექ­მნა, რო­გორც სა­ბა­ზი­სო, ისე საწ­ვავ-გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის, რა­საც დრო სჭირ­დე­ბა. ქურ­დე­ბი და ყა­ჩა­ღე­ბი სა­ა­კაშ­ვილს იმის­თვის არ და­უ­ჭე­რია, რომ ბიზ­ნე­სი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო. ამით მო­წი­ლე­ე­ბი ჩა­მო­ი­შო­რეს. თუ ქურ­დი ბიზ­ნეს­მენს ფულს გა­მოს­ძა­ლავ­და, მა­შინ სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის ბან­დას რაღა წა­ერ­თმი­ათ?

არის მე­ო­რე გზაც პრე­ზი­დენ­ტის წილი 50 თეთ­რის გა­მო­სა­ჩე­ნად - ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ კარ­გად უნდა შე­ა­მოწ­მოს ეს კომ­პა­ნი­ე­ბი და უთხრას მო­სახ­ლე­ო­ბას, რა მო­გე­ბის მარ­ჟა­ზე მუ­შა­ო­ბენ ეს ბა­ტო­ნე­ბი.

დღეს ნაც­მოძ­რა­ო­ბის ლი­დე­რე­ბი ერ­თხმად გა­ი­ძა­ხი­ან, რომ არ შე­მო­დის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და შე­ჩერ­და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა. თვი­თონ პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო და არის სარ­კო­ფა­გი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლოს პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია ნორ­მა­ლურ ბიზ­ნეს­გა­რე­მო­ზე ლა­პა­რა­კი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვი­სუ­ფა­ლი ფული ქვე­ყა­ნა­ში ჯერ არ შე­მო­ვა. დღეს თუ რა­ი­მე ინ­ვეს­ტი­ცია შე­მო­ვა ქვე­ყა­ნა­ში, ესეც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პი­რა­დი ნდო­ბი­სა და ბიზ­ნეს­სამ­ყა­რო­ში მისი შე­უ­ლა­ხა­ვი ავ­ტო­რი­ტე­ტის წყა­ლო­ბით. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე ყოფ­ნის ყო­ვე­ლი დღე ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბა!

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია

"პროკურატურა იმ ორასზე მეტი ადამიანის დაკითხვას გეგმავს, ვინც ქიბარ ხალვაშის მიერ დაფუძნებული კომპანიების განადგურებაში მონაწილეობდა"

"პროკურატურა იმ ორასზე მეტი ადამიანის დაკითხვას გეგმავს, ვინც ქიბარ ხალვაშის მიერ დაფუძნებული კომპანიების განადგურებაში მონაწილეობდა"

სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ქიბარ ხალვაშის ბიზნესსა და ქონებას რა ბედიც ეწია, ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება. ხალვაშს და მის პარტნიორებს არა მარტო ჩამოართვეს კომპანიები: "არტი", "პრიზა", "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანი", "ლივო გრუპი", არამედ გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა "არტის" შენობა. 2007 წლიდან მოყოლებული ქიბარ ხალვაშის პარტნიორი მალხაზ ოსაძე ერთადერთი იყო, ვინც ბედავდა და ამხელდა იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც მისი მტკიცებით, ქიბარ ხალვაშისთვის ქონების წართმევის მაქინაციებში მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, უშუალოდ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას ბრძანებით დაწვეს "არტის" შენობა. რა ბედი ეწია აღნიშნულ ქონებას და დაიწყო თუ არა გამოძიება? - ამას სწორედ ბატონი მალხაზ ოსაძისგან შევიტყობთ:

- ხელისუფლების შეცვლისთანავე განცხადებით მივმართეთ როგორც პროკურატურას, ისე იუსტიციის სამინისტროს. შესაბამისად, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ამ საკითხზე. უკვე დამკითხეს მეც და ჩემი რამდენიმე თანამშრომელიც. პროკურატურა იმ ორასზე მეტი ადამიანის დაკითხვასაც გეგმავს, ვინც ქიბარ ხალვაშისა და უცხოელი ინვესტორების მიერ დაფუძნებული კომპანიების განადგურებაში მონაწილეობდა. გარდა ამისა, მზად ვართ გამოვითხოვოთ ჩვენი სარჩელი სტრასბურის სასამართლოდან. ამასთანავე, თხოვნით მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს, რომ გამოძიების დასრულებამდე (რომელიც, სავარაუდოდ, კარგა ხანს გაგრძელდება) დაუბრუნდეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება მეპატრონეს და გაიყინოს ის ვალდებულებები, რაც წარმოიშვა სააკაშვილის მიერ შეთითხნილი ყალბი აქტებით. თუ გამოძიება დაადასტურებს, რომ კომპანიის მეპატრონეებს აქვთ გარკვეული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, მზად ვართ, დაუყოვნებლივ გადავიხადოთ ეს დავალიანება. ვფიქრობ, სახელმწიფოც უნდა იყოს დაინტერესებული, დროულად ამუშავდეს ეს კომპანიები და ჩადგეს ქვეყნისა და ხალხის სამსახურში. შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის პირველი ოქტომბრის პოლიტიკურმა ცვლილებამ უამრავი ადამიანი იხსნა ამ ხელისუფლების მზაკვრობისგან. მეგობარი მიყვებოდა ამას წინათ, როგორ დაიბარეს და მოსთხოვეს რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული ატმის ბაღის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბი­ზნესის წართმევითა და ციხეში ჩასმით დაემუქრნენ. ბაღი მამამისის გაშენებული იყო და შვილივით უვლიდა, ამიტომაც ეხვეწებოდა თურმე შუამავლებს, ფულს გადაგიხდით, ოღონდ ამ ბაღის დათმობას ნუ მომთხოვთ, მამაჩემი თავს მოიკლავსო... არაფერმა გაჭრა, რადგან პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო იმ ადგილას სათბურების გაშენება. ვკითხე, რამ გიშველა-მეთქი და, ახალმა ხელისუფლებამ მომისწრო სულზეო. საშინელებაა, როდესაც ხელისუფლება ჯალათივით ექცევა თავის მოსახლეობას.

- ბატონო მალხაზ, 2007 წლიდან მოყოლებული ბრძოლა არ შეგიწყვეტიათ, არ გეშინოდათ?

- როგორ არა... ოქტომბერში ვიგრძენი, რომ ისევ თავისუფალი ადამიანი ვარ. მანამდე ყოველდღე ველოდებოდი, რომ ან ჩემს შვილს მოუწყობდნენ პროვოკაციას, ან მეც ისევე დამიჭერდნენ, როგორც ბევრი სხვა დაიჭირეს. ხშირად მახსენდება ერთი შეხვედრა: იმხანად გლდანის ციხეს ვაშენებდით. შეკრებას ესწრებოდნენ ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. სწორედ ადეიშვილმა გამოგვიცხადა, დღეს ქვეყანას ჰყავს 12 ათასი პატიმარი, სექტემბერში უნდა გვყავდეს - 20 ათასი, წლის ბოლოს კი 30 ათასი უნდა გვყავდესო. ეს ხდებოდა 2007 წლის დასაწყისში. უკვე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს გეგმა მათმა ბელადმა, სააკაშვილმა დაუსახათ. მერაბიშვილ-ადეიშვილიც გადაჭარბებით ასრულებდნენ გეგმას. 2007 წელსვე დაიწყო ბიზნესმენთა ტოტალური დატერორება, ციხეებში შეყრა და შემდეგ მათთან ვაჭრობა.

- აქამდეც ხშირად ჰყვებოდით იმ უსამართლობაზე, რასაც სასამართლო სისტემაში წააწყდით...

- დიახ, "ყველა სიახლის" ფურცლებზე არაერთი მოსამართლე ვამხილე და არც ერთ მათგანს არ გაუპროტესტებია - წაუყრუეს. ახლა კიდევ ერთხელ ვასახელებ იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის წინაშე ღალატი ჩაიდინეს - სააკაშვილს და მის გუნდს უკანონო გადაწყვეტილებები "გაუპრავეს", რის შედეგადაც 5 ათას ადამიანს სამუშაო წაართვეს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმჟამინდელი დავების საბჭო, ფინანსთა მინისტრის, შემდგომში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით, ეს იყო მოღალატეების კრებული, რომელშიც შედიოდნენ: კახა ბაინდურაშვილი - იმჟამად ფინანსთა მინისტრის მოადგილე. ასევე მოადგილეები:

პეტრიაშვილი, ამჟამად თბილისის მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, იმხანად ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი, რომელსაც მოგვიანებით სააკაშვილმა "გაქსუებული" ეძახა. ასევე, მიქელაძე, ლომიძე, გოდაბრელიძე. მათ ქვეყანას წაართვეს ქიბარ ხალვაშის მიერ შექმნილი 5 ათასი სამუშაო ადგილი. არ ვიცი, არის კი სადმე სხვა ქვეყანა, სადაც ისეთი სასამართლო და მოსამართლეები არიან, როგორებიც კუბლაშვილის "კანტორაში" ვნახე. მოსამართლეები: მირანდა ერემაძე, მაია ბაქრაძე, ირაკლი შენგელია, იოსელიანი, თეა თადაშვილი, მარიამ ცისკარიძე, ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე... მოსამართლეები, რომლებმაც განიხილეს "არტისა" და "პიზას" საქმე - არიან სამართლის "კილერები". მათ შეასრულეს სააკაშვილისა და კუბლაშვილის დავალება. ჩაიდინეს დანაშაული, რისთვისაც პასუხი უნდა აგონ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არა ხელისუფლების დაკვეთა, ისინი საკუთარი ნებით ამას არ ჩაიდენდნენ. ეს მოსამართლეები დამნაშავეებად სააკაშვილმა და კუბლაშვილმა აქციეს.

2007 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია თავის მოადგილეებთან - კახა ბუცხრიკიძესა და რეზო ჭარბაძესთან ერთად გვევაჭრებოდა ადამიანების თავისუფლებით. გვეუბნებოდნენ, თუ "ბილდინგ კომპანის" დაგვითმობთ, მძევლად აყვანილ თქვენს თანამშრომლებს გავათავისუფლებთ, თუ არადა, მათ 10-15 წელს მივუსჯითო. მანამდე კი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ჩვენგან 17 მილიონ ლარს მოითხოვდა. ქიბარ ხალვაშის კომპანიების დარბევასა და ძარცვა-განადგურებაში მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, ფინანსური პოლიცია, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ერთი სიტყვით, ყველა ის ინსტანცია, რომლის შექმნასაც ასე ხშირად გვამადლის ხოლმე ნაცმოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული გვამი დავით დარჩიაშვილი.

თუ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებს დღეს მაინც შეაწუხებს თავმოყვარეობა და რომელიმე განაცხადებს, რომ მე მათ დაუმსახურებლად შეურაცხვყოფ, მზად ვარ, ნებისმიერ სატელევიზიო ეთერში თუ სასამართლო დარბაზში წარმოვადგინო მათი დანაშაულის დამამტკიცებელი დოკუმენტები.

მიხეილ ვადაგასულმა ამას წინათ იკითხა, სად არის ნავთობის საფასურიდან ის 50 თეთრი, ვითომ მისი რეალიზაციიდან რომ ვიღებდიო?

მივმართავ სააკაშვილს: ბატონო მიხეილ, დღეს ისევ იმ მონოპოლისტ კომპანიებს უკავიათ ნავთობის ბაზარი, რომელიც თქვენ შექმენით. უკეთ რომ გითხრათ, ისევ თქვენი ჯიბის ბიზნესმენები აკონტროლებენ ნავთობს. მათ ხელშია ყველა ნავთობბაზა და ყველა საწვავ-გასამართი სადგურიც. ის თქვენი 50 თეთრი რომ გამოჩნდეს, აუცილებელია მრავალი ახალი მოთამაშის შემოსვლა ამ ბაზარზე. მაგრამ მათ მოუწევთ მთელი ქსელის შექმნა, როგორც საბაზისო, ისე საწვავ-გასამართი სადგურების, რასაც დრო სჭირდება. ქურდები და ყაჩაღები სააკაშვილს იმისთვის არ დაუჭერია, რომ ბიზნესი გათავისუფლებულიყო. ამით მოწილეები ჩამოიშორეს. თუ ქურდი ბიზნესმენს ფულს გამოსძალავდა, მაშინ სააკაშვილსა და მის ბანდას რაღა წაერთმიათ?

არის მეორე გზაც პრეზიდენტის წილი 50 თეთრის გამოსაჩენად - ფინანსთა სამინისტრომ კარგად უნდა შეამოწმოს ეს კომპანიები და უთხრას მოსახლეობას, რა მოგების მარჟაზე მუშაობენ ეს ბატონები.

დღეს ნაცმოძრაობის ლიდერები ერთხმად გაიძახიან, რომ არ შემოდის ინვესტიციები და შეჩერდა ეკონომიკის განვითარება. თვითონ პრეზიდენტი სააკაშვილი იყო და არის სარკოფაგი ეკონომიკის განვითარებისთვის. კოტე კუბლაშვილის სასამართლოს პირობებში შეუძლებელია ნორმალურ ბიზნესგარემოზე ლაპარაკი. აქედან გამომდინარე, თავისუფალი ფული ქვეყანაში ჯერ არ შემოვა. დღეს თუ რაიმე ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, ესეც პრემიერ-მინისტრის პირადი ნდობისა და ბიზნესსამყაროში მისი შეულახავი ავტორიტეტის წყალობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ყოველი დღე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის შემაფერხებელი იქნება!

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა