რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს დელეგაციისთვის ვიზების გაცემის მითითება გასცა

რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს დელეგაციისთვის ვიზების გაცემის მითითება გასცა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას საქართველოს დელეგაციისთვის ვიზების გაცემა დაავალა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

საქართველოს დელეგაცია მოსკოვში ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გენადი ონიშენკოს თხოვნა საქართველოს დელეგაციის სავიზო მხარდაჭერის შესახებ, რომელიც როსპოტრებნადზორში მოლაპარაკებებისთვის მოემართება. თბილისში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას მიეცა მითითება, გასცეს დელეგაციაზე ვიზები", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოდან მოსკოვში როსპოტრებნადზორთან მოლაპარაკებების მიზნით 7-კაციანი დელეგაცია გაემგზავრება. მოსკოვში შეხვედრები 4 თებერვლისთვის არის დაგეგმილი. დელეგაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა