მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემოუთვალა ზურაბ ადეიშვილმა უცხოეთიდან თამაზ თამაზაშვილს
რა შემოუთვალა ზურაბ ადეიშვილმა უცხოეთიდან თამაზ თამაზაშვილს

გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ცი­ხი­დან არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. იგი სას­ჯელს ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით იხ­დი­და და 3 წელი და 6 თვე ჰქონ­და მის­ჯი­ლი. ბრალს არ აღი­ა­რებ­და, თვლი­და, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

2011 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და 11 ოქ­ტომ­ბერს თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, მის­გან ითხოვ­დნენ, მის სი­ძეს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მისი სა­ხე­ლი პა­ტიმ­რე­ბის ცემა-წა­მე­ბის, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის შო­კის მომ­გვრე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­ა­კავ­ში­რეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ვი­დე­ო­ჩა­წე­რა პა­ტი­მარ თა­მა­ზაშ­ვი­ლის დაკ­ვე­თით ხდე­ბო­და და ამა­ში სო­ლი­დუ­რი თან­ხა "ოც­ნე­ბამ" გა­და­ი­ხა­და. "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ­ჩევ­ნებ­ში რომ არ გა­ე­მარ­ჯვა, ცხა­დია, თა­მა­ზაშ­ვილს ახა­ლი ბრალ­დე­ბი­თაც გა­ა­სა­მარ­თლებ­დნენ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. არა­და, სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ყო­ფი­ლი გე­ნერ­ლის გვა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ზე­პი­რად იცო­და - "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" თა­ვის სა­არ­ჩევ­ნო კლი­პებ­ში მას მუდ­მი­ვად ახ­სე­ნებ­და. თუ მხარს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და­ვუ­ჭერთ, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის სა­თა­ვე­ში მო­ექ­ცე­ვა კაცი, რო­მე­ლიც კრი­მი­ნა­ლებ­სა და ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს მფარ­ვე­ლობ­დაო. თა­მა­ზაშ­ვი­ლი არა, მაგ­რამ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მისი სიძე - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გახ­და. ახლა ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს უჩი­ვის, მათ ცი­ლის­წა­მე­ბა­სა და სა­ხე­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უ­დან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს შე­ი­ტყობთ.

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, 2012 წლის დად­გო­მას მარ­თა­ლია, ცი­ხე­ში შეხ­ვდით, მაგ­რამ გა­სუ­ლი წელი თქვე­ნი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. თქვე­ნი სიძე, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი გახ­და, თქვე­ნი ვაჟი, ალექ­სან­დრე - დე­პუ­ტა­ტი, თქვენ კი ცი­ხი­დან გა­გა­თა­ვი­სუფ­ლეს.

- 2011 წელს და­მი­ჭი­რეს. ჩემი უმ­ცრო­სი გო­გო­ნა სკო­ლა­ში მიმ­ყავ­და და კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე გა­მა­ჩე­რეს. მათ შო­რის ერთი ნაც­ნო­ბი პო­ლი­ცი­ე­ლი, გოჩა ბა­ღათ­რიშ­ვი­ლი იყო. უნდა წა­მოხ­ვი­დეო, გა­დამ­სვეს თა­ვის მარ­შრუტ­კა­ში და ისე წა­მიყ­ვა­ნეს, რომ ბავ­შვიც არ მი­მაყ­ვა­ნი­ნეს სახ­ლში. ძა­ლი­ან ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ჩემი მან­ქა­ნა ქუ­ჩა­ში და­მა­ტო­ვე­ბი­ნეს, და­მი­რე­კეს, ვერ დავ­ქო­ქე­თო, ავუხ­სე­ნი რო­გორ და­ე­ქო­ქათ, მერე მან­ქა­ნა ქა­ლა­ქის სამ­მარ­თვე­ლოს ეზო­ში მო­იყ­ვა­ნეს, არა­ვი­თა­რი ჩხრე­კა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. პირ­და­პირ მი­თხრეს, ია­რა­ღი გქო­ნია მან­ქა­ნა­შიო. ის ია­რა­ღი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ვნა­ხე პირ­ვე­ლად. გა­ფორ­მე­ბუ­ლი ია­რა­ღე­ბი მქონ­და სახ­ლში და გა­უ­ფორ­მე­ბელს მან­ქა­ნა­ში რა­ტომ ჩავ­დებ­დი? სი­სუ­ლე­ლეა... რა თქმა უნდა, მძი­მეა, პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რალს რომ და­გი­ჭე­რენ. 28 წელი შს ორ­გა­ნო­ებ­ში ოპე­რა­ტი­ულ სამ­სა­ხურ­ში, სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ვი­მუ­შა­ვე, მაგ­რამ სუ­ლი­ე­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვერ გამ­ტე­ხეს. ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი ღვთი­უ­რი სუ­ლის­გან და ფი­ზი­კუ­რი სხე­უ­ლის­გან შედ­გე­ბა. სული თუ და­ი­ა­ვა­დე, მა­შინ ცუ­დია. ჩემ­თვის ფი­ზი­კუ­რი სხე­უ­ლი ცი­ხე­ში უკვე არა­ფერს ნიშ­ნავ­და, ვი­ცო­დი, სუ­ლი­ე­რად ვერ გამ­ტეხ­დნენ... 2012 წელს ცი­ხე­ში შევ­ხვდი, მძი­მე იყო, მაგ­რამ ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ახლა სი­ტუ­ა­ცია ლაგ­დე­ბა.

- და­კა­ვე­ბამ­დე ხომ არ გით­ვალ­თვა­ლებ­დნენ?

- ჩემს შვილ­თან, ნუ­ნუ­კას­თან ავე­დი და იქ იდ­გნენ. მა­შინ გა­მო­მე­კი­და მან­ქა­ნა ნომ­რით - 777. ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი ის­ხდნენ. ისე გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დი­ოდ­ნენ. ია­რაღს და წა­მალს უპ­რობ­ლე­მოდ უგ­დებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს. გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 70% მხე­ცე­ბი იყ­ვნენ, 30% - ადა­მი­ა­ნე­ბი. გვერ­დზეც რომ გა­ე­ხე­და პა­ტი­მარს, დე­დას აგი­ნებ­დნენ და სას­ტი­კად სცემ­დნენ. პრე­ზი­დენ­ტი უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხს აჭე­რი­ნებ­და. მათ პი­არ­ში ბა­და­ლი არ ჰყავთ, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნი ინ­ტე­ლექ­ტი არა აქვთ. ცი­ხის უფ­როსს - მუ­ხა­ძეს, კი­ლე­რას ეძახ­დნენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მეტ­სა­ხე­ლის ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ობ­დნენ იქ: რო­ბო­ტა, გრძელ­თი­თა, ბო­რო­ტა, დიდ­მუშ­ტა... და­კა­ვე­ბუ­ლებ­ზე სა­ში­ნე­ლი ზე­წო­ლა ხდე­ბო­და. ჩემი ყუ­რით მაქვს მოს­მე­ნი­ლი, რო­გორ ეკი­თხე­ბოდ­ნენ პა­ტი­მარს, - რამ­დე­ნი წლის არის შენი შვი­ლი? მო­სუ­ლა შენი შვი­ლის ასე და ასე? სა­შინ­ლად იგი­ნე­ბოდ­ნენ. თუ შე­ე­პა­სუ­ხე­ბო­და პა­ტი­მა­რი, ცე­მა­ში ამოხ­დიდ­ნენ სულს. ურტყამ­დნენ ღვიძლთან, თირკმელ­თან, ელენ­თას­თან, მერე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ გა­დაჰ­ყავ­დათ და ავად­დე­ბოდ­ნენ. ასე იღუ­პე­ბოდ­ნენ ახალ­გაზ­რდე­ბი. ჰქონ­დათ ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც, რომ ადა­მი­ა­ნის­თვის სის­ხლი გა­ე­ს­ქე­ლე­ბი­ნათ. მერე ბევ­რი გუ­ლით იღუ­პე­ბო­და, ამას ვე­რა­ნა­ი­რი ექ­სპერ­ტი­ზით ვერ და­ამ­ტკი­ცებ­დი.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მოგ­თხო­ვეს, თქვენს სი­ძეს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, ეს მარ­თა­ლია?

- ცი­ხის უფ­როს­მა მუ­ხა­ძემ მი­თხრა, - ირაკ­ლის გამო და­გი­ჭი­რეს, იქ­ნებ უთხრა, რომ პარ­ტი­ი­დან გა­მო­ვი­დეს. მერე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ აქე­დან გახ­ვი­დე, შენ არ იცი, აქ რა ხდე­ბაო. - გა­მე­ცი­ნა. - რა გა­ცი­ნებ­სო? - ჩა­მე­კი­თხა. - ამას მე რო­გორ გა­ვა­კე­თებ, მე თვი­თონ ვარ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი, ალ­ბათ ამა­საც გა­ი­კი­თხავ­დით-მეთ­ქი. - მო­ვი­ტყუე, მე არ ვი­ყა­ვი პარ­ტი­ის წევ­რი. - ისე, რომ იცო­დე, ძა­ლი­ან ცუდ ად­გილ­ზე მოხ­ვდი და გირ­ჩევ, და­მი­ჯე­როო, - მი­თხრა. ჩემ­თვის ფი­ზი­კუ­რი სხე­უ­ლი არა­ფერს ნიშ­ნავ­და.

- ფი­ზი­კუ­რად არ შეგ­ხე­ბი­ან?

- არა, იმი­ტომ, რომ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი მძე­ვა­ლი ვი­ყა­ვი.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თქვენს სა­კან­ში აგენ­ტი შე­უშ­ვეს.

- იყო ასე­თი ფაქ­ტი, მაგ­რამ ამ­დე­ნი წელი ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­კი ვი­ყა­ვი და მა­ლე­ვე მივ­ხვდი. სუ­ლე­ლე­ბი იყ­ვნენ. აგენტს ყვე­ლა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და. მა­გა­ლი­თად, რას ვფიქ­რობ­დი სა­ხელ­მწი­ფო მო­წყო­ბა­ზე და ა.შ. ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძე ხვდე­ბო­და იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც სა­კან­ში შე­მო­მიგ­ზავ­ნა. არ მინ­და მათი ვი­ნა­ო­ბა და­ვა­სა­ხე­ლო. რამ­დენ­ჯერ­მე პრე­ზი­დენ­ტიც შეხ­ვდა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ვირ­თხა ადე­იშ­ვი­ლის სცე­ნა­რი იყო, ასე ჩა­წე­რეთ. პრე­ზი­დენ­ტის და­ვა­ლე­ბით გეგ­მავ­და ყვე­ლა­ფერს, ჰქონ­და ფან­ტა­ზი­ე­ბი, თუ რო­გორ გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა ადა­მი­ა­ნი და ამას ახორ­ცი­ე­ლებ­და კი­დეც. ცოტა ხნის წინ, ცი­ხის თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­ი­სუ­რა­ძე შემ­ხვდა და მი­თხრა, რო­გორ და­ა­ვა­ლეს ჩემ­თან ცი­ხე­ში ტე­ლე­ფო­ნის შე­მო­ტა­ნა. მეც ვა­ტყობ­დი, ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით რომ და­დი­ოდ­ნენ. უთ­ქვამთ, - ტე­ლე­ფო­ნის შემ­დეგ გა­ვი­გებთ მის კავ­ში­რებს, მერე სპეც­რაზმს შე­მო­ვუშ­ვებთ და გა­ვა­სუ­ხა­რებ­თო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემს ლიკ­ვი­და­ცი­ას აპი­რებ­დნენ. მე ვუ­ჩი­ვი ადე­იშ­ვილს, ჩემი ლიკ­ვი­და­ცი­ის გეგ­მის გამო.

ცი­ხის კად­რე­ბი რომ გავ­რცელ­და, ამა­შიც მე და­მა­და­ნა­შა­უ­ლეს და ესეც ადე­იშ­ვილ­მა შე­თხზა, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი მე მო­ვა­წყვე. ამ ბრალ­დე­ბა­ზე გა­მე­ცი­ნა, რად­გან აბ­სურ­დი იყო. ცი­ხე­ში ისე­თი დის­ციპ­ლი­ნა იყო, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. თუმ­ცა ვა­ღი­ა­რებ, აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დას ბუ­ნებ­რი­ვია, ვე­წე­ო­დი, როცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცე­მო­და. ადე­იშ­ვილ­თან ერ­თად სა­ა­კაშ­ვილ­საც ვუ­ჩი­ვი. სა­ა­კაშ­ვილ­მა ფი­ზი­კუ­რად ხომ ჩამ­სვა ცი­ხე­ში, მაგ­რამ ამა­საც არ დას­ჯერ­და და თა­ვი­სი გა­მოს­ვლე­ბით დიდი მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ჩემს ოჯახს. ცი­ლისმწა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­და, ვი­თომ კრი­მი­ნა­ლი ვი­ყა­ვი, კრი­მი­ნა­ლებ­თან შეკ­რუ­ლი. თუ ასე იყო, მა­შინ სად იყო 9 წე­ლი­წა­დი? მე არ­სად წავ­სულ­ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ­დი. უსუ­სურ ბრალ­დე­ბებს მი­ყე­ნებ­დნენ. ყვა­რელ­ში რო­გორ მო­ვაგ­ვა­რე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის პრობ­ლე­მა, კარ­გად იცო­და ადე­იშ­ვილ­მა, სო­ფელ მთის­ძირ­ში ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ის წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ვერ იტანს. ცოტა ხნის წინ ადე­იშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი და­მი­კავ­შირ­და და უცხო­ე­თი­დან მისი და­ნა­ბა­რე­ბი გად­მომ­ცა: - ჩემ­ზე ძვი­რი გული ნუ ექ­ნე­ბა, ჩემი ბრა­ლი არ არის, ყვე­ლა­ფერს სა­ა­კაშ­ვი­ლი მა­ვა­ლებ­დაო. ესე­ნი ისევ ხბოს თვა­ლე­ბით იყუ­რე­ბი­ან, ხომ შე­იძ­ლე­ბა და­ნა­შა­უ­ლის გრძნო­ბა გა­უჩ­ნდეთ? მაგ­რამ - არა! უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ამ­წა­რეს და პა­სუ­ხი უნდა აგონ კა­ნო­ნის წი­ნა­შე.

- პრე­ზი­დენ­ტი პრე­ტენ­ზი­ებს გი­ყე­ნებთ და აცხა­დებს, რომ როცა კა­ხე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყა­ვით, კრი­მი­ნა­ლებ­თან გქონ­დათ კავ­ში­რი. ისიც ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბე­ბი ხში­რი იყო. რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ იმ პე­რი­ოდს, რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბო­და პან­კის­ში?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩეჩ­ნებ­სა და რუ­სებს შო­რის ბრძო­ლა იყო, 1998-99 წლებ­ში უამ­რა­ვი დევ­ნი­ლი მოგ­ვად­გა ხევ­სუ­რე­თის მხრი­დან. ახ­მე­ტის რა­ი­ონ­ში არის ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რა. შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბას სხვა გზა არ ჰქონ­და - დაჭ­რი­ლი ბავ­შვე­ბი და ქა­ლე­ბი რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, არ შე­მო­ეშ­ვათ? თან იმ პე­რი­ოდ­ში დიდი თოვ­ლი მო­ვი­და. ყვე­ლა­ნი პან­კის­ში შე­ვიდ­ნენ, ასე­ვე იქ აღ­მოჩ­ნდნენ მე­ო­მა­რი ჩეჩ­ნე­ბიც და კრი­მი­ნა­ლე­ბიც. მათ კრი­მი­ნა­ლებს ჩვე­ნი კრი­მი­ნა­ლე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ და და­ი­წყო ადა­მი­ან­თა გა­ტა­ცე­ბე­ბი. უკონ­ტრო­ლო გახ­და სი­ტუ­ა­ცია. იმ­დე­ნი ბი­ლი­კე­ბია, ნარ­კო­ტი­კე­ბიც გად­მო­დი­ო­და. რე­ა­ლუ­რად ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნი­ლია პან­კი­სი, ნელ-ნელა აღვკვე­თეთ და­ნა­შა­უ­ლე­ბი. ესე­ნი მზამ­ზა­რე­ულ­ზე მო­ვიდ­ნენ და ახლა ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ. ამ­დენს რომ მაბ­რა­ლებ­დნენ, თუ ასე იყო, ხომ შე­ეძ­ლოთ, ერთი ადა­მი­ა­ნი მო­ე­ძებ­ნათ, რო­მე­ლიც ამას იტყო­და, მაგ­რამ რაც არ იყო, იმას ვინ იტყო­და? იმი­ტომ ვუ­ჩი­ვი სა­ა­კაშ­ვილს, - იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და­დოს, რა­საც ამ­ბობ­და. ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი იყო, ასე იოლი არ იყო სი­ტუ­ა­ცი­ის გა­კონ­ტრო­ლე­ბა. რუ­სეთს კავ­კა­სი­უ­რი ომის და­წყე­ბა სურ­და და ჩვენ ეს არ და­ვუშ­ვით. რა თქმა უნდა, კარ­გია, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ქრთამს რომ არ იღე­ბენ, მაგ­რამ ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი ხალ­ხს წა­მალს და ია­რაღს უდებ­და, მერე "საპ­რო­ცე­სო­ებს" უფორ­მებ­დნენ. ოფი­ცი­ა­ლუ­რის გარ­და, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, ხალ­ხს მი­ლი­ო­ნებს არ­თმევ­დნენ. სად წა­ი­ღეს ამ­ხე­ლა თან­ხე­ბი?

- ცი­ხი­დან ადევ­ნებ­დით თვალს სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდს. რა გან­ცდა გქონ­დათ, ამ შე­დეგს ელო­დით?

- ვე­ლო­დი. როცა სა­კან­ში ზი­ხარ, ფიქ­რის­თვის დიდი დრო გაქვს. სავ­სე იყო ცი­ხე­ე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბით, ამას და­მა­ტე­ბუ­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით

450 000 პრო­ბა­ცი­ო­ნე­რი. რომ გა­და­ვი­ან­გა­რი­შე, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­ა­ნად, 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მო­ვი­და. ამ ფონ­ზე რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, მათ გა­ე­მარ­ჯვათ? გა­მოჩ­ნდა ქარ­თვე­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის მქო­ნე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი. მას არ ვიც­ნობ­დი. ჩა­ვი­და კა­ხეთ­ში და ჩემი შვი­ლი, ალექ­სან­დრე თა­მა­ზაშ­ვი­ლი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა, კა­ცუ­რად და­მიდ­გა გვერ­დით. პი­რა­დად მე არ მიც­ნობ­და, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში, მად­ლო­ბა მას. მერ­წმუ­ნეთ, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის თვა­ლის დევ­ნე­ბა ად­ვი­ლი არ იყო ცი­ხი­დან. უამ­რა­ვი სი­ბინ­ძუ­რე აა­გო­რეს ჩემი ოჯა­ხის მი­სა­მარ­თით, მაგ­რამ ჩემი შვი­ლე­ბი ძა­ლი­ან მაგ­რად დად­გნენ. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძლი­ე­რე­ბი არი­ან. ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რო­ბენ და ყვე­ლა­ფერს რე­ა­ლუ­რად შე­ხე­დეს. არც ერთს ში­შის გრძნო­ბა არ ჰქონ­და. ჩემი პა­ტა­რა გო­გო­ნა - მა­რი­ა­მი, სკო­ლის მოს­წავ­ლეა და მთელ 53-ე სკო­ლას 41-ნომ­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი ჩა­აც­ვა. არც მას შე­ში­ნე­ბია. ახლა მე­უბ­ნე­ბი­ან ჩე­მე­ბი, - ვი­ცო­დით, ჩვე­ნი ლიკ­ვი­და­ცი­ის გეგ­მაც ჰქონ­დათ, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ვი­დე­ქი­თო. ბუ­ნებ­რი­ვია, შიში მქონ­და, რომ ჩემს ოჯახს, დის­შვი­ლებს, ახ­ლობ­ლებს რა­ი­მე არ მოს­ვლო­დათ. ზე­წო­ლე­ბი, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი, "ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბის" ჩაგ­დე­ბე­ბი ხდე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა. ცი­ხე­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის ვა­კუ­უ­მი იყო, მარ­ტო რა­დიო გვქონ­და და ხში­რად იმა­საც თი­შავ­დნენ. სხვა­დას­ხვა გზით მა­ინც ვი­გებ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ებს.

- როცა გი­თხრეს, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი იყა­ვით, რა გან­წყო­ბა და­გე­უფ­ლათ?

- ბუ­ნე­ბით გულ­ფი­ცხი ვარ, მაგ­რამ ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მუ­დამ სიმ­შვი­დეს ვი­ნარ­ჩუ­ნებ, ძა­ლი­ან მშვი­დი ვხდე­ბი. რომ გა­მო­ვე­დი, მე­ო­რე დღეს აღარ მახ­სოვ­და, უკან რაც იყო. თით­ქოს ის არ ყო­ფი­ლა.

- რო­გო­რი მამა, სი­მამ­რი, ბა­ბუა ხართ?

- მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ, მა­ი­ამ, 4 შვი­ლი გავ­ზარ­დეთ: ნუ­ნუ­კა, ნა­თია, ალექ­სან­დრე და მა­რი­ა­მი. უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ნუ­ნუ­კა გა­თხო­ვი­ლია. მისი მე­უღ­ლეა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. მყავს ორი შვი­ლიშ­ვი­ლი - ნი­კო­ლო­ზი და ან­დრია. ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი გვაქვს, ჩემი შვი­ლე­ბი ეკ­ლე­სი­უ­რად გა­ი­ზარ­დნენ. არ­სე­ბობს ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი და ადა­მი­ანს თუ გინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი გქონ­დეს, სუ­ლი­ე­რად, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად და ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი უნდა იყო... ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ იყო ირაკ­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა. ის უში­შა­რი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ში­ნა­გა­ნი ინ­ტე­ლექ­ტის მქო­ნე, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ბი­ჭია. ირაკ­ლიც ქი­ზი­ყე­ლია. სა­ერ­თოდ, ერ­თგუ­ლე­ბით ქი­ზი­ყე­ლე­ბი ძა­ლი­ან გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ოჯა­ხის კა­ცია. თა­ვი­სი ცოლ-შვი­ლი უსა­ზღვროდ უყ­ვარს, კარ­გი ადა­მი­ა­ნია. სიძე-სი­მამ­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლია. მე მის საქ­მე­ში არ ვე­რე­ვი, ის კი - ჩემ­სა­ში.

- თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ მი­ნის­ტრი თქვენ­თან შე­თან­ხმე­ბით ნიშ­ნავს კად­რებს. მათ რი­ცხვში მისი მო­ად­გი­ლე ალე­კო ტა­ბა­ტა­ძე და­ა­სა­ხე­ლეს. რჩე­ვებს აძ­ლევთ, რო­გორც ყო­ფი­ლი ძა­ლო­ვა­ნი?

- შვილს რჩე­ვას არ აძ­ლევს ადა­მი­ა­ნი? სამ­სა­ხუ­რებ­რივ რჩე­ვას არ ვაძ­ლევ. იმი­ტომ, რომ ჩემს დროს სხვა სი­ტუ­ა­ცია იყო, თან თვი­თონ იმ­დე­ნი იცის, ჩემი დახ­მა­რე­ბა არ სჭირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ალე­კო ტა­ბა­ტა­ძეს, შე­იძ­ლე­ბა ადრე შევ­ხვედ­რი­ვართ, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი კონ­ტაქ­ტი მას­თან არ მქო­ნია. ნაც­ვლიშ­ვილ­საც შო­რი­დან ვიც­ნობ­დი.

- ირაკ­ლიმ თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის ხელი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ითხო­ვა თუ გა­ი­პარ­ნენ?

- ნუ­ნუ­კა მა­შინ 19 წლის იყო. ერთ დღეს ირაკ­ლი მარ­ტო მო­ვი­და ჩვენს სახ­ლში. გა­მიკ­ვირ­და, ვინ არის ეს, ასე თა­მა­მად რომ მო­დის, ჩემი ში­შით მაღ­ლა ფრინ­ვე­ლი ვერ დაფ­რი­ნავს-მეთ­ქი? (იცი­ნის) მა­შინ "გაის" უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი. წი­ნას­წარ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, ჩემს ქა­ლიშ­ვილს არა­ფე­რი უთ­ქვამს. ისე კი ვი­ცო­დი, ერ­თმა­ნეთს რომ ხვდე­ბოდ­ნენ, ამას ვერ გა­მო­მა­პა­რებ­დნენ. მა­მა­ჩე­მი ცო­ცხა­ლი იყო მა­შინ. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლებ­მა შევ­ხე­დეთ ერ­თმა­ნეთს. პირ­და­პირ მი­თხრა, - თქვე­ნი გოგო მიყ­ვარს, ჩვენ ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­სო. რა­ტომ­ღაც ვი­ფიქ­რე, თავი ქუდ­ში მქონ­და, - ახლა ნუ­ნუ­კას და­ვუ­ძა­ხებ, ის მე­ტყვის არას და ამ ბი­ჭ­საც ასე გა­ვის­ტუმ­რებ-მეთ­ქი. და­ვუ­ძა­ხე ნუ­ნუ­კას და ვუ­თხა­რი: აგერ, მო­სუ­ლია და შენ რას იტყვი-მეთ­ქი? ნუ­ნუ­კა გა­ჩუმ­და. გა­სა­გე­ბი იყო ყვე­ლა­ფე­რი, - ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ. ვთქვი, - გა­შა­ლეთ პურ­მა­რი­ლი-მეთ­ქი და სუფ­რა გა­ი­შა­ლა. ასე მარ­ტო მო­ვი­და, უში­შა­რი ბი­ჭია, სპორ­ტსმე­ნი. ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი კინგბოქ­სე­ლი იყო ჩემი სიძე.

- ახალ წელს ალ­ბათ ოჯახ­ში შეხ­ვდით?

- ყვე­ლა ერ­თად შე­ვიკ­რი­ბეთ, ირაკ­ლი და ნუ­ნუ­კა თა­ვის ოჯახ­ში - თა­ვის შვი­ლებ­თან ერ­თად. მერე ერ­თმა­ნეთს მი­ვუ­ლო­ცეთ. ჩემი ოჯა­ხის მეკვლე­ე­ბი ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ. დღე არ გავა, ისი­ნი არ ვნა­ხო, სა­სე­ირ­ნოდ დამ­ყავს... მინ­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვუ­სურ­ვო ყვე­ლა კარგ ადა­მი­ანს, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს თა­ნა­მე­საკ­ნეს ვუ­გარ ალი­ევს. მას ნარ­კო­ტი­კი ჩა­უ­დეს და 27 წელი მი­უ­სა­ჯეს. კარ­გია, ამ­ნის­ტი­ით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი რომ გა­მო­დის. სი­მარ­თლე გი­თხრათ, წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის, მკვლე­ლე­ბის, ადა­მი­ა­ნის გამ­ტა­ცებ­ლე­ბის გა­მოშ­ვე­ბის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა დღე­ში ჩაც­ვივ­დე­ბი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ აქ მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბაა, - იმ­დენ ადა­მი­ანს ჩა­უ­დეს წა­მა­ლი და გა­ა­სა­მარ­თლეს, ამის გარ­ჩე­ვა რთუ­ლია. კარ­გი იყო, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­და­ე­წყვი­ტათ, მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. კრი­მი­ნა­ლებს ვე­უბ­ნე­ბი: - ღმერ­თი ადა­მი­ანს ერთ შანსს აძ­ლევს და რად­გან გა­რეთ გა­მო­დი­ან, ნუ­ღარ ჩა­ი­დე­ნენ ახალ და­ნა­შა­ულს, თო­რემ უკან უფრო მკაც­რი სას­ჯე­ლით შებ­რუნ­დე­ბი­ან. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სი­ტუ­ა­ცია უკონ­ტრო­ლო ვერ გახ­დე­ბა, რად­გან ირაკ­ლის გვერ­დით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი დგა­ნან. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის ამ­ნის­ტი­ას, ამას არ ვემ­ხრო­ბი არც მე და არც მო­სახ­ლე­ო­ბა. ყვე­ლას გვინ­და, რომ მათ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე პა­სუ­ხი აგონ.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა შემოუთვალა ზურაბ ადეიშვილმა უცხოეთიდან თამაზ თამაზაშვილს

რა შემოუთვალა ზურაბ ადეიშვილმა უცხოეთიდან თამაზ თამაზაშვილს

გენერალ-მაიორი თამაზ თამაზაშვილი ციხიდან არჩევნების შემდეგ გათავისუფლდა. იგი სასჯელს იარაღის უკანონო ტარება-შენახვის ბრალდებით იხდიდა და 3 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი. ბრალს არ აღიარებდა, თვლიდა, რომ პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული.

2011 წლის 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის განცხადება გააკეთა და 11 ოქტომბერს თამაზ თამაზაშვილი დააკავეს. არაოფიციალურად, მისგან ითხოვდნენ, მის სიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს "ქართული ოცნება" დაეტოვებინა. მოგვიანებით, მისი სახელი პატიმრების ცემა-წამების, არაადამიანური მოპყრობის შოკის მომგვრელი კადრების გავრცელებასთან დააკავშირეს. პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ ვიდეოჩაწერა პატიმარ თამაზაშვილის დაკვეთით ხდებოდა და ამაში სოლიდური თანხა "ოცნებამ" გადაიხადა. "ქართულ ოცნებას" არჩევნებში რომ არ გაემარჯვა, ცხადია, თამაზაშვილს ახალი ბრალდებითაც გაასამართლებდნენ, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. არადა, საარჩევნო პერიოდში ყოფილი გენერლის გვარი საზოგადოებამ ზეპირად იცოდა - "ნაციონალური მოძრაობა" თავის საარჩევნო კლიპებში მას მუდმივად ახსენებდა. თუ მხარს "ქართულ ოცნებას" დავუჭერთ, ძალოვანი სტრუქტურის სათავეში მოექცევა კაცი, რომელიც კრიმინალებსა და ნარკორეალიზატორებს მფარველობდაო. თამაზაშვილი არა, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრი მისი სიძე - ირაკლი ღარიბაშვილი გახდა. ახლა ყოფილი პატიმარი მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს უჩივის, მათ ცილისწამებასა და სახელის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

თამაზ თამაზაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუდან ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობთ.

- ბატონო თამაზ, 2012 წლის დადგომას მართალია, ციხეში შეხვდით, მაგრამ გასული წელი თქვენი ოჯახის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო. თქვენი სიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, თქვენი ვაჟი, ალექსანდრე - დეპუტატი, თქვენ კი ციხიდან გაგათავისუფლეს.

- 2011 წელს დამიჭირეს. ჩემი უმცროსი გოგონა სკოლაში მიმყავდა და კოსტავას ქუჩაზე გამაჩერეს. მათ შორის ერთი ნაცნობი პოლიციელი, გოჩა ბაღათრიშვილი იყო. უნდა წამოხვიდეო, გადამსვეს თავის მარშრუტკაში და ისე წამიყვანეს, რომ ბავშვიც არ მიმაყვანინეს სახლში. ძალიან ცუდი ადამიანები იყვნენ. ჩემი მანქანა ქუჩაში დამატოვებინეს, დამირეკეს, ვერ დავქოქეთო, ავუხსენი როგორ დაექოქათ, მერე მანქანა ქალაქის სამმართველოს ეზოში მოიყვანეს, არავითარი ჩხრეკა არ ჩატარებულა. პირდაპირ მითხრეს, იარაღი გქონია მანქანაშიო. ის იარაღი სასამართლო პროცესზე ვნახე პირველად. გაფორმებული იარაღები მქონდა სახლში და გაუფორმებელს მანქანაში რატომ ჩავდებდი? სისულელეა... რა თქმა უნდა, მძიმეა, პოლიციის გენერალს რომ დაგიჭერენ. 28 წელი შს ორგანოებში ოპერატიულ სამსახურში, სხვადასხვა თანამდებობაზე ვიმუშავე, მაგრამ სულიერად მომზადებული ვიყავი და ვერ გამტეხეს. ადამიანის სხეული ღვთიური სულისგან და ფიზიკური სხეულისგან შედგება. სული თუ დაიავადე, მაშინ ცუდია. ჩემთვის ფიზიკური სხეული ციხეში უკვე არაფერს ნიშნავდა, ვიცოდი, სულიერად ვერ გამტეხდნენ... 2012 წელს ციხეში შევხვდი, მძიმე იყო, მაგრამ ღმერთის წყალობით, ახლა სიტუაცია ლაგდება.

- დაკავებამდე ხომ არ გითვალთვალებდნენ?

- ჩემს შვილთან, ნუნუკასთან ავედი და იქ იდგნენ. მაშინ გამომეკიდა მანქანა ნომრით - 777. ოპერატიული სამსახურის პატარა ბიჭები ისხდნენ. ისე გათავხედებულები იყვნენ, ყველაფერზე მიდიოდნენ. იარაღს და წამალს უპრობლემოდ უგდებდნენ ადამიანებს. გლდანის მერვე დაწესებულებაში ციხის თანამშრომლების 70% მხეცები იყვნენ, 30% - ადამიანები. გვერდზეც რომ გაეხედა პატიმარს, დედას აგინებდნენ და სასტიკად სცემდნენ. პრეზიდენტი უდანაშაულო ხალხს აჭერინებდა. მათ პიარში ბადალი არ ჰყავთ, მაგრამ შინაგანი ინტელექტი არა აქვთ. ციხის უფროსს - მუხაძეს, კილერას ეძახდნენ. წარმოიდგინეთ, რა მეტსახელის ადამიანები მუშაობდნენ იქ: რობოტა, გრძელთითა, ბოროტა, დიდმუშტა... დაკავებულებზე საშინელი ზეწოლა ხდებოდა. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ეკითხებოდნენ პატიმარს, - რამდენი წლის არის შენი შვილი? მოსულა შენი შვილის ასე და ასე? საშინლად იგინებოდნენ. თუ შეეპასუხებოდა პატიმარი, ცემაში ამოხდიდნენ სულს. ურტყამდნენ ღვიძლთან, თირკმელთან, ელენთასთან, მერე საავადმყოფოში არ გადაჰყავდათ და ავადდებოდნენ. ასე იღუპებოდნენ ახალგაზრდები. ჰქონდათ ისეთი საშუალებებიც, რომ ადამიანისთვის სისხლი გაესქელებინათ. მერე ბევრი გულით იღუპებოდა, ამას ვერანაირი ექსპერტიზით ვერ დაამტკიცებდი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოგთხოვეს, თქვენს სიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს "ქართული ოცნება" დაეტოვებინა, ეს მართალია?

- ციხის უფროსმა მუხაძემ მითხრა, - ირაკლის გამო დაგიჭირეს, იქნებ უთხრა, რომ პარტიიდან გამოვიდეს. მერე ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქედან გახვიდე, შენ არ იცი, აქ რა ხდებაო. - გამეცინა. - რა გაცინებსო? - ჩამეკითხა. - ამას მე როგორ გავაკეთებ, მე თვითონ ვარ "ქართული ოცნების" წევრი, ალბათ ამასაც გაიკითხავდით-მეთქი. - მოვიტყუე, მე არ ვიყავი პარტიის წევრი. - ისე, რომ იცოდე, ძალიან ცუდ ადგილზე მოხვდი და გირჩევ, დამიჯეროო, - მითხრა. ჩემთვის ფიზიკური სხეული არაფერს ნიშნავდა.

- ფიზიკურად არ შეგხებიან?

- არა, იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი მძევალი ვიყავი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენს საკანში აგენტი შეუშვეს.

- იყო ასეთი ფაქტი, მაგრამ ამდენი წელი ოპერატიული მუშაკი ვიყავი და მალევე მივხვდი. სულელები იყვნენ. აგენტს ყველაფერი აინტერესებდა. მაგალითად, რას ვფიქრობდი სახელმწიფო მოწყობაზე და ა.შ. ხათუნა კალმახელიძე ხვდებოდა იმ პირებს, რომლებიც საკანში შემომიგზავნა. არ მინდა მათი ვინაობა დავასახელო. რამდენჯერმე პრეზიდენტიც შეხვდა. ეს ყველაფერი ვირთხა ადეიშვილის სცენარი იყო, ასე ჩაწერეთ. პრეზიდენტის დავალებით გეგმავდა ყველაფერს, ჰქონდა ფანტაზიები, თუ როგორ გაენადგურებინა ადამიანი და ამას ახორციელებდა კიდეც. ცოტა ხნის წინ, ციხის თანამშრომელი მაისურაძე შემხვდა და მითხრა, როგორ დაავალეს ჩემთან ციხეში ტელეფონის შემოტანა. მეც ვატყობდი, ციხის თანამშრომლები შეშინებული სახეებით რომ დადიოდნენ. უთქვამთ, - ტელეფონის შემდეგ გავიგებთ მის კავშირებს, მერე სპეცრაზმს შემოვუშვებთ და გავასუხარებთო. წარმოიდგინეთ, ჩემს ლიკვიდაციას აპირებდნენ. მე ვუჩივი ადეიშვილს, ჩემი ლიკვიდაციის გეგმის გამო.

ციხის კადრები რომ გავრცელდა, ამაშიც მე დამადანაშაულეს და ესეც ადეიშვილმა შეთხზა, თითქოს ყველაფერი მე მოვაწყვე. ამ ბრალდებაზე გამეცინა, რადგან აბსურდი იყო. ციხეში ისეთი დისციპლინა იყო, ეს გამორიცხულია. თუმცა ვაღიარებ, აგიტაცია-პროპაგანდას ბუნებრივია, ვეწეოდი, როცა ამის საშუალება მომეცემოდა. ადეიშვილთან ერთად სააკაშვილსაც ვუჩივი. სააკაშვილმა ფიზიკურად ხომ ჩამსვა ციხეში, მაგრამ ამასაც არ დასჯერდა და თავისი გამოსვლებით დიდი მორალური ზიანი მიაყენა ჩემს ოჯახს. ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებდა, ვითომ კრიმინალი ვიყავი, კრიმინალებთან შეკრული. თუ ასე იყო, მაშინ სად იყო 9 წელიწადი? მე არსად წავსულვარ, საქართველოში ვცხოვრობდი. უსუსურ ბრალდებებს მიყენებდნენ. ყვარელში როგორ მოვაგვარე შეიარაღებული ფორმირებების პრობლემა, კარგად იცოდა ადეიშვილმა, სოფელ მთისძირში ცხოვრობდა, მაგრამ ის წარმატებულ ადამიანებს ვერ იტანს. ცოტა ხნის წინ ადეიშვილის ახლობელი დამიკავშირდა და უცხოეთიდან მისი დანაბარები გადმომცა: - ჩემზე ძვირი გული ნუ ექნება, ჩემი ბრალი არ არის, ყველაფერს სააკაშვილი მავალებდაო. ესენი ისევ ხბოს თვალებით იყურებიან, ხომ შეიძლება დანაშაულის გრძნობა გაუჩნდეთ? მაგრამ - არა! უამრავი ადამიანი გაამწარეს და პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე.

- პრეზიდენტი პრეტენზიებს გიყენებთ და აცხადებს, რომ როცა კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იყავით, კრიმინალებთან გქონდათ კავშირი. ისიც ყველამ ვიცით, რომ ადამიანის გატაცებები ხშირი იყო. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, რეალურად რა ხდებოდა პანკისში?

- მოგეხსენებათ, ჩეჩნებსა და რუსებს შორის ბრძოლა იყო, 1998-99 წლებში უამრავი დევნილი მოგვადგა ხევსურეთის მხრიდან. ახმეტის რაიონში არის ჩეჩნური დიასპორა. შევარდნაძის მთავრობას სხვა გზა არ ჰქონდა - დაჭრილი ბავშვები და ქალები როგორ შეიძლებოდა, არ შემოეშვათ? თან იმ პერიოდში დიდი თოვლი მოვიდა. ყველანი პანკისში შევიდნენ, ასევე იქ აღმოჩნდნენ მეომარი ჩეჩნებიც და კრიმინალებიც. მათ კრიმინალებს ჩვენი კრიმინალები დაუკავშირდნენ და დაიწყო ადამიანთა გატაცებები. უკონტროლო გახდა სიტუაცია. იმდენი ბილიკებია, ნარკოტიკებიც გადმოდიოდა. რეალურად ჩვენი გადარჩენილია პანკისი, ნელ-ნელა აღვკვეთეთ დანაშაულები. ესენი მზამზარეულზე მოვიდნენ და ახლა ბევრს საუბრობენ. ამდენს რომ მაბრალებდნენ, თუ ასე იყო, ხომ შეეძლოთ, ერთი ადამიანი მოეძებნათ, რომელიც ამას იტყოდა, მაგრამ რაც არ იყო, იმას ვინ იტყოდა? იმიტომ ვუჩივი სააკაშვილს, - იმის მტკიცებულება დადოს, რასაც ამბობდა. ისტორიული პროცესები იყო, ასე იოლი არ იყო სიტუაციის გაკონტროლება. რუსეთს კავკასიური ომის დაწყება სურდა და ჩვენ ეს არ დავუშვით. რა თქმა უნდა, კარგია, პატრულის თანამშრომლები ქრთამს რომ არ იღებენ, მაგრამ ოპერატიული სამსახური ხალხს წამალს და იარაღს უდებდა, მერე "საპროცესოებს" უფორმებდნენ. ოფიციალურის გარდა, არაოფიციალურად, ხალხს მილიონებს ართმევდნენ. სად წაიღეს ამხელა თანხები?

- ციხიდან ადევნებდით თვალს საარჩევნო პერიოდს. რა განცდა გქონდათ, ამ შედეგს ელოდით?

- ველოდი. როცა საკანში ზიხარ, ფიქრისთვის დიდი დრო გაქვს. სავსე იყო ციხეები ადამიანებით, ამას დამატებული, დაახლოებით

450 000 პრობაციონერი. რომ გადავიანგარიშე, მათი ოჯახის წევრებიანად, 2 მილიონზე მეტი გამოვიდა. ამ ფონზე როგორ შეიძლებოდა, მათ გაემარჯვათ? გამოჩნდა ქართველი მენტალიტეტის მქონე ბიძინა ივანიშვილი, საოცარი ადამიანი. მას არ ვიცნობდი. ჩავიდა კახეთში და ჩემი შვილი, ალექსანდრე თამაზაშვილი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, კაცურად დამიდგა გვერდით. პირადად მე არ მიცნობდა, მაგრამ დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში, მადლობა მას. მერწმუნეთ, ამ ყველაფრისთვის თვალის დევნება ადვილი არ იყო ციხიდან. უამრავი სიბინძურე ააგორეს ჩემი ოჯახის მისამართით, მაგრამ ჩემი შვილები ძალიან მაგრად დადგნენ. ფსიქოლოგიურად ძლიერები არიან. ეკლესიურად ცხოვრობენ და ყველაფერს რეალურად შეხედეს. არც ერთს შიშის გრძნობა არ ჰქონდა. ჩემი პატარა გოგონა - მარიამი, სკოლის მოსწავლეა და მთელ 53-ე სკოლას 41-ნომრიანი მაისურები ჩააცვა. არც მას შეშინებია. ახლა მეუბნებიან ჩემები, - ვიცოდით, ჩვენი ლიკვიდაციის გეგმაც ჰქონდათ, მაგრამ ბოლომდე ვიდექითო. ბუნებრივია, შიში მქონდა, რომ ჩემს ოჯახს, დისშვილებს, ახლობლებს რაიმე არ მოსვლოდათ. ზეწოლები, სატელეფონო ზარები, "ასაფეთქებლების" ჩაგდებები ხდებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ციხეში ინფორმაციის ვაკუუმი იყო, მარტო რადიო გვქონდა და ხშირად იმასაც თიშავდნენ. სხვადასხვა გზით მაინც ვიგებდით ინფორმაციებს.

- როცა გითხრეს, რომ თავისუფალი იყავით, რა განწყობა დაგეუფლათ?

- ბუნებით გულფიცხი ვარ, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციებში მუდამ სიმშვიდეს ვინარჩუნებ, ძალიან მშვიდი ვხდები. რომ გამოვედი, მეორე დღეს აღარ მახსოვდა, უკან რაც იყო. თითქოს ის არ ყოფილა.

- როგორი მამა, სიმამრი, ბაბუა ხართ?

- მე და ჩემმა მეუღლემ, მაიამ, 4 შვილი გავზარდეთ: ნუნუკა, ნათია, ალექსანდრე და მარიამი. უფროსი ქალიშვილი, ნუნუკა გათხოვილია. მისი მეუღლეა ირაკლი ღარიბაშვილი. მყავს ორი შვილიშვილი - ნიკოლოზი და ანდრია. ტრადიციული ქართული ოჯახი გვაქვს, ჩემი შვილები ეკლესიურად გაიზარდნენ. არსებობს ბედნიერი დღეები და ადამიანს თუ გინდა, რომ ბედნიერი დღეები გქონდეს, სულიერად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად ძლიერი უნდა იყო... ჩემთვის მოულოდნელი არ იყო ირაკლის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნა. ის უშიშარი, განათლებული, შინაგანი ინტელექტის მქონე, კომუნიკაბელური, ძალიან ერთგული ბიჭია. ირაკლიც ქიზიყელია. საერთოდ, ერთგულებით ქიზიყელები ძალიან გამოირჩევიან. ოჯახის კაცია. თავისი ცოლ-შვილი უსაზღვროდ უყვარს, კარგი ადამიანია. სიძე-სიმამრის ურთიერთობა ძალიან მეგობრულია. მე მის საქმეში არ ვერევი, ის კი - ჩემსაში.

- თუმცა ამბობენ, რომ მინისტრი თქვენთან შეთანხმებით ნიშნავს კადრებს. მათ რიცხვში მისი მოადგილე ალეკო ტაბატაძე დაასახელეს. რჩევებს აძლევთ, როგორც ყოფილი ძალოვანი?

- შვილს რჩევას არ აძლევს ადამიანი? სამსახურებრივ რჩევას არ ვაძლევ. იმიტომ, რომ ჩემს დროს სხვა სიტუაცია იყო, თან თვითონ იმდენი იცის, ჩემი დახმარება არ სჭირდება. რაც შეეხება ალეკო ტაბატაძეს, შეიძლება ადრე შევხვედრივართ, მაგრამ არავითარი კონტაქტი მასთან არ მქონია. ნაცვლიშვილსაც შორიდან ვიცნობდი.

- ირაკლიმ თქვენი ქალიშვილის ხელი ოფიციალურად ითხოვა თუ გაიპარნენ?

- ნუნუკა მაშინ 19 წლის იყო. ერთ დღეს ირაკლი მარტო მოვიდა ჩვენს სახლში. გამიკვირდა, ვინ არის ეს, ასე თამამად რომ მოდის, ჩემი შიშით მაღლა ფრინველი ვერ დაფრინავს-მეთქი? (იცინის) მაშინ "გაის" უფროსის მოადგილე ვიყავი. წინასწარ არაფერი ვიცოდი, ჩემს ქალიშვილს არაფერი უთქვამს. ისე კი ვიცოდი, ერთმანეთს რომ ხვდებოდნენ, ამას ვერ გამომაპარებდნენ. მამაჩემი ცოცხალი იყო მაშინ. გაკვირვებულებმა შევხედეთ ერთმანეთს. პირდაპირ მითხრა, - თქვენი გოგო მიყვარს, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარსო. რატომღაც ვიფიქრე, თავი ქუდში მქონდა, - ახლა ნუნუკას დავუძახებ, ის მეტყვის არას და ამ ბიჭსაც ასე გავისტუმრებ-მეთქი. დავუძახე ნუნუკას და ვუთხარი: აგერ, მოსულია და შენ რას იტყვი-მეთქი? ნუნუკა გაჩუმდა. გასაგები იყო ყველაფერი, - ერთმანეთი უყვარდათ. ვთქვი, - გაშალეთ პურმარილი-მეთქი და სუფრა გაიშალა. ასე მარტო მოვიდა, უშიშარი ბიჭია, სპორტსმენი. ძალიან წარმატებული კინგბოქსელი იყო ჩემი სიძე.

- ახალ წელს ალბათ ოჯახში შეხვდით?

- ყველა ერთად შევიკრიბეთ, ირაკლი და ნუნუკა თავის ოჯახში - თავის შვილებთან ერთად. მერე ერთმანეთს მივულოცეთ. ჩემი ოჯახის მეკვლეები ჩემი შვილიშვილები იყვნენ. დღე არ გავა, ისინი არ ვნახო, სასეირნოდ დამყავს... მინდა თავისუფლება ვუსურვო ყველა კარგ ადამიანს, განსაკუთრებით ჩემს თანამესაკნეს ვუგარ ალიევს. მას ნარკოტიკი ჩაუდეს და 27 წელი მიუსაჯეს. კარგია, ამნისტიით ბევრი ადამიანი რომ გამოდის. სიმართლე გითხრათ, წინააღმდეგი ვარ რეალიზატორების, მკვლელების, ადამიანის გამტაცებლების გამოშვების. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩაცვივდებიან დაზარალებულები, მაგრამ აქ მეორე უკიდურესობაა, - იმდენ ადამიანს ჩაუდეს წამალი და გაასამართლეს, ამის გარჩევა რთულია. კარგი იყო, ინდივიდუალურად გადაეწყვიტათ, მაგრამ პარლამენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. კრიმინალებს ვეუბნები: - ღმერთი ადამიანს ერთ შანსს აძლევს და რადგან გარეთ გამოდიან, ნუღარ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს, თორემ უკან უფრო მკაცრი სასჯელით შებრუნდებიან. დარწმუნებული ვარ, სიტუაცია უკონტროლო ვერ გახდება, რადგან ირაკლის გვერდით პროფესიონალები დგანან. რაც შეეხება სახელმწიფო მოხელეების ამნისტიას, ამას არ ვემხრობი არც მე და არც მოსახლეობა. ყველას გვინდა, რომ მათ ჩადენილ დანაშაულზე პასუხი აგონ.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა