მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იგორ ტყებუჩავა: "ჩემი საქმე როლანდ ახალაიას ნიურნბერგის პროცესი იქნება!"
იგორ ტყებუჩავა: "ჩემი საქმე როლანდ ახალაიას ნიურნბერგის პროცესი იქნება!"

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ხო­ბის გამ­გე­ბე­ლი იგორ ტყე­ბუ­ჩა­ვა 2011 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. იგორ ტყე­ბუ­ჩა­ვამ გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში ერ­თწ­ლი­ა­ნი სას­ჯე­ლი მო­ი­ხა­და. ის ამ­ბობს, რომ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას პი­რა­დი პა­ტი­მა­რი იყო და ამი­ტომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა.

- რო­დე­საც ხო­ბის გამ­გებ­ლად და­ვი­ნიშ­ნე, ხობ­ში მე­წარ­მე­ებ­თან და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გან­ვა­ცხა­დე, რომ რა­ი­ონ­ში შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი მო­ის­პო­ბო­და. თურ­მე ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ენა­ზე მტრო­ბას ნიშ­ნავს და ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო ჩემი დევ­ნა... რო­დე­საც პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა, სას­წრა­ფოდ და­ი­წყეს "სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მნი­შვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის" მო­წეს­რი­გე­ბა და ეს საქ­მე ახა­ლა­ი­ე­ბის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ აგენტს, მე­წარ­მე და­ვით ქუ­ხი­ლა­ვას და­ა­ვა­ლეს. ნაც­მოძ­რა­ო­ბის აგენ­ტე­ბი ათას­გვარ ჭორს ავ­რცე­ლებ­დნენ ჩემ­ზე. თვი­თონ აყალ­ბებ­დნენ ტენ­დერებს, მექ­რთა­მე­ობ­დნენ, მი­ლი­ო­ნებს იხ­ვეჭ­დნენ და მე მაბ­რა­ლებ­დნენ. ქუ­ხი­ლა­ვას ხობ­ში 4 ტენ­დე­რი ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი... ერთ დღე­საც, როცა ქუ­ხი­ლა­ვას­თან ერ­თად წა­ვე­დი მისი ობი­ექ­ტე­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად, მან გზა­ში ამო­ი­ღო ფული და ააფ­რი­ა­ლა, თუმ­ცა ამ თან­ხის­თვის ხე­ლიც არ მიხ­ლია... ორი დღის შემ­დეგ, რო­დე­საც ჭა­ლა­დი­დი­დან ხობ­ში ვბრუნ­დე­ბო­დი, ალყა შე­მო­მარ­ტყა კუდ-ის რაზმმა, წა­მიყ­ვა­ნეს "მო­დუ­ლის" შე­ნო­ბა­ში და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე შე­მაგ­დეს იზო­ლა­ტორ­ში. ჩემი კა­ბი­ნე­ტის გა­სა­ღე­ბი ჩემს ოჯახს ძა­ლით წა­არ­თვეს, ქურ­დუ­ლად შე­ი­პარ­ნენ კა­ბი­ნეტ­ში და სე­იფ­ში და­დეს ფული. შემ­დეგ კი სე­ი­ფი გა­ა­ღე­ბი­ნეს ჩემს თა­ნამ­შემ­წეს და ვი­თომ ნივთმტკი­ცე­ბა ამო­ი­ღეს. ქუ­ხი­ლა­ვამ და­წე­რა, რომ ფული მან მომ­ცა ქრთა­მად. აი ასე, ვი­თომ ნივთმტკი­ცე­ბე­ბის ქურ­დუ­ლად და­დე­ბით აღ­მოვ­ჩნდი გლ­და­ნის სა­პყრო­ბი­ლე­ში... სა­მეგ­რე­ლო ზემო-სვა­ნე­თის პრო­კუ­რო­რი რო­ლანდ ახა­ლა­ია სურ­ვი­ლი­სა­მებრ იჭერ­და ადა­მი­ა­ნებს გა­მო­გო­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბით, ასი­ა­თა­სო­ბით ლარი კი მა­ვან­თა ჯი­ბე­ებ­ში ილე­ქე­ბო­და. რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ პი­რა­დად მი­თხრა: მშვი­დად ვერ იქ­ნე­ბი, ხა­ფანგს და­გი­გე­ბო.

რო­ლანდ ახა­ლა­ია ტი­რან ნე­რო­ნი­ვით იქ­ცე­ო­და - ცა ქუ­დად არ მი­აჩ­ნდა და დე­და­მი­წა ქა­ლამ­ნად. მის კა­ბი­ნეტ­ში წყდე­ბო­და, ვინ რო­მელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნე­ბო­და სა­მეგ­რე­ლო­ში და ვინ უნდა და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ. ავ­რცე­ლებ­და ჭო­რებს, აყალ­ბებ­და არ­ჩევ­ნებს და უკა­ნო­ნოდ და­ჭე­რი­ლებს უდებ­და ე.წ. ნივთმტკი­ცე­ბებს. ის, რა­საც ადრე კრი­მი­ნა­ლე­ბი აკე­თებ­დნენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კეთ­დე­ბო­და რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას პრო­კუ­რო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­ლანდ და დათა ახა­ლა­ი­ე­ბის ბრძა­ნე­ბებს ბრმად ას­რუ­ლებ­დნენ რა­მაზ ლი­პარ­ტია, ბა­ჩუ­კი ლაგ­ვი­ლა­ვა, თე­ი­მუ­რაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, დიმა ჭა­კუა, რუს­ლან შა­მა­ხია, შარ­დენ კო­პა­ლი­ა­ნი, კობა მსხი­ლა­ძე და ლე­ვან შე­ლია - ისი­ნი ყალბ ჩვე­ნე­ბებს აწერ­დნენ ხელს.

- რო­გორც ვიცი, ჩვე­ნე­ბა­ზეც იძუ­ლე­ბით მო­გა­წე­რი­ნეს ხელი...

- გა­უ­გო­ნა­რი ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და წა­მე­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი შე­ვი­ქე­ნი, და­კი­თხვის ოქ­მზე ხელი მო­მე­წე­რა. სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ მქონ­და - ცი­ხი­დან ცო­ცხა­ლი ვერ გა­მო­ვი­დო­დი. მქონ­და პარ­ლა­მენ­ტარ ფრი­დონ თო­დუ­ას, ჭყონ­დი­დის ეპის­კო­პო­სის, მე­უ­ფე პეტ­რეს და სხვე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ახა­ლა­ი­ე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი არ იყო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ჩემი გა­რეთ ყოფ­ნა - სი­მარ­თლე რომ არ მეთ­ქვა. ცი­ხე­ში გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში მი­წევ­და ყოფ­ნა. თავ­და­პირ­ვე­ლად ჩემ­ზე სა­შინ­ლად ზე­მოქ­მე­დებ­დნენ: პირ­ვე­ლი 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთი ჭიქა წყა­ლიც არ მო­მი­ტა­ნეს. შემ­დეგ ხერ­ხემ­ლის მა­ლაც და­მი­ზი­ა­ნეს... იყო ასე­თი შემ­თხვე­ვაც: გლ­და­ნის ცი­ხის ერთ-ერ­თმა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ე.წ. კარ­მუშ­კა გა­ა­ღო და პა­ტიმ­რებს უთხრა, პირი გა­ა­ღეთ, უნდა ჩა­გა­ფურ­თხო­თო. ვინც პირ­ველ­მა თქვა უარი, ერთი "დუ­ბინ­კა" პირ­ში ჩა­უ­დო, ხოლო მე­ო­რე "დუ­ბინ­კით" იმ­დე­ნი ურტყა, ვიდ­რე ყვე­ლა კბი­ლი არ ჩა­უმტვრია. ცი­ხე­ში წიგ­ნიც დავ­წე­რე - "გამ­გებ­ლის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სა­ა­კაშ­ვილ-ახა­ლა­ი­ას რე­ჟი­მი". ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ პა­ტიმ­რე­ბი გა­ი­ძა­ხოდ­ნენ: ოღონდ ბი­ძი­ნა მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და წლებს კი­დევ და­ვი­მა­ტებ­თო. რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, ციხე სი­ხა­რუ­ლის­გან გუ­გუ­ნებ­და.

- კარ­გად იც­ნობთ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ის ხომ ჩემი თანა­სოფ­ლე­ლია. მისი ოჯა­ხი სა­ა­კაშ­ვი­ლის კარ­ზე უფრო რომ და­ფა­სე­ბუ­ლი­ყო, იმი­ტომ და­მა­პა­ტიმ­რა... ზუს­ტად ვიცი, რომ ჩემი საქ­მე რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას­თვის ნი­ურნ­ბერ­გის პრო­ცე­სი იქნე­ბა.

ესა­უბ­რა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

იგორ ტყებუჩავა: "ჩემი საქმე როლანდ ახალაიას ნიურნბერგის პროცესი იქნება!"

იგორ ტყებუჩავა: "ჩემი საქმე როლანდ ახალაიას ნიურნბერგის პროცესი იქნება!"

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხობის გამგებელი იგორ ტყებუჩავა 2011 წლის 28 ოქტომბერს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. იგორ ტყებუჩავამ გლდანის საპყრობილეში ერთწლიანი სასჯელი მოიხადა. ის ამბობს, რომ როლანდ ახალაიას პირადი პატიმარი იყო და ამიტომ პროკურატურაში ახალაიას წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

- როდესაც ხობის გამგებლად დავინიშნე, ხობში მეწარმეებთან და საჯარო მოხელეებთან შეხვედრაზე განვაცხადე, რომ რაიონში შერჩევითი სამართალი მოისპობოდა. თურმე ეს "ნაციონალური მოძრაობის" ენაზე მტრობას ნიშნავს და ამ განცხადების შემდეგ დაიწყო ჩემი დევნა... როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, სასწრაფოდ დაიწყეს "სახელმწიფოსთვის მნი­შვნელოვანი საქმეების" მოწესრიგება და ეს საქმე ახალაიების ოჯახთან დაახლოებულ აგენტს, მეწარმე დავით ქუხილავას დაავალეს. ნაცმოძრაობის აგენტები ათასგვარ ჭორს ავრცელებდნენ ჩემზე. თვითონ აყალბებდნენ ტენდერებს, მექრთამეობდნენ, მილიონებს იხვეჭდნენ და მე მაბრალებდნენ. ქუხილავას ხობში 4 ტენდერი ჰქონდა მოგებული... ერთ დღესაც, როცა ქუხილავასთან ერთად წავედი მისი ობიექტების დასათვალიერებლად, მან გზაში ამოიღო ფული და ააფრიალა, თუმცა ამ თანხისთვის ხელიც არ მიხლია... ორი დღის შემდეგ, როდესაც ჭალადიდიდან ხობში ვბრუნდებოდი, ალყა შემომარტყა კუდ-ის რაზმმა, წამიყვანეს "მოდულის" შენობაში და ახსნა-განმარტების გარეშე შემაგდეს იზოლატორში. ჩემი კაბინეტის გასაღები ჩემს ოჯახს ძალით წაართვეს, ქურდულად შეიპარნენ კაბინეტში და სეიფში დადეს ფული. შემდეგ კი სეიფი გააღებინეს ჩემს თანამშემწეს და ვითომ ნივთმტკიცება ამოიღეს. ქუხილავამ დაწერა, რომ ფული მან მომცა ქრთამად. აი ასე, ვითომ ნივთმტკიცებების ქურდულად დადებით აღმოვჩნდი გლდანის საპყრობილეში... სამეგრელო ზემო-სვანეთის პროკურორი როლანდ ახალაია სურვილისამებრ იჭერდა ადამიანებს გამოგონილი ბრალდებებით, ასიათასობით ლარი კი მავანთა ჯიბეებში ილექებოდა. როლანდ ახალაიამ პირადად მითხრა: მშვიდად ვერ იქნები, ხაფანგს დაგიგებო.

როლანდ ახალაია ტირან ნერონივით იქცეოდა - ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. მის კაბინეტში წყდებოდა, ვინ რომელ თანამდებობაზე დაინიშნებოდა სამეგრელოში და ვინ უნდა დაეპატიმრებინათ. ავრცელებდა ჭორებს, აყალბებდა არჩევნებს და უკანონოდ დაჭერილებს უდებდა ე.წ. ნივთმტკიცებებს. ის, რასაც ადრე კრიმინალები აკეთებდნენ, ხელისუფლების მიერ კეთდებოდა როლანდ ახალაიას პროკურორობის პერიოდში, როლანდ და დათა ახალაიების ბრძანებებს ბრმად ასრულებდნენ რამაზ ლიპარტია, ბაჩუკი ლაგვილავა, თეიმურაზ ბოჭორიშვილი, დიმა ჭაკუა, რუსლან შამახია, შარდენ კოპალიანი, კობა მსხილაძე და ლევან შელია - ისინი ყალბ ჩვენებებს აწერდნენ ხელს.

- როგორც ვიცი, ჩვენებაზეც იძულებით მოგაწერინეს ხელი...

- გაუგონარი ზემოქმედებისა და წამების გამო იძულებული შევიქენი, დაკითხვის ოქმზე ხელი მომეწერა. სხვა გამოსავალი არ მქონდა - ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. მქონდა პარლამენტარ ფრიდონ თოდუას, ჭყონდიდის ეპისკოპოსის, მეუფე პეტრეს და სხვების რეკომენდაციები, მაგრამ ახალაიებისთვის ხელსაყრელი არ იყო წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი გარეთ ყოფნა - სიმართლე რომ არ მეთქვა. ციხეში გაუსაძლის პირობებში მიწევდა ყოფნა. თავდაპირველად ჩემზე საშინლად ზემოქმედებდნენ: პირველი 4 დღის განმავლობაში ერთი ჭიქა წყალიც არ მომიტანეს. შემდეგ ხერხემლის მალაც დამიზიანეს... იყო ასეთი შემთხვევაც: გლდანის ციხის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ე.წ. კარმუშკა გააღო და პატიმრებს უთხრა, პირი გააღეთ, უნდა ჩაგაფურთხოთო. ვინც პირველმა თქვა უარი, ერთი "დუბინკა" პირში ჩაუდო, ხოლო მეორე "დუბინკით" იმდენი ურტყა, ვიდრე ყველა კბილი არ ჩაუმტვრია. ციხეში წიგნიც დავწერე - "გამგებლის თვალით დანახული სააკაშვილ-ახალაიას რეჟიმი". ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ პატიმრები გაიძახოდნენ: ოღონდ ბიძინა მოვიდეს ხელისუფლებაში და წლებს კიდევ დავიმატებთო. როდესაც ცნობილი გახდა არჩევნების შედეგები, ციხე სიხარულისგან გუგუნებდა.

- კარგად იცნობთ როლანდ ახალაიას?

- რასაკვირველია, ის ხომ ჩემი თანა­სოფლელია. მისი ოჯახი სააკაშვილის კარზე უფრო რომ დაფასებულიყო, იმიტომ დამაპატიმრა... ზუსტად ვიცი, რომ ჩემი საქმე როლანდ ახალაიასთვის ნიურნბერგის პროცესი იქნე­ბა.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა